თუ გაინტერესებთ რა საერთოაქ Arx Fatalis, Dark Messiah, Half-Life 2, BioShock 2, Prey, Steven Spielberg, უცხო პლანეტელებს და Arkane Studios ყველასთვის ცნობილ Dishonored სერიას ერთმანეთთან, აგერ არის რამდენიმე დღის წინ გამოსული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც განხილულია სტუდიის 20 წლიანი ისტორია.
ფილმში ცნობილი სერიების გარდა, ნაჩვენებია დაქენსელებული Half-Life 2 სპინოფი - Ravenholm, ექსპერიმენტალური ონლაინ შუთერი The Crossing და სტივენ სპილბერგის ინტერაქტიული ფილმის ერთგვარი ექსპერიმენტალური პროექტი - LMNO და სხვა ...