Danger Gazers, პროექტი

ფორმატები:
ჩვენი პროექტი . თამაშის მოდი . სათამაშო სოფტი . სხვა
User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Danger Gazers

Unread post#1 » 08 Feb 2019 02:27

>>>

არვიცი.. წესით პენსიაზე უნდა ვიყო უკვე გასული, მაგრამ რა ვქნა ))))

მოკლედ, იდეა იყო რომ რამე პატარა თამაში გამეკეთებინა დაახლოებით 3-4 თვე რომ მემუშავა, მაგრამ მოხდა ისე რო იდეას კიდევ იდეა დაემატა მერე კიდევ იდეა და ამასობაში მეტი დროც გავიდა და წინ კიდევ დაგროვდა საქმე. მთავარი ინსპირაცია იყო Nuclear Throne, რაზეც ძაან ვიკაიფე და ისე გამისწორდა რო ვფიქრობდი ჩავაბარებდი თქო )) და ნოემბრის დასაწყისში დავიწყე მუშაობა Danger Gazers-ზე. ეს იანვარი სერიოზული ჩავარდნა მქონდა თითქმის საერთოდ ვერაფერი ვერ დავამატე მაგრამ ნელ ნელა ისევ მოვუმატე ტემპს და იმედი მაქვს ამ თვის ბოლოს უკვე კარგი სატესტო ვერსია მზად მექნება.

>>>

ეხლა რაც შეეხება თამაშს )) არის roguelike top-down shooter-ი პერმადეthით და პროც. გენერირებადი ლეველებით. განსხვავდება იმით რომ ლეველებს შორის არის რუკა რომელიც ასევე რანდომზე გენერირდება.

>>>

და გაქვს რამდენიმე არჩევანი: შოფი, კომპანიონები, supply stash სადაც hp-ის და ammo-ს იმარაგებ და რანდომ ივენთები რომელიც ან პოზიტიურს მოიტანს რამეს ან ნეგატიურს (ან ორივეს ერთად :0).

>>>

იქნება unlockable-ს, სხვა და სხვა გმირები და რელიკები რომელიც დამატებითი ბონუსებივით იმოქმედებს.

>>>

ამ ეტაპზე თითქმის ყველაფრის მექანიკა უკვე დამთავრებული მაქვს, ძირითადად ალბათ coop-ზე დამრჩება მარტო ბევრი საჩალიჩო.

>>>

კონტენტს რაც შეეხება. 7-ივე გმირი უკვე მზად მაქვს + რელიკები. 72 ითემები, 40-მდე იარაღი და მოკლედ თვის ბოლოს წესით პირველი არეა თავიდან ბოლომდე ყველა feature-ით მზად უნდა მქონდეს უკვე თუ ისევ ასტრალმა არ წამიღო ))

>>>

მთავარი მუღამი მაინც coop-ს ექნება თუ კარგად გავთვალე ყველაფერი და არ ამერია.

პ.ს. სქრინები ცუდად დავაპატარავე ფოტოშოპში ჩემი ბრალია და რაღაც ნიტოდ ჩანს.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 8905
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#2 » 08 Feb 2019 10:50

ხო რაღაც გააფუჭა ხარისხი ნაღდად. დემო ბევრად კაი ტიპია ჩემთან.

მე პროსტა ითემების და პერსონაჟების დამატების მერე არ მინახია. არც რუკა არ ვიცი.

მთლიანობაში ისედაც იცი, მარა აქაც დავწერ. ძაან მომწონს სტილიზების ამბავში რაც ხდება, ანუ ეს მულთფილმის ვიზუალი და ძველი, მრგვალი ტელევიზორის ეფექტი. მუსიკა, ელექტრო სვინგის მსგავსი ოსტი რომელიც არი ის უხდება გამორჩეულად. ზუსტად იმ განწყობას აძლევს, რაც მგონია რო უნდა ქონდეს - მხიარული და თან გემოვნებიანი ვეში ხდება.

ჟანრში ზოგადად Risk of Rain და Teleglitch არი რაც მითამაშია და რაც შემილია ვთქვა რო მიყვარს. აზრიანი, ორიგინალური და საინტერესო ჟანრია, თუ სწორად გამართავ. ეხა მაგალითად Teleglitch ერთი 5 ჯერ მაქ დაყენებული. ვიწერ, ვიბეზრებ, ვშლი და რაღაც პერიოდის მერე ვიწერ და როგორც ნოლიდან ისე ვიწყებ, რაც მაგრად მომწონს.
ეს პროცედურული გენერირება, ითემების გახსნის პროცესი და ლოკაციების ეტაპობრივი ანლოქი, რაღაც ამოუწურავ replayability აჩენს და შენც თუ გექნება ეგ ძაან გაასწორებს, როგორც უცხოს გაკეთებულ თამაშს ისე შეგიფასებ მერე, კონტრაქტივით ))
- https://coub.com/view/1919jq

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#3 » 08 Feb 2019 16:23

Risk of Rain ძაან სერიოზული რამეა და ტემპიც საკაიფო ქონდა რაც მახსოვს და დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ბალანსამდე ვერ მივედი ჯერ და ცოტა ადრეა მაგაზე ლაპარაკი რამდენად გასართობი გამოვა სათამაშოდ ჩაჯდომაზე, მაგრამ მაგის დროც მოვა მალე და coop-ით ჩავუჯდეთ ))

ეხლა კომპანიონების დამატების პროცესში ვარ და კონტენტის პონტში მართლა ძაან შორს წავედი მგონი, ამდენ რამეს არ ვაპირებდი.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 4448
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#4 » 08 Feb 2019 16:56

დემო მინდა მე :D თუ არის უკვე დაბილდული გავტესტავდი :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#5 » 08 Feb 2019 17:14

დავდებ მალე :D ცოტა დამრჩა და ბარემ მინდა რო შევკრა კარგად ერთმანეთთან ყველაფერი 2-3 ლეველი მაინც რო ითამაშებოდეს რო პირველი შთაბეჭდილება არ გაგიფუჭდეს და მუღამი ქონდეს უფრო. ეხლა ისეა მარტო ერთი ლეველში იარაღებსაც ვერ გატესტავ ნორმალურად შეიძლება ამმო არ დაგიგდოს ან რამე და 2-3 ლეველში თავის რუკით უკვე რაღაცა იქნება :0
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 4453
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#6 » 08 Feb 2019 17:37

საინტერესო ჩანს. მე თითონ მსაგს ჟანრს და ზოგადად გენერირებულ ლეველებს ვერ დავუმუღამე ამიტომ მაგ პონტში ვერ შევაფასებ დიდად.

პროექტებს შორის შეძენილ გამოცდილებაზე და მაგაზე დაყრდნობით რას ცვლი ამ თამაშში რომ უკეთესი გამოვიდეს. ეგეთი სტატია იქნებოდა საინტერესო ან პოდკასტივით რო დადო. https://www.gamasutra.com/ და ეგეთებზე შეგიძლია გამოდო ცალკე exposure შეილება მოიტანოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4448
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#7 » 08 Feb 2019 17:38

ჰო დაველოდები ჯობია, ნაწილ-ნაწილ ჯობია ერთიანად რამდენიმე ლეველს დავეცე :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#8 » 08 Feb 2019 19:18

hellwalker wrote:საინტერესო ჩანს. მე თითონ მსაგს ჟანრს და ზოგადად გენერირებულ ლეველებს ვერ დავუმუღამე ამიტომ მაგ პონტში ვერ შევაფასებ დიდად.

პროექტებს შორის შეძენილ გამოცდილებაზე და მაგაზე დაყრდნობით რას ცვლი ამ თამაშში რომ უკეთესი გამოვიდეს. ეგეთი სტატია იქნებოდა საინტერესო ან პოდკასტივით რო დადო. https://www.gamasutra.com/ და ეგეთებზე შეგიძლია გამოდო ცალკე exposure შეილება მოიტანოს.


Singleplayer-ს იმდენად არააქვს მუღამი რამდენსაც coop-ს ჩემი აზრით ამ ჟანრში, ეხლა Nuclear Throne-ი მაგალითად მარტო სათამაშოდ დიდად არ გამისწორდა, მაგრამ coop-ი ძალიან საკაიფო იყო და ძაან ბევრი ვიკაიფე :D შეიძლება მე მჭირს საერთოდ ეგრე უკვე ასაკის გამოც და ცალკე ნევროზის, არვიცი.

გამასუტრას ხშირი სტუმარი ვარ მეც და ვფიქრობდი დავდებ რამეს თქო, უბრალოდ ინგლისურად აზროვნება მეზარება სერიოზულად და ვეღარ ჩავუჯექი, იმდენი ხანია მოვწყდი წერას რო მიჭირს უკვე სერიოზულად დალაგება რაღაცეების. მართლა პენსიაზე გასვლაზე ვფიქრობ უკვე )))))

გამოცდილებას და ცვლილებებს რაც შეეხება, დავიწყე იქიდან რომ დღევანდელი ბაზარი რაც არის ინდი, დეველოპერს სახელი თუ არ აქვს უკვე ძალიან დიდი რისკია 1 წლიან პროექტზე მუშაობაც კი და ამოვიღე სთორიზე აქცენტი საერთოდ და მაგიტომ მივაწექი რანდომს და პროც. გენერირებას. ესე ვთქვათ პატარა და მუშა ჯობია (ხარისხიანიც) და მომგებიანია უფრო. ანუ ისეთი თამაშები, ჩართე 30 წუთი - 1 საათი ითამაშე გამორთე და ეგრე, არც დიდი ყურადღება რო ჭირდება და არც ბევრი რაღაცეების დამახსოვრება. წელს საერთოდ ვფიქრობ მარტო ეგეთი თამაშები ვაკეთო, დაახლოებით 3-4 თვე რო მოვუნდე და ესე გავზარდო ცოტა შემოსავალი ყოველთვიური სანამ რამე სერიოზულს დავაპირებ. მინიმუმ $100-ს გიტოვებს თვეში ესეთი პატარა თამაში 1 წლის მერე რო ამოწურავს უკვე თავის თავს და 5 ეგეთი უკვე რაღაცა არის და თან შენი bundle-ი გექნება და სტაბილური მინიმუმით უკვე ადვილია მერე სხვა გეგმებზე ფიქრი. თან შანსი არის ყოველთვის რო ერთერთი გაგივარდეს კარგ შემთხვევაში. მოკლედ გამოცდილებამ ბიზნესის თვალსაზრისით ეს მოიტანა. რადგან ამ სფეროში ვაპირებ ისევ დარჩენას, რეალური გამოსავალი ეს არის ჯერჯერობით, მერე უკვე იმედი მაქვს პატარა ფართს ვიქირავებ და მოვრჩები სოლო დეველოპერობას და რისი ტრაკიც მექნება იმის მიხედვით ავიყვან მსურველებს.

თვითონ თამაშზე მუშაობის მხრივ, თავიდანვე დავიწყე რაც შეიძლება სუფთად წერა პროგრამულად და რაც მთავარია ისე რომ ფუნქციონალურად ზრდის საშვალება სულ იყოს მარტივად, მაგალითად ითემების დამატება სამომავლოდ და ა.შ. ეხლა სულ ვცდილობ ყველაზე მარტივი ხერხის პოვნას და მერე ვიწყებ უკვე კოდის წერას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა კოდს და თან ძალიან ძნელი ხდება რაც უფრო შორს გადიხარ. კიდევ, რასაც ყოველთვის ვაკეთებ არის ის რომ რაღაც ახალს რო ვიწყებ, მაგ. ისევ ითემების დამატებას ვცდილობ მთლიანად ამოვწურო და ერთიანად გავაკეთო კონტენტი ვიდრე სხვა რამეზე გადავერთო მეორე დღეს და მერე ისევ დავუბრუნდე, ესეც მიადვილებს საქმეს, ზოგჯერ მოსაბეზრებელია მაგრამ საერთო ჯამში პროგრესის შეგრძნებასაც გიმატებს და თავიდანაც უკვე რაღაც ადგილი გინთავისუფლდება და კონცენტრაციას უკეთესად აკეთებ დანარჩენზე.

SLaYeR wrote:ჰო დაველოდები ჯობია, ნაწილ-ნაწილ ჯობია ერთიანად რამდენიმე ლეველს დავეცე :D


Coop ფართი რო მოვაწყოთ? მანამდე დავდებ კიდევ პროგრესს. :D
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 4448
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#9 » 08 Feb 2019 20:35

კი მინდა მაწყობს :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#10 » 09 Feb 2019 02:21

ჯაზბანდა მზადაა

>>>

https://twitter.com/shotxstudio/status/ ... 3379442689
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#11 » 11 Feb 2019 02:26

>>>

მეფი და ივენთები მოვრჩი მთლიანად, თან ბაგებს გადავუარე და გავასწორე ყველაფერი. რამოდენიმეჯერ ვითამაშე თან პირველი სამი ლეველი და მემგონი რაღაცას დაემსგავსა უკვე.

ეხლა მენიუს და პაუზის გაკეთება დავიწყე თან რო შევისვენო ცოტა დანარჩენისგან. მოკლედ, მზად რო იყოს კარგი სატესტო ვერსია კიდევ ესენი მაქვს დასამატებელი და პირველ არეას მოვრჩები >

- 1 new enemy
- 1 new elite enemy
- hero specials
- boss
- coop

ჩემი გათვლებით დაახლოებით 10 დღე დამჭირდება კიდევ.

და ბოლოს > trailer-ი და ფაბლიშერებთან ლაპარაკი :D
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#12 » 13 Feb 2019 02:50

>>>

მაგარი ტანჯვა წამება იყო მაგრამ პაუზასთან ერთად მთლიანი მენიუ ავაწყვე და მოვიშორე ბარემ. ხვალიდან ახალ ენემიებს ჩავუჯდები.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#13 » 14 Feb 2019 06:41

ვაგრძელებ აქ დევ ლოგს ) მოკლედ დღეს სერიოზულად შევმატე რაღაცეები კარგად მიდიოდა საქმე და მერე უცებ რანდომ ქრეშები დაეწყო თამაშს და მაგის მერე ერთი 6 საათი ვცდილობდი გამეგო რისი ბრალი იყო, ენჯინის ბრალი რო იყო ფაქტია იმიტომ რომ ერორს არ მიგდებდა და დაიწყო სერიოზული წამება. მოკლედ ამ 6 საათის მერე ძლივს რაღაც შემოვლითი გზა ვიპოვე რაღაც ფუნქციაზე და რამდენჯერაც გავტესტე მგონი ეშველა და გამოსწორდა. უკვე ისე ვარ რო შეიძლება აღარ მიმიღონ იქით )))))

https://twitter.com/shotxstudio/status/ ... 9453066245

ფრინავი დონდლო დავამატე თავის კვერცხით საიდანაც იჩეკება, ძირს ტყვიები და ახალი კურსორები.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 8905
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#14 » 14 Feb 2019 10:30

ბიჭო და შემოვლითი გზით რო არ შეგიშვებენ იქ არ იცი? რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა ეგ გაიგე? ))

რაღაც მაგარი დვიჟუხაა გიფში ))
- https://coub.com/view/1919jq

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#15 » 14 Feb 2019 17:19

)))))))) მემგონი კი, იმიტომ რომ აღარ იქრეშებოდა ბოლოს. ენჯინის ბაგია რა რაღაც ფუნქციას რო იყენებ და თან არ წერდა რო მაგის ბრალი იყო. დღეს გავტესტავ კიდევ კარგად.

ვსო ცოტა დამრჩა უკვე მანამდე რაც დავწერე იქიდან, 1 ენემი, სფეშელები, ბოსი და კოოპი.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#16 » 16 Feb 2019 00:00

დღეს ველაპარაკე დეიმეიქერის კამანდას და ბაგიაო ნამდვილად და გავასწორებთო და თან თამაშიც გატესტეს ))) თან კაიფი ისაა რო ძაან სპეციფიკური ბაგია და სხვებმა ახალ პროექტებში ვერ გამოიყვანეს იგივე ბაგი და მთლიანი თამაში გავუგზავნე მაგიტომ. შემოვლითი გზა მაინც ვიპოვე და ეგეც კარგია სანამ გაასწორებენ მუშაობს მაინც ყველაფერი.

საქმეც წავწიე წინ და მოვრჩი რაღაცეებს, ეხლა ჰიროუს სფეშელებს ვამთავრებ და მერე ბოსი და კოოპი მრჩება მარტო. მემგონი იანვარში რაც ჩავაგდე ორი იმდენი ამოვიღე ამ თვეში ))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#17 » 17 Feb 2019 06:24

გავათენე და დავამთავრე ძლივს https://twitter.com/shotxstudio/status/ ... 7442705408

ვეღარ ვიტან უკვე გეიმმეიქერს )))) ვსო coop-ი დამრჩა მარტო და ტრეილერი მერე.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#18 » 18 Feb 2019 01:03

ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#19 » 18 Feb 2019 23:18

ვსო მოვრჩი ყველაფერს ამ ეტაპზე, coop-იც მზად მაქვს რაც გავტესტე მუშაობს ყველაფერი.

>>>

coop party და ტრეილერის დროა ))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 8905
Contact:

Re: Danger Gazers

Unread post#20 » 19 Feb 2019 00:02

+1 ჯოისტიკი და ქართული რეალობის შვილი, ტესტერი მამია )))
- https://coub.com/view/1919jq

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests