
1 კვირაა სადღაც დავიწყე ახალ თამაშზე მუშაობა - Dead Ground. Tower Defense მაგრა მევასება სათამაშოდ და დროის გასაყვანად ყველაზე მაგარი ჟანრია ჩემთვის, ამიტომ რაღაც მსგავსის გაკეთება მინდოდა, მაგრამ თან ისეთის, რომ მერე Steam-ზეც რაღაც პოპულარობით ისარგებლოს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე roguelike, action და რაღაც დონეზე RPG-იც მიმება.
მოკლედ იდეა ესეთია: ჩვოულებრივ Tower Defense-ის ელემენტებთან ერთად (მოწინააღმდეგის ტალღები, კოშკები, კოშკების გაუმჯობესება..) იქნება მთავარი გმირი, რომელსაც მარტივად მართავ W,A,S,D + Mouse კონტროლით, რომ ნაკლებად მოსაწყენი იყოს და მოთამაშე უფრო ჩართული იყოს თამაშში და სულ რაღაცის კეთებაში იყოს. მთავარ გმირს რაც შეეხება და კოშკებს და დანარჩენს იქნება ძალიან დიდი არჩევანი loot-ის პონტში, იარაღების განახლება, შეცვლა, გაუმჯობესება, იგივე კოშკების გარდა მარტო თამაშში განახლების დროს იქნება Darkest Dungeon-ის სტილში გაკეთებული მთავარი ქალაქი/ადგილი მენეჯმენტის პონტში, სადაც იქნება მაღაზია და სხვა რაღაცეები.
კიდევ ერთი მთავარი ცვლილება სხვა TD თამაშებისგან იქნება ის რომ, ლეველები იქნება რანდომ გენერირებადი და იქნება permadeath რაც ბევრად საინტერესოს გახდის თამაშს. თამაშში იქნება 2 წაგების ვარიანტი, იმ შემთხვევაში თუ გაგითავდა წყალი რომელიც მთავარი რესურსი იქნება ახალი კოშკების ასაშენებლად და რაღაცეების გასაუმჯობესებლად ან თუ მთავარ გმირს სიცოცხლე გაუთავდება.
სთორის და სეთინგს რაც შეეხება, ეს ყველაფერი ვითარდება post-apocalyptic თემაში, სადაც წყალი ფასობს ყველაზე მეტად და დადის ჭორი, რომ სადღაც რომელიღაც ადგილას ერთ-ერთი ადგილი სადაც ბუნება შენარჩუნებულია დარჩა ხელუხლებელი და წყალიც მოდის (და ნაშებიც ყავთ


ამ ყველაფრის რეალიზებას უფრო მეტი დრო დაჭირდება და წვალება ალბათ ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ ჩემი აზრით ღირს. 1 კვირის ფონზე მემგონი თან კარგი შედეგი მაქვს და უკვე ბევრი რამე ავამუშავე.

რას ფიქრობთ აბა?
