Dungeons of Clay,

ფორმატები ▶ თამაშის მოდი ▶ სათამაშო სოფტი ▶ ჩემი პროექტი
User avatar
Shut
Posts: 319
Contact:

Dungeons of Clay

Unread post#1 » 24 Mar 2020 20:54

>>>

რამდენიმე პროტოტიპის შემდეგ ჩამოვყალიბდი შემდეგ პროექტზე და 1-2 კვირაა ვმუშაობ. იდეაა roguelite-ი permadeath-ით გვერდითახედით რაღაც მოპლასტელინო ტიპის ვიზუალით. თავიდან ვფიქრობდი პლასტელინის დათრევას და მერე დასკანირებას, მაგრამ ჩემი ნევროზიდან გამომდინარე რეალურად რო შევხედე სიტუაციას დავიკიდე ეგ თემა და პირდაპირ Photoshop-ში დავიწყე სტილის შექმნა )) მემგონი რაღაც ორიგინალური მაინც გამოვიდა ამდენი ჩალიჩის მერე და ტყუილად არ ვიწვალე.

>>>

Gameplay-ზე პატარა რანდომ გენერირებადი ლეველები იქნება და კარიდან კარში გადადიხარ რო გაწმინდავ მტრებისგან ლეველს, ეს კარებებიც რანდომზეა და ერთი 10 ვარიანტიდან 2-ს დააგენერირებს თამაში და ყველა კარებს დაჭირდება განსაზღვრული რაოდენობა გასაღებების. ამ გასაღებებს თამაშისას ნელნელა შოულობ, ანუ ისეთი მომენტია რო შეიძლება შეგხვდეს კარები და გადაყავდე სიცოცხლის მოსამატებელ ადგილას და კარების გახსნას ჭირდებოდეს 2 გასაღები, შეიძლება არ დახარჯო და შემდეგ ლეველში მაგალითად მაღაზია გაგეჩითა და 4 გასაღები ჭირდება გაღებას და იქ შეხვიდე ანუ რაღაც ეგეთი მექანიკა რა.

>>>

ამის გარდა, მთავარი გმირის შესაძლებლობების განვითარება ან შეცვლა (dash, shield, ეგეთი რაღაცეები) + სხვა და სხვა ითემები და roguelike-ის დამახასიათებელი თემები თავისთავად გეგმაშია რო დავამატო.

ეხლა ამ ეტაპზე, ნახევარი ძრავა ავაწყვე რაც ჭირდება მექანიკებს, თავისი AI, collisions და რაც თავში მომივიდა ჯერჯერობით )) მოკლედ სატესტოდ შეიხედება მგონი. ხმები არაა და რაღაც ექსპერიმენტალური ჯაზგაზი მაქ შეგდებული ჯერჯერობით.

https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0

F2 - რესტარტი
F12 - FPS

დანარჩენი W, A, S, D და მაუსი სროლაა მარტო.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5285
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#2 » 24 Mar 2020 21:19

საინტერესო რამე ჩანს იდეურად, სახასიათო ვიზუალით.
პროტოტიპზე ჯერ კონკრეტულად ბევრს ვერ ვიტყვი, ბაზური მექანიკებია.

UI მომეჩვენა პატარა, დაჟე მომინდა ქვემოთ ყოფილიყო დიაბლოსავით, ზევითკენ არ მიწევდა გახედვა გეიმპლეის პონტში ცენტრში იყო უფრო თვალი.
ფონის ეფექტებმა და კონტრასტმა თვალები დამიძაბა ცოტა. შეილება დამღლელი იყოს თვალისთვის დიდხანს.
Space ახტომაზე

რაღაც ეგეთი თემები გამისწორდებოდა ასეთ სეტაპზე. რომ იყოს ელემენტები რომლებსაც პირდაპირ ვერ ვნებ და რამდენიმე საიდ სტეპით უნდა მოკლა.მაგალითად tower გესვრის, და გარშემო 3 წერტილი აქ რომელიც უნდა მოკლა რომ tower გათიშო. (ოღონდ რომ კეტავდეს რამე გზებს თან. ქვემოთ მიზეზის გამო).

კიდე ერთი მომენტია მანდ რაც Washington VS Zombies-ზე შეგვექმნა პრობლემა (5 კრისტალი უნდა გაგეტეხა რო კარი გაღებულიყო). რადგან ლეველში მტრების მოკვლა არ იყო გადამწყვეტი უფრო ოპტიმალური იყო დაგესკიპა მტრები და დაგერაშა კრისტალები.

ამიტომ მტრებზე მოგვიწია რაღაცეების დამატება. წიპა თუ გაურბენდი ახლოს სირბილის სიჩქარე გინელდებოდა. ასევე ზოგი მტერი დიდ წილად ტყუილად გავაკეთეთ მაგ Rush-ის გამო, მაგალითად ერთი იყო რენდომ ადგილებზე ტელეპორტირდებოდა რადიუში და უნდა გეხტუნავა და გედევნა. მარა პროსტა დაიკიდებდი და გადიოდი.

თავიდანვე თუ ჩადებ მაგ Rush-ის სტილით გასვლის ქაუნთერებს გაგიადვილდება ეგ თემები მერე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 319
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#3 » 24 Mar 2020 21:37

tower-ზე საინტერესო იდეაა, შეიძლება რამე ეგეთის ჩასმა. Rush-ის თემა რაც შენ ახსენე აქ არც იქნება რადგან ყველა მტერის დაგდება მოგიწევს ისედაც სანამ შემდეგ ლეველში გადახვალ. ჯერჯერობით უბრალოდ მექანიკებს ვტესტავ მაინც, ეს ერთი ყველაზე დეგრადირებული მტერი მყავს ჩასმული )) და ეხლა ვამატებ მეორეს ცოტა უფრო აგრესიულს. ნელნელა ვეცდები შევკრა 1-2 ლეველი რო გამოჩნდეს უფრო მუღამი.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 9782
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#4 » 25 Mar 2020 01:11

ვიზუალი მომეწონა მე. რაღაც სივრცის შეგრძნებას აძლევს.
ახტომა მართლა სფეისი ჯობია ჩემთვისაც.
ჯაზგაზიც მოუხდება. წყნარი რამე. "ქეივს ჯაზი უხდება" :)

გასაღებებზე, რაც სანდრომ თქვა ეგ რო არ მოხდეს, შეგილია მარტივად ორი გასაღები ისე იდოს ლეველზე და რამე საჭირო ითემს მონსტრი დროფავდეს რანდომზე.

Washington VS Zombies საკაიფოდ ინტერაქტიულს ხდიდა მეფზე დაყრილი კრისტალების ძებნა, დაჟე რანდომ გენერირებადი არ იყო, კარგად იყო ხელით აწყობილი, მარა ეს კრისტალები ჩნდებოდა რანდომით და ეგეც ყოფნიდა მრავალფეროვნებას.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Shut
Posts: 319
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#5 » 25 Mar 2020 12:23

ჯერჯერობით თან მარტო ვიზუალზე ვჩალიჩობდი ძირითადად, კარგია თუ მოგეწონა :snack: რო ჩართავ ბევრ რამეს ვერ ამჩნევ თავიდან, მაგრამ გავავსე პატარა დეტალებით რამოდენიმე უკანა ფონია ყველა თავის რანდომ გენერირებადი დეტალებით.

გასაღებებს მონსტრები დადროფავენ ალბათ, მაგრამ ეგ პრობლემა მაინც არ იქნება სანამ მთლიანად არ გაწმინდავ ლეველს კარებები მაინც არ გაიღება, ანუ მაჩვენებელი იქნება რამდენი მონსტრი დარჩა ან განათდება მერე კარები თავისით და წესით გამოვა ნორმალურად.

>>>

ახალი ენემი მუტრუკი, ეხლა ვამატებ :guitara:
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5285
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#6 » 26 Mar 2020 09:09

თუ ყველა მონსტრი უნდა მოკლა და გასაღებსაც მონსტრი აგდებს მგონი ზედმეტია მაშინ გასაღების ამბავი.
რუკის ზომიდან გამომდინარე შეილება დამღლელი იყოს 1 მტერი რო დაგრჩება მაგის ძებნაც. Side scroller-ში უფრო ძნელია ნავიგაცია და ორიენტაცია და უფრო მეტ effort-ს მოითხოვს ეგენი top down-თან შედარებით. რამე მინიმეპი ან ისარი რო ანიშნებდეს თუ 5-ზე ნაკლები მტერი დაგრჩა მაგათზე კაი იქნებოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 319
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#7 » 26 Mar 2020 16:28

გასაღებებით ირჩევ მერე სად შეხვიდე, რამდენი შეინახო და ა.შ. სხვა და სხვა კარებებში სხვა და სხვა რაოდენობის გასაღები დაგჭირდება რო შეხვიდე და მაგიტომ. ერთერთი მთავარი მექანიკა ეგ არის თამაშის.

ლეველი არ არის დიდი ზომის ეგ გავთვალე თავიდანვე წესით არ დაჭირდება მინიმეფი, 4000x4000 პიქსელია და 1920x1080 ს ხედავ ეგრევე ანუ ერთი მაგდენით იწევი კიდე ჰორიზონტალურად.

https://i.imgur.com/SEAyAiz.png

ეხლა დავამატე კიდე რაღაცეები, ახალი ენემი, დროფები, საუნდები ცოტა და შეიკრა უფრო.

https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 5075
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#8 » 26 Mar 2020 16:48

გადმოვწერე ეს ბოლო ვარიანტი. ჩავუჯდები დღეს ან ხვალ მეც და დავწე შენიშვნებს. საკაიფო ვიდზეა რასაც ვუყურებ, ეხლა მთავარია გეიმფლეი როგორ წაიღებს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5285
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#9 » 26 Mar 2020 17:07

ა მაშინ გასაგებია. ანუ მისტერი კარების ინტრიგა შემოდის და ტაქტიკა ცალკე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 71 guests

cron