Danger Gazers, პროექტი

ფორმატები: ჩვენი პროექტი , თამაშის მოდი , სათამაშო სოფტი , სხვა
User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#61 » 23 Dec 2019 15:52

იმდენად შეიცვალა ბაზარი უკვე აზრი აღარ ააქვს ზოგად მარკეტინგულ სვლებს ჩემი გადმოსახედიდან. რელიზებს რასაც დავაკვირდი რისკერსზე, დედ გრაუნდზე, კონტრაქტზე და ამის ერლი ექსესზეც. პატარა სტუდია რო ხარ და ისეთ თამაშზე მუშაობ რომელზეც არავინ არ იცის აზრი არააქვს დიდად რას იზავ. დაჟე პირიქით შეიძლება უკეთესიც იყოს ის რო გაითვალისწინო რო უმეტესობა ეგრე იქცევა თუ ნაკლებად დატვირთული იქნება 4-ში რელიზებით, მაგრამ როგორც გითხარი თითქმის ყველა დღეს ერთი და იგივე რაოდენობა იყიდება უკვე, წონით უნდა ყიდიდნენ მგონი ისეთი დროა თამაშებს ))))) კილოში უნდა იხდიდე.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 4920
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#62 » 05 Jan 2020 21:53

დემოს მერე პირველად მოვცხე, პატარა ბიძაშვილი მყავდა სტუმრად და რისპექთიო, მოეწონა, კოოპში ვითამაშეთ )))
ნუ სინგლში თავისთავად იოლია უფრო, კოოპში გაცოცხლებისას სიცოცხლის ჩუქნა ართულებს ძალიან.
ჩვეულებრივ კონტროლერზე ვიწვალეთ ჩართვისას სანამ სტიმზე არ ჩავურთეთ საფორთი.
კიდე შევამჩნიე რო ორზე თამაშის დროს სანამ ჩრდილები და განათება არ გავუთიშე მთელი თამაში სლოუ მოუშენში მიდიოდა, გათიშვის მერე სტარტი იყო ყოველთვის შენელებული და მერე იკრეფდა ტემპს

პ.ს. ჯაბას ვერ გავცდი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1643
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#63 » 05 Jan 2020 22:27

მე პერფორმანსის პატჩს ველოდები, იქამდე კონტრაქტს ჩავუჯექი :D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9549
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#64 » 06 Jan 2020 02:35

:fairy:

ეხა უყურე, ძაან მომეწონა, თან ნახვებიც მოშნად მოაგროვა
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#65 » 07 Jan 2020 23:05

ეხლა მეორე აფდეითზე ვმუშაობ, ახალი NPC იქნება თამაშში და რაღაცეებს გაგიხსნის ახალი კრისტალების სანაცვლოდ. მემგონი კარგი გამოვა და ამის მერე შეიძლება კიდე 1 აფდეითი და მერე ალბათ 1 კვირიანი შესვენება და ახალ თამაშს დავიწყებ რამეს.

FPS-ზე კიდე რაღაცის დამატებას ვამატებ option-ებში და შეიძლება ეშველოს რამე.

ჯაბასთვის რამე კარგი იარაღი თუ არ გაქვს ტყვიებით ისე ძნელია საკმაოდ. Toxic SMG ან რამე ეგეთი რო დაუშვა ახლოდან უკვე ადვილი დასაგდებია მერე ))

კაროჩე 2-მა სტრიმერმა გადამარჩინა გაყიდვების პონტში თორე პირველ დღეს 15 ცალი გაიყიდა მარტო მგონი და პირველი სართულიდან ვხტებოდი ))) ეხლაც დიდი არაფერი ჩავარდა ისევ გაყიდვები მარა რაც იყო იმას ჯობდა, კიდე რამოდენიმეს რო დაესტრიმა დიდი შანსი იყო ტრენდინგში გადასვლის.

ერთერთ ფაბლიშერს ველაპარაკე და კონსოლებზე უნდოდათ დაპორტვა Gazers, Kontrakt და Dead Ground-ის. სავარაუდოდ Nintendo Switch-ზე და Kontrakt-ი PS, XBox. Gazers-ზე წესით დღეს მითხრეს გადავხედეთ source code-ს და 90% დავპორტავთო, ხვალ ბოლო შეხვედრაა და გადაწყდებაო. მოკლედ კარგი ამბავია, თორე Steam-ის სეილების იმედზე ყოფნა ყლეობაა უკვე.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 9549
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#66 » 07 Jan 2020 23:22

მე რაც დავდე ეგ ძაან კაი სტრიმია. ტიპს იმენა ნიჭიერადააქ შეკრული და თან მიმოხილვაა, თან მუღამს გიჩენს თამაშის. კაროჩე თავის საქმე გაიკეთა, მარა შენ მაგარი საქმე გაგიკეთა ავტომატურად :) რამე გაუგზავნოთ, ოციანი, ან ყანწი :D
ეს სვიჩის ამბავი რაღაც წივილ კივილის დონის თემაა თუ გამოვიდა. კაია რო აფდეითის მუღამი მოგეცა და პოლიშს მიხედავ. ვინც დაითრია იკაიფებს ყველა. ეხა კაი რევიუები გინდა ერთი 20 25 მაინც.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 5110
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#67 » 07 Jan 2020 23:29

რამე მექანიზმს ვერ იხმარ რომ რამდენიმე კვირაში ყურადღება მიიქციო თავიდან? რამე დიდ update-ზე რომ ის თამაშის Announcement გამოიყენო? 5 ცალი რო აქ თამაშს თუ რაღაც ?
DLC-სთვის ადრეა ჯერ ალბათ.

ანუ მაინც იმოქმედებდა სტიმის სეილის მორჩენის და ახალი წლის მერე დადება ყიდვებზე. და ეს Lunar New Year-იც რო გადაივლის ეხა თვის ბოლოს და თებერვლის 10-ისკენ რომ რამე მეორე ცდისავით უქნა?

Gog-ზე ცადე გაგზავნა ?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#68 » 07 Jan 2020 23:59

Riddick wrote:მე რაც დავდე ეგ ძაან კაი სტრიმია. ტიპს იმენა ნიჭიერადააქ შეკრული და თან მიმოხილვაა, თან მუღამს გიჩენს თამაშის. კაროჩე თავის საქმე გაიკეთა, მარა შენ მაგარი საქმე გაგიკეთა ავტომატურად :) რამე გაუგზავნოთ, ოციანი, ან ყანწი :D
ეს სვიჩის ამბავი რაღაც წივილ კივილის დონის თემაა თუ გამოვიდა. კაია რო აფდეითის მუღამი მოგეცა და პოლიშს მიხედავ. ვინც დაითრია იკაიფებს ყველა. ეხა კაი რევიუები გინდა ერთი 20 25 მაინც.


აფდეითები კარგია, მაგრამ იმდენი დრო მიაქვს მერე ახალის დაწყება ჯობია ხოლმე თან თუ სეილები არაა ბევრი. სეილები თუ კარგად მიდის მაშინ 1 წელი რო აფდეითები აკეთო არც არაფერი.

კაროჩე ეს კონსოლების თემა ყველაზე კარგი რამეა, როგორც მითხრა თუ დაპორტეს ყველა სადღაც $20-30k ს შემოიტანს პირველ თვესო. მოკლედ ამას ველოდები ყველაზე ძაან ეხლა.

hellwalker wrote:რამე მექანიზმს ვერ იხმარ რომ რამდენიმე კვირაში ყურადღება მიიქციო თავიდან? რამე დიდ update-ზე რომ ის თამაშის Announcement გამოიყენო? 5 ცალი რო აქ თამაშს თუ რაღაც ?
DLC-სთვის ადრეა ჯერ ალბათ.

ანუ მაინც იმოქმედებდა სტიმის სეილის მორჩენის და ახალი წლის მერე დადება ყიდვებზე. და ეს Lunar New Year-იც რო გადაივლის ეხა თვის ბოლოს და თებერვლის 10-ისკენ რომ რამე მეორე ცდისავით უქნა?

Gog-ზე ცადე გაგზავნა ?


ეხლა აზრი არააქვს ვერც გამოიყენებ მაგას Launch-ის რაუნდია და სადღაც 30 დღე გრძელდება მგონი, მაგის მერე შეიძლება მაგრამ დიდად არ მოქმედებს ეგეც, კონტრაქტზე 5 ივე გამოვიყენე მარა არაფერი.

ტრენდინგში თუ არ გადახვედი დღეს ჩაძირული ხარ რა Steam-ზე, ან რამე ისეთი გინდა ძაან პოპულარული სტრიმერი + news და რევიუები საიტებზე, და ეგეც პახოდუ გამართლებაზეა მეტ ნაკლებად.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 9549
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#69 » 08 Jan 2020 00:23

თუ იყიდება მაგ შემთხვევაში გეუბნები. თუ იყიდება იმას ნიშნავს რო გაიხსნა და რაც შეგილია უნდა მიცე შანსი, აფდეითი და პოლიში, ბალანსის გასწორება, კაროჩე ხარისხის დახვეწვა. ეგ ერთი კარგი და გაბაზრებული თამაში ბევრად დიდი შემოსავალი შეილება გახდეს, ვიდრე 10 პატარა, მარტო გამოშვების კვირას რო იყიდება. ნუ ეგ შენც იცი.
ნახე თუ აწეულია გაყიდვები, ყველა პონტში გინდა, იმიტო რო ბევრ მინუსს გიპოვიან თუდაც ტექნიკურს, იმიტო რო ბევრი თვალი უყურებს. თუ გაასტაბილურე შეილება ერთი წელი მაინც წყნარად იყო.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#70 » 08 Jan 2020 00:51

არა დაეცა უკვე და მაგიტომ ვამბობ. ტრენდინგში რო გადასულიყო სხვა საქმე იქნებოდა, ეხლა უკვე აზრი არააქვს. 2 დღე დარჩა სეილზე თან და ჩაკვდება მერე ნახვები საერთოდ. ვინც ითამაშა გაუსწორდა, ბევრმა მომწერა უკვე და დახურა რამოდენიმემ, რევიუებიც არ დაგროვდა მაინც და მაინც თორე ეგეც რაღაცას იზავდა თავისას. კარგი ბევრი კონტენტია $10 იანი თამაშისთვის, საშუალოდ 10 საათი მაინც გამოვა სანამ გაერკვევი ყველაფერში კარგად და დახურავ. 11 საათი აქვს ნათამაშები ეხლა ერთმა რევიუც დაწერა და მემგონი ვერც დახურა ჯერ.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5110
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#71 » 08 Jan 2020 01:05

ქართულ აუდირიაზეც დააშეარე. ჯგუფები როა ფეისბუქზე დიდი. ქართულ მენუს და რამეს თუ ჩაატან მითუმეტეს მიიქცევს ყურადღებას.
ანუ ტრეფიკს გაზრდის რა steam-ზე და რაღაც ნაწილი იყიდის კიდეც.

ოზისაც შეგიძლია მიწერო შეილება დაგეხმაროს აქაურ PR-ში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#72 » 08 Jan 2020 02:17

ქართული PR მაგარი ყლეობაა, არაფრად არ ვარგა, რამე ნორმალურ ქვეყანაში რო ვიყოთ local-ზე კარგია ჩალიჩი მაგრამ არა აქ :)
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 9549
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#73 » 08 Jan 2020 02:19

საინტერესოა ვინც იპოვა და სტრიმზე აიღო, საიდან მოძებნეს, ესე პროსტა სტიმის ლისტებიდან არამგონია ენახათ, შეილება მეტნაკლებად საინტერესო და ახალი ინდი თამაშების საიტებზე მიდის არჩევა.

ერთი ორი ეგეთი სტრიმერი გინდა და მოგიყრის მართლა ხალხს.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#74 » 08 Jan 2020 02:41

მე გავაგზავნე მეილები, დავჯექი და YouTube-ზე ვეძებდი roguelike-ებს ვინც თამაშობდა და შევაგროვე ლისტი ერთი 10 კაცი იყო. მეორემ ვინც დასტრიმა იმან თავისით გააძრო ვიღაცამ ურჩია ალბათ იმიტომ რომ მე არ გამიგზავნია მაგისთვის. ერთმა მომწერა ეხლა მეც ვაპირებ თამაშსო, მაგრამ ამას იმათთან შედარებით არაფერი 23K sub ააქვს.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5110
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#75 » 08 Jan 2020 03:16

არაა ყლ*ობა. უსწორდება ხალხს ქართული პროექტების საპორტი და არის ეგ მომენტი აქ, თანადგომის.
პროსტა ძნელი საპოვნელია სწორი ჩანელები და მიწოდების ფორმაც უნდა დამუღამდეს. ფეისბუქ ჯგუფები კარგი სტარტია, ისე არაა რო ერთხელ დადებ და ეგრევე გავარდება. ფეისბუქის ალგორითმები, დღე,საათი მაგათ აქვს მნიშვნელობა. მარა რაღაც რეგულარობით რო დადო ნახავ შედეგს და ჯგუფების ავტორებიც დაგასაპორტებენ. მითუმეტეს co-op რეჟიმი რო აქ იმუშავებს კარგად.

ასევე სტრიმერები ჩითავენ youtube-ზე ქართველი ცოტა მოზრდილი. მაშტაბი არ აქ უცხოურის, მარა ნებისმიერი ტრეფიკი და ყურადღება კარგია და შეიძლება უფრო დიდ რამეზე გაგიყვანოს. GTA ტრაქტორების ხალხს მიწერე მაინც :D :D :D :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9549
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#76 » 08 Jan 2020 03:38

ვინმე ისეთს უნდა მიწერო ვინც მინიმუმ მოგწონს რა კონტენტსაც ქმნის და პატივს ცემ მის აზრს. აქ რავი ვის უნდა მიწერო მე პირადად მიჭირს თქმა. კაი შეილება დაიკიდო პრინციპი და ყველას მიწერო, მარა იდეაში რას მოგცემს ეგ გარდა გაურკვეველი ტრაფიკისა ? ან მყიდველი გინდა, ან სპონსორი, ან უბრალოდ ამ ორიდან რომელიმეზე გამყვანი.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#77 » 08 Jan 2020 03:47

რავი ჩემთვის ეგრეა, მე პირადად ქართულ PR-ს მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს )) ძაან ყ*ეა უმრავლესობა სამწუხაროდ და რაც ნაკლებად გამოჩნდები მით უფრო კარგია. ქართველსაც რო არქმევ უკვე ყ*ეობაა ტეხავს შენც ქართველი ხარ მაგრამ რას იზავ.

საერთოდ რო ვიწყებდი ამ საქმეს, არც მინდოდა სადმე გამოჩენა რო ქართველი ვარ და თამაშებს ვაკეთებ. ))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5110
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#78 » 08 Jan 2020 04:02

Riddick wrote:ვინმე ისეთს უნდა მიწერო ვინც მინიმუმ მოგწონს რა კონტენტსაც ქმნის და პატივს ცემ მის აზრს. აქ რავი ვის უნდა მიწერო მე პირადად მიჭირს თქმა. კაი შეილება დაიკიდო პრინციპი და ყველას მიწერო, მარა იდეაში რას მოგცემს ეგ გარდა გაურკვეველი ტრაფიკისა ? ან მყიდველი გინდა, ან სპონსორი, ან უბრალოდ ამ ორიდან რომელიმეზე გამყვანი.

არ მუშაობს ეგრე, ძალიან ძალიან ცუდი მიგდომაა ეგ. საკუთარი თავისგანღა გაკლია ეხა კაცს ლიმიტების მოფიქრება პროდუქტი როგორ მიიტანო მყიდველამდე.

ყველას უნდა მიწერო და დაუკავშირდე რაზეც გეყოფა დრო, რესურსი და ნერვები. ხმაური გინდა მაქსიმალური, მაშტაბი უნდა შექმნა ინფორმაციის გავრცელების. ჯაჭვური რეაქციით მიდის ეგ ყველაფერი თუ რაღაც ნიშნულამდე მიაღწია და მაგ ნიშნულამდე რა მიგიყვანს არასოდეს არ იცი.

https://www.facebook.com/groups/VenatusGeorgia/
https://www.facebook.com/groups/GameLandGeorgia/
და კიდე იყო რაღაცეები გავიხსენებ. რაღაც ესეთი პოსტი შეგიძლია გაუშვა
https://www.facebook.com/groups/GameLan ... 185775549/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1643
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#79 » 08 Jan 2020 22:24

ჯაბა დავაგდე პირველ ცდაზე (Mask of Torture მიკეთია თან)

ჩავუყვები ყველა ეჩივმენტს გავხსნი :D

King Box-ია ჩემი ფავორიტი გეროი ჯერჯერობით :D
რომ ჩააძაღლებ მერე გაზეთში რომ გეჩითება სტატია აღარაა კინგიო)))
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Shut
Posts: 292
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#80 » 09 Jan 2020 00:42

მაშინ აღარ დაგასპოილერებ ბოლო ბოსზე უფრო იკაიფებ რო გააძრობ ))))

რაღაც კარგი ამბებია მგონი Switch-ის თემაზე, წესით პარასკევს ველოდები კონტრაქტს და ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა დაპორტავენ Danger-ს უეჭველი.

ახალ აფდეითზე დავიწყე მუშაობა და npc იქნება პირველ ლეველში ვისაც თავისი მაღაზია ექნება permanent unlock-ების და კრისტალების მაგივრად რაღაც სხვა რესურსით შეგეძლება ყიდვა რომელიც უნდა დააკონვერტირო სხვა ლეველებში შენთითონ თუ გინდა.

5 ახალი განსაკუთრებული იარაღი იქნება რაღაც რომელსაც დამატებითი ეფექტები ექნება მაგალითად 10% რო ტყვია არ გამოიყენოს სროლისას და ეგეთები და +1 ახალი ითემი. მემგონი საინტერესო აფდეითი გამოვა.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests