მაინტერესებს პირადად ჩემთვის რა სახის ვიდეოს გაკეთება შეიძლება რო იყოს საინტერესო.
სტრიმები, გასვლის პროცესის ჩაწერა, სტანდარტული მიმოხილვები და ნიუსები ჯერ ძაან ბევრია და მეორე აზრს ნაკლებად ვხედავ მსგავსი კონტენტისთვის წვალებაში.
რასაც მე ქართულად სიამოვნებით ვნახავდი (და გავაკეთებდი) არი შემეცნებითი ვიდეო, სადაც თემები იქნება მაქსიმალურად განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად ისეთი კონსისტენციით, რომელიც გაკეთების მერე კიდე დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას. აი თუნდაც რამდენიმე უკვე გახსნილი თემების მაგალითით - Best Remasters & Remakes , Game Names , Best Horrors , Most Challenging , Best Browser Games , Definition of Stealth , Successful Movie Based Games და სხვები
თითონ შექმნის პროცესის განრიგის აზრიანად აწყობის მუღამიც მაქ. მიდა რო ამის კვლევა და კეთება იყოს გასართობი და შემეცნებითი, არ გავდეს რამე დამთრგუნველ მოვალეობას, მარა ამასთანავე იყოს პროდუქტიული.
ეხა პლიუსები რაც ნორმალური ხარისხის კონტენტის დადებამ შეიძლება მოიტანოს.
* ჩემი აზრით, ეს იქნება ფორუმის ყველაზე სწორი რეკლამა (გაცილებით ცოტა ხარჯთან დაკავშირებული). იქნება იმის შანსი რო გავიდე ზუსტად ისეთ აუდიტორიაზე რომელიც ნამდვილად აინტერესებს თამაშის თემატიკა.
* გარკვეული მატერიალური პროფიტი, თემატური სპონსორის, რეკლამის განმთავსებელის მოძებნის შემთხვევაში. ერთი ადამიანი მარტო ამ კუთხით რო დავიხმარო რაღაც გზები ვფიქრობ რო აქაც გაჩნდება.
* ქართულ ენაზე თითქმის არ არი ნორმალური კონტენტი თამაშებზე, მითუმეტეს შინაარსობრივად. ამიტო ლოკალური კულტურისთვისაც აზრიანი მუხტი იქნება. ბევრი კონტაქტი დაგროვდება ამ სფეროში. ტიპებს შეილება თავიანთი, ხარისხიანი ვეშების კეთება და კოოპერირება მოუნდებათ.
* გართობა და რაღაც ახლის დამუღამება.
***
დაწერერთ რას ფიქროთ, გაინტერესებთ თუ არა ზოგადად ეს სფერო (იმ დონეზე რო რამე გააკეთოთ), რა ფორმატებია საინტერესო, რას გააკეთებდით?