Wii U, მიმოხილვა > კონსოლი

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11700

Wii U

Unread post#1 » 04 Dec 2012 16:03

Wii U - საიდუმლო დასახელება Project Café - 2012 წელს გამოსული Wii-ს ტრადიციების გამგრძელებელი კონსოლი გახლავთ. სიტემა 2011 წლის 7 იანვარს, E3 2011 დროს გამართულ Nintendo-ს პრესკონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. Wii U-ს მთავარ განმასხვავებელ დეტალს მისი ახალი სახეობის ჯოისტიკი წარმოადგენს, რომელიც ტელევიზორის გამორთვის შემდეგაც მოგცემთ თამაშის შესაძლებლობას. ახალი კონსოლი Wii-ს ყველა ძველ თამაშს უშვებს და მისი ყველა სათამაშო მოწყობილობის მხარდაჭერით არის აღჭურვილი. მოცემულია ინტერნეტ ბრაუზერიც. დადასტურებული თამაშების სია შემდეგნაირად გამოიყურება: LEGO City Stories,Mass Effect 3 (პორტი), Darksiders 2, New Super Mario Bros, Super Smash Bros, Pikmin, Assassin’s Creed III, Sonic & All-Stars Racing Transformed, Aliens: Colonial Marines, Ghost Recon Online, Zombie U, Rayman Legends.

>>>

ისტორია
ახალი კონსოლის გამოშვების იდეის დაბადება 2008 წელს, wii-ს დაბალი სიმძლავრის გამო გამოწვეულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. მოცემულ პრობლემას, Wii-ს ძირითადად კაზუალურ აუდიტორიაზე გათვლილი პოლიტიკის საკითხიც დაემატა. Wii U-სთან ერთად Nintendo სათამაშო აუდიტორიის შეცვლასაც აპირებს. გეიმ დიზაინერი სეგერი მიამოტოს თქმით, HD უქონლობის და Wii-ს შეზღუდული ქსელური სტრუქტურის გამო, კონსოლს, მისი მთავარი კონკურენტების გვერდით არასდროს აყენებდნენ (Xbox 360 და PlayStation 3). Nintendo-მ ახალ კონსოლში სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა, კომპანიაში ახალი კონსოლისთვის ბევრი საკამათო იდეა იქნა განხილული, პროექტმა კი საბოლოოდ რამდენჯერმე იცვალა სახე.

>>>

Wii U - GamePad
ახალ ჯოისტიკზე მოთავსებულ ხელსაწყოთა შორის, ეთერთი უთავრესი როლი 6,2 დუიმიან, ძალიან დიდი მგრძნობელობის მქონე, მაგრამ არა მულტითაჩ დისფლეის უჭირავს. პარალელურად, ანალოგის სტიკების ჩათვლით, ყველა ტრადიციული მართვის ელემენტები კვლავ ადგილზე რჩება. მოცემული კომბინაცია ჩვეული, მოთამაშე და სათამაშო ეკრანის მიერ დაწესებულ ბარიერებს ხსნის, და ვიდეო თამაშების სამყაროში "მეორე ეკრანი შემოაქ". მართვის სიტემას, უკაბელო ჯოისტიკების მსგავსად, რეგულარული დატენვა ესაჭიროება. მასზე განთავსებულ კნოფკებს შორის კი მოცემულია - Power, Home, +Control Pad, A/B/X/Y, L/R და ZL/ZR. მასში ასევე ჩაყენებულია აქსელერატორი და გიროსკოპი, აქვს ვიბრაციის ფუნქცია, ფოტო/ვიდეო კამერა, მიკროფონი, სტერეო დინამიკები და ეკრანული სენსორები. როგორც ზევით აღვნიშნე, Wii U-ს, Wii™ ყველა მართვის მოწყობილობის მხარდაჭერა გააჩნია - Nunchuk™ controller, Classic Controller™, Classic Controller Pro™ და Wii Balance Board.

>>>

    ტექნიკური მონაცემები:
  • IBM Power750 "Espresso" სამ ბირთვიანი პროცესორი (45ნმ ტექპროცესი, ბირთვის სიხშირე 1.24 Ghz).
  • 2 გიგაბაიტამდე ოპერატიული სისტემა (1 გიგა სისტემის რეზერვისთვის, მეორე თამაშებისთვის)
  • 8 ან 32 გიგაბაიტი ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება თამაშების სეივების შესანახად, პროგრამური უზრუნველყოფის და განახლებებისთვის
  • ATI Radeon HD 6770 გრაფიკული ჩიპი (High Definition GPU-ს ბაზაზე შექმნილი AMD RadeonTM გრაფიკული ჩიპი); ვიდეო გამოსახულებები:1080p, 720p, 480p, 576i - HDMI.
  • ენერგო მოხმარება - Wii U ელექტროენერგიის მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელია 75 ვატი, ხოლო ნორმა დაახლოებით 45 ვატს შეადგენს.
  • Blu-ray ტექნოლოგიაზე დაფუძვნებული 25 გიგაბაიტიანი ფორმატის მქონე დისკები.
  • გაბარიტები - სიმაღლე 4,58 სმ, სიფართე 26,67 სმ, ხოლო სიგრძე 17,27 სმ. წონა დაახლოებით 1,5 კგ.
წყარო

Riddick
Posts: 11700

Wii U

Unread post#2 » 28 Dec 2012 16:24


Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests