მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა (RDR), წერილი არტურ მორგანს (სპოილერებით)

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა (RDR)

Unread post#1 » 05 Oct 2020 17:31

გულს ნუ გაიტეხ, რამე გამოვა ასე ხომ არ დარჩება.
- კარგი არტურ. როგორც შენ იტყვი.

შეფასებით დავიწყოთ არტურ. 300/10-დან მგონი კარგი საწყისი წერტილია. ვნახოთ სად წაგვიყვანს.

ბუნება ულამაზესია თამაშში. მრავალფეროვანი, დამაჯერებელი და უზომოდ დეტალური. პატარა მდინარე ვნახე, დამშრალი იყო თითქმის. დიდ მდელოში მიიკლაკნებოდა, ჯერ ერთ მხარეს გავყევი და პატარა ჭაობში იტბორებოდა. მინდვრის ჩიტები, თაგვები, გველები დარბოდნენ იქეთ აქეთ. იშვითად მოწყურებული ირემიც ჩამოვიდოდა წყლის დასალევად, მაგრამ ახლოს არ მიშვებდა. ფრთხილი არსებაა პატარა ხმაზეც გარბის. დამაინტერესა და მეორე მხარეს გავყევი მდინარეს, დიდხანს ვიარე და სათავეს მივაგენი. მთის წიაღიდან მოედინებოდა პატარა ნაკადული. მესიამოვნა. კი ვიცოდი უკვე რომ ყველაფერი თავის ადგილზეა ამ თამაშში, მაგრამ მაინც ახერხებს თავისი სიღრმით ჩემს გაკვირვებას.

საყვარელი ადგილები მაქ ბევრი. მიყუჩებული, მყუდრო, ლამაზი. ზოგი სანადიროდ, ზოგი სათევზაოდ. ზოგიც კი უბრალოდ იმიტომ რომ ლამაზია, ან არც ლამაზია მაგრამ სახასიათო. ადამიანების უგუნურობით დაღლილი მოვდიოდი ამ ადგილებში და ლაგდებოდა ყველაფერი თავის ადგილზე. ბუნების მაგია ციფრულ სამყაროშიც მუშაობს.

მარტო ბუნებას რო აცოცხლებდეს თამაში რა გვიჭირს. პერიოდსაც აცოცხლებს. ძალიან საწყენია. ადამიანის მიერ შეულახავი ბუნების ნახვას ვუსურვებდი. რას იტყვი არტურ? არ გაუცვლიდი ცხოვრებას ინდიელ მონადირეს? ითარეშებდი ამერიკის პრერიებში, ნადირობის მეტი სადარდებელი არ გექნებოდა. ვიცი, ვიცი. სისულელეს ვამბობ. ადამიანი ცივილიზაციის გარეშეც მოახერხებდა უგუნურებას და თვითგანადგურებას.

ამიტომ რას ვიზამთ. ჩავიძიროთ პერიოდში. ამისთვის ცოტა უნდა ვიცოდეთ ისტორიაზე, ცოტა უნდა დავფიქრდეთ და ცოტა უნდა ვიგრძნოთ. მოქმედება ამერიკაში ხდება. რა არის ამერიკა? ეს ოცნებაა. ახალი სამყაროს ოცნება, სადაც კაცს შეუძლია თავისუფალი იყოს. Ადგილი სადაც არავინ გმართავს ან გეტყვის როგორ იცხოვრო. მკვდარი ოცნებაა, იმდენად მკვდარი რომ წარმოდგენაც მომსპარი გვაქ ისეთი ცხოვრების სადაც ვიღაც სხვის წესებით არ ვვარსებობთ. მაგრამ იყო დრო, და იყვნენ ისენი ვისაც ესმოდა თავისუფლების. ან ეგონათ რომ ესმოდათ. ოხერი რამეა ტვინი, უყვარს ლამაზი ილუზიები.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქ. იყო დრო როცა იყო ოცნება. ახალი სამყაროსი, ახალი მიწების, ახალი იმედის.

ოცნების მექანიზმი მარტივი იყო. ჩამპალი ევროპით და ცივილიზაციით დაღლილი ახიკავდი რა მცირედი ქონებაც გქონდა, ჩაჯდებოდი გემზე. გადაცურავდი ოკეანეს. იპოვიდი ლამაზ მიწას, ამოხოცავდი დედაბუდიანად იქ მცხოვრებ ხალხს და აიშენებდი ლამაზ სახლს, ათობით და ასობით კილომეტრში არავინ უცხო არ იქნებოდა და მიიღებდი ნანატრ თავისუფლებას.

ცოტა ხანში ბანდიტები, შურისმაძიებელი ადგილობრივები, ველური ცხოველები და ათასი დაავადება ან ბოლოს მოგიღებდა ან გაიძულებდა სხვა ადამიანებთან ერთად დასახლებულიყავი და უფრო დიდი სოფლები ან ქალაქები დაგეარსებინა. ქალაქები ჩამპალ ევროპულ ცივილიზაციას მოიზიდავდა და იგივე მარყუჟში გაებმებოდი რაშიც მანამდე იყავი, ოღონდ ამჯერად ახალ მიწებზე.

გავიდოდა რამდენიმე ასეული წელი და შენი შთამომავლები უზომო რაოდენობის უფასო პორნოგრაფიას შექმნიდნენ.

მაგრამ ამ ორ ისტორიულ მომენტს შორის იყო პატარა ფანჯარა სადაც ამერიკული ოცნება თან ცოცხალი იყო თან მკვდარი. ამ ფანჯრის დასასრულს მოგიხდა ცხოვრება არტურ. სევდიანი მაგრამ საინტერესო დრო იყო.

თახვები ვახსენე? დილით გამოდიან წყლიდან და მზეზე თბებიან.

ზღაპრული ნადიმივით არის ეს თამაში. 9 დღე და ღამე რო გრძელდება. ერთი-მეორეზე გემრიელი, დახვეწილი კერძებით რომ გამოივსებ პირს და რო არ ჩერდება ახალი დელიკატესების მოტანა. ცოტა ხანში ხვდები რომ შანსი არ გაქ ერთ ჩაჯდმოაზე გაიზრო ან ნახო ყველაფერი. უნდა დაეგდო იქვე მაგიდასთან, გამოიძინო, მოუბრუნდე უკან და გააგრძელო პირის გამოვსება.

აღვირახსნილ ექსტრავაგანტულობასთან გვაქ საქმე. გამაოგნებელია რამხელა შრომაა ჩადებული ისეთ დეტალებში რომელსაც 99% მოთამაშე ვერ ნახავს და ყურადღებას ვერ მიაქცევს. სიგიჟეა, ცოდვაა. დაერიგებიდან ეგ კონტენტი მშიერი სტუდიებისთვის, 150 პატარა თამაში შედგებოდა ამდენი შრომით :D.

როკსტარმა გააკეთა ეს. კორპორაციამ. ესე ხომ არ ხდება? კორპორაციები ყველა კაპიკს ითვლიან, მინიმალური შრომით მაქსიმალური შედეგი. ღირებული და სიყვარულით გაკეთებული ხომ მარტო სარდაფში გამოკეტილ ინდიებში იქმენება ან კონსოლის გასაქაჩ ეკსკლუზივებში? რა გინდა როკსტარ, რას გვაბნევ?

მაგრამ გვაქ რაც გვაქ. უზომოდ დეტალური თამაში. ალბათ 500-ზე მეტი დეველოპერი მუშაობდა ამაზე ფუტკრებივით. უთრხეს უბრალოდ დაჯექით და რაც გიყვართ და მოგწონთ ის აკეთეთ. და იმათაც იშრომეს, იხალისეს და შექმნეს.

[ორი გვერდი ტექსტი რომელიც აქ უნდა ყოფილიყო მაგრამ რომლის დაწერის დრო მიხვდი რომ არ მექნება]

ეჰ არტურ, გახსოვს ტილის რო ვეთამაშებოდით დომინოს პირველ ბანაკში? როგორი უდარდელი და იმედიანი იყო ყველაფერი. რა უნდოდა ტილის ბანაკში არტურ? ან მერი-ბეტს ან აბიგეილს და ჯეკს? ოცნება იყო მართლა? თუ ქალიან, ბავშვიანი ბანაკი არ იზიდავდა იმდენ ყურადღებას როგორც მარტო მუტრუკ კაციანი? ბოლომდე გაფუჭებული კაცია დაჩი თუ მის სულშიც თეთრი და შავი მგელი იბრძოდნენ ? მე რა? სუ ყ*ეზე მკიდია დაჩი, მაგრამ შენთვის მინდა ჩავწვდე სიმართლეს. ვალდებულად ვგრძნობ თავს.

ან შეიძლება ვერაფერსაც ვერ ჩავწვდები და უბრალოდ არის დაჩი ისეთი როგორიც არის. როგორი მიუღებელია არა არტურ? მეოცნებე რომელიც არის უბრალოდ ადამიანი. სკანდალურია, სკანდალური. თუმცა ადამიანი რომელიც არის უბრალოდ ადამიანი არანაკლებ მიუღებელია. ყოველთვის ხომ უნდა იყოს რაღაც მეტი? აზრი. მაგალითი. გზა. რამე!

ნუ შეშინდები არტურ. ნუ დაგაწვება ლოდი გულზე. თავს ნუ იგძნობ ნაკლულად. მხოლოდ იმის არჩევა შეგვიძლია რა ვქნათ იმ დროში რაც მოგვეცა ამ ცხოვრებაში. თქვა ერთხელ გენდალფმა. იყლეპროჭავებ ცოტას და მერე მოკვდები იტყოდა ალბათ მისტერ ბიძა.

თუმცა ფილოსოფია ბებერთა და უსაქმურთა წილია. არცერთი არ გემუქრება შენ და იქით იყოს ეგ ყველაფერი.

ბუნება გავიხსენოთ ისევ სჯობია. გახსოვს პირველი ირემი რო დავაგდეთ მშვილდით? ნუ, ჩემთვის იყო პირველი, შენთვის მორიგი. გახსოვს როგორი სუფთა და სპეტაკი იყო თოვლით დაფარული მთები? როგორი იმედით აღსავსე ჩვეს წინ თავგადასავალი?

დიდხანს გამყვა ეგ განცდა. ბოლოსკენ გამიქარვდა. ბრაკონიერობა რო დავიწყეთ და ასობით ულამაზესი ეგზოტიკური ჩიტი გავწყვიტეთ რომ მდიდარ მოხუც ქალებს ქუდებზე ლამაზი ბუმბულები არ მოკლებოდათ.

შეუძლებელი გახდა ამის შემდეგ ცივილიზაციის დაღის არ დანახვა. ლიანდაგით დასერილი მდელოები, ღობეებით დანაწევრებული მიწა. ხიდი ყველა მდინარეზე. ერთი ხეობა იყო დარჩენილი ადამიანის კვალის გარეშე და გული არ მიბრუნდება გითხრა რა უქნეს მას ეპილოგში. ნამდვილი სევდით ამივსო გული მაგ ადგილის დაკარგვამ. სიმბოლური შტრიხი იყო და ულმობელი ავტორებისგან.

მაგრამ ვგრძონ მთავარი კითხვა გადარდებს არტურ. შენთან ერთად გავიარე და ვნახე ეგ ყველაფერი და ვიცი რომ განსჯაც მე მომანდე შენი გზის. მაგრამ, არ ვიცი რა გითხრა. არ მჯერა მაგ ყველაფრის. მძაგს სიმარტივე, ფაქტების უგულველყოფა და ზოგადი ჭეშმარიტების ბრმა რწმენა. ამიტომ სიმართლეს გეტყვი.

შენ ხელით მკვდარი და გაუბედურებული ხალხი კვლავ მკვდარი და გაუბედურებულია. დაჩი ბოლომდე დაჩად დარჩა. ჯონი დიდხანს ვერ გაექცა წარსულს. ვერ იყო ლამაზი ამბავი. ჯეკიც კი ვერ გაექცა ავაზაკური ცხოვრების დაღს. მაგრამ რამდენიმე ბედნიერი და მშვიდი წელი აჩუქე კაცს.

აი ის ქვრივი კი გახსოვს? ჩანჩექრთან რომ მარტო დარჩა და მარტო აპირებდა თავის რჩენას ველურ ბუნებაში. გახსოვს როგორი უმწეო და გამოუცდელი იყო? იამაყებდი ეხლა რომ გენახა. ერთი ორი კეთილი საქმე და მაგალითის მიცემა ეყო რომ ბოლომდე გაეხარა, ლამაზი ყვავილივით.

მაგრამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქ? ნასროლ ტვიას უკან ვერ აიღებ როგორც იტყვიან და მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვაც მხოლოდ საკუთარი ნამუსით შეიძლება შეფასდეს. ამიტომ მაგ კითხვაზე პასუხი შენი საპოვნია არტურ. სხვა ვერავინ დაგეხმარება. თუმცა, თუ გაიხსენებ იყვენენ ისინი ვინც სცადა.

https://www.youtube.com/watch?v=91xwKJLy9jw

ბოლოს ბარემ შეფასებას დავუბრუნდეთ. 300/10 -ით დავიწყეთ ხომ მგონი? 289 ქულას მოგაკლებ. ობიექტური რო ვიყო. ვიცი, ვიცი მარა რას იზამ, რეალობამ თავის მახინჯი საცეცები შემოჰყო და პრობლემებმა იჩინა თავი თამაშისას. იდილია დაირღვა. ფეხი წაგვიბორძიკდა აქა იქ. ვარდისფერი სათვალის მოხსნა მოგვიწია. ბევრი კი არაფერი, უმეტესობა თამაშები ინატრებდა მაგაზე მეტი პრობლემა არ ქონოდა. მაგრამ როცა უმაღლეს ხარისხს და იდილიას ეპოტინები, იქ ყველა პატარა ლაქა ოკეანის ტოლფასია. ამიტომ თავმდაბლად უნდა დათანხმდე 11/10 საბოლოო შეფასებას.

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა

Unread post#2 » 05 Oct 2020 17:33

დავალაიქე მარა არ ვისპოილერებ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა

Unread post#3 » 05 Oct 2020 17:55

ვიღაცას ის მურტალი სიცარიელე აქვს, რაც შარშან ვიგემე :D

საოცარი თამაშია, და მეც ზუსტად ეგ გაკვირვება დამყვება რომ ამხელა სტუდიამ როგორ ღირებულ თემას და გულით სავსე დეტალებს მიუძღვნა რამხელა პროექტი.

ლამაზი წერილი მიგაძღვნევინა, მე 2 ნახატი გამოვაცხვე, სადმე უნდა წამეღო ფიქრები :D
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა

Unread post#4 » 05 Oct 2020 18:20

სიცარიელე არა, პირიქით ოვერდოზა. ისევ იქ ვიყავი და დავემშვიდობე ამითი და გამოვედი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა

Unread post#5 » 05 Oct 2020 18:36

ჰო ოვერდოზა მოდის სამყაროს მხრივ და შიგნით გიტოვებს კი, მარა სიცარიელეს რო მორჩა და არტურას ხმას ვეღარ გაიგონებ
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: მკვდარი, წითელი, ცოდვების გამოსყიდვა

Unread post#6 » 05 Oct 2020 23:27

სასწაული ტექსტია. მთელი პერსპექტივა გახსნა და მუღამი გამოაჩინა.
სიამოვნებით ვითამაშებდი მაუსით და კლავიატურით, რუსულ დუბლირებულს, კიდევ ერთხელ.

ყველაზე ღადაობა ის არი რო, ადამიანს რაღაც მაღალისკენ, თავისუფლებისკენ ამხელა მისწრაფებააქ, მარა ბოლოს უმეტესად მაინც "ბრაკონიერი" გამოყავს ცხოვრებას.
მამენტ ჩემი ამ თამაშისადმი დამოკიდებულებაც მაგას გავს. მთელი გულით მინდოდა რო ბანდის ბედი, მეტად აზრიანი და ადამიანური მოვლენების კალაპოტში მოქცეოდა. ჩვეულებრივი დაუდევრობის და პო*უიზმის გამო არ გამოცლოდა ყველაფერს საფუძველი. ბოლოს რამე შინაარსიანი ეთქვა სიკვდილის წინ Dutch van der Linde ს და უპატრონო, უფუნქციო ძაღლივით არ მომკვდარიყო. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამდენი საინტერესო და კარგი ადამიანი ყავდა მთელი ისტორიის მანძილზე გვერდით და მის აზრს მისდევდა. მარა ის რაც არტურმა თესა და მის სიუჟეტს ახლდა ყველა მომენტში, მაინც ბანძმა ყ*ლეებმა გადაატალახეს ბოლოს

რაც არტურას ისტორია იყო, იგივე მოწოდების სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო მთლიანი ბანდის ამბავი. ეგაა ჩემი შეხედულება. ეგ მინდოდა დასაწყისიდან, ბოლომდე. და საკამათოდ არ ვიძახი, უბრალოდ სურვილს ვაფიქსირებ. გაასწორებდა თამაშში მაინც რო არსებობდეს ბოლომდე ერთობა და არა პირადი ინტერესებზე გადასვლა, როცა საქმე საქმეზე მიდგება.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 173 guests


cron