საიტის ფორმატში ვისაც გინდათ: Download
ვორადორის შურისძიება
ნოსგოტის სვეტების მცველთაგან შედგენილი "ცხრათა წრის", ექვსი წევრი აკვირდება მაგიის გამოყენებით წყლის ზედაპირზე არეკვლილ სარაფანების სისხლიან ლაშქრობას. ადამიან მეომართა წმინდა ორდენი,რომლის მთავარი მიზანია "ვამპირული ჭირის" განადგურება, ყოველგვარი შეწყალების გარეშე ასრულებს თავის მოვალეობას. ნოსგოტის მიწები სავსეა ძელზე წამოცმული ვამპირების გვამებით.
მცველების შეკრება ირღვევა უძველესი ვამპირი ვორადორის უეცარი გამოჩენით. გადის სულ რამდენიმე წამი ვიდრე პირველი მცველი დაასრულებს სიცოცხლეს ვამპირის ხმალზე, დანარჩენი მცველები უძლურნი მისი მაგიის წინააღმდეგ, ერთი მეორის შემდეგ ეცემიან ვორადორის რისხვის წინაშე, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მაგები საშველად მალეკს ეძახიან.
კონფლიქტის სვეტის მცველი მხოლოდ უკანასკნელი მაგის სიკვდილის შემდეგ გამოჩნდება. სისხლიან სცენით შოკირებული მალეკის ზურგს-უკან ჩნდება ვორადორი და განგმირავს მას.
***
ცხრათა წრის წინაშე დადებული ფიცის შეუსრულებლობის გამო, კონფლიქტის სვეტის მცველს სამუდამო სასჯელი ელის. მორტანიუსი, ნეკრომანტი და სიკვდილის სვეტის მცველი, საშინელ განაჩენს გამოუტანს მალეკს, მისი სული დამწყვდეული იქნება აბჯარში. მას მოუწევს სამუდამოდ ემსახუროს სვეტების მცველთა წრეს, რომელთა ექვსი წევრის სიკვდილი დაუშვა სიცოცხლეში.
"სარაფანო მალეკ ! ცხრათა წრის ღალატისთვის, დაწყევლილ იყავ ! სხეულის სიამეებს ვეღარ შეიგრძნობ, მხოლოდ ერთი რამ დაგრჩა, გვემსახურო ჩვენ სამარადისოდ!" - ნეკრომანტი მორტანიუსი.
***
500 წლის შემდეგ არიელი, ბალანსის სვეტის მცველი კვდება უცნობი ასასინის ხელით.
ნოსგოტის ჭეშმარიტი მმართველის დაბადება.
წლების შემდეგ, შორეული კორჰაგენიდან (Coorhagen) წამოსული ახალგაზრდა ლორდი კეინი ზიგშტურლის (Ziegsturhl) პატარა ტავერნაში ცდილობს თავშესაფრის პოვნას. მიუხედავად გულუხვი ანაზღაურების დაპირებისა ტავერნის პატრონი უარს ეუბნება კეინს. "ტავერნა დახურულია ნებისმიერი კაცისთვის ამ ბნელ დროში." იმედგაცრუებული კეინი იძულებულია დატოვოს ტავერნა და გზას გაუდგეს. გარეთ გამოსულ კეინს ჩასაფრებული ყაჩაღები დახვდებიან. კეინი უშედეგოდ ცდილობს თავის დაცვას, დაჭრილი ის მიწაზე დაეცემა. ბანდიტები ზურგში ჩაარჭობენ რკინის ხმალს და გზაზე მიატოვებენ.
***
ცეცხლოვან მიწისქვეშეთში, იღვიძებს ორ ბოძს შორის მიჯაჭვული კეინი, მის სხეულში კვლავ არის შერჭობილი რკინის ხმალი.
"Vae Victus - ტანჯვა დაპყრობილთ. ირონიულად, ამჯერად მე ვარ დამარცხებული და ტანჯული. ეს არ არის არაფერი ისეთი უმნიშვნელო როგორც ფიზიკური ტკივილი, მე მტანჯავს მხოლოდ ჩემი უძლურება და შურისძიების წყურვილი. არ მადარდებდა ჯოჯოხეთში ვიყავი თუ სამოთხეში, ჩემი ერთადერთი სურვილი იყო წამერთვა სიცოცხლე ჩემი მკვლელებისთვის. "
კეინს უახლოვდება ნეკრომანტი მორტანიუსი და სთავაზობს ნანატრ შურისძიებას, კეინი არ კარგავს დროს მისი არჩევნის შედეგებზე ფიქრით და ბრმად იღებს ნეკრომანტის ბნელ საჩუქარს. მორტანიუსი გამოაძრობს ხმალს კეინის სხეულიდან და ათავისუფლებს მას, კეინი გამოართმევს იარაღს ნეკრომანტს და მხოლოდ ეხლა ხვდება მისი შურისძიების საფასურს. კეინის შავი თმა იცვლება თეთრით, მისი კანი ფერმრთალი ხდება და ის პირველად გრძნობს სისხლის წყურვილს. "არაფერია საფასურის გარეშე, შურისძიებაც კი". ვამპირად ქცეული კეინი ტოვებს მიწისქვეშეთის ცეცხლოვან მიწებს და ცოცხალთა სამყაროში ბრუნდება.
VAE VICTUS!
საგვარეულო მავზოლეუმში გაცოცხლებული კეინი დროს არ კარგავს, ის მალევე პოულობს თავის მკვლელებს ზიგშტურლის ტავერნისკენ მიმავალ გზაზე.
"მათი დამცინავი სახეები სამუდამოდ იყო აღბეჭდილი ჩემს გონებაში, მე სიკვდილი გადავლახე ამ მომენტისთვის! ჩემი გონება იყო ცარიელი, გარდა ერთი ფიქრისა. მე მათ მოვკლავდი!".
ახლად შეძენილი ვამპირული ძალების დახმარებით კეინი ადვილად ანადგურებს მის მკვლელებს და მათი სისხლით აღიდგენს ძალებს. კეინს გონია რომ მისი შურისძიება დასრულებულია, მაგრამ მორტანიუსის ტელეპატიის მეშვეობით გადმოცემული სიტყვები ამ აზრს შეაცვლევინებს. ეს საცოდავი ადამიანთა ჯგუფი მხოლოდ მისი მკვლელობის ინსტრუმენტი იყო, სიკვდილის მიზეზს კი მხოლოდ მათი დამქირავებლების პოვნის შემდეგ გაიგებს. ნეკრომანტი კეინს ნოსგოტის სვეტებთან აგზავნის ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად.
არიელთან შეხვედრა
ნოსგოტის ტყეებში სიარულში გატარებული დღეების შემდეგ კეინის წინაშე გარდაიშლება შთამბეჭდავი ხედი. 9 უსასრულობისკენ აღამრთული სვეტი.
"ნოსგოტის სვეტები.. სიცოცხლეშიც კი ცოტა რამ მინახავს ასეთი მშვენიერი. საოცარია, რომ ასეთი სილამაზე არსებობს ჩვენს მომაკვდავ სამყაროში".
კეინი უახლოვდება სვეტებს და ამჩნევს რომ ერთდროს თეთრი და სრულყოფილი, ნოსგოტის სვეტები შელახულია. მათი ბნელი ზედაპირი დაფარულია ბზარებით. ბინდით მოცულ სვეტებს შორის ჩნდება ქალის სილუეტი. აჩრდილი უხმაუროდ გაივლის ბალანსის სვეტში და კაინს ესმის მისი სევდიანი ხმა.
"ნუპრაპტორ, შენმა სიგიჟემ დაამსხვრია ჩვენი ოცნებები და დაგაბრმავა შენ." - არიელი
კეინი ერიდება აჩრდილს, მაგრამ ის აწყნარებს ვამპირს და უყვება რომ სიცოცხლეში იყო არიელი, ბალანსის მცველი. არიელის უეცარი სიკვდილის შედეგი იყო მისი საყვარლის, ნუპრაპტორის სიგიჟე. გონების სვეტის მცველის სიბრმავემ გამოიწვია ნოსგოტის სვეტების დაცემა, რომლებიც თავისი მცველების სულიერ მდგომარეობას გამოსახავენ. ნუპრაპტორის შეშლილობა გავრცელდა სხვა მცველების გონებაზეც. კეინმა უნდა აღადგინოს ბალანსი, განკურნოს ნოსგოტის სვეტები და გადაარჩინოს ნოსგოტი. ამისთვის მან დამხობილი მცველები უნდა მოკლას და მათ სიგიჟეს ბოლო მოუღოს. მაგრამ კეინს არ ადარდებს ნოსგოტის ბედი, მას მხოლოდ განკურნება სურს.
"არ არსებობს განკურნება სიკვდილისგან, მხოლოდ მისგან განთავისუფლება. შენ უნდა გაანადგურო გრძნეულება რომელიც წამლავს ნოსგოტს, მხოლოდ ამის შემდეგ ჰპოვებ სიმშვიდეს." - არიელი
კეინი, დარწმუნებული რომ მხოლოდ 9 მცველის მოკვლის შემდეგ შეძლებს განიკურნოს ვამპირიზმის წყევლისგან, ნუპრაპტორის ძებნას დაიწყებს.
ნუპრაპტორის თავშესაფარი
ნოსგოტის სვეტებიდან წამოსული კეინი ბევრ არტეფაქტს აღმოაჩენს. ნოსგოტის ყველაზე ბნელ ადგილებში ის იპოვის სულთა სამჭედლოს, სადაც აჩრდილი მჭედლები სისხლის სანაცვლოდ დაკარგულთა სულებისგან გამოჭედილ იარაღებს აძლევენ კეინს. შეიძენს უნარს გადაიქცეს ღამურათა ჯგუფად, რითაც ნოსგოტის ნებისმიერ წერტილში შეძლებს მიღწევას, შეიძენს ასევე მგლის ფორმას რის მეშვეობითაც მაქციად გადაქცევა შეუძლია. შტაინჩესკროეს (Steinchencroe) ბინძურ ქალაქში გავლისას კეინი იხსენებს რომ სიცოცხლეში არასოდეს დაიმცირებდა თავს ამ ქალაქში შესვლით, სიკვდილში ის მხოლოდ კიდევ ერთი დამატებაა ქალაქის სიბინძურისა. კეინი ასევე იპოვის ტანსაცმელს რომლის მეშვეობითაც შეუძლია ხალხს თავი ადამიანად მოაჩვენოს და მათგან ინფორმაცია მოიპოვოს.
შტაინჩესკროეს ჩრდილოეთით კეინი იპოვის ვასერბუნდეს (Vasserbunde), ქალაქის შუაგულიდან კეინი დაინახავს ჩანქერს, რომლის თავზეც მდებარეობს ნუპრაპტორის თავის ქალის ფორმის სიმაგრე. ვასერბრუნდეს მცხოვრებლებისგან კეინი გაიგებს, რომ ნუპრაპტორი იყო განთქმული თავის ტელეპატიური და ტელეკინეტური უნარებით. მთელ ნოსგოტიდან მოდიოდნენ პილიგრიმები მასთან შესახვედრად. მაგრამ კეინს არ ადარდებდა ნუპრატორის ტელეპატია, მას მხოლოდ მცველის მოკვლა უნდოდა.
"ქარს მოყვებოდა ყვრილის ხმები დასავლეთიდან, არ შემეძლო არ გამეცინა, ვიღაცა ამ სამყაროში ჩემზე მეტად იტანჯებოდა"
ნუპრაპტს არ გამოეპარება კეინის შეღწევა მის სამფლობელოში, ის ტელეპატიურად აფრთხილებს კეინს დატოვოს მისი სიმაგრე. კეინი ყოველ ნაბიჯზე ხედავს ნუპრაპტორის სიგიჟის შედეგებს, ერთ ოთახში ის იპოვის მცველის მოსამსახურე გოგოს, დამსხვრეული უბედური არსება უყვება კეინს: არიელის სიკვდილის შემდეგ ტანჯვამ და ტკივილმა გააგიჟა ნუპრაპტორი, მან ამოიკერა თვალები და პირი რომ გარე სამყაროსგან მარტოდ დარჩენილიყო. სასოწარკვეთილებამ ნუპრაპტორი აიძულა თავისი გონებრივი ძალები გამოეყენებინა ცხრათა წრის წინააღმდეგ, თავის შეშლილობით მან დაავადა სხვა მცველების გონება. როდესაც მოსამსახურე გოგო მისი ხელით იპოვის სიკვდილს, კეინი გვამებით სავსე ოთახს გადაავლებს თვალს.
"კრეტინმა გაფლანგა სიცოცხლე და დატოვა მიწაზე გასახრწნელად. ასეთი დანაკარგი უპატიებელია, ნუპრაპტორმა უნდა ისწავლოს სისხლის ნამდვილი ფასი".
კეინი სიმაგრის უზარმაზარი თავის ქალის ფორმის ნაწილს მიაღწევს, ის შეამჩნევს რომ თავის ქალის ერთი თვალიდან დანახული ნოსგოტის მიწები ბნელი და საშინელი ადგილია, მაშინ როცა მეორე თვალიდან ნოსგოტის ნამდვილი ხედი ჩანს. კეინი დაფიქრდება თუ რომელი ხედი უკეთ გამოხატავს ნოსგოტის ჭეშმარიტ სახეს.
როდესაც კეინი იპოვის ნუპრაპტორს, მასთან ერთად ოთახში მალეკიცაა, გონების მცველი დარწმუნებული რომ მალეკი მხოლოდ კიდევ ერთხელ უღალატებდა წრის ნდობას, უბრძანებს კონფლიქტის და ცხრათა წრის მცველს წავიდეს. ნუპრაპტორს მარტოდ მოუწევს კეინთან ბრძოლა, ის ენერგიის მაგიის დახმარებით იცავს თავს მაგრამ კეინი მაინც შეძლებს ხმლით ნუპრაპტორის მოკვლას. კეინი აიღებს გონების მცველის მოკვეთილ თავს და ნოსგოტის სვეტებთან დაბრუნდება.
კეინი მორტანიუსის თავს მიიტანს გონების სვეტთან და ის შეიწოვს თავის მკვდარ მცველს, სვეტს უბრუნდება თეთრი და უნაკლო ფორმა და ის აღდგენილია. კეინი მიხვდება რომ დაავადების მიზეზის განადგურება არაა საკმარისი, დაცემული მცველები სამუდამოდ დაწყევლილები არიან და მხოლოდ ყველა მცველის სიკვდილი განკურნავს სვეტებს. მაგრამ ვიდრე კეინი სხვა მცველების განადგურებს შეეცდება მან უნდა მოკლას მათი დამცველი პალადინი მალეკი, მალეკის სიმაგრე ნოსგოტის ჩრდილოებით არის, თოვლით დაფარულ მთებში. ვიდრე კეინი მალეკის საძებნელად გაემგზავრება არიელი ეტყვის მას, რომ ყოველ მცველს აქვს ნივთი რომელიც მათ სვეტებთან კავშირის სიმბოლოა, ნუპრაპტორისთვის ეს მისი გონება იყო. კეინმა უნდა მიიტანოს მოკლული მცველების სიმბოლოები სვეტებთან რომ აღადგინოს ისინი.
კონფლიქტის მცველი
კორჰაგენი (Coorhagen) კეინის მშობლიური ქალაქი. ერთდროს მშვენიერი და მდიდრული, ის სავსეა დაუმარხავი გვამებით და ცარიელი შენობებით. სიკვდილი და სნეულება მისი ერთადერთი ბინადრები. ქალაქის შესასვლელთან კეინი დაინახავს გვამს.
"მისი გახრწნილი კანი სავსე იყო მატლებით და მწერებით, გაფუჭებული სისხლის სუნი იპარებოდა მისი ჭრილობებიდან. სამწუხაროა, ასეთი დანაკარგი.. უაზროდ დახარჯული კარგი სისხლი."
მთებს მიახლოვებული კეინი შეამჩნევს კლდეზე აღმართულ მალეკის ბასტიონს.
"მალეკის ბასტიონი, გამომწვევად აღმართული კლდის თავზე . შავი როგორც ღამე, თეთრი თოვლის ფონზე. როგორი კაცი აირჩევდა ასეთ მკაცრ და უსიცოცხლო მიწას?"
კეინი ღამურის ფორმის დახმარებით მიაღწევს მალეკის სიმაგრეს. მას მოუწევს ბრძოლა აბჯარში დამწყვდეულ მეომრების სულებთან, მალეკის მსგავსად მათ არ აქვთ სხეული, და ვამპირისთვის აუცილებელი სისხლი... კეინი გათიშავს მოწყობილობას რომელიც სულებს აბჯარში ამწყვდევდა და ამით მალეკის მეომრებს უსიცოცხლო მეტალის გროვად აქცევს. კონფლიქტის მცველის სატახტო ოთახის შესასვლელთან კეინს გაყინული უსიცოცხლო მცველები შეხვდებიან, ისინი არავითარ წინააღმეგობას არ გაუწევენ. ოთახის შესასვლელში კეინს შეხვდება ტახტზე შემომჯდარი გაღიმებული გვამი.
"ადამიანს არც ისე ხშირად აქვს შესაძლებლობა იხილოს საკუთარი გვამი, ეს საინტერესო გამოცდილებაა. მაგრამ მე საკუთარი გვამი უფრო ნაკლებად მაინტერესებს ვიდრე შენი კეინ. მოემზადე სიკვდილისთვის ვამპირო!" - კონფლიქტის მცველი მალეკი
კეინის და მალეკის ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება, მალეკის აბჯარი უბრალოდ ეცემა მიწაზე , ცოტა ხნის შემდეგ ფორმას იბრუნებს და ბრძოლას აგრძელებს. კეინი იძულებულია პორტალის მეშვეობით გაიქცეს, როდესაც მალეკი მაგიური ენერგიის უზარმაზარ ტალღას გამოიძახებს ვამპირის მოსაკლავად. ხელცარიელი, კეინი ბრუნდება ნოსგოტის სვეტებთან. არიელი მას ნოსგოტის ორაკულთან აგზავნის, რომელიც კეინს მალეკის დამარცხებაში დაეხმარება.
ორაკულის გამოქვაბულები
მალეკის ბასტიონის აღმოსავლეთით, მთებში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსის შუაგულში, კეინი იპოვის ნოსგოტის ორაკულის საიდუმლო თავშესაფარს. ერთ-ერთ ოთახში ის საინტერესო კოლექციას წააწყდება. ფარებს,გერბებს შორის ის ძველ ტომს იპოვის.
"მუზეუმის ურიცხვ არტეფაქტებს შორის, მე ვიპოვე უძველესი ქრონიკები. ერთმა ნაწილმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: 'სწორედ ამ ბნელ დროს, როდესაც ნოსგოტი სასვე იყო ვამპირული ჭირით, ნოსგოტის მცველთა წრემ სარაფანების ორდენი დაარსა. მცველთა წრისადმი ფანატიკურად ერთგული, გაწრთვნილი ვამპირების განადგურებაში, ორდენმა არაერთ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია ჭეშმარიტი პალადინი მალეკის მეთაურობით. მათ განწმინდეს ვამპირები ცეცხლით და მათი სულები უკეთეს სამყაროში გაუშვეს. არ არსებობს ჭეშმარიტ სამართლიან რისხვაზე უფრო საშინელი რამ.' მე საკმარისი წავიკითხე, ქრონიკები ჩემში ზიზღს და უცნაურ ინტერესს იწვედა. წიგნი მუზეუმში დავაბრუნე."
შემდეგ ოთახში კეინს ორაკული დახვდება, ის მოხუცი კაცია რომელიც ქვერთხს ეყრდნობა. კეინი მას პასუხებს მოსთხოვს.
"პასუხები მართლაც, მე ყველა მაქ, საინტერესოა შენ თუ გაქ ყველა კითხვა? და რა კითხვებს მაძლევ ამ პასუხებისთვის?
მეფე ოტმარ - ერთადერთი იმედი ნემესის არმიის დასამარცხებლად,
მეფე ოტმარ- პარალიზებული მისი პრინცესის სნეულებით,
მეფე ოტმარ - უვარგისი.
კეთილო სერ, რა იყო თქვენი კითხვა?". - ნოსგოტის ორაკული
გაღიზიანებული კეინი კითხავს ორაკულს თუ რა უნდა უქნას მალეკს, და ნორმალურ პასუხებს მოსთხოვს. ორაკულისგან ის შეიტყობს რომ მალეკი არის უკანასკნელი სარაფანი, რომ მალეკი არის ცხრათა წრის მცველი და მან ერთდროს ვერ შეძლო ვორადორის რისხვისგან წრის დაცვა. მალეკის სასჯელი იყო აბჯარში მისი სულის დამწყვდევა. ორაკულის თქმით მალეკმა მას შემდეგ არცერთი მცველის სიკვდილი არ დაუშვა. კეინი შეეკითხება ვორადორის ადგილსამყოფელს. "გაყევი "Ignis Fatuus" ნათებას, და ის მიგიყვანს ჯოჯოხეთში". ამ სიტყვებით ორაკული გაუჩინარდება გამოქვაბულიდან და კეინი იძულებულია ვორადორის საძებრად უკაცრიელ ჭაობებში წავიდეს.
ვორადორის სასასხლე
ტერმოგენტის ტყეში (Termogent Forest) სადაც არ აღწევს მზის სინათლე და მიწა გაუვალ ჭაობადაა ქცეული, უამრავ უძველეს რუინებს და მიტოვებულ სიმაგრეებს შორის ნოსგოტის უძველესი ცოცხალი ვამპირის დიდებული სასახლე არის აშენებული. ჭაობი, ისევე როგორც წყალი მომაკვდინებელია ნებისმიერი ვამპირისთვის, კეინი ახლად შეძენილი "ნისლის ფორმის" მეშვეობით შეძლებს ცოცხალმა მიაღწიოს ვორადორის თავშესაფარამდე.
მიზეზი თუ რის გამო აირჩია ვორადორმა სახლად ესეთი საშინელი და სასიკვდილო ადგილი კეინისთვის უცნობი რჩება. ტყისგან განსხვავებით სასახლე მართლაც რომ დიდებულია, მისი ერთი ოთახი ბევრად მდიდრულად არის მოწყობილი ვიდრე უმეტესობა ნოსგოტის სასახლეები. კეინი გაოცებულია მთელი ამ სიმდიდრით. სასახლე სავსეა ვორადორის ვამპირი პატარძლებით, რომლებიც როგორც ჩანს უბრალო ცხოველებზე მეტს არ ნიშნავენ ვამპირისთვის.
სასახლეში უამრავ საინტერესო და საშინელ სანახაობას შეხვდება კეინი. ერთ ოთახში ის ნახავს კედელზე მიჯაჭვულ ქალებს და კაცებს.
"ვორადორის საცავი - ვამპირის ნამდვილი ნადიმი! როგორც დაკვლას მომლოდინე საქონელი, ქალები და კაცები მიჯაჭვულნი იყვნენ ოთახის კედლებზე. ტალახიანი ქვის იატაკი დასვრილი იყო გამშრალი სისხლით და მოკვეთილი სხეულის ნაწილებით. სიუხვემ თითქმის დამაკარგვინა გონება, ჭეშმარიტად - სისხლი არის სიცოცხლე !"
ვორადორის სადისტურ ბუნებაში კეინი საბოლოოდ დარწმუნდება როდესაც მის საწამებელ ოთახს ნახავს. კედლები სავსეა ადამიანების სისხლით და ოთახში ისმის ტანჯულთა მომაკვდავი ყვირილის და ვორადორის სიცილის ექოები. ერთ-ერთ კედელზე სისხლით არის დაწერილი "Manus Celer Dei'.
ის ასევე იპოვის კიდევ ერთ უძველეს ქრონიკებს სადაც აღწერილია რომ როდესაც ვამპირების პოპულაცია ძალიან დიდი გახდა ცხრათა წრემ შექმნა "სინათლის ანგელოზებად" წოდებული სარაფანების ორდენი, ასე დაიწყო ვამპირების განადგურება.
ვორადორის სასადილო ოთახში კეინი როგორც იქნა შეხვდება დიდებულ ვამპირს. ვორადორი უფრო დემონს გავს ვიდრე რაღაც ადამიანის მაგვარს, კეინი შიშობს რომ ამ საშინელებაში ის მხოლოდ საკუთარ მომავალს ხედავს. ვორადორი დაინტრიგებულია კეინის გამოჩენით, აღნიშნავს რომ არც ისე ხშირად აქვს შესაძლებლობა საკუთარი რასის წარმომადგენელს შეხვდეს, განსაკუთრებით ისეთ ახალგზარდა და სულელს როგორიც კეინია, ის სისხლით სავსე თასს გაუწოდებს კეინს და მათი ბნელი და დალოცვილი ბუნების სადღეგრძელოს შესთავაზებს.
"დალოცვილი? ჰაჰ. ვორადორი ფიქრობდა რომ ჩვენს დაწყველილ ბუნებაში იყო რაღაც დალოცვილი და ღვთიური. რომ ჩვენ ვიყავით ღმერთები და მოკვდავები შემოგვწირავდნენ თავიანთ სისხლს რომ ჩვენ სიამოვნება მიგვეღო ჩვენს ზებუნებრივ ძალებში. სადღაც, ღრმად ჩემს სულში ვიცოდი რომ ის მართალი იყო. მოკვდავთა ოცნებები იყო ლოცვანი, ლოცვანი ჩვენს მიმართ, მუდარა ჩვენი ძალაუფლების წინაშე. მე ვფიქრობდი ამაზე მანამ ეს სულელი ბებერი ყვებოდა თავის წარსულზე - მოსაწყენი ისტორია მის მიერ სარაფანების და მალეკის დამარცხებაზე. მის შურისძიებაზე ცხრათა წრის წინააღმდეგ, მათი სარაფანების ორდენის მხარდაჭერის და ვამპირების წინააღმდეგ წმინდა ომების დაწყებისთვის."
ექვსი მცველის მოკვლის შემდეგ, ვორადორმა დაამარცხა მათი საცოდავი მცველი მალეკი. ამ სისხლისღვრის შემდეგ ვამპირებს ერთხელ არ მოუწიათ ადამიანზებზე ფიქრით თავის შეწუხება. გარდა იმ დროისა როდესაც მათი სისხლით იკვებებოდნენ. ის კეინს გააფრთხილებს შორს დაიჭიროს თავი ადამიანების საქმეებისგან, მისცემს ბეჭედს რომლის დახმარებითაც ვორადორი კეინთან გაჩნდება საჭიროების შემთხვევაში და უბრძანებს კეინს მარტო დატოვოს ის.
ბნელი ედენი
კეინს ნეკრომანტი მორტანიუსი ტელეპატიის მეშვეობით შეატყობინებს რომ ნოსგოტის ჩრდილოეთით, სამი მცველი იყენებს თავის მაგიას ბნელი ედენის შესაქმნელად, სწორედ იქ მიყავს კაენი შურისძიებას.
გზად ის სოფელ უშტენხაიმში (Uschtenhiem) გაივლის, სწორედ ამ ადგილას ლეგენდების მიხედვით დაიბადა ლეგენდარული ვამპირი, იანოს ოდრონი. სწორედ ამ ქალაქში ის ნადირობდა ადამიანებზე. მანამ ერთ დღეს არ მოკლეს და ბნელი გული ამოაჭრეს სხეულიდან.
კეინი დატოვებს უშტენხეიმს და ბნელ ედენს მიახლოვდება. მისი მიწები მაგიურ ველშია მოქცეული, ველი თანდათან იზრდება და მიწებს თავის გარყვნილ პაროდიად აქცევს. მცველებს თუ არავინ შეაჩერებს ველი მთელ ნოსგოტზე გავრცელდება და მას ბნელ უსიცოცხლო ადგილად აქცევს. გზაზე კეინი პირველად შეხვდება მუტანტს.
"საბრალო არსება ისე იყო დამახინჯებული შეუძლებელი იყო გეცნო ადამიანი რომელიც ის ერთდროს იყო. რა უცნაური არსებები შეიქმნა ამ ბნელი მაგიისგან, ნახევრად მწერი ნახევრად ადამიანი. ადამიანის ზედატანი იყო შეხორცებული საშინელ ხორცის მასაზე. მართალია არსება ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევდა, არ შემეძლო მისი შემქნელების გენიალურობის უარყოფა."
კეინი ნახავს მაგიურ წვიმას, რომელიც ანგელოზთა ცეცხლოვანი ცრემლების მსგავსად ეცემოდა ამ დაწყევლილ მიწაზე. ის მიაღწევს მაგიურ ველს რომელიც ბნელ ედენს იცავს.
"მე უვნებელმა გავიარე მაგიურ კედელში. როგორც ჩანს ეს მაგია მხოლოდ ცოცხალ და წმინდა არსებებს ებრძვოდა, ან იქნებ მან გადაწყვიტა რომ მე საკმარისად ბნელი და გარყვნილი ვიყავი".
ბნელ ედენში კეინი მცველების სასახლეს იპოვის, შიგნით შეღწევისას ის შეამჩნევს რომ სასახლე შიგნიდან ბევრად დიდია, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. როგორც ჩანს მცველები სივრცის მანიპულებას ახდენდნენ. კეინი იპოვის მდგომარეობის მცველის, ანარქროტეს ლაბორატორიას, ის სავსეა დაჭრილი გვამებით და მეტალის კონსტურქციებით. კეინი იგრძნობს ერთზე მეტი მაგის სიახლოვეს, რაც უცნაურია... მაგები იშვიათად მუშაობენ სხვებთან ერთად.
უფრო ღრმად სასახლეში კეინი შეხვდება ტრიოს, ენერგისტი დეჟული, დრუიდი ბეინი და ალქიმიკოსი ანაქრონტე. ენერგიის, ბუნების და მდგომარეობის სვეტების მცველები. დეჟული და ბეინი კეინთან შებრძოლებას აპირებენ, მაგრამ ანარქროტე დაწყევლის მათ, საშველად მალეკს მოუხმობს და თვითონ გაუჩინარდება. კეინი გამოიყენებს ვორადორის ბეჭედს და გამოიძახებს უძველეს ვამპირს.
მალეკს ფანატიკური რისხვა შეიპყრობს ვორადორის დანახვისას.
"შურისძიება! შურისძიება ჩემი მარადიული ტანჯვისთვის!" - მალეკი
"ლეკვო! თითქოს გესმოდეს რა არის მარადისობა, დაემხე მუხლებზე შენი ჭეშმარიტი ბატონის წინაშე" - ვორადორი.
როგორც ჩანს მალეკი არ აპირებს ვორადორის წინადადების მიღებას, მათ შორის საშინელი ბრძოლა გაიმართება. არეულობაში დეჟული და ბეინი გაქცევას შეეცდებიან, კეინი განრისხებული ანარქროტეს გაქცევით, არ აპირებს კიდევ ორი მცველის ხელიდან გაშვებას და გაყვება მათ. აბჯარში დამწყვდეული მალეკი სული, ცოცხალი მალეკივით ადვილად არ ეცემა ვამპირის წინაშე, ვორადორი მაქციად გადაიქცევა და მათ შორის ბრძოლა გრძელდება.
კეინი დაეწევა მცველებს და მათ შორის ბრძოლა გაიმართება, დრუიდი ბეინი ცდილობს კეინის სისუსტის მის წინააღმდეგ გამოყენებას და მიწის ზედაპირს წყლით ფარავს, კეინი მაინც მოახერხებს დრუიდის თავის მოკვეთას. დეჟული წყლით შემოფარგლული პატარა კუნძულის ცენტრიდან ესვრის კეინს ენერგიის მაგიას. კეინი ნისლის ფორმის დახმარებით მასაც ბოლოს მოუღებს.
კეინი შეაგროვებს მცველების სვეტებთან დამაკავშირებელ სიმბოლოებს და უკან ბრუნდება. აქ მას კიდევ ერთი სიმბოლო დახვდება. მალეკის უსიცოცხლო ჩაფხუტი, ვორადორი უკვალოდ არის გამქრალი.
კეინი ბრუნდება ნოსგოტის სვეტებთან და აღადგენს, კონფლიქტის, ენერგიის და ბუნების სვეტებს. არიელი მას შემდეგ მცველთან აგზავნის.
"შენ უნდა ეძებო აზიმუტი ავერნუსის შუაგულში.
სამი არტეფაქტი გელის შენ, ისინი დახმარებას გაგიწევენ ამ ძიებაში. მაგრამ ჯერ შენ უნდა ამაღლდე და შემდეგ დაეცე, მათ შორის შენი ხსნა უნდა იპოვო" - არიელი.
ავერნუსი
"ავერნუსი შთანთქავდა თავის თავს ჩემს თვლაწინ".
ავერნუსს მიახლოებული კეინი შეამჩნევს რომ ქალაქში სრული ქაოსია, ქუჩები სავსეა ხანძრებით და დამწვარი გვამებით.
"რაც სიცოცხლეში შემაძრწუნებდა, სიკვდილში მხოლოდ მიზიდავდა. ერთდროს ამ სანახაობას საშინელებად ჩავთვლიდი, ეხლა მარტო სისხლიან საკვებს ვხედავდი."
კეინი ქალაქში შესვლისთანავე დაინახავს ამ ხოცვა-ჟლეტის ავტორებს, ქალაქი სავსეა სხვა განზომილებიდან გამოძახებული დემონებით, ყველაფერი ცოცხალი უბრძოლველად ეცემა მათი რისხვის წინაშე, ერთ მკვდართან ასე არ გაუმართლებთ. დანგრეული ქუჩებით და შენობით შექმნილ ქალაქის ლაბირინთში კეინი გაიკვლევს გზას კათედრალისკენ. ის კლავს დემონებს და გადარჩენილი ადამიანების სისხლით ძალებს იმთელებს. კათედრალთან ახლოს ქაოსი და ნგრევა იკლებს, როგორც ჩანს "დემონები არ კბენდნენ ხელს რომელიც მათ კვებავდა".
ავერნუსის შიგნით კეინი კათედრალის "სამოთხე" და "ჯოჯოხეთ" ნაწილებში იკვლევს გზას, კათედრალის საიდუმლო ნაწილში ის 'ჰაშ'აკ'გიკ"-ის საკურთხეველს იპოვის, იქვე არის სისხლით მოსვრილი წიგნი რომელშიც ნახსენებია უცნაური ღმერთი, რომელიც პირველშობილთა სისხლს ითხოვს შესაწირად, თუ მისი ნება არ დაკმაყოფილდება ყველა იგრძნობს მის რისხვას. ვინც არ უნდა სცემდეს თაყვანს ამ უცნაურ ღმერთს, მათ უამრავი სისხლიანი შესაწირი ჰქონდათ გაკეთებული.
კეინი ასევე იპოვის ლეგენდარულ სულთა-მპარავ ხმალს, სოულ რივერს და აჩრდილ აბჯარს, რომელიც კეინის მაგიას იყენებს მის დასაცავად. ერთ-ერთ ოთახში არის ფრესკა რომელიც საუკუნეების წინ მომხდარ ვორადორის და ცოცხალი მალეკის ბრძოლას ასახავს.
კათედრალის შუაგულში კეინს აზიმუტი შეხვდება, ავერნუსის მატრიარქი გაკვირვებულია კეინის ახალი არტეფაქტებით, მან არ იცოდა რომ სოულრივერი ავერნუსში ინახებოდა. აზიმუტი გადაწყვეტს რომ აბჯარი და ხმალი მას ეკუთვნის და დემონებს გამოიძახებს კეინის მოსაკლავად. მცველი სოულ რივერისგან მიღებული ერთი ჭრილობით კვდება, მისი მთელი სიძლიერე გამოძახებულ არსებებში იყო.
შემდეგ ოთახში ის არტეფაქტს იპოვის რომელსაც დროის მანიპულირება შეუძლია, კეინს აქვს შეგრძნება რომ ამ ნივთის პოვნა უბრალო შემთხვევითობა არ იყო. ნოსგოტის სვეტებთან კეინი აღადგენს განზომილების სვეტს, არიელი მიულოცავს ახალი არტეფაქტების პოვნას, ის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მესამე არტეფატში, რომელიც აჩრდილის თქმით აზიმუტმა მოპარა დროის მცველ, მოებიუსს. არტეფაქტის დახმარებით აზიმუტი სხვა ერიდან იძახებდა დემონებს.
არიელისგან კეინი ასევე შეიტყობს ახალი საფრთხის შესახებ. ერთდროს ვილიამ სამართლიანად წოდებული, ახლად შექმნილი ტირანი მთელი ნოსგოტის დაპყრობას აპირებს. ქალაქები და სოფლები ეცემა მისი არმიის წინაშე, მათგან მხოლოდ გვამებით და დამწვარი სახლებით სავსე ქუჩები რჩება. ერთადერთი ვინც ნემეზისს წინააღმდეგობა შეიძლება გაუწიოს, ვილენდორფის (Willendorf) მეფე ოტმარია.
ვორადორის გაფრთხილების მიუხედავათ კეინი გადაწყვეტს ადამიანთა საქმეებში ჩარევას.
პრინცესას დაკარგული სული
ვილენდორფის ახლოს, მაღაროებში რომლის მეტალები ამ სამეფოს სიმდიდრის მიზეზი იყო არის მეფე ოტმარის დიდებული წინაპრის სამარხი. მის ახლოს მდებარე სისხლის შადრევნისგან კეინი შეიძენს უნარს ძლიერი ილუზია შექმნას, მას შეუძლია დროებით შენიღბოს ვამპირული ნაკვთები და გარშემო მყოფთ თავი დიდებულად მოაჩვენოს. ამ მაგიის დახმარებით კეინი ვილენდორფში შესვლას შეძლებს სადაც მხოლოდ კეთილშობილი წარმოშობის მქონე პირებს უშვებენ. ქალაქში ის ვილენდორფის ბიბლიოთეკას ნახავს.
"ვილენდორფის დიადი ბიბლიოთეკა, გავსებული პომპეზური ისტორიკოსების მიერ დაწერილი მოსაწყენი ტომებით, რომლებიც დეტალურად ასახავენ ბანალურ ანგარიშებს საკითხებზე რომლებიც შეუძლებელია ამ კრეტინების გარდა ვინმესთვის რაიმე ინტერესს წარმოადგენდეს."
ბიბლიოთეკაში კეინი მხოლოდ ორ მისთვის საინტერესო ტომს იპოვის, ერთში აღწერილია ნოსგოტის სვეტები, ისინი დაკავშირებული არიან ნოსგოტის მიწებთან, და დამცავი ეფექტი აქვთ მასზე. როდესაც ცხრათა წრის ერთი წევრი კვდება ბალანსი ირღვევა ვიდრე ღირსეული შემცვლელი არ დაიბადება. მეორეში ნახსენებია უცნაური კულტი, რომლის წევრებს ადამიანის სხეულში ჩასახლება შეეძლოთ, არაფერია ცნობილი ღმერთზე რომელსაც ისინი თაყვანს ცემდნენ.
სასახლეში კეინს მეფის მსახური გადაუღობავს გზას, მისი თქმით მეფე შვილს დასტირის და არავის ნახვა არ სურს.
"ის მალე საკუთარ სამეფოს დაიტირებს, შენი დატირება კიდევ უფრო ადრე მოუწევს გზიდან თუ არ გამეცლები"
ვილენდორფის სამეფო დარბაზში კეინი ჭეშმარიტად საცოდავი სცენის მოწმე გახდება, პრინცესას უსიცოცხლო სხეულის წინ, სამეფო ტახტზე მეფე ოტმარი ჩვარივით არის მიგდებული, მისი წვერი სავსეა საკუთარი თავის მიმართ სიბრალულისგან დაღვრილი ცრემლებით. მეფეს არ ადარდებს არც ნემეზისის არმია და არც მისი სამეფო, მხოლოდ თავისი პრინცესას სიცოცხლეზე შეუძლია ფიქრი.
ამ დამსხვრეული საცოდავი კაცისგან კეინი შეიტყობს ამ უბედურების გამომწვევ მიზეზს. მეფემ ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად შეჯიბრი გამართა, კაცი ვინც ყველაზე მშვენიერ სათამაშოს დაამზადებდა მიიღებდა სამეფო საჩუქარს. ვერავინ დაამზადა ელზევირ მეთოჯინეზე მშვენიერი და დახვეწილი სათამაშო, საფასურად გამარჯვებულმა მხოლოდ პრინცესას თმის ღერი მოითხოვა. მისი წასვლის შემდეგ პრინცესა უსიცოცხლო თოჯინად იქცა, მეფე პირდება სამეფოს ნებისმიერს ვინც პრინცესას სულს დაუბრუნებს.
კეინი მიხვდება რომ ვილენდორფის იმედის არმიად წოდებული მილიცია უსარგებლოა მისთვის, ვიდრე ისინი მთელ ნოსგოტს არიან მოდებული და პრინცესას სულს ეძებენ. მის კარზე ოტმარის ნაირ კაცს სხვა უფრო ძლიერი ჩაანაცვლებდა, მაგრამ ვილენდორფის ხალხი აღმერთებდა ოტმარს, მის ასეთ მდგომარებობაშიც კი. კეინი ფიქრობს თუ რა მოხდება ვილენდორფში როდესაც ოტმარი მოკვდება.
კეინი აღმოაჩენს საიდუმლო გვირაბს რომელიც ელზევირის სავარაუდო ადგილსამყოფელთან მიიყვანს. გზაში ის სტალჰბერგს (Stahlberg) ნახავს, ნოსგოტის საუკეთესო აკადემიების მქონე ქალაქი მიწასთან არის გასწორებული ნემეზისის არმიის მიერ.
დაკარგულ სულთა ტბასთან ახლოს კეინი მეთოჯინის სახლს იპოვის, ის სავსეა ანიმირებული სათამაშოებით. კეინი იპოვის ელზევირს და ადვილად მოკლავს მას, მეთოჯინე უკანასკნელი სიტყვებით პრინცესას სულს სამუდამო სიყვარულს შეჰფიცავს. შემდეგ ოთახში, ელზევირის საწოლზე კეინი იპოვის თოჯინას სადაც პრინცესას სულია დამწყვდეული. რის გაკეთებას უპირებდა ელზევირი ამ თოჯინას კეინისთვის საიდუმლოდ დარჩება.
მეფე ოტმარის სახე გაბრწყიდება როდესაც კეინის ერთ ხელში მეთოჯინე ელზევირის მოკვეთილ თავს ნახავს და მეორეში პრინცესას სულს. სამეფო ჯადოქრები წამსვე აღუდგენენ მეფის ქალიშვილს სულს და ოტმარი კეინს სამეფოს შესთავაზებს. კეინს არ ადარდებს სამეფო, მას მხოლოდ მეფის არმია აინტერესებს.
***
ვილენდორფის იმედის არმიას და ნემესიზის მეომრებს შორის საშინელი ბრძოლა გაიმართება, მეფე ოტმარი მხურვალე სიტყვებით წაუძღვება თავის მეომრებს ბრძოლისკენ. ასობით მომაკვდავი მეომრების სისხლი კეინში წარმოუდგენელ წყურვილს გამოიწვევს. ის ორივე არმიის მეომრების სისხლით იღდგენს ძალებს. სადღაც ბრძოლის ველზე კეინი მეფე ოტმარის სიკვდილის მოწმე გახდება. სიკვდილის წინ მეფე უყვირის კეინს.
"ნემეზისის არმია გვამარცხებს ჩვენ, ვწუხვარ ჩემო მეგობარო მაგრამ ვეღარ შევძლებ ნოსგოტის დაცვას, ნემეზისი უნდა განადგურდეს, ჩემი ქალიშვილისთვის, კეინ, ნოსგოტისთვის.." - ვილენდორფის მეფე ოტმარი
ნემიზისის არმია იმარჯვებს, დამსხვრეული იმედის არმია ნოსგოტის ტყეებში ცდილობს თავის შეფარებას, მტრების არმიით გარშემორტმული კეინი იძულებულია ავერნუსში ნაპოვნი მესამე არტეფაქტი გამოიყენოს.
ისტორიის შეცვლა
სისხლით და ტალახით სავსე მიწა, მწვანე, სიცოცხლით სავსე ხედით იცვლება. დროის არტეფაქტი დამსხვრეული აგდია კეინის ფეხებთან. გარშემო უცნაური სიჩუმეა, როგორც ჩანს კეინი ჩარჩენილია ამ ეპოქაში.
ვამპირი პირველ შემხვედრ ადამიანს მოკლავს და მის გონებაში ჩაიხედება. ის ხედავს ბრბოს შეკრებილს სასახლის წინ, ბრბოს თავში დროის მცველი მოებიუსია, ის ხალხში ვამპირების მიმართ სიძულვის აღვიძებს და მეფესთან შეხვედრას მოითხოვს. ვილიამ სამართლიანთან ერთად მოებიუსი ვამპირების რასის სრულ განადგურებას აპირებს.
კეინი გაემართება ნემეზისის სამეფოსკენ, რომელიც ამ ეპოქაში ვილიამ სამართლიანის სამეფოა. არტეფაქტმა ის ნოსგოტის წარსულში, ნემეზისთან მომხდარი ბრძოლის მომენტიდან 50 წლით ადრე გადაიყვანა. კეინი გადაწყვეტს მოკლას ვილიამ სამართლიანი და ამით ხელი შეუშალოს მის ნემეზისად ქცევას.
ვილიამის სასახლის შიგნით კეინი მოებიუსის და ვილიამის საუბრის მოწმე გახდება, მოებიუსი მეფეს სოულ რივერს გადასცემს და აფრთხილებს მას კეინის შესახებ. მოებიუსი გაუჩინარდება და ვილიამი შეამჩნევს კეინს.
ორი მეომარი, ორივეს ხელში ლეგენდარული სოულ რივერი შეებძოლება ერთმანეთს. ამ ისტორიული დაპირისპირების გამარჯვებული კეინი აღმოჩნდება.
"როდესაც მისი მცველები საშველად მორბოდნენ, ვილიამ სამართლიანის სისხლი ამთელებდა ჭრილობებს რომლებიც მისმა ხმალმა მომაყენა. საცოდავი მოკვდავები... მორბოდნენ თავის დაცემული ლიდერის გადასარჩენად. "
კეინი დარწმუნებული რომ მოებიუსის გეგმები დაამსხვია იყენებს უცნაური დამთხვევით ნაპოვნ მეორე დროის არტეფაქტს და ნოსგოტის შეცვლილ აწმყოში ბრუნდება. ნემეზისის ომით გამოწვეული ნგრევა გამქრალი იყო, მაგრამ კეინს არ ტოვებდა შეგრძნება რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებობა.
ვილიამის სასახლიდან გამოსულ კეინს ყვირილის ხმები ესმის, აღმოსავლეთის ქარს ვამპირის სისხლის სუნი მოჰყვება. ვამპირებზე მონადირეთა დანახვისას კეინი მიხვდება თავის შეცდომას, ხალხის საყვარელი მეფის მოკვლით მან ადამიანებში ვამპირების მიმართ საშინელი სიძულვილი გამოიწვია, მათ კეინის მოდგმის წინააღმდეგ გენოციდური ლაშქრობა დაიწყეს. კეინი გაივლის სტალჰბერგის ქალაქში, შეცვლილ ეპოქაში ქალაქი უვნებელია. გზაზე კეინს ბევრი ვამპირებზე მონადირე შეხვდება.
"არასდროს მიცდია ჩემს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამართლება, მაგრამ ეს.. ვამპირებზე მონადირეები სამართლიანობის ქვეშ მალავდნენ თავის სისხლისმსმელ ბუნებას. ჰიპოკრიზები! მათ საკუთარ თავზე აიღეს მბრალდებლის და მსაჯულის როლები, შევხედოთ როგორ მიმიღებენ მე ჯალათის როლში!"
კეინი აგრძელებს გზას, ის კლავს ყველა შემხვედრ ვამპირებზე მონადირეს. გზა მას სისხლიან სანახაობასთან მიიყვანს. უზარმაზარი ბრბოს ცენტრში აღმართულ გილიოტინაზე ცერემონიულად კვეთენ თავს ვორადორს. მხურვალე შეძახილების ფონზე დროის მცველი მოებიუსი სიტყვით გამოდის. ის ულოცავს ხალხს ვამპირების გამანადგურებელი ლაშქრობის დასრულებას, ვორადორის სიკვდილის შემდეგ ნოსგოტში მხოლოდ ერთი ცოცხალი ვამპირი არის დარჩენილი... მისი მოკვლის შემდეგ ნოსგოტი თავისუფალი იქნება ვამპირული ჭირისგან, მოებიუსი იშვერს ხელს კეინისკენ. "გაანადგურეთ ის!" ბრბო ემორჩილება დროის მცველს, კეინი ანადგურებს ბრბოს.
"მე მიღალატეს, სიჩქარეში ვერ შევძელი ამის დანახვა. სიმბოლო მის შუბლზე.. ნოსგოტის ორაკული სინამდვილეში იყო დროის მცველი მოებიუსი. და მე დავუჯერე მის რჩევებს! ამ ყველაფრის რა ნაწილი იყო მის მიერ დაგმული? ვილენდორფი? ბრძოლა ნემეზისთან? ვილიამ სამართლიანის სიკვდილი? ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის დადგმული მახე იყო?"
მოებიუსი დასცინის კეინს, ნოსგოტის ხალხი არ მოისვენებს მანამ უკანასკნელი ვამპირი არ განადგურდება, კეინი კი.. მოებიუსმა ნახა მომავალი. იქ კეინის ადგილი არ არის. დროის მცველი იძახებს წარსულიდან სარაფანებს, კეინი კლავს მათ, მოებიუსი იძახებს ვამპირებზე მონადირეებს აწმყოდან, კეინი კლავს მათ, მოებიუსი იძახებს მომავლიდან კეინის ორეულს, კეინი კლავს მას.
დაჭრილი მოებიუსი დასცინის კეინს, მან ნახა მომავალი სადაც კეინი კვდება.
"მაგრამ მე უკვე მკვდარი ვარ..."
კეინი აჭრის მოებიუსს თავს
"ისევე როგორც შენ!"
კეინი აიღებს მოებიუსის დროის სვეტთან დამაკავშირებელ სიმბოლოს. მას ესმის მორტანიუსის ტელეპატიურად გადმოცემული ხმა.
"კარგი ნამუშევარია კეინ. მოებიუსს უყვარდა დიადი მანიპულატორის როლის თამაში. ორაკულის ნიღაბი ეხმარებოდა თავის გეგმებში. სამწუხაროა რომ მთელ მის მანიპულაციებში მან ვერ შეძლო შენი ქმედებების გათვლა. მოდი ჩემთან ჩემო არამკვდარო შვილო, გაემართე ნოსგოტის სვეტებისკენ, სცენა მზადაა გრანდიოზული ფინალისთვის. შენ გექნება შენი შურისძიება" - ნეკრომანტი მორტანიუსი.
Grand Finale
ნოსგოტის სვეტებთან კეინი ორი დარჩენილი მცველის კამათის მომსწრე გახდება, ის იმალება ბალანსის სვეტის უკან და უსმენს მათ. ანარქროტე ადანაშაულებს მორტანიუსს წრის ღალატში, მორტანიუსმა მოაკვლევინა კეინი და მონსტრად აქცია ის, ამით მან წრის წევრების სიკვდილი გამოიწვია.
"ეს უნდა მომხდარიყო. ნუპრაპტორის სიგიჟემ ყველა ჩვენგანის გონება მოწამლა. წრემ უღალატა დაკისრებულ მოვალეობას! ის უნდა განადგურებულიყო!" - მორტანიუსი
ანარქორეტე წყევლის ნეკრომანტს, მისი თქმით წრე არსებობს მცველებისთვის, და არა პირიქით. ნოსგოტი იცოცხლებს ან დაეცემა მათი სურვილით, ის არჩევანს აძლევს მორტანიუსს, დადგეს მცველების გვერდით ან მოკვდეს. მორტანიუსი სიკვდილს არჩევს. ანარქროტე ენერგიის მაგიას იყენებს ნეკრომანტის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. მორტანიუსი თავის მაგიით პასუხობს და ალქიმიკოსს მიახეთქებს სვეტზე, შემდეგ ის ტელეპატიის მეშვეობით შუაზე გადატეხავს მცველს.
სვეტებიდან გამოდის კეინი, ნოსგოტის სვეტების აღსადგენად ყველა მცველი უნდა მოკვდეს, მორტანიუსი არ გაურბის თავის ბედს. კეინთან შებრძოლების წინ ნეკრომანტი ეუბნება ვამპირს რომ მის გარდა დარჩენილია კიდევ ერთი მცველი.
კეინი ადვილად ამარცხებს მცველს და მის გამოძახებულ არსებებს, სიკვდილის წინ მორტანიუსი მუტაციას განიცდის და ბნელ დემონად იქცევა. ეს სწორედ ის "უხსენებელია" რომლის შესახებ აფრთხილებდა არიელი. დემონი დასცინის კეინს, ეს მან მოკლა არიელი და გამოიწვია ქმედებათა ჯაჭვი რომელიც სვეტების დაცემას გამოიწვევს. ეს ყველაფერი მის მიერ დადგმული წარმოდგენა იყო და კეინი მისი ტრაგიკული გმირი. კეინი "Vae Victus!" შეძახილით შეუტევს დემონს.
დემონის მოკვლის შემდეგ კეინი დარჩენილ სიმბოლოებს მიიტანს შესაბამის სვეტებთან და აღადგენს ყველას ერთის გარდა. ამ ფატალურ მომენტში კეინი მიხვდება თავის ნამდვილ ბუნებას, ის არის წრის უკანასკნელი ცოცხალი წევრი, ბალანსის მცველი. მის წინაშე არის საშინელი არჩევანი. შესწიროს თავი, აღადგინოს სვეტები და როგორც უკანასკნელმა ვამპირმა ბოლო მოუღოს ამ რასას, ან არ შესწიროს თავი, გადაარჩინოს ვამპირების მოდგმა და ნოსგოტი სამუდამო განადგურებისთვის გაწიროს. მისი სურვილით ნოსგოტი განიკურნება ან დაიწყევლება.. მისი სურვილით.
***
კეინი გააკეთებს თავის არჩევანს, საბოლოოდ შელახული სვეტები მის გარშემო ეცემა, კეინი ბალანსის სვეტის წინ საკუთარ ტახტს აღმართავს და დაწყევლილი ნოსგოტის მართვას დაიწყებს. ის მიხვდება რომ ვორადორი მართალი იყო. ვამპირები არიან ბნელი ღმერთები.. და მათი მოვალეობაა მართონ მოკვდავნი.
საბოლოოდ, ნოსგოტი მხოლოდ მას ეკუთვნის...
ავტორი: hellwalker
***
ენდინგი საქერებისთვის
მიუხედავათ იმისა რომ კრისტალ დინამიქსმა სწორედ ასეთი დასასრულით გააგრძელა სერიების სიუჟეტი, Blood Omen-ს ქონდა ალტერნატიული დასასრულიც, სადაც კეინი თავს წირავდა ბალანსის სვეტისთვის და ამით ნოსგოტს განკურნავდა.