Riskers,

General Topics / Your Projects / Tutorials / Soft /
User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Riskers

Unread post#1 » 24 Oct 2016 01:13

Hi all :shades: , 4 თვის წინ დავიწყე მუშაობა ისეთ პროექტზე, რომელსაც მერე ბოლომდე მივიყვანდი და Greenlight-ის იმედით Steam-ზე დავდებდი, დამთავრებამდე ჯერ ბევრი დარჩა, მაგრამ საკმაოდ ბევრი რამე მზად არის უკვე.

>>>

Riskers - Download Demo (.zip 102MB)

თამაში არის 2.5D top down action. Story კომიქსის სტილის cutscene-ებით.

>>>

>>>

>>>

რას ფიქრობთ აბა? თუ გატესტავს ვინმე და თამაშის +/- ებს დაწერს ან რამე იდეებს ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. :)

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Riskers

Unread post#2 » 24 Oct 2016 03:18

ამინდის ეფექტები მოუხდა მაგრად. ანიმაციას და ვიზუალს მყუდრო ატმოსფერო მოაქ, რაღაც ერთი სტილი იგრძნობა და მანქანების ახალი მოდელებიც ასწორებს. კაცის და მანქანის კონტროლი, განსაკუთრებით უკან სიარული რაღაც ნიტოა + კომბატს მეტი დინამიკა უნდა. სთორიზე და ზოგად სურათზე მაქ იდეები, მარა ცოტა გაივრცოს თემა და ემრე დავწერ.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Riskers

Unread post#3 » 24 Oct 2016 09:08

სალამი შოთას. კარგი საქმე წამოგიწყია წარმეტებები. გადმოვწერე მარა ძალიან ჭედავს, კადრებად გადადის და იქნებ გასწორდეს როგორმე ;/
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#4 » 24 Oct 2016 19:21

SLaYeR wrote:სალამი შოთას. კარგი საქმე წამოგიწყია წარმეტებები. გადმოვწერე მარა ძალიან ჭედავს, კადრებად გადადის და იქნებ გასწორდეს როგორმე ;/


გაიხარე SLaYeR :) ეხლა ავტვირთე ახალი ვერსია, ლინკი იგივეა რაც ზევით, წესით უნდა გამოსწორებულიყო. თუ არ დაგეზარება მერე ცადე თავიდან, იმედი მაქ 60 fps-ს დაიჭერს. :/

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Riskers

Unread post#5 » 24 Oct 2016 19:58

ვაჰ ისევ იგივენეირად შვრება. i5 მაქ პროცესორი და gtx760 ვიდეო კარტა, ახალი ვინდოუსით და vcredist-ებით, შანსი არაა არ უნდა ჭირდეს ასე, 7 fps-ით იწყება და 1-მდე ეცემა :D სადღაც 20-25 რო იყოს მესმის ოპტიმიზაციას დავაბრალებდი მარა ამას რა იწვევს ვერ ვიგებ.

Riddick
ბაჩო შენ რამდენი fps-ით გაუშვი?
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#6 » 24 Oct 2016 20:13

ვა რა სტრანნია, არ უნდა ჭირდეს ეგრე. ფოლდერში არის options.ini და რო გახსნა notepad-ში AlternateSyncMethod=0 უნდა ეწეროს, 1 ზე თუა ანუ 0 უნდა შეცვალო და მაგის ბრალი იყო ადრე. :/

ვნახავ აბა სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს და დავწერ მერე.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Riskers

Unread post#7 » 25 Oct 2016 01:54

ჩემთან საკაიფოდ მიაქ ყველაფერი
edit: ეხა ჩავრთე კიდე, ვიარე ჯერ არაფერ არ ჭირდა, მარა მომკლეს და თავიდან რო დაიწყო მაგრა ჭედავდა.

პ.ს. ზოგადად ისე გავიარე ქალაქში, როგორც გახსნილ ლოკაციაზე და ატმოსფერო იგრძნობა ძაან საინტერესო. ვიზუალური სტილი, პერსონაჟის ანიმაცია, ამინდის ცვალებადობა, მუსიკა და ხმები უხდება ერთმანეთს. სიამოვნებით ვითამაშებდი რამე უცნაურ ქვესთს ესეთი ფორმით, ქალაქში ხეტიალი და რაღაცეების პოვნა რო უნდა (გამომძიებლის გრძნობა გამიჩდა). ფარინგეთის ზამთრის მუღამი გამახსენდა რატომღაც. ან რო მიდიხარ და ნიპრიჩომ რამე რო ხდებოდეს ზოგ ადგილას მაგრა ჩაეწერებოდა სურათში.

ერთადერთი რაც შევამჩნიე, დღის და ღამიც ცვლილება ხდება რაღაც უცებ, ბაგია ალბათ
კვაზი-mode

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#8 » 25 Oct 2016 04:13

Riddick wrote:ჩემთან საკაიფოდ მიაქ ყველაფერი
edit: ეხა ჩავრთე კიდე, ვიარე ჯერ არაფერ არ ჭირდა, მარა მომკლეს და თავიდან რო დაიწყო მაგრა ჭედავდა.

პ.ს. ზოგადად ისე გავიარე ქალაქში, როგორც გახსნილ ლოკაციაზე და ატმოსფერო იგრძნობა ძაან საინტერესო. ვიზუალური სტილი, პერსონაჟის ანიმაცია, ამინდის ცვალებადობა, მუსიკა და ხმები უხდება ერთმანეთს. სიამოვნებით ვითამაშებდი რამე უცნაურ ქვესთს ესეთი ფორმით, ქალაქში ხეტიალი და რაღაცეების პოვნა რო უნდა (გამომძიებლის გრძნობა გამიჩდა). ფარინგეთის ზამთრის მუღამი გამახსენდა რატომღაც. ან რო მიდიხარ და ნიპრიჩომ რამე რო ხდებოდეს ზოგ ადგილას მაგრა ჩაეწერებოდა სურათში.

ერთადერთი რაც შევამჩნიე, დღის და ღამიც ცვლილება ხდება რაღაც უცებ, ბაგია ალბათ


:guitara: საინტერესოა, reddit-ზე დაწერა კიდე ერთმა რომ ქალაქში ტიპები რო ჩერდებოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენო ან ტელეფონზე ბაზრობდნენ რამე ეგეთი მოუხდებოდაო, მაგრამ მაგას top down-ში რამდენად გავაკეთებ არვიცი.

SLaYeR იგივე პრობლემა ქონდა ზუსტად ერთს და მოკლედ AlternateSyncMethod=0-მა უშველა და ახალ ვერსიაში თავისით უნდა ეყენოს ეგრე წესით, თან მეც გავტესტე ლეპტოპზე ეხლა პროსტა ამას ინტეგრირებული ვიდეო აქვს და საერთოდ ჭედავდა, მაგრამ ჩრდილებს ოპტიმიზაცია გავუკეთე და anti alias-ი გამოვურთე კიდე ეხლა ავტვირთე კიდე ახალი ვერსია ამ წამს და მოიმატა FPS-მა. :/

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Riskers

Unread post#9 » 25 Oct 2016 23:28

რო განაახლე ისიც ჩავრთე ჭედვის გასატესტად, ჯერ მოვკვდი და თავიდან რო დაიწყო აღარ ჭედავდა. მერე ტიპებს რო ურტყავდი და მეკიდებოდნენ დამაინტერესა რამდენს ავიკიდებდი http://i.imgur.com/jcCS1fV.png )))
კვაზი-mode

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#10 » 26 Oct 2016 00:03

Riddick wrote:რო განაახლე ისიც ჩავრთე ჭედვის გასატესტად, ჯერ მოვკვდი და თავიდან რო დაიწყო აღარ ჭედავდა. მერე ტიპებს რო ურტყავდი და მეკიდებოდნენ დამაინტერესა რამდენს ავიკიდებდი http://i.imgur.com/jcCS1fV.png )))


სურათს არ აჩვენებს imgur-ზე, მაგრამ ეგ მეც ვიჩალიჩე ერთხელ, ერთი 10 კაცი მომზდევდა :hah: )))))

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Riskers

Unread post#11 » 26 Oct 2016 00:16

კაი წამოწყებაა ! ^^
სამწუხაროდ ვერ ვითამაშე ჩემთანაც ძაან ჭედავს.
სტიმზე, მარკეტინგზე, დისტრიბუციაზე ა.შ. რამე თუ დაგჭირდეს დაგეხმარები რითაც ვიცი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#12 » 26 Oct 2016 02:15

hellwalker wrote:კაი წამოწყებაა ! ^^
სამწუხაროდ ვერ ვითამაშე ჩემთანაც ძაან ჭედავს.
სტიმზე, მარკეტინგზე, დისტრიბუციაზე ა.შ. რამე თუ დაგჭირდეს დაგეხმარები რითაც ვიცი.


გაიხარე იმედია მივიყვან საქმეს ბოლომდე და ვნახოთ მერე. :)

ეხლა ვცდილობ ვიპოვო პრობლემა რაშია რომ ჭედავს, ერთი ვარიანტია კიდევ options.ini-ში არის SleepMargin და თავიდან აყენია 1 ზე როგორც წესით, სხვა და სხვა სისტემაზე სხვანაირად მოქმედებს მოკლედ 10-ზე რო დააყენო შეიძლება უშველოს, ერთ კომპიუტერზე ვცადე და უშველა.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Riskers

Unread post#13 » 26 Oct 2016 14:26

ხო sleepmargin 0-ზე დავაყენე და წაიღო.
ესეიგი ჩემი აზრი და წარმოდგენა ასეთია:
თითონ ატმოსფერო კომიქსების feel-ზეა და მომწონს, პერსონაჟების და მანქანების მოდელებზე განათების დამუშავება თუ გამოვა კარგი სტილიზირებული შედეგის მიღწევა შეიძლება. 90-იანების ნიუ იორკი და Spiderman 2 გამახსენდა რატომღაც https://youtu.be/vrfNy2qzz0E?t=3m42s
პერსონაჟებიც და ქალაქში მოსიარულე ხალხიც ალბათ მოუხდება რო იშვიათად მეორდებოდნენ, მაგალითად ბავშვიანი ქალები გადასასვლელზე, შლაპიანი მოხუცები, ჯინსებიანი პანკები და ახალგაზრდა ნერდები სხვა სიცოცხლეს მისცემს. ფერები და ერთი ორი მოდელის შტრიხი შეძლებს ამას და რანდომზე გენერირება გააცოცხლებს ეგრევე ქალაქს. ასევე ქალაქის ambient აუდიო გაფორმებას შორიდან მომავალი სირენების ხმა ან შიგადაშიგ სიგნალიზაციების ხმები რო დაემატოს ბევრად გააძლიერებს ქალაქის დამოუკიდებლად ცხოვრების შეგრძნებას. მოგვიანებით 2-3 random event-ის დასმაც შეიძლება დამოუკიდებლად რო მეორდებოდეს, მაგალითად პოლიცია მისდევდეს ვინმეს ან რომელიმე შენობას ცეცხლი ეკიდოს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ეტაპზე ქალაქი მთავარ ბირთვად წარმომიდგენია და დიდი იქნება თუ პატარა მაინც ვფიქრობ რო კომიქსებთან შეხება და იქ ქალაქის წინ წამოწევა აუცილებელია :D:D გეიმფლეის დინამიკა რო გამოვა წინა პლანზე და სიუჟეტური პრიორიტეტები დალაგდება, მერე უკვე გადანაწილებასაც მოახდენ რას დაუთმო ყველაზ მეტი დრო.
თითონ გეიმფლეი იდეაშივე გასართობი წარმომიდგენია, სხვადასხვა დასარტყამი იარაღებით, მანქანებით და ასე. Hotline Miami-ის ინსპირაცია კარგი ვარიანტი იქნება აქ, მასეთი ჩელენჯზე ორიენტირებული არა ოღონდ, შედარებით ადვილი და ჩელენჯები სიუჟეტის მიხედვით რო იყოს ჩასმული (ამისთვის 2-3 მექანიკის მოფიქრებაც შეიძლება თემატურად რამე)
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#14 » 26 Oct 2016 20:39

ხო sleepmargin 0-ზე დავაყენე და წაიღო.
ესეიგი ჩემი აზრი და წარმოდგენა ასეთია:
თითონ ატმოსფერო კომიქსების feel-ზეა და მომწონს, პერსონაჟების და მანქანების მოდელებზე განათების დამუშავება თუ გამოვა კარგი სტილიზირებული შედეგის მიღწევა შეიძლება. 90-იანების ნიუ იორკი და Spiderman 2 გამახსენდა რატომღაც https://youtu.be/vrfNy2qzz0E?t=3m42s


:guitara: ვა კარგია რომ წაიღო, ეხლა ვცდილობ კიდე გამოვასწორო რაღაცეები და გავტესტო სხვა და სხვა PC-ზე რო ესე შეცვლა არ დაჭირდეს options-ში. 60 fps გაქაჩა თუ ვერა?

პერსონაჟებიც და ქალაქში მოსიარულე ხალხიც ალბათ მოუხდება რო იშვიათად მეორდებოდნენ, მაგალითად ბავშვიანი ქალები გადასასვლელზე, შლაპიანი მოხუცები, ჯინსებიანი პანკები და ახალგაზრდა ნერდები სხვა სიცოცხლეს მისცემს. ფერები და ერთი ორი მოდელის შტრიხი შეძლებს ამას და რანდომზე გენერირება გააცოცხლებს ეგრევე ქალაქს.


კარგი აზრია, დავამატებ აუცილებლად გრაფიკულად რაც გამოვა ამ ხედით.

ასევე ქალაქის ambient აუდიო გაფორმებას შორიდან მომავალი სირენების ხმა ან შიგადაშიგ სიგნალიზაციების ხმები რო დაემატოს ბევრად გააძლიერებს ქალაქის დამოუკიდებლად ცხოვრების შეგრძნებას. მოგვიანებით 2-3 random event-ის დასმაც შეიძლება დამოუკიდებლად რო მეორდებოდეს, მაგალითად პოლიცია მისდევდეს ვინმეს ან რომელიმე შენობას ცეცხლი ეკიდოს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ეტაპზე ქალაქი მთავარ ბირთვად წარმომიდგენია და დიდი იქნება თუ პატარა მაინც ვფიქრობ რო კომიქსებთან შეხება და იქ ქალაქის წინ წამოწევა აუცილებელია :D:D გეიმფლეის დინამიკა რო გამოვა წინა პლანზე და სიუჟეტური პრიორიტეტები დალაგდება, მერე უკვე გადანაწილებასაც მოახდენ რას დაუთმო ყველაზ მეტი დრო.
თითონ გეიმფლეი იდეაშივე გასართობი წარმომიდგენია, სხვადასხვა დასარტყამი იარაღებით, მანქანებით და ასე. Hotline Miami-ის ინსპირაცია კარგი ვარიანტი იქნება აქ, მასეთი ჩელენჯზე ორიენტირებული არა ოღონდ, შედარებით ადვილი და ჩელენჯები სიუჟეტის მიხედვით რო იყოს ჩასმული (ამისთვის 2-3 მექანიკის მოფიქრებაც შეიძლება თემატურად რამე)


გეთანხმები აუდიო გაფორმებას რაც შეეხება თავიდან ბოლომდე უნდა ჩამოვუარო და კარგი დრო უნდა დავუთმო, ეხლა ამ ეტაპზე ძალიან ზოგადად შევაგდე აქეთ იქით რაღაცეები.

random event-ებსაც დავამატებ იდეების სიაში და შევხედავ მერე თუ ძალიან დიდი დრო არ წაიღო გავაკეთებ. სადღაც 30 სთორი მისია მინდა გავაკეთო და პატარა საიდ მისიებიც თუ მოვახერხე მაგდენი. შიდა ლეველებისთვის მინდა რაღაც საინტერესო ადგილები შევარჩიო ვიზუალურად, რაღაც იდეები მაქ: night club, casino, hotel..

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#15 » 28 Oct 2016 04:17

მოკლედ 2 დღეა ვცდილობ ოპტიმიზაციას თამაშის, ვისაც შეუძლია გატესტვა და არ ეზარება ახალი ვერსია ავტვირთე. ზედა მარცხენა კუთხეში ანახებს FPS1 და FPS2, და მაგას თუ დაწერთ + რა ვიდეო კარტა გიყენიათ სერიოზულად გამიადვილდება საქმე. :)

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Riskers

Unread post#16 » 28 Oct 2016 05:18

პირველი 8 და 10 FPS შორის თამაშობს მეორე 10-ია.
Skylake I5-ის ინტეგრირებული მიყენია ეხა. დაახლოებით ალბათ Nvidia 930~940-ის დონისაა.

რავი უნითი რომ იყოს უფრო შევძლებდი დახმარებას. მარა ზოგადად 3 პრობლემაა ხოლმე.
1) Draw Calls - გრაფიკა თუ არ არის ოპტიმიზიებული. ყველა ენჯინს თავისი ზაობი აქ. Unity მაგალითად ერთგვაროვან ნივთებს არენდერებს ერთ Draw Call-ში და მაგიტო უნდა შეუწყო ხელი რომ ერთგვაროვნად აღიქვას ობიექტები. ერთი მატერიალი რო ქონდეს, ერთი scale და ა.შ.
2) ფიზიკა, აქ მაქსიმალურად კონსერვატიული უნდა იყო, რაც იზრდება თამაში მით უფრო რადიკალურად იმატებს დატვირთვა. რაც გეიმპლეისთვის კრიტიკული არაა გასათიშია ფიზიკა. მათ შორის პარტიკლებზე.
3) კოდი - შეილება რამეს ასპაუნებ და არ შლი და გროვდება ბევრი instance. შეილება რაღაც ობიექტები სულ უშვებს კოდს როცა რაღაც ინტერვალით გჭირდება მარტო.


Unity-ს აქ Profiler ეგეთი tool რომელიც გაჩვენებს FPS -ის განაწილებას. რა ფუნქცია რამდენ FPS მიაქ. მანდაც რამე მსგავსი თუა ნახე და გაზომე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#17 » 28 Oct 2016 17:15

hellwalker wrote:პირველი 8 და 10 FPS შორის თამაშობს მეორე 10-ია.
Skylake I5-ის ინტეგრირებული მიყენია ეხა. დაახლოებით ალბათ Nvidia 930~940-ის დონისაა.

რავი უნითი რომ იყოს უფრო შევძლებდი დახმარებას. მარა ზოგადად 3 პრობლემაა ხოლმე.
1) Draw Calls - გრაფიკა თუ არ არის ოპტიმიზიებული. ყველა ენჯინს თავისი ზაობი აქ. Unity მაგალითად ერთგვაროვან ნივთებს არენდერებს ერთ Draw Call-ში და მაგიტო უნდა შეუწყო ხელი რომ ერთგვაროვნად აღიქვას ობიექტები. ერთი მატერიალი რო ქონდეს, ერთი scale და ა.შ.
2) ფიზიკა, აქ მაქსიმალურად კონსერვატიული უნდა იყო, რაც იზრდება თამაში მით უფრო რადიკალურად იმატებს დატვირთვა. რაც გეიმპლეისთვის კრიტიკული არაა გასათიშია ფიზიკა. მათ შორის პარტიკლებზე.
3) კოდი - შეილება რამეს ასპაუნებ და არ შლი და გროვდება ბევრი instance. შეილება რაღაც ობიექტები სულ უშვებს კოდს როცა რაღაც ინტერვალით გჭირდება მარტო.


Unity-ს აქ Profiler ეგეთი tool რომელიც გაჩვენებს FPS -ის განაწილებას. რა ფუნქცია რამდენ FPS მიაქ. მანდაც რამე მსგავსი თუა ნახე და გაზომე.


რაღაც ინტეგრირებულ ვიდეოებზე სერიოზულად ჭედავს, მეც გავტესტე ლეპტოპზე ინტეგრირებული ვიდეოთი და 10 FPS ით წაიღო იქაც, ეხლა ვცდილობ გავიგო სხვა და სხვა GPU-ზე რამდენი FPS-ით მიაქვს რო მინიმუმ რა GPU ჭირდება ვიცოდე. ერთმა GTX 670 -ზე გატესტა 150-160 FPS ქონდა, ჩემთან GTX 970 -ზე 200 FPS უჭირავს. მაქსიმუმ ეხლა კიდე 10 FPS მოემატოს ინტეგრირებულზე ჩრდილების გათიშვით და მაგას დავუმატებ options-ში მერე, მაგრამ 20 FPS მაინც არაა საკმარისი.

Draw-ს მიაქვს დიდი ნაწილი FPS-ის თან 2.5D როა და ჩრდილების პონტში, მაგის გათიშვა ერთი +20FPS ია.

ფიზიკაში და კოდშიც ოპტიმიზირებულია ყველაფერი, Profiler ით ვტესტავ მეც, ერთადერთი Draw რჩება და იმაზეც view-ს გარეთ რაც არის გამორთული მაქ ყველაფერი. მოკლედ როგორც ჩანს ინტეგრირებული ვიდეო არ ყოფნის პროსტა და მინიმუმ dedicated GPU მინდა გავიგო ეხლა რაზეც 60 FPS ით უშვებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Riskers

Unread post#18 » 28 Oct 2016 17:55

ჩემთან GTX 760-ზე 60FPS დაიჭირა უპრობლმოდ, ასე აყენია სეთინგები.

CreateTexturesOnDemand=0
AlternateSyncMethod=0
VertexBufferMethod=0
SleepMargin=0
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#19 » 28 Oct 2016 19:27

SLaYeR wrote:ჩემთან GTX 760-ზე 60FPS დაიჭირა უპრობლმოდ, ასე აყენია სეთინგები.

CreateTexturesOnDemand=0
AlternateSyncMethod=0
VertexBufferMethod=0
SleepMargin=0


:snack: კარგია, ძველ ვიდეოებზეც (9600gt,gtx260,gtx460..) თუ გაქაჩავს 60 FPS ინტეგრირებულზე ბოლო ბოლო დავწერ მერე minimum system requirements-ში რამეს მაგაზე.

User avatar
Shut
Posts: 170
Contact:

Re: Riskers

Unread post#20 » 29 Nov 2016 03:04

Screenshot-ები ახალი ვერსიიდან

v0.4.0.2 Update

- Adjusted mission 2 difficulty, made it easier
- Improved NPC car path finding during mission 3
- Added 2 new cars
- Fixed NPC cone vision
- Added police
- Added new mission soundtracks
- Mouse wheel also changes weapons now
- Added throwable objects such as chairs
- Added new sounds
- Added shotgun
- Picking up new weapons will change your current weapon automatically
- Added 2 missions
- Added a new punch animation
- Added handbrake (Space)
- Added alternate control style
- Added new NPC skin

Demo - 113mb

Return to “Your Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests