Unread post#31 » 12 Mar 2015 19:39
Shin Megami Tensei III: Nocturne დავხურე. პირველად 2010 წლის იანვარში ჩავუჯექი სათამაშოდ, რამდენიმე საათი კარგად ვითამაშე მარა პირადული პრობლემების გამო არ მეყო გაგრძელების ნერვები. რამდენჯერმე ვცადე გაგრძელება გარკვეული პერიოდების შემდეგ მარა არც მერე მყოფნიდა ნერვები და ხასიათს მიფუჭებდა. ამ ბოლო პერიოდში დავიწყე ახლიდან, ვითამაშე, გავუძელი, შევირგე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა ის არის რო თითქმის თამაშის ყველა ელემენტი ნებისმიერ მომენტში ერთმანეთს ავსებს და ქაჩავს, პატივისცემას გრძნობ რო თითოეულ ადგილას ცდილობენ ატმოსფეროში ჩაგძირონ და პერსონაჟის ბედზე გაფიქრონ, იქ გაგრძნობინონ თავი და ბოლომდე ჩაგრთონ მოვლენებში, რაღაც დინამიკაში ხარ და მოთხოვნილება გაქვს გაიგო შემდეგში რა მოხდება.. თითონ სთორი დეპრესიული და დამთრგუნავია იდეურად - განადგურებული სამყარო, არანაირი იმედი, ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ნელნელა ეგუები რეალობას, ეჩვევი სამყაროს და შენ ადგილს იმკვიდრებ. ვიზუალი, ესთეტიკა, მუსიკალური გაფორმება და კომბატი ძალიან მაღალ დონეზე შესრულებულია, შეიძლება ტექნიკური თვალსაზისით არა მარა მოთამაშემდე მაქსიმალური immersive experence მოდის, ზოგჯერ ჩერდები მუსიკას უსმენ, მერე ძლიერი დემონების და ტაქტიკურად დალაგებული გუნდით შემართებით მიდიხარ ახალ dungeon-ში, ბოსებთან ბრძოლისას ხმას მაღალზე უწევ და დაკვირვებით არჩევ სკილებს რითი შეუტიო, გამარჯვების შემთხვვაში კი დასასეივებლად გარბიხარ. ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს არის ლაბირინთული dungeon-ები თავისი puzzle-ებით, რომელიც ასე მგონია შეგნებულად ჩასვეს წინა სერიების ძველი მიდგომის გამო, რაც ძალიან დამღლელი იყო და მოთამაშის მიმართ სადიზმი, მარა მეორე მხარემ მაინც ბევრად გადაწონა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.