Unread post#43 » 27 Jul 2016 09:08
RE Zero-ს ჩავუჯექი. მართალია ადრე ემულატორზე მიცდია და ჭედვით მითამაშია არც თუ ისე ბევრი, მაგრამ ამჯერად გამართულ ვერსიას ვთამაშობ და ყველაფერს მაქსიმალურად ვაკვირდები. პირველივე შეხედვით ეტყობა რო კლასიკური სერიების მიმართ როგორც იტყვიან love letter-ია. თამაში გამოვიდა ზუსტად იმ დროს როცა კლასიკური სერიები აღარავის უნდოდა, ასევე როგორც მომავალში აღმოჩნდა სერიები საერთოდ ტრაკისკენ გზაზე დგებოდა, ხოდა მიკვირს რო მოინახა ხალხი ვინც ძველი სერიების შთაგონებით ეს სერია შექმნა. ჩემი აზრით უხეშად რომ შევხედოთ, ეს სერია ბევრად ჩამორჩება წინამორბედებს, თამაშს არ აქვს კლასიკური პირველი მეორე და მესამე ნაწილის კომპლექსურობა და ლეველ დიზაინი, სთორიც სუსტია ასევე ბევრად პატარა ლოკაციებია რაც სწრაფად იცვლება, მაგრამ საინტერესოა რომ ამის კომპენსირებას მაინც ახდენს ჩემი დაკვირვებით ორი შემდეგი ელემენტით: პირველი ეს არის ყუთის არ არსებობა. მართალია ეს ძალიან დამღლელს ხდის თამაშს განსაკუთრებით თავიდან სანამ მიჩვევა მოხდება, მაგრამ რეალურად აქ ლოკაციები პატარაა და სწორედ backtracking-ის ხარჯზე ხდება ლოკაციებში სხვადასხვა დროს event-ების დატრიგერება. მეორე ელემენტი კი ეს არის სიძნელე. ნამდვილად რთულია და ძალიან კარგი ბალანსი აქვთ დაჭერილი ტყვიების და აფთიაქების გამოსაზოგად, ეს კი ყველაზე უაზრო ზომბსაც საშიშ მოწინააღმდეგედ აქცევს და სიკვდილის ან დიდი სიცოცხლის დაკლების შემთხვევაში trial & error რეჟიმში გადადის გეიმფლეი. პატარა ლოკაციაში კი trial & error ამართლებს და საკმაოდ კარგ მიდგომას ვხედავ მე ამაში, უფრო ჰარდკორულს, უფრო დაძაბულს და ჩემი აზრით ჟანრისთვის ძალიან გამოსადეგარია ეს, მითუმეტეს დღეს თუ ამ ჟანრში რამიშ შექმნას აპირებ საკმაოდ კომფორტული სიტუაცია იქმნება დეველოპერისთვის, ამ მიდგომით სულაც არ არის საჭირო RE2-ის ან Dark Souls-ის მსგავსი დიდი ლეველის აწყობა და გამართვა, ერთ ლეველში, მინიატურული და გემოვნებით გაკეთებული ერთმანეთთან დაკავშირებული 10-12 ოთახიანი ლოკაცია საკმარისი ხდება სიუჟეტის განსავითარებლადაც, დაძაბულობის შესაქმნელადაც და ფაზლების მოსარგებადაც, ამის შემდეგ კი მსგავსი მიდგომით გაგრძელდება სხვა ლეველები და საკმაოდ კარგი ბალანსი გამოდის საჭირო linear-ობას და კომპლექსურობას შორის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.