History of RPG: Part 1, სიუჟეტი : ჟანრის ისტორია

შემეცნებითი სტატიები - ძირითადი ფორმატები :
სიუჟეტები , ინტერვიუები , რეტროსპექტივები , სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4161
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#1 » 31 Mar 2010 00:07

History of Roleplaying Games

Part 1: Dark Ages

Roleplaying Games ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაშების ჟანრია, როლურ თამაშებს მილიონობით გეიმერი და კასუალური მოთამაშე თამაშობს ყველა სახის სათამაშო პლატფორმაზე, მარტო და ქსელში - მილიონობით სხვა მოთამაშესთან ერთად. ჟანრში არსებობს უამრავი განსხვავებული სტილის თამაში, დაწყებული კლასიკური Dungeon Crawl-ით (Rogue, Nethack, Diablo) დამთავრებული უზარმაზარი დეტალური სამყაროს მქონე როლური თამაშებით (Elder Scrolls, Gothic, World of Warcraft).

RPG–ში მთავარი აქცენტი არის პროტაგონისტზე და მის განვითარებაზე, იქნება ეს მისი ხასიათის, პიროვნების განვითარება თუ მისი ფიზიკური მონაცემების და უნარების. მთავარი პერსონაჟი როლურ თამაშებში ერთგვარი ვირტუალური ორეულია მოთამაშის, და თამაშის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ თუ როგორი იქნება პროტაგონისტი თამაშის დასრულებისას, ყველა თამაშში სხვადასხვა სტილის თავისუფლება არის პერსონაჟის ჩამოყალიბებისას. Bioware–ის თამაშებში თქვენ პერსონაჟის მიერ თითოულ წარმოთქმულ სიტყვას და ქმედებას აკონტროლებთ, იაპონურ როლურ თამაშებში არჩევანი ძირითადათ კოსმეტიკურია.

>>>

როლურ თამაშებს დიდი ისტორია აქვთ, ბევრი მოვლენა უნდა მომხდარიყო ვიდრე ასობით სამყაროს ბედი რჩეული გმირების მხრებს დაამძიმებდა. ყველაფერი გასული საუკუნის 60–იან წლებში დაიწყო, როდესაც სამყარო The Beatles ბოროტი იმპერიის აღზევების მომსწრე გახდა და ყველა შავთეთრი იყო. ამ დროს მასიურად გამოვიდა გაყიდვაში მეოცე საუკუნის უკვდავი შედევრი "The Lord of the Rings", რომელმაც მილიონობით ახალგაზრდას სამყარო შეცვალა.

მეგობრები იკრიბებოდნენ და "Helms Deep"–ს ბრძოლას ჯოხებით და ზურგზე მოსასხამის მსგავსად წამოცმული გადასაფარებლებით ათამაშებდნენ. დროთა განმავლობაში ამან უფრო მცირე მაშტაბები შეიძინა, და თამაში საღამოობით, სახლის მყუდრო ატმოსფეროში გრძელდებოდა. მაგრამ აქ გაჩნდა საჭიროება გმირების და მტრების სიძლიერის, მაგიის დამრტყმელი ძალის დადგენის. ასე შეიქმნა პირველი სამაგიდო თამაშები, რომლებსაც შემდგომში "Pen and Paper Role Playing Games", ან უბრალოდ სამაგიდო RPG ეწოდათ.

>>>

ბევრი სამაგიდო თამაში შეიქმნა იმ დროს, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას "Dungeons and Dragons"–მა მიაღწია. გარი გიგაქსის(Gary Gygax) და დევიდ ანერსონის (Dave Arneson) მიერ შექმნილ სათამაშო სისტემაში იყო დაწერილი წესები და სტატისტიკა გმირებისთვის და მათი მტრებისთვის, თითოეული პერსონაჟის ფიზიკური მონაცემები და უნარები ციფრების სახით იყო გადმოცემული, ასევე თუ რა რაოდენობის ზიანის მინიჭება შეეძლო თითოეულ იარაღს და მაგიას. თამაშს ჰქონდა საბრძოლო სისტემა, რომელიც ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით წყვეტდა ბრძოლაში გამარჯვებულს. მოთამაშეებს გააჩნდათ თავიანთი პერსონაჟის რასის, პროფესიის და ერთგვარი მორალის და ზოგადი მსოფლმხედველობის(alignment) არჩევის შესაძლებლობა, ყველაფერ ამას გარკვეული ბონუსები ან სისუსტეები მოჰქონდა პერსონაჟისთვის. ასევე გმირის პროფესია და Alignment წყვეტდა თუ რა სახის იარაღების და მაგიის გამოყენება შეეძლო მას.

D&D–ის სათამაშო სისტემით თამაში რამდენიმე ფენტეზი სამყაროში შეიძლება, რომლებსაც სეთინგები ჰქვიათ. მათ შორის ყველაზე პოპულარული არის "Forgotten Realms", სამყაროს რასები ძალიან ჰგავს ბეჭდების მბრძანებლის რასებს, თუმცა სამყაროს დანარჩენი ნაწილი განსხვავდება ტოლკიენის შედევრისგან, განსაკუთრებით კი მაგია. რასების და პროფესიების არჩევანი იცვლებოდა D&D სათამაშო სისტემის განვითარებასთან ერთად, მაგრამ ძირითადი სათამაშო პრინციპები საერთო იყო.

Dungeon & Dragons – ს თამაშობდა რამდენიმე მოთამაშე, როგორც წესი სახლის მყუდრო ატმოსფეროში. თითოეული მოთამაშე ქმნიდა თავის პერსონაჟს, მის სტატისტიკურ მონაცემებს და მათ პროგრესს სპეციალურ ცხრილებიან ქაღალდზე იწერდა, ასევე ხშირად მოთამაშეები ქმნიდნენ პერსონაჟის ბიოგრაფიას და ხასიათს, რომლის მიხედვითაც იღებდნენ მნიშვნელოვან მორალურ გადაწყვეტილებებს. თითოული თამაშს ჰყავდა "Dungeon Master"-ი, რომლის როლიც ვიდეო თამაშებში კომპიუტერმა აიღო თავის თავზე. ეს იყო ერთგვარი მთხრობელი, რომელიც აღწერდა თამაშის გარემოს, ლაპარაკობდა სამყაროს ბინადარი პერსონაჟების სახელით და იბრძოდა მტრების და მონსტრების მაგივრად.

ბრძოლა ხდებოდა სვლების მეშვეობით, თითოეულ ქმედებას გარკვეული რაოდენობის სვლები სჭირდებოდა, მოთამაშეები და მათი მტრები რიგრიგობით აკეთებდნენ სვლებს და შემდეგ ხდებოდა ამ სვლების შედეგების გამოთვლა. თამაშში ინტერესის და მოულოდნელობის ეფექტის შემოსატანად იყენებდნენ სხვადასხვა ფორმის კამათლებს, თითოეული სტატისტიკა მრავლდებოდა კამათელის გაგორების შედეგად მიღებულ რიცხვზე და მისი სიძლიერე იცვლებოდა ამის მიხედვით. ყველაზე დაბალი კომბინაციის გაგორება უდრიდა Critical Fail–ს, ყველაზე მაღალის Critical Hits.

სტატისტიკის გამოთვლის პროცედურას დიდი დრო მიჰქონდა, რაც ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ თამაშიდან მიღებული მთავარი სიამოვნება საინტერესო ისტორიების მოყოლაში და თავგადასვლებში იყო.

>>>

Dungeons and Dragons–ის გარდა არის ბევრი სხვა პოპულარული სამაგიდო RPG. მაგალითად Gameworkshop–ის "Warhammer". ამ თამაშის სეთინგი უფრო ბნელი და სტილიზებულია. აქ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი ხაზი "ბოროტ" და "კეთილ" პერსონაჟებს შორის და თამაშის აქცენტი უფრო მაშტაბურ ომზე არის გაკეთებული, ვიდრე პატარა თავგადასავლებზე. Warhammer–ის თითეულ ასპექტი სავსეა შავი იუმორით და სტილიზებული ბრუტალურობით. Warhammer–ს აქვს ორი ძირითადი სეთინგი, Warhammer Fantasy და მისი უფრო პოპულარული ფუტურისტული ვარიანტი Warhammer 40000.

"World of Darkness" კიდევ ერთი წარმატებული სამაგიდო RPG-ა, ამ თამაშის სამყარო პოპულარულ საშინელებათა ჟანრის ფიქციას ეფუძვნება. ეს არის ღრმა, სტილით აღსავსე ბნელი სამყარო, რომელიც ხიბლავს თავი დეტალურობით და სხვადასხვა როლის თამაშის შესაძლებლობით. თამაშის სამყაროში თქვენ მისტიური რასების როლს ირგებთ, რომელთაგან ყველაზე პოპულარული ვამპირების რასაა. ამ RPG–ში მთავარი თქვენი პერსონაჟი და მისი ისტორიაა, ბრძოლა და პერსონაჟის ფიზიკური განვითარება ნაკლებად მნიშვნელოვანი არის. რაც ბევრად ღრმა და საინტერესო გამოცდილებად იქცევა კარგი ისტორიების მოყვარული მოთამაშეებისთვის.
პირველი კომპიუტერული RPG–ს დადგენა რთულია, პირველი თამაშების შექმნა დაიწყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70–იან წლებში. პირველი პროგრამისტი სტუდენტები, უნივერსიტეტების უზარმაზარ კომპიუტერებზე ქმნიდნენ ტექსტურ თამაშებს, რომლებიც ხშირად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ იშლებოდა როგორც I-ხულიგნების მავნებლობის პროდუქტი.

ერთ-ერთი პირველი ისტორიას შემორჩენილი როლური თამაში არის გერი ვაისჰანტის(Gary Whisenhunt) და რეუ ვუდის (Ray Wood) მიერ 1974 წელს შექმნილი "dnd". ამ თამაშს ჰქონდა ბევრი გეიმპლეის ელემენტი რომლებიც შემდეგში როლური თამაშების ბაზისად იქცა. თქვენ ირჩევდით რასას, ანაწილებდით ქულებს ფიზიკურ მახასიათებლებში (ძალა, ინტელექტი, მოქნილობა და ა.შ) და ნელნელა ბნელი დანჯენის სიღრმეებისკენ მიიწევდით. გზადაგზა "სართულებს" აგრესიულ ბინადრებისგან წმენდდით, აგროვებდით ათას საჭირო და არასაჭირო ნივთს და მოგზაურობის ბოლოს დაამარცხებდით თამაშების ისტორიაში პირველ "ბოსს", ოქროს დრაკონს. რომლის ჯადოსნური სფეროთი.. დანარჩენის თავად მიხვედრა არ გაგიჭირდებათ.
მომდევნო წლებში DnD–ის მოჰყვა კიდევ რამდენიმე როლური თამაში, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 18 წლის სტუდენტის, რიჩარდ გერიოტის (Richard Garriott) მიერ შექმნილი Akalabeth: World of Doom, (Ultima 0 როგორც მას ზოგჯერ მოიხსენიებენ). ეს იყო გერიოტის 28–ე(!) Dungeons & Dragons-ით შთაგონებული თამაში და მისი პირველი კომერციული პროექტი. თამაში გამოვიდა Apple II–ზე. მის დისტრიბუციას რიჩარდი თვითნაკეთ შეფუთვებში აწარმოებდა, მანამ თამაშზე უფლებები California Pacific Computer Company–იმ არ შეიძინა და მასიურ გაყიდვაში გაუშვა.

თამაშის პრინციპი მარტივი იყო, თქვენ იღებდით ქვესტებს Lord British–ისგან, იკვლევდით მიწისქვეშეთს და ამარცხებდით 10 ზრდადი სირთულის მქონე ბოსს. Lord British გერიოტის მეტსახელი და მისი სათამაშო ალტერ ეგოა. Akalabeth–ისგან მიღებულმა წარმატებამ საშუალება მისცა გერიოტს შეექმნა ლეგენდარული Ultima–ს სერიები.
მაგრამ ამ პერიოდის ყველაზე გამოკვეთილი CRPG მაინც Rogue(1980) არის. პირველმა "გრაფიკულმა" თავგადასავალმა დიდი გავლენა იქონია Dungeon Crawl–ის პოპულარიზაციაში და თამაშების საკუთარი მიმდინარეობაც ჩამოაყალიბა – Rogue Likes იგივე Rogue Action–ი. აქ თქვენ მართავდით გმირს რომელიც @–სიმბოლოთი იყო აღნიშნული, იკვლევდით დანჯენებს და ამარცხებდით მონსტრებს, რომლებიც ანბანის ასოებით იყვნენ აღნიშნული Z-zombie და ა.შ.სიმარტივის მიუხედავად Rogue ძალიან ჩამთრევი და აზარტული თამაში იყო და თავისუფლად შეიძლება Diablo-ს სულიერი წინაპარი ეწოდოს.


ასე დაიწყო კომპიუტერული როლური თამაშების ჟანრი. ბეჭდების მბრძანებლიდან, Dungeons & Dragons–ამდე, D&D–დან პირველ ტექსტურ კომპიუტერულ თამაშებამდე. უდავოა რომ სამაგიდო RPG-ებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჟანრის ჩამოყალიბებაში, თუმცა რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა CRPG–ისთვის ასეთი წინაპარის ქონა საკამათო საკითხია. სამაგიდო როლური თამაშები შეიქმნა სურვილით თუნდაც ვირტუალურ თავგადასავლებში მონაწილეობისა, და სამაგიდო თამაშების სისტემა იყო ამ თავგადასავლების სიმულაციის საშუალება. სიმულაციის წესები და სტილი გამომდინარეობდა შეზღუდვებით რომელიც იმ პერიოდში არსებობდა. ძალის, მოქნილობის და ინტელექტის ასახვა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ციფრების სახით შეიძლებოდა. თავგადასვლების სიმულაციის ასეთი ტიპი იდეალური იყო პირველი კომპიუტერული თამაშებისთვისაც, რომლებსაც თამაშის პროცესის გრაფიკული ასახვაც კი არ ჰქონდათ ჯერ, და ყველაფერი ტექსტური აღწერების, და ხელით შეყვანილი ტექსტური ბრძანებების საშუალებით ხორციელდებოდა.

მაგრამ პირველი CRPG-ის გამოჩენიდან 30 წლის შემდეგაც კი, სამაგიდო როლური თამაშების ბაზისებს არ გასცდენია როლური თამაშები, და არც ნიშნები არსებობს ამ ვითარების შეცვლის. RPG დღევანდელი სახე ბევრი გეიმერისთვის საყვარელი და შეუცვლელი გახდა, თუმცა საინტერესოა რა გამოვა, თუ დავუბრუნდებით დროს როდესაც სამაგიდო RPG–ების შექმნის საჭიროება გაჩნდა და ვიფიქრებთ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო RPG დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. როგორ შეიცვლებოდა ან შეიცვლება თავგადასავლების და ფენტეზი სამყაროში ცხოვრების სიმულაცია რომელსაც RolePlaying Games ვუწოდებთ.
© Hellwalker

სტატიის მეორე ნაწილში გაიგებთ თუ როგორ განვითარდა შემდგებში RPG ჟანრი და შეიქმნა პირველი ლეგენდარული RPG სერიები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#2 » 03 Apr 2010 11:46

მართლა მაგარი სტატიაა,საღოლ :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 1522
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#3 » 03 Apr 2010 13:54

საღოლ, მომეწონა მაგრად!
მეორე ნაწილი გამოუშვით
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Spawn
Posts: 162
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#4 » 03 Apr 2010 15:10

საინტერესოა საღოლ:] როდის დაწერ გაგრძელებას
Our humanity can only be understood if we embrace both the animal and the god within us

Ozzy
Posts: 169
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#5 » 03 Apr 2010 15:10

საღოლ კარგი სტატიაა... მართალია დიდად არ მიყვარს RPG-ები მაგრამ გაგრძელება მაინტერესებს ^^

User avatar
Riddick
Posts: 8739
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#6 » 03 Apr 2010 17:00

სიამოვნებით გადავიკითხე =) კარგი სტატიაა ნამდვილად და ველოდებით მეორეს
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4161
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#7 » 03 Apr 2010 22:45

thx guys :D
რამე კრიტიკა არაა? xD
Spawn
წერას დავიწყებ, რამდენი ხანი მოვუნდები არ ვიცი 6~10 days ალბათ თითოზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

prince_meo
Posts: 5
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#8 » 03 Apr 2010 23:56

მაგარია!.. გაგრძელებაც კარგი იქნება, ხო მემგონი მართლა პირველი ქართული სტატიაა ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ მინახავს :)

Pyramid Head
Posts: 13
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#9 » 04 Apr 2010 00:51

საერთოდ რპგ-ს ჟანრის თამაშები ისე რა მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დიაბლოზე და ვიჩერზე მაგარი რპგ-ები არ არსებობს იმჰო.
პ.ს. შესანიშნავი სტატიია ჰელვოკერ :) საღოლ. და fps -ზეც ხომ არ დაწერ შემდეგ?

Hexblade
Posts: 117
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#10 » 04 Apr 2010 01:12

მაგარი სტატიაა, საღოლ ჰიტ... მენ.. ჰიტ... yeah anyways, მაგარია, არ დაგეზარა ამდენის წერა? ))

სტატიის მეორე ნაწილში გაიგებთ თუ როგორ განვითარდა შემდგებში RPG ჟანრი და შეიქმნა პირველი ლეგენდარული RPG სერიები.


What is this? Where's Waldo or some other kid magazine? ნუ კრიტიკა გინდოდა და )))

User avatar
hellwalker
Posts: 4161
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#11 » 04 Apr 2010 01:29

thx
და fps -ზეც ხომ არ დაწერ შემდეგ?

არ ვიცი

მაგარია, არ დაგეზარა ამდენის წერა? ))

well its not like making photoedit ^_^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Forve
Posts: 70
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#12 » 04 Apr 2010 02:20

Dude შენგან შვილი მინდა

User avatar
SLaYeR
Posts: 4361
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#13 » 04 Apr 2010 04:12

ველოდები შემდეგ თემას ^_^
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

MiQo
Posts: 85
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#14 » 08 May 2010 20:46

მეორე ნაწილზე რას შვები, არ აკეთებ ? :)

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#15 » 03 Mar 2015 23:05

სადაა დაპირებული მეორე ნაწილი?

User avatar
hellwalker
Posts: 4161
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#16 » 03 Mar 2015 23:25

ბლიზარდის პონტს ვაკეთებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

History of RPG: Part 1

Unread post#17 » 04 Mar 2015 12:38

მეორე ნაწილი ქენი და მერე საერთოდ ვალვეშიც მიგიღებენ რაიმე დაირეკტორ-მენეჯერ-გლავნი-შეფის პოსტზე

User avatar
Riddick
Posts: 8739
Contact:

Re: History of RPG: Part 1

Unread post#18 » 14 Mar 2016 08:23

6 წელი გავიდა ამ მშვენიერი სტატიის დაწერიდან. მისი ავტორი დღეს თითონ ქმნის იმას რაზეც წერდა )) და არ გამოგვიტეხია, მარა მგონი "ყველა" RPG ჟანრის თამაშიაქ ნათამაშები/დახურული (იმედია ზუსტი ციფრიც იცის და იმედია არ მალავს).
სტატიას რაც შეეხება მინდა გავხსნა History of RPG: Part 2 ფონდი და პარალელურად დავიწყო ხელმოწერების შეგროვება. ხოლო უშუალოდ კომპანიის დაწყებამდე, ამ პოსტის ლაიქების რაოდენობით მივხვდეთ, კვლავ არის თუ არა გაგრძელების მოლოდინი და ინტერესი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8739
Contact:

Re: History of RPG: Part 1

Unread post#19 » 14 Mar 2016 10:27

თითონაც დაალაიკა რაცმთავარია ))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4161
Contact:

Re: History of RPG: Part 1

Unread post#20 » 14 Mar 2016 15:33

ბლიზარდივით ვაპირებ. დაგვიანებით გამოვუშვებ ოღონდ ისეთი იქნება რომ არ მოგეწონებათ და მერე 1 წელში დავპაჩავ და მოგეწონებათ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Campus”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests