The Way of Wrath - RPG,

ფორმატები:
ჩვენი პროექტი . თამაშის მოდი . სათამაშო სოფტი . სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

The Way of Wrath - RPG

Unread post#1 » 10 Apr 2019 16:19

The Way of Wrath
Steam | Discord | Twitter| Facebook | Reddit
>>>
ათ წლიან ომში დამარცხების შემდეგ, მასიურ ჟლეტას გადარჩენილი მეომრების მცირე ჯგუფი თავს პატარა ხეობაში აფარებს. მათ კვალზე ომის სისასტიკით გაბოროტებული მტრის დანაყოფია რომელიც მეომრების ბოლომდე გაჟლეტას აპირებს.

მრავალრიცხოვანი მტრის რისხვისგან თავის დასაცავად მეომრების ერთადერთი გამოსავალი მიტოვებული ფორტის ნანგრევებში გამაგრება და ალყის მოგერიებაა.

The Way of Wrath როლური თამაშია რომელზეც უკვე აღარც მახსოვს რამდენი ხანია ვმუშაობ.




რელიზი სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ მოხდება და ზაფხულში გაეშვება Early Access, Crowdfunding ან დახურული ბეტა.

თამაში რამდენიმე მთავარი ელემენტისგან შედგება.

ფორტი

ეს არის მთავარი ბაზა სადაც მტრის საბოლოო ალყისგან თავის დაცვა მოუწევს მოთამაშეს. მის კედლებს შიგნით თავს მოიყრის მოთამაშის მიერ შემოერთებული მოკავშირეების community. იქნებიან ეს მეომრები, მჭედლები, მშენებლები თუ უბრალო ხალხი. მოკავშირეები დაეხმარებიან მოთამშეს ფორტის რესტავრირებაში, მახეების და ალყა-საწინააღმდეგო იარაღების აწყობაში, ფორტის დაცვაში და ხეობიდან რესურსების მოგროვებაში.

თუმცა სხვა თამაშებისგან განსხავებით მოთამაშის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ არავინ დაემორჩილება. მოკავშირე NPC-ები უბრალო ადამიანები არიან, ადამიანების ნაკლებით. მათ მორალზე მუშაობა და მათ შორის დავების მოგვარება მოთამაშის დღის წესრიგში დიდ როლს დაიკავებს. მოკავშირეების იგნორირებას სავალალო შედეგები მოყვება. ყურადღება მოკლებული მოკავშირეები ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, ჩხუბისთავობაში, მისტიურ რიტუალებში და სხვა დესტრუქციულ აქტივობებში გაექცევიან მძიმე რეალობას.

ექსპლორაცია

ფორტის კედლებს მიღმა ცივი, დათოვლილი ხეობაა. ის სავსეა ათასი ხიფათით. იქნება ეს მტრის ბანაკები, გარეული ცხოველი თუ თვითონ ბუნებრივი გარემო. ხეობა გახსნილი რუკის სახითაა მოცემული, რომლის გამოკვლევა მოთამაშეს მოუწევს მოკავშირეების საპოვნელად და საკვების, სამშენებლო და აღწურვილობის დასაკრაფტი რესუსრსების მოსაპოვებლად. ჭკვიანი და გაბედული მოთამაშე შეძლებს მტრის ალყისთვის სამზადისის საბოტაჟს.

რუკის დიზაინი ინსპირებულია პირველი ორი Gothic-ის მიერ და იმერსიული, სურვავალ ექსპერიენსის დადებაზეა ორიენტირებული.

phpBB [video]


დღე-ღამის სისტემა

საბოლოო ალყისთვის მოსამზადებლად მოთამაშეს სულ რამდენიმე დღე აქვს. ყოველდღე ის გარკვეული რაოდენობა ევენტებში მონაწილეობას შეძლებს მანამ სტამინა და მიღებული ტრავმები არ აიძულებს ფორტში დაბრუნდეს და ძილით ენერგია მოიკრიბოს. ყოველ ახალ დღეს, ფორტში და ხეობაში რუკა განახლდება ახალი ინტერაქციებით და ევენტებით.

დღეების გასვლის მექანიკა ინტეგრირებულია თამაშის თითქმის ყველა სისტემაში. იქნება ეს მებრძოლების ტრავმების განკურნება, ფორტის სამშენებლო სამუშაობების პროგრესი, საკვების და სხვა რესურსის გახარჯვა და ა.შ.

დღეებთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო feature არის NPC და ფრაქციების ისტორიები. ესენი ტრადიციული ქვესტებისგან ცოტა განხვავებულად იქნება აწყობილი. ყველა NPC-ს აქვს თავისი ხასიათი და პირადი მიზნები. ყოველდღე მათი ისტორია წინ წაიწევს და ისინი შეეცდებიან პირადი მიზნების წინ წაწევას. ეს feature გაამძაფრებს და უფრო საინტერესოს გახდის მოთამაშის არჩევნებს და შემოიტანს დამატებით აზარტს თამაშის მეორედ დახურვის დროს.

Feature-ბის მოკლე მიმოხილვა:
  • თამაში არის ზედ ხედის RPG.
  • კომბატი იქნება ტაქტიკური და Turn-Based პრინციპით, თუმცა სწრაფი და დინამიური. თუ გავქაჩეთ და ინტერესი იყო შეიძლება ალტერნატივად Real time With Pause დაემატოს რელიზის შემდეგ აპდეიტში.
  • მოთამაშე თავად ქმნის პერსონაჟს, შეუძლია გარეგნობის, ბექგრაუნდის და სკილების არჩევა. ყველა ეს არჩევანი თავს იჩენს დიალოგებში და სიუჟეტში.
  • მოთამაშეს ეყოლება Party რომელთან ერთადაც იბრძოლებს. Party ზომა ან 4 ან 6 იქნება, გააჩნია ბალანსი როგორ მოითხოვს.
  • თამაშში დიდი აქცენტი აქვს მოთამაშის თავისუფლებას. სწორხაზოვანი სიუჟეტის მაგივრად იქნება სამყაროს რეალობიდან გამომდინარე ევენტები. მოთამაშე შეძლებს აირჩიოს რომელი მიზნების მიღწევა სურს და ექნება სხვადასხვა გზები ამ მიზნის მისაღწევად.

phpBB [video]


საბოლოოდ მოთამაშის მთავარი მიზანია გადარჩეს, რაზე არის წამსვლელი ამ მიზნის მისაღწევად მისი გადასაწყვეტი იქნება. ყველა არჩევანს თავისი შედეგები მოყვება.

ნელნელა ვიდეობს, სკრინებს და დამატებით დეტალებს დავწერ თამაშშზე. არ დაიზაროთ დამიდეთ ხოლმე ფიდბეკები :D

მიავიშლისტეთ სტიმი https://store.steampowered.com/app/9693 ... _of_Wrath/ და შემოდით დისკორდში https://discord.gg/UEnWuBr (ქართულ ენოვანი ჩანელია ცალკე).
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#2 » 10 Apr 2019 16:23

პირველი ანონსი გეიმოვერზე გამოვიდა :hmm:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4454
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#3 » 10 Apr 2019 16:35

ბიჭო მალე დადე :დ დავჰაიპდი :DDDD
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#4 » 10 Apr 2019 16:37

Thanks!
თუ არ დაგეზარათ Tag-ებზე Vote-ინგი გაუკეთეთ ამათ რა https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D2EACB2
თორე პარნუხაში გამიშვეს mature content იქნებაო რო ჩავწერე :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4454
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#5 » 10 Apr 2019 16:42

ვქენი :D


Anime და Cute ხო არ გინდა დავამატო? :DDDDDD
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#6 » 10 Apr 2019 16:54

თამაშის დეველოპერთან ხუმრობა არ ღირს. კაცმა არ იცის ვის ჩასვავს პერსონაჟად და როგორ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1428
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#7 » 10 Apr 2019 17:38

ვა, საინტერესო ჩანს, ლასთ სთენდები მევასება. :დ

gg.

User avatar
Riddick
Posts: 8922
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#8 » 11 Apr 2019 00:33

კონცეპტი მომეწონა მეც. კაი შეკრულია - გაქცეული მებრძოლები, ბაზა, ალყა, დამხმარე ძალა და პარალელურად რესურსების მოძიება მართლა ცოცხალ გარემოს დადებს + დღეღამეზე რაც გიწერია ისიც ასწორებს. საკმაოდ ბევრი მექანიკა გქონიათ, ყოჩაღ თქვენ.
ვიზუალი მეგონა რო რამე მარტივი გენებოდათ, სრულფასოვან 3D არ ველოდი, კაია

პ.ს. თამაშის ქავერ არტი <3

წარმატებები !
https://www.youtube.com/watch?v=1IAXrxlDK6c

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#9 » 11 Apr 2019 01:47

მადლობა!
სხვათაშორის მარკეტინგის ტექსტებზე მუშაობა ძალიან დამეხმარა რომ უფრო შეკრულად ჩამომეყალიბებინა რას ვაკეთებდი და სხვისთვისაც ამეხსნა უკეთესად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#10 » 13 Apr 2019 20:27

ერთ-ერთი არმორის რენდერები. ყოველთვის მომწონდა გოთიკის არმორები რომ იმატებდა პრესტიჟში და რაღაც მსგავსი გადავწყვიტეთ ჩვენც. თუმცა ალბათ ეგრე შეზღუდვა არმორის არ გამოგვივა რადგან მმართველი როლი გაქვს მოთამაშეს.
https://i.imgur.com/vThL1dB.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8922
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#11 » 13 Apr 2019 20:43

ე რა კაი რამეა :) ხო გოტიკში არმორის განახლება, ლაივში მანქანის ყიდვის ეფექტი იყო :)
კაი მიგნებაა.
https://www.youtube.com/watch?v=1IAXrxlDK6c

User avatar
Tom Clancy
Posts: 1489
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#12 » 15 Apr 2019 10:59

ოო ძალიან კარგი ამბავი!!!

იმენა >კიპერას< თამაშია რომ შეხედავ :D

მაგარი ატმოსფერო გაქვთ დაჭერილი, სთიმზე რენდომზეც რომ შემხვედროდა follow-ს მივცემდი.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4460
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#13 » 24 Apr 2019 21:54

ტრეილერისთვის ვამზადებთ თამაშს. მანამდე პატარა პრევიუ
phpBB [video]
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 229
Contact:

Re: The Way of Wrath - RPG

Unread post#14 » 25 Apr 2019 15:51

ვაჰ ვაჰ რა კაი ამბავია ეს^^
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests