რამდენიმე კვირის წინ, Android-ის ოპერაციულ სისტემაზე შექმნილი, იაფიანი სათამაშო კონსოლის შესახებ გარკვეული ხმები გავრცელდა. ხოლო უკვე 11 ივლისს, Kickstarter-ის რესურსზე, ახალი კონსოლის მხარდაჭერის გვერდი გამოჩნდა. საიტის საშუალებით, იდეის ავტორები, სტუმრებს, ახალი კონსოლის, სახელად Ouya დაფინანსებას სთავაზობენ. ახალი კონსოლი Google პოპულარული OC-ის მეოთხე ვერსიის გამოყენებით იქმნება და მისი კონპონენტები შემდეგნაირად გამოიყურება:
- ოთხბირთვიანი პროცესორი Tegra 3
- 1 გბ ოპერატიული მეხსიერება
- 8 გბ შიდა ფლეშ მეხსიერება
- HDMI 1080p გაფართოების მხარდაჭერით
- Wi-Fi 802.11 b/g/n/
- Bluetooth LE 4.0
- USB 2.0 ერთი პორტი
- და უკაბელო ჯოისტიკი
>>>
მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც გულშემატკივრების მხარდაჭერა აღმოჩნდა. Ouya-ს შექმნისთვის დაახლოებით 20 000 ადამიანმა ერთი დღე ღამის განმავლობაში ორ მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარი გადარიცხა (შეგახსენებთ, რომ პირვანდელი გეგმის მიხედვით 950$ ათასის მოგროვება იყო საჭირო). დღეის მონაცემებით კი მხარდამჭერთა გადარიცხული თანხა უკვე 4,800,000$ დოლარამდეა ასული, ხოლო წინ კიდევ 24 დღეა დარჩენილი (საიტის მისამართი). ouya-ს შექმნელთა გუნდი შოკირებულია მოცემული შედეგით. მათი თქმით, Kickstarter-ზე მომხდარი ეს შემთხვევა, პირდაპირ ადასტურებს, რომ კონსოლების თემა ჯერ კიდევ შორს არის ამოწურვამდე. Ouya-ს პირველი ქარხნული პროტოტიპები 2013 წლის მარტში უნდა გამოჩნდეს. კონსოლის ღირებულება 99 დოლარი იქნება.