Portal, პროექტი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Project Portal

Unread post#21 » 14 Dec 2016 02:00

მაგიდაზე ფეხები თუ არ დაალაგე ეგრე როგორ ვითამაშოთ :(

კაი დაფა :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#22 » 14 Dec 2016 02:23

))) თან მაგიდა-ზე წერია სპეციალურად, რაც ნიშნავს რო ზევიდან არ უნდა დაალაგო, თორე გვერდიდან ბაზარი არაა. ზევიდან იმიტო არ ვადებინებთ რო ტელევიზორს მიადო რამდენიმემ )) ძაან კონფორტულ ქასთემერ სეგმენტზე ვზივართ, გარეთ ცხენები ყავთ დაბმული ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Project Portal

Unread post#23 » 14 Dec 2016 19:10

ბიჭო ეხა მომივიდა იდეა, ნვიდიას სტრიმინგის ოპციებს ვტესტავდი და გამახსენდა რომ Playstation-ს უნდა ქონოდა პირდაპირ Twitch-ზე სტრიმინგი.

და ბიჭო რო გააძროთ ჩენელი Twitch-ზე და პერიოდულად ჩაუჯდეთ ითამაშოთ და დააკომენტაროთ ქართულად. რაღაც ახალი თამაშები ეკსკლუზივები, ნახავს ხალხი დაინტერესედება და შეილება დაგადგეთ თითონ რო ითამაშოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#24 » 14 Dec 2016 22:40

სახლიდან თუ ვიზავ მაგას რამე ექსკლუზივებზე და იმას გაუშვებ პორტალის სახელით, მარა არ მიფიქრია მაგაზე რო არ მოგატყუო. თან კომენტატორად ცოტა რთულად წარმომიდგენია თავი, შესაბამისი ხმა, განათლება და სიტყვების მარაგი ჭირდება მაგ ამბავს ))
ან გიორგიგეიმერი უნდა იყო ))

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#25 » 17 Dec 2016 00:53

ვზივარ ანჩართედს უბერავ ონალინში და ვიბერში მომდის სურათი https://i.imgur.com/hgyHauB.jpg
სპაუნა კამერით შემოვიდა და იღებს ჩემ წინა მაგიდას ))) სურათს დავხედე და დავიწყე სიცილი, გავიხედე წინ და წევს ))) ისეთი სიცილი ამიტყდა აი ხმამაღლა რო იცინიხარ და რო ვერ ჩერდები, მარა რო ვერხვდება ხალხი რატო იცინიხარ და მითუმეტეს მთავარი გმირი. წევს ოდნავ პოზა შეცვლილი და მიყურებს გაოცებული )))

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#26 » 25 Dec 2016 04:15

სერვისების დამატებაზე რაც დავიწყე ფიქრი იასნია გაჩდა სახელების მოფიქრების მომენტი ( :hehz: ) ვაპირებთ რამდენიმე სახის მომსახურეობის დანერგვას და ამუშავებას, მარა საჭიროა რო ადვილი გასაგები იყოს. რაღაც ძირითადი სახელის გარშემო მინდა რო გავაერთიანო ყველაფერი და დაახლოებით ესეთი სისტემა დავგეგმე:

Portal Game Spot - თვითონ კლუბის სახელი
Portal Game Print - პოსტერების და სხვა სახის პოლიგრაფია
Portal Game Rent - თამასების გაქირავება
Portal Game Exchange - თამაშების გაცვლის და გაყიდვის გრუპა
Portal Game Competition - ჩემპიონატები

რავი რას ფიქრობთ, მგონი ადვილი აღსაქმელია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Project Portal

Unread post#27 » 25 Dec 2016 04:45

კაია. თითონ community-ის ჩამოყალიბება და ინფორმაციის მიტანა ამაზე გააქ გეგმები?
მამენტ ესე შეფუთული როგორც კლუბი სათამაშო, უკვე შეილება სტარტაპ გამოფენებზე წაღება და გრანტებზე ჩალიჩიც ალბათ. ნუ მინიმუმ რამე ტელევიზიის coverage შეილება მოყვეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Project Portal

Unread post#28 » 25 Dec 2016 05:48

მომწონს მეც, ოღონდ Game Spot-ს Game Club მირჩევნია მე პირადად, მასისთვისაც მარტივი აღსაქმელი სიტყვაა და gamespot-ის ასოციაციასაც არ იწვევს ეგრევე, ვისაც გაუგია გეიმსპოტი ეგრევე დაეჭვდება რამე სახის კავშირზე და დამაბნეველი მგონია მარკეტინგის ამბავში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#29 » 25 Dec 2016 16:07

community-ის ჩამოყალიბებაზე არ მიფიქრია და ინფორმაციის მიტანაზე ვფიქრობ, მარა ჯერ სერვისები მინდა რო გავმართო. თუ რამე კაი იდეა გაქ საჭირო ხალხთან ხმის მიწვდენის მითხარი და გამოვიყენებ.

გეიმ ქლაბი - გეი ქლაბს არ გავს ? ჟღერადობა არ ვარგა აშკარად )) მაგიტო მოვიფიქრე სპოთი. გადაწყვეტილი არ მაქ. უკეთესი თუ მოგივათ რამე აზრათ დამეხმარეთ.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#30 » 26 Dec 2016 09:03

რეკლამას რაც ეხება რათქმაუნდა იფაინი და ეფექტური მინდა :bucktooth: . ბუკლეტების თემა საკმაოდ კაია და გამოგვადგა. 1000 ბუკლეტი დაგვიბეჭდეს საჩუქრად და ერთი 400 გვაქ კიდე. მარა არაა საკმარისი, ფორმატი ვსმისლე. რამე დამატებითია საჭირო. FB როგორი ყ..ც არი ყველაფერში, მაგაშიც იგივე აღმოჩნდა. ხალხი ალაიკებს, მარა მოდის დამლაიქებლის 3 5% მაქსიმუმ. ანუ არ ღირს ფულის ყრა დიდათ. ეხა ვფიქრობ რამე საიტებზე დარეკლამებას, მაგალითად ფორუმებზე (foru.ge, overclockers.ge, რამე მსგავსზე), უკეთესი იქნება TSU სტუდენტების თავმოყრის ადგილი რო ვიცოდე, პროსტა აზზე არ ვარ. თან არ ვიცი ფასებიც და ძაან შეზღუდულივარ ბიუჯეტში, მარა ვფიქრობ რო საიტები, მითუმეტეს რამეთი გეიმინგთან კავშირში მყოფი, კაი იდეაა ხალხთან ამბის მისატანად.

რამე საიტები ხო არ მოგდით აზრათ. ან გრუპები FB თუნდაც.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Project Portal

Unread post#31 » 26 Dec 2016 18:04

მარტივი არ იქნება ნამდვილად. რავი დიდად გამოცდილება ეგეთ რამეებში არ მაქ, მომხმარებლის კუთხითაც არ მაქ, არ დავდივარ ხოლმე Pub-ების, სახინკელისი და კინოთეატრის გარდა არსად. ჩემი დაკვირვებით უფრო word of mouth-ით ვრცელდება ეგეთი რამეები, ვინმე სამსახურში ან სამეგობროში იტყვის წავიდეთო და მერე ვრცელდება ეგეთ პონტში. ანუ ინიციატორი თემაა საჭირო. ჯერ ბრენდზე და სერვისებზე იმდენი აქცენტი არ ჭირდება ჩემი აზრით. უფრო პროსტა guerilla მარკეტინგია საჭირო, პატარა მაშტაბების კონცენტრირებული მარკეტინგი.

ტერიტორიულად ახლოს რომ ცხოვრობდეს და დააინტერესოს ეგ თემა არავის ვიცნობ თორე წამოვიყვნადი პერიოდულად სათამაშოდ.

კიდე თემაა ალბათ რამე ოფისებში მისვლა და ერთჯერადი აბონემენტის ან რამე ეგეთი ბუკლეტის მიცემა. მაგალითად ლემონდოში ან პიქსელში ეტც. ლემონდოში რო დავდიოდი კარტინგების მასტი მოვიდა ერთხელ რაღაც ფასდაკლების ვეშები დატოვა მერე სასტავი წავიდა მეორე დღეს.

კიდე აუცილებელია რაღაც ატმოსფეროს და იდეის გადმოცემა ყველაფერში და ჩვენება რომ ერთობა ხალხი კლუბში და კარგი ატმოსფეროა. იგივე ჩემპიონატები რო ჩატარდა მერე ჩემ wall-ზე მაგაზე არაფერი feedback არ მოსულა. არც ვიდეო, არც სურათები დაჟე გამარჯვებულებიც არ მინახავს. მარტო რაღაც ფორმალური, ცივი ტონის ბუკლეტი მოხვდა რომ ტარდება ჩემპიონატი, ისეთ ოფიციალურ ტონზე დაწერილი. Tsibashka კლუბი კარგი study-ა მაგ მხრივ, რომ შეხვიდე მაგათ გვერდზე იმენა მოდის ატმოსფერო რომ ერთობა ხალხი სურათებში.

აი პროსტა რომ დადო კაი პროდუქტი და ხალხი თავისით მოვა ეგრე არასოდეს არა. იმენა უნდა დაუღეჭო და მიიტანო მომხმარებლამდე თავიდან ელემენტალური რაღაცეებიც. მერე რაღაც მასას რო დააგროვებს ინერცია უკვე აღარ დაგჭირდება ეგ თემა, მარა თავიდან რავი სხვა იდეა არ მომდის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Project Portal

Unread post#32 » 26 Dec 2016 22:14

ხო ახალს ვერ დავამატებ, Tsibakha-ს მიდგომა მართლა მაგარია , FB ფეიჯიდან გავიგე მაგაზე და ხალხი რო იყოს ნებისმიერ დროს წავალ ისეთI მუღამი მაქ.
ბუკლეტების თემა კარგია ოღონდ კონკრეტულ აუდიტორიაზე. თსუში ბაღში შეიძლება ჩამორიგება, სულ ხალხია და ილიაუნიში შეიძლება კიდე ატანა პიქსელთან როა. ზამთარში რამდენჯერაც ლექცია გამიცდენია, იმდენჯერ ინტერნეტ კაფეში გავრბოდი რო Warcraft 3 მეთამაშა :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#33 » 26 Dec 2016 22:42

გაიხარეთ საინტერესო თემებია. აი სადმე დაწესებულებაში მისვლა და ბუკლეტების დარიგება ძაან მააგრი აზრია ეხა ჩემთვის და უეჭველი გამოვიყენებ. დრო რო მექნება წავალ და მივცემ ტიპებს ფასდაკლების ბუკლეტებს. FB მუღამიც მივხვდი რასაც გულისხმობ, სუ რაღაც კონტენტი უნდა იდებოდეს რო რაც შიგნით ხდება ხალხი ხედავდეს, უფრო მოეხსნება უცხო ადგილას მისვლის კომპლექსი და უფრო კარგად ეცოდინება რას ელოდოს.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#34 » 05 Mar 2017 18:49

Portal Game Exchange-ს ცოტა დასრულებული სახე მივეცი. ქავერი გავაკეთე, ტექსტზე და რაღაც დეტალებზე ვიჩალიჩე.

Note
Group

PS4 თამაშებით არ შემოვიფარგლებით თან და რავი ყველაფრის გაცვლა და გაყიდვა შეილება რაც თამაშებს ეხება. პორტალის თამაშებსაც დავდებ მერე ცოტა ხალხი რო მოემატება.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Project Portal

Unread post#35 » 06 Mar 2017 18:49

ძაან კარგად მოგიწყვიათ ყველაფერი, მსგავს კლუბში ვიყავი ერთხელ ის მთლად კარგად ვერ იყო მოწყობილი მარა მაინც ბლომად იყო ხალხი, პროსტა უმრავლესობა ფეხბურთს თამაშობდა ერთმანეთში , ზოგი კიდე მემგონი თამაშების დასახურადაც დადის ვისაც ვერ უქაჩავს კომპიუტერი , მაგ დროს კაია სეივების შენახვა რო შეილებოდეს ეგეთი ხალხისთვის. მე რო ვიყავი იქ ძაან დაძაბული იყო ზოგი იმენა ემოციებში იყვნენ ეტყობა ფულზე თამაშობენ ხშირად ერთმანეთში და ეგეთი კლიენტები რო გაიჩიტებიან ძაან კაია დღედაღამე მანდ იჯდებიან, აქ ძირითადად რა თამაშებზეა მოთხოვნა ?


ისე რეკლამას რაც შეეხება ასეთ ტიპებს რო მიწერო იუთუბზე https://www.youtube.com/channel/UCDBUzE ... uCkawK55Mw ბევრი გეიმერი უყურებს ამათ არხებს და გაგირეკლამონ ინტერნეტკაფე, ამის გარდა კიდე ბევრია მემგონი და მაყურებელიც ბევრი ყავთ, სანაცვლოდ არ ვიცი პროსტა რას მოგთხოვენ მე რო ამათ ადგილზე ვიყო რამე კაი თამაშის დისკის სანაცვლოდაც გავაკეთებდი ჩემ არხზე რეკლამას, მაინც არ აქვს ქართულ არხებს დიდი შემოსავალი, ერთი 10 წამიანი წამიანი ტრეილერი რო გააკეთოთ კაი ვიდეო ეფექტებით და ამათ ჩართონ თავის ვიდეოში
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#36 » 06 Mar 2017 22:32

კი შეილება რამის მოფიქრება. მადლობა რჩევისთვის.

თამაშით ძირითადად ფეხბურთი, კალადბურთი და რაც ორში შეილება რო ითამაშონ. მარტო ძაან იშვიათად დადიან. სპეციალურად სერვისი გვაქ მარტო ვინც მოდის იმათთვის სეივების შესანახად და თან საათებზე ფასდაკლებით, მარა არავინ არ გამხდარა მემბერი.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#37 » 25 Mar 2017 16:29

გლდანის მეორე მიკრო https://i.imgur.com/WzDEK7G.jpg
pornhub-ს ლოგო მოპარეს https://www.facebook.com/PlayhubTbilisi/ , ჩვენ ავეჯის იდეა
და სლოგანიც საკაიფო აქვთ - ნაკლები პორნო და მეტი გართობა :whitewolf:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Project Portal

Unread post#38 » 25 Mar 2017 16:53

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#39 » 28 Mar 2017 18:33

თანამედროვე ტრეილერები კლასიკით შევცვალე http://i.imgur.com/V8TWirY.jpg

Riddick
Posts: 11696

Re: Project Portal

Unread post#40 » 11 Apr 2017 14:18

Exchange-ის პირველი ნაყოფი https://www.facebook.com/portalgamingcl ... =3&theater

◆ The Last Guardian
◆ Dishonored 2
◆ Deus Ex: Mankind Divided
◆ Assassin's Creed IV: Black Flag

რათქმაუნდა ძირითადად პირადი ინტერესით ვიხელმძღვანელე )) მარა იდეაში კარგი სინგლების დაგროვებაა მიზანში. Black Flag მაგალითად სეთინგის გამო მაინც კაი ვარიანტი მგონია, დიდი იმედი არ მაქ, მარა ვნახოთ.

ეხა გაქირავების ფორმალური მხარის გარკვევაზე ვჩალიჩობთ, არვიცი რა გამოვა, მარა ესეთი თამაშები უფრო საინტერესო უნდა იყოს მაგ კუთხით.

გაქირავების დღიური საფასური ალბათ 5 ლარი იქნება, მგონი ნორმალური ფასია. რას ფიქრობთ?

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 34 guests


cron