Racing Wheels, განხილვა > კომპიუტერული საჭეები

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
sti228
Posts: 99

Racing Wheels

Unread post#1 » 13 Jun 2016 16:51

სარბოლო საჭე

სარბოლო საჭე ეს არის კონტროლის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სარბოლო ვიდეო თამაშებში, სარბოლო სიმულატორებში და მართვის სიმულატორებში. როგორც წესი, საჭის კომპლექტში შედის საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი. არსებობს 2 პედლიანი და 3 პედლიანი საჭეები. 2 პედლიანს აქვს მხოლოდ აქსელერატორი და მუხრუჭი. 3 პედლიანს კი ემატება გადაბმულობა. საჭის კომპლექტებში ვხვდებით 2 სახის გადაცემათა კოლოფს: ჩვეულებრივი და სეკვესტრული. არსებობს გადაცემათა კოლოფი, რომელსაც გააჩნია ორივე რეჟიმი და შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე მეორე რეჟიმში. კომპიუტერული საჭე და პედლები ეხმარება მოთამაშეს ზუსტად მოახდინოს საჭის სასურველი გრადუსით მობრუნება. პედლები კი რათქმაუნდა აუცილებელია მანქანის სწორი მართვისთვის, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა კონტროლებისგან, როგორიცაა: კლავიატურა, მაუსი ან ჯოისტიკი. სარბოლო საჭეები შეიქმნა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ: არკადულ თამაშებში, სათამაშო კონსოლებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის და ასევე პროფესიონალური მართვის სიმულატორებისთვის, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ რეალური მრბოლელებისთვის.

Force feedback

თავიდან სარბოლო საჭეები იქმნებოდა მთლიანად პლასტმასისგან და იყენებდა rotary potentiometer-ს, რომელიც შედგებოდა უბრალო ზამბარებისგან. გარკვეული დროს შემდეგ მწარმოებლებმა ჩვეულებრივი ზამბარის ნაცვლად დაიწყეს ელექტრო ძრავების გამოყენება კონტროლერებში, რადგან მიეღწიათ force feedback გარკვეულ დონეს, რაც პირველად გამოჩნდა Microsoft-ის Sidewinder საჭეზე. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია გამოიმუშავებდა მხოლოდ ცენტრალურ (centering) ძალას და სხვა ხელოვნურ ეფექტებს, როგორიცაა საჭის ვიბრაცია (shaking) დაჯახების დროს და სხვა. თუმცა როდესაც მართვის სიმულატორები განვითარდა და მათი ფიზიკის ძრავები გახდა უფრო ზუსტი, მაშინ დეველოპერებმა დააკავშირეს საკუთარი თამაშის ფიზიკა უფრო ახლოს საჭის force feedback-თან. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს შეიგრძნოს რა ძალა გადის საჭეში steering rack-ის დახმარებით, მხოლოდ ხელოვნური ეფექტების გარდა. თავისთავად ესეთი რამ რალურად აძლიერებს თამაშის რეალიზმს. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი დღემდე თვლის და სჯერა, რომ force feedback ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. შესაბამისად კომპანიები, როგორიცაა Thomas SuperWheel-ი არ ამატებს force feedback-ის სისტემას საკუთარ პროდუქციაში. თუმცა, კომპანია Frex წავიდა სხვა გზით და დღემდე ამზადებს უმაღლესი დონის (high-end) საჭეს - Simwheel-ს ძლიერი force feedback-ით და არამექანიკური ცენტრირების მოწყობილობით (centering device).

გადახედეთ სარბოლო საჭეების შედარებას: Comparison of racing wheels

მცირე კომპიუტერულ საჭეებთან დაკავშირებით გამოყენებული ძირითადი სიტყვები და მათი მნიშვნელობები:

Wheel Rotation (degrees): საჭის ბრუნის რაოდენობა გრადუსებში, რამდენითაც შესაძლებელია მისი ბრუნვა. ზოგიერთ საჭეს აქვს 900 გრადუსიანი ბრუნი, რომელიც თითქმის იგივეა რაც რეალური მანქანის საჭის ბრუნი. 180 გრადუსიანი საჭით, თამაშში მცირედი მოხვევაც კი მკვეთრად აისახება ავტომობილის მართვაზე და შესაბამისად წინა საბურავების მოტრიალება იქნება საკმაოდ სწრაფი და მკვეთრი. 1080 გრადუსიანი საჭით თქვენ ღებულობთ კიდევ უფრო რეალისტურ მანქანის მართვის შეგრძნებებს, რადგან საჭის ოდნავი ბრუნი თამაშშიც იწვევს მანქანის წინა საბურავების მცირე გრადუსით მოტრიალებას. დიდი საჭის ბრუნი ბევრ სიმულატორში გაძლევთ ავტომობილის გაკონტროლების და შეგრძნების უკეთეს შესაძლებლობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამწყებისთვის თავიდან 900 ან 1080 გრადუსიანი საჭით თამაში საკმაოდ რთული იქნება და არცაა რეკომენდირებული. კარგი იქნება თუ დაიწყებთ მცირე გრადუსით და შეჩვევასთან ერთად ნელ ნელა გაზრდით მის რაოდენობას.

Force Feedback (განმარტება): ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს საჭეს წინააღმდეგობა გაუწიოს თქვენს input-ს და მაღალი ხარისხის შესრულებით მოგაწოდოთ hydroplaning-ის ან სხვა საგზაო პირობის შეგრძნება.

საჭის უკუკავშირი (Feedback) განსხვავებულ მექანიზმებზე

>>>

ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საჭეებს აქვთ ამ სამი სახის სისტემიდან ერთ-ერთი:

  • Direct Drive
  • Belt Drive
  • Gear Drive

პირდაპირი სისტემა, ღვედის სისტემა, კბილანების სისტემა

ამ სტატიაში შევეცდები გითხრათ ძირითადი განსხვავებები საჭის სისტემებში, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე. ძირითადად განვიხილავთ ჩვეულებრივ ღვედის და კბილანების სისტემას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს და ასევე დიდი პოპულარობის მქონდე მაღალი დონის (high-end) საჭეს, რომელსაც აქვს პირდაპირი სისტემა რაც ნიშნავს იმას, რომ საჭე დაკავშირებულია უშუალოდ ელექტროძრავთან.

უნდა აღნინიშნოს, რომ ხშირად მწარმოებლები არ ავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას თუ რომელ სისტემას იყენებს კონკრეტული მოდელის საჭე, რაც თავაისთავად მიმართულია სხვადასხვა მარკეტინგულ გათვლებზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ საჭის გამოყენებას სიმულატორებისთვის, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ სტატიას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გაგებას თუ რა სახის მონაცემები უნდა ეძებოთ კომპიუტერულ საჭეებში და რომელი უნდა აარჩიოთ პირადად თქვენთვის.

პირდაპირი სისტემა (Direct Drive)

>>> >>> >>>

საჭე, რომელიც ეფუძნება პირდაპირ სისტემას, ასეთ შემთხვევაში (როგორც უკვე ზომთ აღვნიშნე) ის პირდაპირ უკავშირდება ელექტოსადგურს - ელექტრო ძრავს. შესაბამისად ძრავსა და საჭეს შორის არ არის არანაირი სხვა გადაცემის მექანიზმები. როგორც წესი, ესეთი საჭეები იყენებენ უფრო ძლიერ ძრავებს, რადგან მოახდინონ ღვედის ან კბილანების ფუნქციის ნაკლებობის კომპენსაცია.

დადებითი:

  • სიმულატორიდან მიღებულ უკუკავშირში არ არის ინფორმაციის დანაკარგი
  • თქვენგან არ მოითხოვება და არაა ასჭირო სპეციფიური მოვლა და ღვედის გამოცვლა
  • ნამდვილი 1:1 მთლიანი სისტემის შესრულება, არ არსებობს რაიმე სახის ბარიერი თქვენსა და სიმულატორს შორის. ხშირად, ესეთი სახის ძრავები გამოიმუშავებს ისეთივე მბრუნავ მომენტს სიმულატორის საჭეზე, როგორსაც რეალური ბოლიდის საჭე.
  • «quick release» სისტემა, გამოიყენება სხვადასხვა ზომის საჭეები და ელექტრონიკა
  • Driver-ები ყველა სისტემის დეტალური კონფიგურაციისთვის

უარყოფითი:

  • სისტემისთვის დამახასიათებელია ძლიერი და დიდი ზომის ძრავები. აწყობა ხდება ხელით, მოსახსნელი საჭეები კი ღირს ბევრად ძვირი. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი აისახება სოლიდურ ღირებულებაში.

ღვედის სისტემა (Belt Drive)

>>> >>> >>>
>>> >>>

ამ სისტემაში, ღვედი და მცირე კბილანა გადასცემს ძალას პატარა ძრავიდან დიდ კბილანას, რადგან ინფორმაციის გამოტანის დროს მიიღოს მეტი მბრუნავი მომენტი. აქ, როგორც სქემაზე ჩანს, საჭე პირდაპირ არ არის დაკავშირებული მექანიზმთან, რომელიც გამოიმშავებს ძალას. ბევრი სხვა საჭის ბრენდი, მაგალითად: Fanatec და Thrustmaster-ის საჭეები, აღჭურვილია სწორედ ასეთი სახის სისტემით.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ძლიერი ძრავები, მაღალი ხარისხის კომპონენტებით
  • ღვედი არბილებს დეტალების კონტაქტს ერთმანეთთან, ამიტომ Feedback ხდება უფრო მეტად გლუვი და თითქმის არ იკარგება თამაშიდან მიღებული ინფორმაცია
  • ელექტრო ძრავებსითვის რეალური დიდი ზომის საჭეების უსაფრთხო გამოყენება
  • არსებობს (ყოველთვის არა) საჭის მოხსნის სწრაფი სისტემები «quick release» და მაღალი ხარისხის დამატებები. მაგ: პედლები ვიბრო ძრავით, მოსახსნელი საჭე და განახლებადი გადაცემათა კოლოფი

უარყოფითი:

  • ღვედი არ გადმოსცემს Feedback-ის ყველა დეტალს, რის შედეგადაც ვღებულობთ ნაკლებ ინფორმაციას
  • ღვედი შთანთქავს მაღალი სიხშირის ვიბრაციას, რაც კიდევ უფრო ამცირებს დეტალურ Feedback-ს
  • ღვედი დროთა განმავლობაში იწელება (ეშვება), რაც იწვევს კბილანების გადახტომას, შეცდომებს და ხშირ შემთხვევაში გაწყვეტას (საჭირო ხდება საჭის ბაზის დაშლა და შემდეგ ღვედის შეცვლა ახლით)

კბილანების სისტემა (Gear Drive)

>>> >>> >>>

მუშაობის პრინციპი ღვედის სისტემის მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი მექანიზმების რაოდენობა უფრო მეტია, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოს ნაკლებად ძვირი ძრავები, ვიდრე ღვედის სისტემის საჭეებში.

დადებითი:

  • დაბალი ღირებულება, ნაკლებად ძვირი ძრავების გამო
  • ზოგიერთ შემთხვევაში, უკუკავშირის დეტალიზაცია უფრო მაღალია ვიდრე ღვედის სისტემის საჭეებში
  • არ არის საჭირო ღვედის შეცვა

უარყოფითი:

  • კიდევ უფრო მეტი კბილანების რაოდენობის გამო, ძრავს უწევს უფრო აქტიურად და სწრაფად მუშაობა. იმ შემთხვევაში როდესაც სუმულატორი აწვდის ბევრ სიგნალს feedback-ს, მაშინ ძრავი უბრალოდ ვერ ასწრებს ყველა მათგანის სათანადოდ დამუშავებას.
  • კბილანების ხმა და ვიბრაცია საკმაოდ ხმამაღალი და შემაწუხებელია
  • რომელიმე რეალური მანქანის საჭის მონტაჟი ზრდის დატვირთვას ელექტრო ძრავზე, რაც თავისთავად ამცირებს მის რესურს

ბოლოს უნდა ითქვას, რომ უახლესი საჭის მოდელები ღვედის სისტემით, იძენენ კარგ გაუმჯობესებებს: ოპტიკურ encoder-ს საჭის სვეტზე, უფრო ძლიერ ძრავებს, რომელიც გამოიმუშავებს მეტ მბრუნავ მომენტს და ა. შ. საჭის ბრენდები Fanatec და Thrustmaster და მათი მოდელები ღვედის სისტემით, შეიძლება რეკომენდირებული იყოს როგორც შესანიშნავი საშუალო დონის არჩევანი.

პირდაპირი სისტემა საჭეზე რათქმაუნდა არის პროფესიონალური დონის სიმულაციისთვის და არის ხარისხიანი ხელით აწყობის შედეგი. სამწუხაროდ ესეთი სახის სისტემის მწარმოებლები ბევრ ქვეყანაში ხელმიუწვდომელია, ამიტომ ეს არაბიუჯეტური მოდელი უნდა შეუკვეთოთ აშშ-დან ან ევროპიდან.

საწყისი დონის სიმულატორისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება საჭეები: Logitech G29/G920, Logitech G27/G25, Logitech DFGT, Thrustamster T150 და მსგავსი.

უნდა ითქვას, რომ არა დამწყები დონის ტექნიკა თავისთავად ვერ გაგხდით თქვენ უფრო სწრაფს. თუმცა დეტალური უკუკავშირი - FFB, რომელიც გადაიცამა დანაკარგების გარეშე, გაძლევთ შესაძლებლბოას ზუსტად განსაზღვროთ საბურავების და მანქანის სავალი ნაწილების მდგომარეობა, დააკვირდეთ წონის გადატანას, დროულად შეამჩნიოთ წინა საბურავების დაბლოკვა და შესაბამისად აჩვენოთ უფრო სტაბილური შედეგი, ყოველ ახალ წრეზე, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ უფრო სწრაფი და ეფექტური. ეს კი არის საკმაოდ კარგი მიზეზი იმისთვის, რომ განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები. თუ თქვენ გჭირდებათ პროფესიული მომზადება და ძლიერი საჭე პირდაპირი სისტემით, მაშინ ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი დამატება თქვენი სასწავლო კოკპიტისთვის. ბუნებრივია, რომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერია უკუკავშირი, მით უფრო კარგია immersion ეფექტი და მიღებული სიამოვნებაც.

Riddick
Posts: 11696

Re: კომპიუტერული საჭეები

Unread post#2 » 27 Jun 2016 07:11

გუშინ ვიყავი ერთ-ერთ კონსოლების ცენტრში და Logitech G29 ვითამაშე. ვეცადე ძალიან, მარა ვერანაირი მუღამი ვერ დაუჭირე. პროჯეცტ ქარი, ფორზა და დრაივქლაბი ვცადე, არცერთი არ მომეწონა. რულში ჩამონტაჟებული მატორი ვითო რაღაც ფიდბექს იძლევა და მოძრაობს, მარა მაგრად არ გამისწორდა ეგეც. რულის ოდნავ მოძრაობაზე მანქანა ნახევარ აბაროტს აკეთებდა, შევწუხდი, ერთ მოსახვევშიც ვერ შევედი ნორმალურად. არვიცი, შეილება პარამეტრები ქონდათ გასასწორებელი, მარა რულის მუღამი როგორც ესეთი ვერანაირად ვერ გავისწორე :=S:

User avatar
sti228
Posts: 99

Re: კომპიუტერული საჭეები

Unread post#3 » 03 Jul 2016 22:46

რა თამაშებიც ჩამოთვალე მაქედან სიმულატორი არცერთი არაა. შესაბამისად მართვაც და ფიზიკაც არ ვარგა საჭისთვის (FFB-ც თავისთავად). ადრე G29/G920-ზე მინდოდა ცალკე განხილვის დაწერა, მაგრამ ისეთი ცუდი საჭეებია და იმდენად საშინელი დრაივერი (აპლიკაცია) აქვს, რომ გადავიფიქრე. Project CARS კიდე რაღაცას გავს, მაგრამ სიმულატორისგან ეგეც ძალიან შორსაა. აქედან რომელიმე სიმულატორი რომ გეცადა კარგი იქნებოდა: AC, rF/rF 2, LFS, RBR, Race 07, R3E. საჭის პარამეტრების სწორად დაყენებასაც კარი ცოდნა ჭირდება, რაც აქ ბევრმა არ იცის. ყველა სიმულატორზე განსხავევებული პროფაილების შექმნა, თამაშში გასწორება და ა. შ.

ერთ მაგალითს ვიტყვი. რამოდენიმე კვირის წინ მეგობართან მევლუდ მელაძე იყო მისული და T500RS-ით Dirt Rally ითამაშა და თან rallycross-ი. მე როგორც მითხრეს ძალიან მოეწონა და ადრეც ვიცი, რომ ფორუმზე მონაწილეობას ღებულობდა rFactor-ის შეჯიბრებში (როცა ტარდებოდა). ისიც თქვა ბევრ სიმულატორზე მითამაშია, მაგრამ ეს საჭე ყველას ჯობიაო. მე ვეღარ მოვუსწარი სამწუხაროდ, თორე Assetto Corsa-ს რუსთავის ავტოდრომზე უნდა გაევლო რამოდენიმე მანქანით. საინტერესოა რას იტყოდა, რადგან მანდ ყველა მანქანა ოფიციალური ლიცენზიით არის დამატებული. თან ეგ საჭეც ღვედის სისტემაზეა.

ნუ G25/G27/G29/G920-ის დრო მე რომ მკითხო დიდი ხანია წავიდა. 2016 წელია გარეთ და ბევრად უფრო უკეთესი აპარატურაა გამოსული, თუმცა ფასები 3-ჯერ უფრო ძვირია :)) შესაბამისად საქართველოში კაი ხანი არავის ექნება. მინიმუმ 5-6 წელი თუ მეტი არა.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests