B3 vs MW3, ისტორია > ტიტანების შერკინება

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
jackson
Posts: 26

B3 vs MW3

Unread post#1 » 11 Jun 2011 00:57

დასაწყისი

ნათქვამია, რამდენიც ადამიანია - იმდენი აზრია. პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ეს ასეა. ჩვენ გვიყვარს კამათი გარკვეულ საკითხებზე. მაგალითად: სპორტი, ავტომობილები, ქალები, მოვლენები და სხვა უამრავი რამ, რაზეც დიდი დისკუსიები გაგვიმართია. რა თქმა უნდა, თამაშებსაც არ ასცდა ეს, ასე ვთქვათ თვისება, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე. თითქმის ყოველ მეორე ფორუმზე შეგიძლიათ შეხვდეთ მოუბეზრებელ თემას: Battlefield თუ Modern Warfare?

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც Call of Duty - სერიის მეოთხე თამაში გამოვიდა. ამ წელს მოხდა გადატრიალება სათამაშო ინდუსტრიაში, ამ შუტერმა ახალი სტანდარტები დაამყარა და ხარისხის დონე უფრო მაღლა ასწია. სწორედ მან შეძლო დაემარცხებინა 2005 წლის Battlefield 2 მრავალმომხმარებლიან ველზე. დიახ, ეს მართლაც ასე იყო. გეიმერები ათასობით საათს ატარებდნენ ერაყის რუკებზე, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა ლოკაციებზე.
Battlefield - ის შემქმნელმა, DICE - მ მიხვდა, რომ სასწრაფოდ საჭიროა რაღაცის შეცვლა და მან ერთი წლის შემდეგ გამოუშვა Battlefield: Bad Company. ყველას გაუკვირდა როდესაც თამაშმა გვერდი აუარა პერსონალურ კომპიუტერებს და მხოლოდ კონსოლებზე გამოვიდა. ამ ნაწილში იყო ინოვაციური დანგრევის სისტემა, რომელიც იმ დროისათვის შუტერებში თითქმის არ გამოიყენებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტმა ვერ მიაღწია იმ სიმაღლეებს რომელიც, მის გამომცემელს, Electronic Art - ს სურდა.
თითქმის ამავე დროს გამოდის მეხუთე Call of Duty, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას დაუბრუნდა. მეოთხე თამაშთან შედარებით, ეს აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ რადგან სულ სხვა სტუდიით კეთდებოდა და არა Infinity Ward-ით, თამაშს ყველაფერი აპატიეს და გეიმერებმა თბილად მიიღეს.
2009 წელს კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, ორ გიგანტს შორის: რინგის ლურჯ კუთხეში მოთავსდა DICE - ს შექმნილი Battlefield: Bad Company 2, რომელმაც ამჯერად პერსონალურებზეც იკადრა გამოსვლა და მოთამაშეებს სთავაზობდა თანამედროვე, ლამაზ გრაფიკას დანგრევის დეტალური სისტემით, ასევე თაბროდამხვევ მრავალმომხმარებლიან რეჟიმს და მხიარულ სიუჟეტურ კომპანიას. ხოლო წითელ კუთხეში, Infiniti Ward-ის სტუდიიდან გამოსული, მეგა-ბლოქბასტერი Call of Duty: Modern Warfare 2. ეს თამაში არაფერ ახალს და ფენომენალურს არ სთავაზობდა მომხმარებელს, უბრალოდ ძველი და ნაცნობი გზით წავიდა - იგივე, მაგრამ უფრო მეტი. აშკარად ნათელი იყო, რომ კომპანიამ საუკეთესო იდეები მესამე ნაწილისთვის შემოინახა და ახლა გამოუშვა იმავე ხარისხის თამაში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ იმ წლის ბაზარი დაეპყრო. პროექტი გამოსვლამდე გამოისყიდა, ხოლო რელიზის დღიდან რამდენიმე ათეულ მილიონა კოპიად გაიყიდა. მიუხედავად მისი წარმატებისა ის მაინც 2005 წლის ძრავის, IW 4.0 ძრავაზე იყო აგებული, რომელიც ძალიან ჩამორჩებოდა Battlefield - ის Frostbite -ს. ეს ძირითადი მინუსი იყო MW 2 - ში, მაგრამ იქნებ ასეც არ იყო? გამომცემელი ალბათ ცნობილი ბიზნესის კანონით მიდიოდა, ნაკლები ხარჯი, მეტი მოგება. რა საკვირველია, ახალი ძრავა დამატებით ფინანსებს მოიტხოვდა, მაგრამ რატომ? ხალხი მაინც აიღებს.
ორივე თამაშმა 09-ში დიდ წარმატებას მიაღწია. მაგრამ მაინც, საბაზრო მოგება MW 2 -ს მხარეზე იყო, რადგან მისი მრავალმომხმარებლიანი რეჟიმიც საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოდგა, მინუსად გამოყოფილი სერვერების არქონა ითვლებოდა. ხოლო სიუჟეტური კომპანია ჰოლივუდუ ბოევიკს წააგავდა (მუსიკა თამაშისათვის დაწერა ჰოლივუდის ცნობილმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა). მაგრამ Activision - მა არ იცოდა, რომ მესამეჯერ იგივე ფოკუზი არ გამოუვიდოდა.

ეს მოხდა იქ, E3-ზე.

E3 (Electronic Entertement Expo) თამაშების ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც ლოს-ანჯელესში ყოველ წელს ტარდება. ამ ღონისძიებაზე შემქმნელებს თავისი შედევრები მოაქვთ და პუბლიკას აჩვენებენ. ასე მოხდა წელსაც. ყველაზე დიდი ინტრიგაც სწორედ ამ სტატიის სათაურში მდგომარეობდა.
აქამდე, ორივე თამაშმა აჩვენა საკუთარი ტრეილერები და სიტუაცია პრაქტიკულად ცნობილი იყო. Call of Duty იგივე გზით მიდის, რაც იყო ადრე, მაგრამ უფრო მეტი, ძრაქვაც კი არ შეუცვლიათ. როგორც ყოველთვის, გაიზარდა მაშტაბი, ეფექტები უფრო ლამაზი გახდა და ეპიკურობამ უმაღლესს ზღვარს მიაღწია. DICE კი სრულიად ახალ თამაშსს გვთავაზობდა. ახალი ძრავით, Frostbite 2. BF 3 - ის სარეკლამო რგოლი გრაფიკის და ხმის ზეიმი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მერვე COD-ზე თუმცა მასში რეჟისურა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იდგა.
6 ივნისს, ლოს-ანჯელესში, დილის 9 საათზე (ჩვენი დროით 20:00) დაიწყო Microsoft-ის პრესცონფერენცია E3-ზე. პირველი რაც შესთავაზეს მაყურებელს, ეს იყო Modern Warfare 3 - ს სათამაშო პროცესი. როდესაც ამას ვუყურებდი უეცრად დამეუფლა დე ჟა ვიუს გრძნობა (უკვე დანახული), გავიფიქრე ,,ეს უკვე მაქვს ნათამაშები ორი წლის წინ''. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩემნაირად იყო. გამართლდა ყველაზე საშინელი მოლოდინი, მოხვდა ის რასაც ყველა ერიდებოდა, თითქმის არაფერი შეცვლილა. გრაფიკა დიდად არ განსხვავდებოდა წინამორბედისაგან, მექანიკა იგივე იყო, მუსიკაც კი არ შეცვლილა. არა, ასე ცუდათაც არ იყო საქმე, მის ძირითად ღირსებებს ინარჩუნებდა და ავითარებდა კიდეც, სპეცეფექტები გაიზარდა, მაშტაბი უზარმაზარი გახდა, ორიგინალურობა იგრძნობოდა, მაგრამ ეს მაინც იგივე თამაში იყო. შემდეგ ნაჩვენებმა კიდევ ერთმა ნაწყვეტმა ოდნავ გამოასწორა სიტუაცია, მაგრამ ისიც იგივე შთაბეჭდილებას ტოვებდა.
EA-ს პრესკონფერენცია გვიან ღამე ჩატარდა. კომპანიამ დესერტი რა თქმა უნდა ბოლოს აჩვენა და აქ ყველასთვის ნათელი გახდა, როგორ დამთავრდებოდა ეს ბრძოლა წელს. ბოლოს და ბოლოს Battlefield 3- მა შეძლო დაემარცხებინა თავისი ძირითადი კონკურენტი. დიახ, ეს ასე მოხდა. როდესაც სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე თამაშის პირველი კადრები წავიდა (სხვათა შორის ეს იყო PC ვერსია), ყველამ დაინახა თუ რამხელა ნაბიჯი გადადგა წინ DICE - მ. Frostbite 2 დღესდღეობით ალბათ ყველაზე ფოტორეალისტურ გამოსახულებას იძლევა, ჰოლივუდური სტუდიის, Dolby Digital - ის მიერ შექმნილი ხმის გარემო ყველა ქებას აღემატება. ატმოსფერო ძალიან კარგად გადმოიცემა და თვითონ გეიმფლეიც არ ჩამოუვარდება კონკურეტს.
მეორე დღეს მსურველებს შეეძლოთ გაესინჯათ ეს თამაშები და რა თქმა უნდა ყველა დესერტთან მიიწია. თვითონ სტივენ სპილბერგიც კი Battlefield 3 -ის სტენდთან გაჩნდა. ნაჩვენებმა მრავალმომხმარებლიანმა რეჟიმმა ფურორი მოახდინა. Activision - ის უფროს დირექტორსაც კი, რობერტ კოტიკსაც კი თამაში მოუნდა, მაგრამ ის სტენდამდე არ მიუშვეს. გამოსული გეიმერები ინტერვიუებში აღტაცებული ხმით ლაპარაკობდნენ და უკვე შურით გაჰყურებდნენ იმათ, ვისაც წინ ელოდა ეს სიამოვნება. DICE - ს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ ჟურნალისტებთან და თავისი თამაშის ღირსებებზე საუბრობდნენ. ნათელი იყო, რომ Battlefield 3 - მა ფურორი მოახდინა. ეს მოხდა იქ, E3-ზე.

დასასრული?

შექმნილმა სიტუაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. Call of Duty -მ თითქმის აუდიტორია დაკარგა. ნუთუ ეს დასასრულია? არა. ჯერ ფინალისგან ძალიან შორს ვართ. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული. ბრძოლა სწორედ ახლა იწყება. წელს უკვე ყველაფერი ნათელია, მაგრამ რა იქნება მომავალში? შეძლებს თუ არა Infinity Ward - ი შუტერების მეფის სტატუსის დაბრუნებას? Battlefield - მა ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი, ისევ გრძელდება.

uZu
Posts: 9

B3 vs MW3

Unread post#2 » 11 Jun 2011 09:14

საღოლ კარგად და პროფესიონალურად დაწერე და შეაფასე ორივე თამაში.მე პირადად Call Of Duty-ზე გავიზარდე.Call Of Duty 1,2 მისი დამატებებით.
მისი ყველა ნაწილი მაქვს ნათამაშები ხოდა ჩანს თუ როგორ იცვლებოდა თამაში(1-3 ნაწილამდე მთლად არ ჩანდა უბრალოდ პატარა რაღაცეებს უმატებდნენ)
შენ როგორც თქვი:4 ნაწილმა მართლაც ფურორი მოახდინა.მერე მეხუთე ნაწილი უკან დახეული ნაბიჯი იყო.მერე მოდერნ ვარფეირ 2 რომ გამოვიდა თითქმის იგივე იყო რაც პირველი მოდერნ ვარფაიერი(უბრალოდ უფრო მეტი სპეცეფეკტით და ა.შ)

მეშვიდე Call Of Duty არ ვიცი რა იყო.ხან რა დროში ხარ,ხან რაში.ძაან დაბნეულად იყო(ვიეტნამის ომში როცა პარტიზანები კალაშნიკოვებით დარბიან რომლებსაც ლაზერული მიზნები აქვთ და შენ მათ მ4 კლავ)

რაც შეეხება Battlefield-ს.
Battlefield 2 მართლაც ძაან მაგარი თამაში,ონლაინში.როცა Battlefield Bad Company 2 ვითამაშე,მართლაც აღვრფთოვანებული დავრჩი გრაფიკითაც,ეფექტებითაც,ხმით(

jackson
Posts: 26

B3 vs MW3

Unread post#3 » 13 Jun 2011 01:34

ხო, მეშვიდე COD cოტა სხვა განზომილებიდან იყო. ახლა MW3 თუ წააგებს ბაზარზე, შემდეგი Infinity Wardi -ის თამაში ვაფშე დაგლეჯს. სავარაუდოდ წელს Battlefield -ის ზეიმია. მაგრამ ვნახოთ იქნებ MW3 მაგრად იტამაშება, დინამიკა მაინც საუკეთესო აქ რაც არ უნდა ითქვას, მოვლენები ცივლება და ახალი წუთი ახალ ემოციას გვაწვდის. რეჟისურაში კი IW-ს ჰოლივუდი თუ გაუტოლდება. რაც არ უნდა იყოს, ორივეს ვითამაშებ. მთავარია მოსაწყენი არ იყოს, დარწმუნებული ვარ არც ერთი იქნება ასეთი.

Gabriel
Posts: 131

B3 vs MW3

Unread post#4 » 13 Jun 2011 04:23

ნუ ეხლა რაც არ უნდა გიყვარდეს BF-ის სერიები,
BF3-ი მარტო იმიტო უნდა ითამაშო რო Frostbite 2-ზე იქნება

იქეთ თუ აქეთ მე თითქმის COD'ზე ვარ გაზრდილი უხეშად,რომ ვთქვათ ასე,რომ
დაველოდოთ რელიზებს

ორივეს ვიყიდი კონსოლისთვის და სავარაუდოდ ორივეს პრე-ორდერით ამაზონზე

მცირე თხოვნა ავტორს: შეეცადე რო დააპატარავო სურათები თორე ძალიან გაწელა და დაამახინჯა ესევთქვათ ნორმალურად დაწერილი თემა

User avatar
Slacker
Posts: 358

B3 vs MW3

Unread post#5 » 15 Jun 2011 21:21

არცერთი არ მიყვარს და ალბათ იმით არის გამოწვეული რომ ზედმეტად აიტაცა ყველამ
ჩემს გარშემო სულ bf vs cod ომია და პირადად ჩემთვის არცერთი შუთერი არ იმსახურებს ასეთ გაფანატებას : DD
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

B3 vs MW3

Unread post#6 » 01 Sep 2011 21:36

ამდროისთვის, მგონი, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

Disturbed
Posts: 192

B3 vs MW3

Unread post#7 » 05 Sep 2011 12:14

მე უეჭველი ვიყიდი steam თუ არა Key-ს მაინც. სთიმი უფრო ძვირი დაჯდება გული მიგრძნობს.აქედან ვინმე თუ აპირებს ყიდვას კიდე?

Bulletstorm
Posts: 104

B3 vs MW3

Unread post#8 » 04 Oct 2011 22:42

კარგი ნიუსი - აქტივიზიონის გენერალურმა დირექტორმა გაავრცელა ხმები იმის შესახებ, რომ Call of duty Modern warfare 4 გამოვა 2013 წელს და იქნება სულ ახალ Engine ზე

Disturbed
Posts: 192

B3 vs MW3

Unread post#9 » 04 Oct 2011 23:12

ბოლო სამი სიტყვა არ მომეწონა :+ სარისკო მგონია მაგ თამაშის ახალ Engine-ზე გადაყვანა. დიდი შანსია რო ჩავარდეს პროექტი .

Bulletstorm
Posts: 104

B3 vs MW3

Unread post#10 » 16 Oct 2011 19:26

ვნახოთ რა იქნება. გააჩნია რა ენჯაინს გააკეთებენ :)
====================================
აი რატომ უნდა ვითამაშოთ cod და არა bf3
====================================
გამოვიდა უკვე ოღონდ კრეკი არაა

MW3 Facepalm Launch Trailer

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests


cron