Dead Ground, Rouge-like, Action, Strategy

General Topics / Your Projects / Tutorials / Soft /
User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Dead Ground

Unread post#1 » 08 Sep 2017 01:19

>>>

1 კვირაა სადღაც დავიწყე ახალ თამაშზე მუშაობა - Dead Ground. Tower Defense მაგრა მევასება სათამაშოდ და დროის გასაყვანად ყველაზე მაგარი ჟანრია ჩემთვის, ამიტომ რაღაც მსგავსის გაკეთება მინდოდა, მაგრამ თან ისეთის, რომ მერე Steam-ზეც რაღაც პოპულარობით ისარგებლოს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე roguelike, action და რაღაც დონეზე RPG-იც მიმება.

მოკლედ იდეა ესეთია: ჩვოულებრივ Tower Defense-ის ელემენტებთან ერთად (მოწინააღმდეგის ტალღები, კოშკები, კოშკების გაუმჯობესება..) იქნება მთავარი გმირი, რომელსაც მარტივად მართავ W,A,S,D + Mouse კონტროლით, რომ ნაკლებად მოსაწყენი იყოს და მოთამაშე უფრო ჩართული იყოს თამაშში და სულ რაღაცის კეთებაში იყოს. მთავარ გმირს რაც შეეხება და კოშკებს და დანარჩენს იქნება ძალიან დიდი არჩევანი loot-ის პონტში, იარაღების განახლება, შეცვლა, გაუმჯობესება, იგივე კოშკების გარდა მარტო თამაშში განახლების დროს იქნება Darkest Dungeon-ის სტილში გაკეთებული მთავარი ქალაქი/ადგილი მენეჯმენტის პონტში, სადაც იქნება მაღაზია და სხვა რაღაცეები.

კიდევ ერთი მთავარი ცვლილება სხვა TD თამაშებისგან იქნება ის რომ, ლეველები იქნება რანდომ გენერირებადი და იქნება permadeath რაც ბევრად საინტერესოს გახდის თამაშს. თამაშში იქნება 2 წაგების ვარიანტი, იმ შემთხვევაში თუ გაგითავდა წყალი რომელიც მთავარი რესურსი იქნება ახალი კოშკების ასაშენებლად და რაღაცეების გასაუმჯობესებლად ან თუ მთავარ გმირს სიცოცხლე გაუთავდება.

სთორის და სეთინგს რაც შეეხება, ეს ყველაფერი ვითარდება post-apocalyptic თემაში, სადაც წყალი ფასობს ყველაზე მეტად და დადის ჭორი, რომ სადღაც რომელიღაც ადგილას ერთ-ერთი ადგილი სადაც ბუნება შენარჩუნებულია დარჩა ხელუხლებელი და წყალიც მოდის (და ნაშებიც ყავთ :kaffee: ) და მოკლედ სამოთხის პონტშია. ))) მთავარი გმირიც, გაეშურება ამ ადგილის საპოვნელად. :shades:

ამ ყველაფრის რეალიზებას უფრო მეტი დრო დაჭირდება და წვალება ალბათ ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ ჩემი აზრით ღირს. 1 კვირის ფონზე მემგონი თან კარგი შედეგი მაქვს და უკვე ბევრი რამე ავამუშავე.

>>>

რას ფიქრობთ აბა? :connie: Imgur-ზე ავტვირთე full size სქრინები http://imgur.com/a/iyaEb

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#2 » 08 Sep 2017 01:38

ჩემი აზრით ზღვარია ეს. ისეთი შემთხვევაა რო პატარა გადაცდომაზე უცებ შეიძლება არ გაამართლოს თამაშმა, TD არის თითონ ეგეთი ტიპი რო ვერ ურთიერთობს კარგად სხვა მექანიკებთან და თუ ურთიერთობს იმატაც ითრევს და თავის ყაიდაზე გადმოყავს, აი მანდ გავლა თუ ბალანსირებულად გამოვიდა და მოთამაშიც ჩართულობა დარჩა, ისე რო სხვა მექანიკებს უფრო მოემატა აზრი ვიდრე TD მექანიკას, მერე უკვე მუღამი მოდის მაგარი რომელიც დროის გასაყვანზე ბევრად მეტი ხდება, მანდ უნდა გაიარო კაკრაზ თუ გაივლი მარა წინასწარვე ისე დაგეგმე რო გარანტირებული წარმატება იყოს, მაგაში აქ ვართ და გავტესტავთ ჩელენჯებს :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#3 » 08 Sep 2017 01:48

SLaYeR wrote:ჩემი აზრით ზღვარია ეს. ისეთი შემთხვევაა რო პატარა გადაცდომაზე უცებ შეიძლება არ გაამართლოს თამაშმა, TD არის თითონ ეგეთი ტიპი რო ვერ ურთიერთობს კარგად სხვა მექანიკებთან და თუ ურთიერთობს იმატაც ითრევს და თავის ყაიდაზე გადმოყავს, აი მანდ გავლა თუ ბალანსირებულად გამოვიდა და მოთამაშიც ჩართულობა დარჩა, ისე რო სხვა მექანიკებს უფრო მოემატა აზრი ვიდრე TD მექანიკას, მერე უკვე მუღამი მოდის მაგარი რომელიც დროის გასაყვანზე ბევრად მეტი ხდება, მანდ უნდა გაიარო კაკრაზ თუ გაივლი მარა წინასწარვე ისე დაგეგმე რო გარანტირებული წარმატება იყოს, მაგაში აქ ვართ და გავტესტავთ ჩელენჯებს :D


გეთანხმები 100% მაგაში. ბევრი TD მითამაშია და ძალიან იშვიათად რომ გაამართლოს სხვა შემოტანილმა მექანიკამ, ყველაზე მარტივი და განვითარებული შედარებით TD რაც მითამაშია, რომელიც თან ითვალისწინებს იმას რომ TD-ს მუღამი შეინარჩუნოს ალბათ Kingdom Rush-ია, სამსახურში ვთამაშობდი ადრე შესვენებებზე და ისე ჩამითრია მაგარი ფანი გავხდი ეგრევე. :)

ზუსტად Kingdom Rush-ის ბაზაზე მინდა ავაგო ეს ყველაფერი, ყველანაირი ზედმეტი დეტალების გარეშე რაც პირიქით გააფუჭებს თამაშს. თან ძალიან ძნელი გასაქაჩია TD სხვა თამაშებთან შედარებით, იმიტომ რომ ნაკლები ფანები ყავს და კარგი TD ძალიან იშვიათად გამოდის და მაგიტომ ცოტა მეშინია რო გადავყვე, მაგრამ მე იმდენად მევასება, რომ მინდა რაღაც კაი პონტი გავაკეთო და თან რანდომი რომ შევურიო ჩემთვისაც ნაკლებად მოსაბეზრებელი იქნება და მეც გავერთობი თამაშით.

თავიდანვე მაგას ვაწვები მეც, რომ ერთი და კარგი გავაკეთო ვიდრე ვიბოდიალო უაზროდ. :D

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#4 » 08 Sep 2017 02:00

Wave-ბს შორის ამ პერსონაჟით რაღაცეების კეთების იდეა მომწონს. მოსასწრები რო გაქ ვეშები, შემდეგი ტალღის დაწყებამდე, კაი დაძაბული ფილი შეილება მოიტანოს.

მე გირჩევდი რომ Plant's Vs Zombie-ზე მაქსიმალურად დაძებნო დეველოპერების ნალაპარაკები და ანალიზები რაც არის. TD-ში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის Pacing-ი, და მაგათ სახე აიძრეს ეგ Pacing რო დაესვა სწორედ და საინტერესო იყო როგორ უდგებოდნენ ადრე რო წავიკითხე.

სეტინგზე, Mad Max-ისეული ელემენტები არასოდეს წყენს პოსტაპოკალიპტიკას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#5 » 08 Sep 2017 02:16

Plants VS Zombies სულ ამომივარდა თავიდან :) ეგეც ერთ-ერთი TD არის რომელიც სიამოვნებით დავხურე თავიდან ბოლომდე თან მაგრად გამიკვირდა ჯერ იმიტომ რომ არ მეგონა რომ გამისწორდება რადგან ძალიან Casual სტილში იყო გაკეთებული და ყველაზე იყო გათვლილი დაწყებული 5 წლის ბავშვიდან დამთავრებული 70 წლის ბებომდე. ალბათ ერთერთი მიზეზი რო ეგრე ძალიან გაიქაჩა მაგის დამსახურებაც არის.

Pacing-ზე დაჭირდება ბევრი ტესტინგი, მარტო მე გამიჭირდება მაგის გათვლა და დასმა სწორედ. მაგრამ Casual-ზე გათვლას არ ვაპირებდი, rogue-like და RPG-ის ელემენტებით უფრო ფანებზეა გათვლილი და იმაზე უფრო ვიქნები დამოკიდებული რომ ერთი რომ ნახავს და დაევასება მერე გაბაზრდება და რევიუებითაც.

Mad Max-ის ელემენტები კარგი აზრია, ჩავინიშნავ მაგას და გადავხედავ მერე რისი აღება შეიძლება. :)

იმედი მაქვს თვის ბოლოს რაღაც ისეთ ეტაპზე ვიქნები რომ პირველ სატესტო ვერსიას დავდებ.

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#6 » 08 Sep 2017 04:01

Pacing ჰარდკორზე უფრო ძნელი მგონია კიდევ. PvZ კიდე აქ Fake სიძნელის განაქანი, რომ გიქმნიან შეგრძნებას სულ რომ ეხლა წააგებ, ეხლა წააგებ და რეალურად შანსი არაა წააგო.
ჰარდკორი იმენა მართლა გემრიელად რთული უნდა იყოს.

მართლა Rogue-Like-ია მაშინ კარგად გამოსაკვლევი. მანდ პრინციპში ალბათ ის მუღამია მთავარი რომ ან ყველა მტერს თავის უნიკალური ხიფათი მოქონდეს, და შენ გჭირდებოდეს შენი ლიმიტირებული ტულებით მოუფიქრო კონტრ-კომბინაცია მაგ ხიფათს. ან მტრები მარტივი იყოს, მაგრამ იარაღები გქონდეს ბევრნაირი მაგრამ ცოტა Ammo-თი, და რასაც რუკაზე იპოვი იმით მოერგო სიძნელეს.

ასევე მინიმალისტური მიდგომებზეც დასაფიქრებელია. ანუ უმეტესი ელემენტები რომ მინიმალისტური იყოს და რაღაც ელემენტები ბოლომდე გაჯაზებული. მასე მიზანმიმართულობის შექმნა შეილება მოთამაშისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ სკილზე და მუღამზე იყოს მორგებული თამაში.

აი ამ Tower Defense ვაკეთებდით ადრე, https://www.youtube.com/watch?v=x9BF22SZHR0
და ძაან ბევრი Upgrade-ბი და ვარიაციები ჩავდე თავიდან, და ყველაფრის ამოღება მომიწია თითქმის იმიტო რომ იმდენი ცვლადი შემოვიდა მალევე, შეუძლებელი გახდა დაბალანსება უზარმაზარი რაოდენობის დროის მაგაზე დახარჯვის გარეშე. ძირითად გეიმპლეიზე რო დავიყვანეთ მერე კიდევ გახდა ცოტა Playable, მარა იმენა გემრიელი ბალანსის დასმაზე იმდენი დროის დახარჯვა გახდა საჭირო დავანებეთ თავი ბოლოს.

ამიტომ ეგეც გაითვალისწინე, თამაშის დაწერის დროზე ორჯერ მეტი თავისუფლად შეილება წავიდეს პოლიშზე ეგეთ თამაშში. თუმცა შეგილია Early Access დადო და ფანებთან ერთად დახვეწო უკვე მაღალ დონეზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#7 » 10 Sep 2017 05:03

ასევე მინიმალისტური მიდგომებზეც დასაფიქრებელია. ანუ უმეტესი ელემენტები რომ მინიმალისტური იყოს და რაღაც ელემენტები ბოლომდე გაჯაზებული. მასე მიზანმიმართულობის შექმნა შეილება მოთამაშისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ სკილზე და მუღამზე იყოს მორგებული თამაში.


ხო, რაღაც ეგეთს ვაპირებ დაახლოებით ანუ RPG-ს რაღაც მინიმალურ დონეზე მივაბავ და ა.შ.

წესით ძალიან არ უნდა გამეწელოს, უფრო იმაზეა დამოკიდებული რამდენად ვიზარმაცებ თუ არა. :)

დღეს კარგი ბევრი რამე ავაწყვე და გავმართე უკვე. რაღაც დონეზე ფუნქციონირებს თამაში უკვე და მემგონი ყველაზე რთული რაღაცეები რაც იყო თავიდან გასაკეთებელი გაკეთებულია უკვე ბაზა. ერთერთი რთული ეტაპი იქნება მერე უკვე ქალაქის აწყობა და სკილები და ინვენტორი და შოპები და რაღაცეები რო ერთმანეთთან დაკავშირდეს როგორც საჭიროა, მაგრამ მაქამდეც მივალ ნელ ნელა. ბაგებს ვპოულობდი და ვასწორებდი თავიდანვე მაგანაც კარგი დრო წაიღო სანამ გავმართე ყველაფერი.

ერთი შეხედვით მარტივი ჩანს რო ითამაშო შეიძლება ვერც შეატყო ვერაფერი ჯერ, მაგრამ მოწინააღმდეგის AI, LoS, შენიანებთან გაჩერება სროლა მაქსიმუმ რამოდენიმე კაცს რო აჩერებს თან და ეგეთები რაც Kingdom Rush -შია უკვე გავაკეთე. თან აქ უფრო რთულად იყო საქმე, იმიტომ რომ melee combat -ის მაგივრად შუთერი როა კიდე დამატებითი ჩალიჩი დაჭირდა ამ ყველაფრის გამართვას.

მოკლედ პირველი Tower და შენიანების AI ფუნქციონირებს უკვე და მოწინააღმდეგეს AI-ც დავამთავრე თავიდან ბოლომდე. :)

>>>

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#8 » 11 Sep 2017 04:29

ახალი მოწინააღმდეგე და რაღაც რაღაცეები კიდე. :)

ორთავა მუტანტი, ნელა დადის, არ ისვრის არაფერს მაგრამ ახლოს თუ მოვიდა ეგრევე თავს გიტეხავს. ))

>>>

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#9 » 15 Sep 2017 04:07

ახალი სქრინი

>>>

გეგმაში მაქვს 25 სხვა და სხვა ტიპის მოწინააღმდეგე, 10 განსხვავებული სკილი რომელიც რანდომზე სხვა და სხვა სტატი ექნება drop-ზე. 40-50 იარაღი ესეც + რანდომზე გენერირებადი სტატებით Borderlands-ის მსგავსად. 12 კოშკი + აფგრეიდები და 20 ბოსი. ))

მემგონი კარგი ბევრი კონტენტი გამოვა თან permadeath-თან ერთად სანამ ამ ყველაფერს ნახავს მოთამაშე შეიძლება ერთი 10 საათის gameplay გამოვიდეს მინიმუმ.

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#10 » 15 Sep 2017 11:04

ყველაფერი კაია, მარა მეფის ვიზუალია ძაან ფუარ )))
კვაზი-mode

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#11 » 16 Sep 2017 01:34

ბიჭო ვერ ვხვდები ფუარ რა პონტშია? ანუ რაც დავხატე ყველაფერი ერთ სტილში მაქვს დახატული და მიჯღაბნილი არ მაქვს არაფერი, ყველაფერს საკაიფოდ ვხატავდი კაი დრო დავუთმე.

მეფის ვიზუალი ანუ ქვიშაზე ამბობ? ნაღდად ვერ დავამუღამე რას გულისხმობ. თუ სიცარიელეზე ამბობ, დეტალებს ვამატებ ნელ-ნელა და მითხარი რა დავამატო თუ გაქვს იდეა და შევხედავ.

ანუ ისეთი წინადადებაა არაფრის მომცემია. )) თუ კაიფობ პროსტა ეგეც მითხარი.

ჩრდილების 2 ვარიანტი მაქვს ეხლა და ვფიქრობ რომელი დავტოვო

https://imgur.com/a/aQVgN

>>>

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#12 » 16 Sep 2017 03:07

თავიდან რო ვნახე მეგონა რო რაღაც საცდელი ფონი ქონდა და მაგას ვგულისხმობ. შეილება მე მეჩვენება, მარა შთაბეჭდილება ეგეთი მრჩება მაინც.
ეხა ვიხსენებდი ეგეთ სეთინგში რა მხვდება ხოლმე თვალში და რავი რადგან წყალი არაა, შეგილია რადიაციის წყაორები დაამატო. ბოჩკები და მწვანე გუბეები, შეილეაბა უფრო მიცეს მრავალფეროვნება.
კვაზი-mode

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#13 » 16 Sep 2017 07:12

კი ეგეთი რაღაცეები გამოდგება, დავამატებ უეჭველი.

ჩრდილების სისტემა შევცვალე საერთოდ და ვაფშე სხვა ვიდზეა ეხლა, რაღაც სერიოზული შეიდერი ავაწყვე + ქვიშის ქარის. სქრინზე არ ჩანს კარგად მაგრამ ძაან საკაიფო გამოვიდა მოლოდინს გადააჭარბა. ))

v.0.1.0 დან ეგრევე v.0.1.5 ზე აიყვანა ისეთი ეფექტია :D

>>>

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#14 » 18 Sep 2017 00:26

ახალი სქრინები. :snack:

>>>

>>>

ბოსები დავამატე და გასხმები. )))

5 ტიპის damage-ის სისტემა ავაწყვე, ჩვოულებრივი, fire, ice, poison, shock თავისი resist-ებით.

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#15 » 18 Sep 2017 00:50

ქვიშის ფერით მართლა შეილება უფრო ატმოსფერული რაღაცის დადება. წითელის, ყვითელის ან ლურჯის ამოწევა.
http://static3.uk.businessinsider.com/i ... y-road.jpg

თუნდაც უფრო უსახური და დეპრესიული უდაბნო გინდოდეს მაგასაც აქ თავისი ფერწერა
https://peopledotcom.files.wordpress.co ... 000&h=1329
https://upload.wikimedia.org/wikipedia/ ... ri_C17.JPG
http://www.gamebanshee.com/images/sobip ... 48_img.jpg
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#16 » 18 Sep 2017 01:09

hellwalker wrote:ქვიშის ფერით მართლა შეილება უფრო ატმოსფერული რაღაცის დადება. წითელის, ყვითელის ან ლურჯის ამოწევა.
http://static3.uk.businessinsider.com/i ... y-road.jpg

თუნდაც უფრო უსახური და დეპრესიული უდაბნო გინდოდეს მაგასაც აქ თავისი ფერწერა
https://peopledotcom.files.wordpress.co ... 000&h=1329
https://upload.wikimedia.org/wikipedia/ ... ri_C17.JPG
http://www.gamebanshee.com/images/sobip ... 48_img.jpg


რაღაც დეტალების დამატება შეიძლება მაგრამ ფერის შეცვლა მერე სტილსაც აურევს და არ მინდა, სპეციალურად მკვდარი ფერები მაქვს აღებული რაც სახელთანაც კავშირშია. :)

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#17 » 19 Sep 2017 05:59

ახალი დეტალები დავამატე, შეიდერები დავწერე საკაიფო და დღე-ღამის ცვლა. :)

>>>

>>>

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#18 » 22 Sep 2017 01:12

პირველი სატესტო ვერსია. :)

W,A,S,D სიარული, RMB - სროლა, LMB - კოშკების აშენება, სკილების გამოყენება.

https://www.dropbox.com/s/15g4r30fpic0d ... d.zip?dl=0

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#19 » 22 Sep 2017 02:37

ჩამპიზდეს ბოლო ტალღამ. ორი კოშკი დავდგი და შორიდან ვესროდი მარა არ მეყო ფაირ პავერი.
ეს პერსონაჟი საინტერესოს და დინამიურს ხდის უფრო ტავერ დეფენსს. მარა რაღაც დაუცველად ვგრძონბდი თავს და შორიდან სროლის მეტი ფუნქცია ვერ მოვუნახე თავს. ალბათ რამე პავერები რომ მქონოდა, Short Term Invulnerability, Melee Rampage attack, Placing Traps on the path.

კიდე ეს პირადი გემოვნების თემაა, მარა ტყვიები უფრო დიდი გამისწორდებოდა.

მაჩილავა გამისწორდებოდა რუკაზე, მოკვლის მერე რო იყოს მორწყული მიწა სისხლით. Alien Shooter-ის დონის რამე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Dead Ground

Unread post#20 » 22 Sep 2017 02:46

:)) ხო ეხლა რანდომზეა დროფები და შეიძლება 2 ზე გეყოს შეიძლება 4 ზე, მაგის დაბალანსება იქნება მერე საჭირო რო ცოტა ბალანსი იყოს რანდომში.

კი, სკილებიდან დაწყებული არმორის და იარაღების აფგრეიდებით დამთავრებული ყველაფერი იქნება, ანუ permanent აფგრეიდები და თითო run ზე აფგრეიდები ცალ ცალკე იქნება.

მაგას მეც ვფიქრობდი სისხლები და გასხმები უფრო მოშნად მინდა იყოს და დავამატებ მერე აუცილებლად, პროსტა რადგან ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩითება მერე ლეველებში ოპტიმიზაციის პონტში არვიცი რამდენად გამოვა.

permadeath არ მინახია არც ერთ TD-ში და ესეთი მიდგომა და ვნახოთ რა გამოვა. იმედი მაქვს რაღაც საინტერესო იქნება. :)

Return to “Your Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests