PlayStation VR (Project Morpheus),

Descriptions / Details / Reviews /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#1 » 20 Mar 2014 17:50

Sony-ის ახალი ვიტრუალური სათვალის შესახებ ნეტში უკვე არაერთი ჭორი გავრცელდა. ბოლო დრომდე კომპანია მოცემულზე კომენტარის გაკეთებას ყველანაირი ხერხით გაურბოდა, მაგრამ ორი დღის წინ ალბათ უკვე იგრძნეს მზაობა და Project Morpheus ოფიციალურად წარმოადგინეს - სახელი არ შემშლია, მოწყობილობას რეალურად Project Morpheus ქვია.

>>>

Project Morpheus მთავარი კომპლექტი - 1920х1080 გაფართოვებაზე მომუშავე 5 დიუიმიანი დისფლეი, რომელიც მომხმარებლის თავზე სათვალის მგავსად მაგრდება. მოწყობილობა მჭიდრო კავშირშია PlayStation 4 კამერასთან, მოცემულის მეშვეობით ვირტუალურ სამყაროში ყოფნას კიდევ უფრო დამაჯერებელი ეფექტი აქვს. სათვალე PS Move მოწყობილობასთანაც თავსებადია. თუ მას Project Morpheus გამოყენების პარალელურად დაიჭერთ, მოთამაშე ხელში ხმალს, ან ცეცხლსასროლ იარაღს დაინახავს. დეველოპერების თქმით, მოცემული ტექნოლოგია თამაშში ყოფნის შეგრძნების ჯერ არ ნახულ ეფექტს მოახდენს - მომხმარებელი მოწინააღმდეგესთან ბრძოლის რეალურობას დაიჯერებს. Project Morpheus კიდევ ერთ ღირსეულ შემადგენელს სრული სამ განზომილებიანი ხმა წარმოადგენს.

>>>

კითხვა: რატომ დაარქვით მოწყობილობას Project Morpheus?
პასუხი: "სახელი ბოლო კვირამდე არ გვქონდა. მორფეი სიზმრების ღმერთს ქვია და მოგვეწონა ვარიანტი".

მოცემულ მომენტში Project Morpheus მხოლოდ Thief და EVE: Valkyrie მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ მოწყობილობის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის Sony-ს რამდენიმე განსაკუთრებული დემო ვერსიაც მომზადებულიაქვს. იმის შესახებ თუ როდის და რა ფასად გამოჩნდება Project Morpheus ბაზარზე, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის.

>>>
    ვირტუალური სათვალეების რამდენიმე მონაცემი:
  • კონფიგურაცია: პროცესორული ბლოკი, ყურსასმენი
  • ჩვენების მეთოდი: LCD
  • პანელის ზომა: 5 დუიმი
  • პანელის გაფართოვება: 1920xRGBx1080
  • ხედვის ველი: 90 გრადუსი
  • სენსორები: აქსელერომეტრი, გიროსკოპი
  • ინტერფეისი: HDMI + USV
  • ფუნქციონალი: 3D-აუდიო, სოციალური ეკრანი
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Project Morpheus

Unread post#2 » 20 Mar 2014 18:02

მჯერა მე სონის და მივესალმები ^^ კარგი VR დაპირისპირებები აიწევა, არამგონია სხვა კომპანიებიც გაჩერდნენ
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Project Morpheus

Unread post#3 » 20 Mar 2014 19:08

ახალი თაობის ძრავებთან დაკავშირებულ ამბავს გავს, ყველა კომპანია თავის ვარიანტის გამოშვებას ცდილობს (მაიკროსოფტის სათვალეზეც დაიწყეს უკვე ლაპარაკი და ალბათ ცოტახანში იმასაც ვიხილავთ).

ხარისხის თვალსაზრისით Sony-ისი მეც მჯერა, მარა აი ფასი ალბათ მეტი ექნება ოკულუსზე (თან ნამდვილად არ მინდა რო 10 სხვადასხვა სათვალე იყოს ბაზარზე, თავიანთი ექსკლუზივებით, პროსტა მომხმარებლის წეწვაა და მეტი არაფერი).
კვაზი-mode

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Project Morpheus

Unread post#4 » 20 Mar 2014 20:05

მონაცემები მაინტერესებს ამის, რამდენად აქაჩავენ, რადგან ახლახანს გდც-ზე აჩვენეს ახალი ოკულუსი და იქ უკვე აწიეს რეზოლუშენი.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 288
Contact:

Project Morpheus

Unread post#5 » 27 Mar 2014 06:52

riddick wrote:ხარისხის თვალსაზრისით Sony-ისი მეც მჯერა, მარა აი ფასი ალბათ მეტი ექნება ოკულუსზე

Morpheus Targeting $249-299 Price
Source
დიდიხანია ამ სონის ვირტუალურ სათვალეს ვაკვირდები, იმედია ახლო მომავალში პრაქტიკული იქნება რაც ჩემი აზრით gaming -ს და საერთოდ entertainment media -ს ძალიან დიდი ნაბიჯით წინ წაწევს. ამაზე რო იფიქრო იმდენი რაღაცა შეიძლება მოგივიდეს თავში... საერთოდ ახალი ჟანრების თამაშები შეიქმნება, პარნუხაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია...

ისე ჩემ პირად აზრს მაინც არ ვიცვლი და როგორც ადრე დავწერე ჩემი აზრით ნამდვილი VR და ნამდვილი მომავალი არის ბიოტექნოლოგია რომელიც უბრალოდ გასცდება სათამაშო ინდუსტრიას და ცხოვრების უმეტეს ასპექტს მოიცავს, როგორც მაგალითად პიროვნებაში აუგმენიტრებული სმარტფონი ))) დაახლოებით ისეთი როგორიც Accel World შია.
>>>
იმედია ჩემს სიცოცხლეში მოვესწრები მსგავს ტექნოლოგიას და მომავალს სადაც ხალხი ერთმანეთთან USB კაბელით დაკონექტდება კაფეში ))).

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Project Morpheus

Unread post#6 » 08 May 2014 03:52

ოკულუსის დემოები ვნახეთ, მარა ამის დემოები მუვის მხარდაჭერით უფრო შთამბეჭდავია
თან რაც პირველი FB იყიდა უკვე ამის მიმართაც ჩნდება სიმპატია ))
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Project Morpheus

Unread post#7 » 04 Mar 2015 07:05

რაღაც საკაიფო დემო დაუდიათ Morpheus-ზე, 2016-ის პირველ ნახევარში გასაყიდად გამოდის უკვე.
მონაცემები:
OLED display 1920 x RGB x 1080 display
120Hz refresh rate
Super low latency
5.7 inch screen, 100 degree field of view
9 LEDs for tracking. 3 LEDs have been added to the headset
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Project Morpheus

Unread post#8 » 06 Mar 2015 11:56

ეგ მონაცემები და ეს შთაბეჭდილებები >>>
კარგადააქ აღწერილი შეგრძნებები
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#9 » 15 Oct 2016 12:20

გამოვიდა. მაგარი ჰაიპია, ალბათ ნახეთ, მარა მე მაინც ვერ აღვიქვავ რაღაც სათამაშო მოწყობილობათ. დივაისია პროსტა და საინტერესო ვიზუალურ ექსფერიანსს იძლევა. ვლაპარაკობდით ამის ყიდვაზე, მარა ნუ როგორც სათამაშო მოწყობილობა ჯერ არ შემდგარა და ალბათ არ ვიწვალებ ამის საყიდელი რესურსის გაჩითვაზე ჯერ. https://media.giphy.com/media/3o6Zt28yP ... /giphy.gif
ჩვეუკებრივი ექსკლუზივები რო ითამაშო ამით ეგ მაინტერესებს როგორია :hmm:
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#10 » 07 Jan 2017 04:32

https://www.youtube.com/watch?v=retzIo0fksg
დინოზავრების ზომის "ლაივში" ნახვაზე ნაღდად არ ვიტყოდი უარს
მეგალადონს რო უყურებ ვეშაპს როგორც ჭამს )))
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#11 » 21 Mar 2017 02:37

რამე შეცვალა VR-მა? მე ინდუსტრიას ნაღდად აღარ ვადევნებ თვალს, მარა ისე დაიწყო ყველაფერი ისედაც უნდა გამეგო რამე ღირებული რო ხდებოდეს იდეაში. ვაფშე ვერ გავიგე რა ნიშა დაიკავა. ჩვეულებრივი თამაშების თამაში როგორც ჩანს არაა მიზანშეწონილი და თავისი უშუალო ფორმატი რაარი საერთოდ?
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#12 » 21 Mar 2017 03:10

თამაშების მხრივ არაფერი და ამსეც იყო მოსალოდნელი, მარა არქიტექტურული კუთხით ბუსტავენ VR რენდერების თემას, ნუ VR დამკვიდრებასთან ერთად ეგ მაგ სფეროში გარდაუვალი იქნება და ალბათ მაგიტომ ცდილობენ მაგ ნიშის დამკვიდრებას.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#13 » 21 Mar 2017 12:49

თამაშების სფეროდან დაიწყო ყველაფერი, მოსალოდნელი როგორ არ იყო
ჯერ მარტო მსხვილი კომპანიების დანახარჯები რო ნახო უკვე ეგეც საკმარისია, მარა რა მიიღეს ვერ დავამუღამე. სუფთა გეიმერული კუთხით არაფერი არ მოხდა. ვიზუალური გაჯეტია, რომელმაც ჯერჯერობით ვერცერთი სერიოზული გეიმფლეი მექანიკა ვერ მიიღო, მითუმეტეს უკვე არსებული.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#14 » 21 Mar 2017 13:42

ხო მაგას ვფიქრობდი/ვამბობდი თავიდანვე რომ რეალურად კონტროლერია ინოვაციური/შემჩვლელი ნაწილი თამაშების და ეს უბრალოდ უფრო იმერსიულს ხდის არსებულ კონტენტს. კონტროლერის შეცვლის გარეშე რაღაც ერთეულ მექანიკებს ერგება თან მარტო.

კონტროლერები ჯერ კიდევ აბსურდულია. რაღაც ჭოჭინაში სირბილი და 12 კამერის სახში დამონტაჟება და 4 მეტრ კვადრატის გამოყოფა და ა.ს. არამეინსტრიმული მოთხოვნებია.

იმენა რაღაც ტვინის ველების წაკითხვით და კუნთების მოძრაობის სკანირებით კონტროლერი მგონია ერთადერთი სალუშენი. ორივე ტექნოლოგია არსებობს უკვე პროსტეტიკებში. ხალხი ხელებს და ფეხებს ამოძრავებს ხელოვნურს.

დადებითი რაც VR-ზე ინტერესმა ქნას შეილება რომ ინტერესი მიეცეს ეგეთ აპარატებს და მოძრაობის ქეფჩერის აპარატებს და მოშნად დაიხვეწოს ეგ ტექნოლოგიები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: PlayStation VR (Project Morpheus)

Unread post#15 » 21 Mar 2017 15:47

საერთოდ გეიმფლეის მხრივ რო წავიდეს სიტუაცია წინ მე ეგ გამისწორდება, იმერსია ისედაც მყოფნის 19 მონიტორზე და 21-იანს არ ვყიდულობ წლებია )) თუ რამე საინტერესო გეიმფლეი მექანიკას გააძრობენ კიდე ბაზარი არაა, მარა იმიტო რო იქ "ძუძუებს" უყურო უფრო დამაჯერებელ ზღაპარში და მერე საათ ნახევარი აზზე მოსვლას ვეცადო ეგრე პოხუი.
მე და სლეიერა რო ვიყავით დემოების სანახავათ და მერე ბანცალით რო წავედით სახლებში ეგეთი საეჭვო ხარისხის გართობა სხვაც ბევრია დღეს.
კვაზი-mode

Return to “Gaming Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest