ძალიან ბევრს უნდა რომ გახდეს მეორე GTA, მარა "რატომღაც" უშუალოდ მის დონემდე ვერავინ ვერ მიდის. ზოგადად უმეტესი საკულტო თამაშის უკან ყოველთვის რაღაც სპეციფიური ამბებია თავმოყრილი, რამაც მას ეს წარმატება მოუტანა, მაგრამ ამ ფაქტორების დანახვა ხშირ შემთხვევაში, ან შეუძლებელი, ან საკმაოდ რთულია. ეს ვიდეო "გამოძიება" კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ახდენს იმის რეპრეზენტაციას, თუ რისი მეშვეობით და როგორი გზის გამოვლით გახდა GTA სერია დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობადი ფრანშიზა.
ეს არი ვიდეო-ესე მუსიკაზე და მის როლზე თამაშებში, რომელიც საინტერესო იქნება როგორც რიგითი გეიმერისთვის, ასევე იმ ხალხისთვის ვინც ამ ინდუსტრიაშია ჩართული და თვითონ ქმნის თამაშებს -
120 წუთიანი ფილმი Grand Theft Auto საუნდტრეკის ევოლუციაზე.
► Show Spoiler
ნიკა ეხა შევხედე და თურმე ვაგრძელებ შენ პოსტს. არადა რეკომენდაციებში ამომიგდო ვიდეო, გამოწერილიც არ მაქ არხი