Portal, #1 პროექტი > სათამაშო კლუბი

| მოთამაშის სახელოსნო |
პირადი პროექტები , სათამაშო სოფტი , მოდები , სხვა
User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Portal

Unread post#1 » 09 Oct 2016 13:19

როდის დავიწყეთ ამ თემაზე ფიქრი აღარ მახსოვს, ალბათ შარშან. მარა მახსოვს რო თავიდანვე კრეატიულად ვიყავი განწყობილი, რამე ახალის მოფიქრების მუღამი მქონდა. უშუალოდ გახსნამდე ბევრი იდეა და სხვადასხვა პერსპექტივა დაგროვდა, უბრალოდ ესე ცალსახა ვარიანტზე ბოლო წუთამდე ვერ ჩამოვყალიბდი. რაღაც ელემენტები მომწონს, უბრალოდ ერთად არ გამოდის )) ამასობაში გავიდა დრო და დადგა ჩამოყალიბების აუცილებლობა. და რადგან ინოვაციები არ გამოდიოდა, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო იმის შეძლებისდაგვარად კარგად გაკეთებაზე გადავერთე და რათქმაუნდა დავიწყე სახელით )) სახელი რთული თემა და ცალკე ისტორიაა, როგორც ყოველთვის. ბევრი ტვინის ტყ>>>ის მერე რამდენიმე კარგი ვარიანტი დავდე და ერთ-ერთ მათგანზე დავიწყეთ კიდეც მუშაობა. გავაკეთეთ ვიზუალი რომელიც რაღაცით პიქსარის მულთფილმის მსგავსი გამოვიდა http://i.imgur.com/478iXuK.png და მოგვეწონა, გაგვისწორდა რო ერთი მნიშვნელოვანი საქმე შედარებით მარტივად მოვაგვარეთ (გეიმ ქლაბი რაღაც გეი ქლაბივით იკითხება, ამიტო უბრალოდ გეიმინგის დაწერას ვაპირებდით, მარა...) რო დავამთავრეთ, მეორე დღეს გავიგეთ, რომ ბანერზე არ შეილება მხოლოდ ინგლისური წარწერის გაკეთება. უნდა ყოფილიყო ქართული ვარიანტი, პლის ზუსტად იგივე ზომის და რადგან ლეველ-უპ რაღაც ნიტოდ ჟღერდა, დავიწყე სხვა სახელზე ფიქრი, რომელიც უკვე ქართულადაც ნორმალური იქნებოდა (და ჩავარდი სასოწარკვეთის უფსკრულში). ხო და ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ფართზე უკვე სრულფასოვანი რემონტი იყო დაქოქილი, ფართზე რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი ნაფარეულის ქუჩაზე... იმ მომენტში ნაღდად ვერ ვიფიქრებდი რო ამდენი დროის და ნერგიის ჩადება მომიწევდა ამ პატარა ოთახში. მარა უცებ გადავწყვიტეთ და ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო https://www.youtube.com/watch?v=-2i09Us ... e=youtu.be - სახელი უკანა ფონზე ტრიალებს, წინ კი მიდის ფიქრი ინტერიერის იდეებზე, ავეჯის დიზაინზე, საჭიროა მუშების პოვნა, მასალების არჩევა, გასარკვევია ფინანსების ამბები. 10 პრობელმა + 20 პრობლემა და უკვე უნდა ჩაწერო ))) ავეჯისთვის ცალკე ფართის ქირაობას თვითონ ადგილზევე გაკეთება ვამჯობინეთ. პალეტების თემა იმდენად ბუნებრივად ჩაეწერა საქმეში თითქოს დიდიხნის დაგეგმილი გვქონდა http://i.imgur.com/9MeAUeN.jpg . ავეჯის დიზაინის მოფიქრებაზე კი- საკმაო დრო დავხარჯეთ http://i.imgur.com/LzFEliL.jpg , დასაჯდომსთვის კრესლოს მსგავსი კონსტრუქცია ავარჩიე, რომელიც ჩვეულებრივი პალეტის სკამის კონსტრუქციისგან შედარებით განსხვავდება http://i.imgur.com/EdWnrB0.jpg და ფორმის გამო უფრო კონფორტული გამოდის http://i.imgur.com/IOzyqWM.jpg . მაგიდების განლაგების იდეა ამ სურათიდან წამოვიდა http://i.imgur.com/ktOgpzp.jpg , მოთამაშეებს უფრო იზოლირებულს ხდის ერთმანეთისგან, ხმის პრობლემას ვერ წყვიტავს, მაგრამ ჯოისტიკში ნაუშნიკების შეერთების შემთხვევაში თავი ცალკე ოთახში გგონია. პალეტზე გადატანილი კონცეპტი დაახლოებით ესეთი გამოვიდა http://i.imgur.com/AyW9yk8.jpg მერე უცებ ქუსლებიანი ჩავაცვით http://i.imgur.com/Cl5uHsf.jpg და მივხვდით რო კაი ტიპი იქნებოდა ))) ინტერიერიდან რო არ ამოვარდნილიყო, ოპერატორის მაგიდაც პალეტით უნდა შეგვესრულებინა http://i.imgur.com/nMVmdHY.jpg )) სახელი ისევ თავში ტრიალებს. ავეჯი ნელნელა ჩამოყალიდბა, შეიღება და დადგა ახალი საკითხი - რა უქნათ კედლებს ? ნესტისგან ჩამოფხეკილ და რაღაც კოსმეტიკურად შენიღბულ ნაგავს, რომელიც აშკარად გადასაკეთებელია და გადაწყდა ექსტრიმი. რა უხდება პადონს? ბეტონი )) ხოდა მოდი გავაკეთოთ ბეტონი )) რო არ იცი მარტივი სათქმელია, საბოლოოთ კი სამჯერ მოგვიწია კედლის გადაღევა. 1 ფენაზე წებო ცემენტი წავიდა. არა, ჯერ ავლაგდით http://i.imgur.com/ecDjNLc.jpg გენერალურად http://i.imgur.com/IHf2mqU.jpg მოვწესრიგდით http://i.imgur.com/Uf3HZnr.jpg და წავიდა http://i.imgur.com/FNE3lnv.jpg წებოცემენტი რომელიც უნდა ყოფილიყო ბეტონივით http://i.imgur.com/5C5MZdM.jpg მარა რო გაშრა მივხვდით რო დაგნძრეული გვქონდა http://i.imgur.com/XGQIkCZ.jpg მუქი ნაცრისფერი თეთრისკენ სვლას არ წყვეტდა ))) http://i.imgur.com/FAk30ee.jpg უცებ წავიდა გადარეკვა გადმორეკვა, რჩევები, ტროლინგის ელემენტებით და ვხვდებით რო გვინდა საღებავი, მაგრამ საღებავს სანამ მივცემთ უნდა გრუნტი )) კიდევ ერთხელ მოვიკრიბეთ ძალები და გავაძრეთ გრუნტიც და საღებავიც, რომელიც მთლათ ბეტონის ფერი არ აღმოჩდა, მაგრამ ვიდზე არ ჩამოუვარდებოდა http://i.imgur.com/ZQWEPS9.jpg http://i.imgur.com/3O0Pyz8.jpg რო შეიღება ცოტა დავწყნარდი, მარა ვინც გაცდის, განათების მოფიქრების დროა. ჭერი? არა. კედელი? არა. და მოდი პადონებშივე გავაკეთოთთქო ))) ამ ისტორიის და თანმხლები ტკივილების მოყოლის გარეშე, მივიღეთ ეს http://i.imgur.com/4S2ekmZ.jpg და უცებ მოვიდა კნოფკების იდეა, ელიავა უკვე ხუთი თითივით ვიცოდი ტაკშტო მოვკიდე ფიცრებს ხელი და ზურგები (რომლიდანაც რეალურად მხოლოდ ერთი ჩანს, ავეჯის განლაგების გამო) ცოტა უფრო გეიმერული გავხადე http://i.imgur.com/gm0s47m.jpg http://i.imgur.com/1ccihI8.jpg http://i.imgur.com/mvt1Fc0.jpg . სახელი ისევ ტრიალებს და უკვე ბანერის დროა )) უნდა გაკეთდეს დიზანია და უნდა ვიპოვო სად ამიწყობენ... ამასობაში გასატესტად ჩავიტანეთ ტელევიზორი და გაუშვით მეოთხე ანჩართედი, კაკრას ახალი დახურული მქონდა, მარა ტელევიზორზე ისეთ ეფექტს ახდენდა ეგრევე წყვიტავდა რეალობას და გამყვა ეგ მომენტი. სახელი ისევ ტრიალებს, ვზივარ უყურებ ჩამონათვალს, რაღაცეებს ვიხსენებ და უცებ ტელეპორტზე დავფიქრდი, მთელი ინტერიერი იმისკენ არი მიმართული რო მარტივად გადაგიყვანოს იმ თამაშში რომელსაც ითამაშებ და მომეწონა, ჰმ :guitara: Portal ! ერთი ორი საათი კარგად ვიყავი, მარა დიზაინი არაა :brain: შათას არ ცალია, დაურეკე რამდენიმე მეგობარს, იტოგში პიზდეცია, არავინ არ იცის ილუსტრატორი და ტომის უთხარი, გახსენება მინდა, მარა აზზე ვარო და ჩაუჯექით. ვეჯექით რამდენიმე დღე, ძირითადად თამაშის გარშემო ვტრილებდით, ვიზუალი იქიდან მოგვქონდა და რაღაც იდეები იყო http://i.imgur.com/XcFlv0Y.jpg , მარა თამაშთან მსგავსების გამო ფეხი ვითრიე, არ მინდოდა მსგავსება. ტომისთან ერთად ცოტა მეც დავამუღამე ილუსტრატორი და ღამე ჩაუჯექი აი სიცოცხლის დუელს რო ჩაუჯდები ისე )) სადღაც 6 საათამდე ვეჩალიჩე და დავსვი ფორმა http://i.imgur.com/sayGgqp.png ეს არა http://i.imgur.com/P8IHFTs.png არა არც ეს http://i.imgur.com/reJT0Ky.png აი ეს ტიპი იყო. მივასვი ფეინთში http://i.imgur.com/gkRSgys.png )) გამისწორდა და დავაი სტამბა (პარალელურად მერიის ნებართვის ლოდინი, ცალკე კოშმარი). მოვიდა მერიის თანხმობა და რო დამირეკეს მოგვაქო კინაღამ თმა გამითეთრდა, ფული გადახდილია, ნანახი არ მაქ, რაღაც ვიჩალიჩე მეთითონ და რა უნდა იყოს, შანსი არაა რო გული არ გამისკდეს და კიდებენ... არ უყურებ და უკვე რო შეკრეს რაღაც ნორმ http://i.imgur.com/w8uBeJa.jpg თან სამ ნაწილად შეკრეს, ტორტივით არი გვერდიდან 3D ეფექტის პონტში და ვა ნარმალიოკ http://i.imgur.com/v2WNXhK.jpg მოდი ეხა ავანთოთო, ავანთეთ http://i.imgur.com/KpC1CYP.jpg და მოდი ეხა უყუროთო ))) იტოგში ბანერმა სერიოზული ძმობა გაწია და გამოვიდა მაგარი საკაიფო, თან დილას რო ვნახე მეგონა ტრიდემაქსის სურათს უყურებდი http://i.imgur.com/rr1nGnm.jpg . მარა არ გეგონოთ რო სუ ეს იყო )) პარალელურად მიდიოდა დამატებითი ავეჯის დამზადება http://i.imgur.com/bg7frKL.jpg და გუბკებისგან დარბილების კეთება, რაც ცალკე საგაა ))) რომელის ძირითადი ნაწილიც ქვეყანა ლილოში განვითარდა და სომეხ მაფიოზებთან დაპირისპირებით დაწყებული ბლოკბასტერი რომანტიკული ნოტების შემცველი ამბებით უკვე ვაკეში დასრულდა ))) http://i.imgur.com/F8uO4iM.jpg http://i.imgur.com/fF62n85.jpg მაგას მერე ცალკე მოგიყვებით თუ გექნათ სურვილი )) და ესე ბრძოლა ნერვიულაბაში 26-ში გავიხსენით http://i.imgur.com/27D58Gj.jpg და ვიჯექით სიჩუმეში ერთი ორი დღე )))
ცოტა აზზე მოვედი და წავიდა ახალი ბრძოლა, სახელად გააპიარე ნაშრომი ))) შათამ მოიცალა და დიზაინში და ექსტრიმში გამოცდილებმა უცებ გავაკეთეთ ბუკლეტი http://i.imgur.com/6yGd3Q4.jpg, მოვხოდეთ FB გვერდის ქავერის ვიზუალი http://i.imgur.com/qcrUFbf.png და დღეს უკვე აქაიქ კლიენტებიც გამოჩდნენ, იმედია არ გავთვლი აქ მოხსენებით )) მარა მე ერთი 10 წლის სიცოცხლის ფასად დამიჯდა ეს ამბავი )))

პ.ს. დილას შევდივარ, სიგნალიზაცია მოვხსენი და რაღაც მიყურებს http://i.imgur.com/clftlri.jpg თან ორი დღით ადრე ეზოს ხვლიკის ჩანაწერიმაქ მოსმენილი, ხელი წავიღე და ეგრევე დაითესა ))) გადის ერთი დღე და ეხა უკანა ოთახში http://i.imgur.com/41Pv65n.jpg , ეზოს ხვლიკი ტო ))) დიდიხვლიკია? http://i.imgur.com/71Mjlvr.jpg დაჟე ესე რო მეჭირა კუდის რაღაც ნაწილი დადროფა და შემეცოდა გაუშვი მარა არ ჩახტა და გადავწყვიტე სამშობლოში დამებრუნებინა http://i.imgur.com/Rfbx8dq.jpg პროსტა მაგრად ნერვიულობდა და 2 მილიმეტრიანი მუცელი ისე სუნთქავდა კინაღამ აფრინა )) პროსტა იმენა ეზოს ხვლიკი იყო და თან პირველი კლიენტი ჩვენ ზავიძენიაში :byebitch:
https://vimeo.com/279665122

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#2 » 09 Oct 2016 13:33

ეს კი უკვე დღევანდელი იერსახე, "პრაფესიანალი ფატაგრაფის გადაღებული" ))
მინდა რომ კიდევ უფრო სახასიათო ელემენტები დავამატო, მაგრამ ძაან მოჭერილ მდგომარეობაში ვართ ჯერჯერობით ))) მარა ბრძოლა გრძელდება

http://i.imgur.com/aTXa1CX.jpg
http://i.imgur.com/nGrKRL6.jpg
http://i.imgur.com/gM1RA4s.jpg
http://i.imgur.com/M4sD6XX.jpg
http://i.imgur.com/hTBXsBu.jpg
http://i.imgur.com/lYUJfhn.jpg
http://i.imgur.com/zXkFXjB.jpg
http://i.imgur.com/ZQd954Q.jpg
http://i.imgur.com/tvYUPYQ.jpg
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4078
Contact:

Re: Project Portal

Unread post#3 » 09 Oct 2016 15:24

ძალიან კარგია ბაჩო, გაასწორა რო ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, თან ასეთი გულიანი და გემოვნებიანი საქმე :D წარმატებები საქმეში!
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3826
Contact:

Re: Project Portal

Unread post#4 » 09 Oct 2016 18:20

მაგარია წარმატებები. !
სახლიდან გამოსვლას რო მოვაბავ თავს გესტუმრებით აუცილებლად.

რამე ჩემპიონატები ხიეთ თავიდან კლიენტების მოსაზიდად. რამე ორიგინალურებიც შეილება და ასინქრონულიც, მაგალითად Dark Soul ში 3 საათში ყველაზე მეტ ბოსს ვინ მოკლავს. და რამე დაფის თემაც თუ გაქვთ ან სქრინის, რომ სხვადასხვა თამაშების Top Achievement-ების მფლობელების სია რომ იყოს. რაღაც არკადულ მუღამში, ვიღაცის high score-ის მოხსნის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1288
Contact:

Re: Project Portal

Unread post#5 » 09 Oct 2016 18:45

ნა დნიახ ვნახე ვალტერა, ბაჩომ და სპაუნამ ინტ-კაფე გახსნეს ნაფარეულზეო, მეთქი აზრზე არ ვარ. სგსგ-თ კარგი წამოწყებაა.

როცა კლიენტები არ იქნებიან, ნაშები ავიყვანოთ. >>>

User avatar
Ripster
Posts: 1408
Contact:

Re: Project Portal

Unread post#6 » 09 Oct 2016 19:08

აუ ძალიან მომწონს ტო !
სურათებში ძალიან ატმოსფერული და საკაიფო ჩანს
წარმატებები ბაძო ძია! მართლა მაგრად მიხარია ეს წამოწყება :3

აუცილებლად უნდა გესტუმროთ როგორმე ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#7 » 11 Oct 2016 03:08

მინდა ერთი დღის გაკეთება, ვნახოთ რა გამოვა
https://vimeo.com/279665122

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#8 » 24 Oct 2016 03:21

პროფილიან დღეებზე მიდიოდა დღეს მთელი დღე ლაპარაკი. მინდა რო ერთი დღე კვირაში სინგელფლეიერ თამაშებზე საათზე 2 ლარი გავაკეთოთ, მარა ჯერ არ გადაგვიწყვეტია საბოლოოთ. თუ მოხდა რამე მსგავსი, უკვე რეალური მოტივაცია გაჩდება ექსკლუზივების თამაშის.

ასევე ერთი დღე მინდა რო გაკეთდეს ონლაინი. ძალიან ბევრი თამაში გვაქ უკვე მაგარი ხარისხიანი ონლაინით და მაგის მომხმარებელიც არაა ბევრი.
https://vimeo.com/279665122

User avatar
hellwalker
Posts: 3826
Contact:

Re: Project Portal

Unread post#9 » 24 Nov 2016 11:59

ეხა Black Friday-ზე სერიოზული ფასდაკლებები იქნება, ხვალ არის. და ორშაბს იქნება CyberMonday.
რამის ყიდვა თუ გინდოდა კლუბისთვის კაი დროა.
საახალწლოდ იქნება კიდე ასეთი სეილი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#10 » 27 Nov 2016 14:32

ახალი მოდელის დანერგვას ვგეგმავთ, Membership სოლო გეიმერებისთვის :bubble:

მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სპორტული თამაშების თამაშის გარდა, პორტალის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სოლო მოთამაშეების ინტერესების დაკმაყოფილებაა. რაზეც ჩვენი თამაშების კოლექციაში შესული უამრავი Single Player და Multiplayer ჰიტი მეტყველებს. ასევე ონლაინში სათამაშოდ გააქტიურებული გვაქვს Playstation + სერვისი, მაგრამ Playstation 4 ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციის და შეზღუდვების გამო, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის აკაუნტების ქონის შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერი კლიენტისთვის პირადი აკაუნტის ქონის და თამაშის დასეივების საშუალება სამწუხაროდ არ არის, რის გამოც გვინდა შემოგთავაზოთ ხელსაყრელი მოდელი რომელიც გეიმერს, რომელსაც ყოველთვის სურდა Playstation-ის ექსკლუზივების დაგემოვნება, საკმაოდ საინტერესო გზას უხსნის ამ სურვილის ასასრულებლად.

ამიერიდან Portal-ში იწყება Membership (კლუბის წევრობის) მოდელის დანერგვა, რომელიც ყველა Member-ად გაწევრიანებულ მოთამაშეს მისი კონკრეტული აკაუნტის ქონის შესაძლებლობას მისცემს, ანუ თქვენ გექნებათ თქვენი თამაშების პროგრესის დამახსოვრების და შემდგომ გაგრძელების საშუალება. ერთ თვიანი Member-ობის საფასური შეადგენს 10 ლარს, რის სანაცვლოდაც მოთამაშე ისარგებლებს რამდენიმე შეღავათით. ჩვენს კოლექციაში არსებული ნებისმიერი Single Player და Multiplayer თამაში 4 ლარის ნაცვლად 3 ლარი ეღირება, ხოლო ყოველი კვირის ერთ კონკრეტულ დღეს, რომელიც უშუალოდ Member-ებს დაეთმობათ, თამაშის საფასური 2 ლარამდე ჩამოვა. მოცემული სისტემა დაგვეხმარება როგორც ჩვენ, აკაუნტების მენეჯმენტის მოწესრიგებაში, ასევე იმ მოთამაშეებს რომლებიც სერიოზული გეიმინგით არიან დაინტერესებულნი. პლიუს ამას, ახლო მომავალში Portal-ში იგეგმება ახალი სახის სერვისების დანერგვა, რომლებშიც Member-ისთვის ასევე სხვადასხვა სახის შეღავათები იქნება გათავალისწინებული.

ეხლა კი წარმოგიდგენთ თვითონ იმ თამაშების ჩამონათვალს რომლებიც Portal-ის Member-ებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Single Player Oriented:
1. Uncharted 4 - ( Single Player / Multiplayer )
2. Bloodborne - ( Single Player / Multiplayer )
3. Last of Us - ( Single Player / Multiplayer )
4. Batman: Arkham Knight - ( Single Player / Multiplayer )
5. GTA 5 - ( Single Player / Multiplayer )
6. Metal Gear Solid V: The Phantom Pain - ( Single Player )
7. Heavy Rain - ( Single Player )
8. Beyond: Two Souls - ( Single Player )
9. Infamous: Second Son - ( Single Player )
10. Until Dawn - ( Single Player )
11. The Order: 1886 - ( Single Player )
12. Ratchet & Clank - ( Single Player )
13. God of War 3 - ( Single Player )
14. Gravity Rush ( Single Player )

Multiplayer Oriented:
1. Battlefield 1 - ( Single Player / Multiplayer )
2. Star Wars Battlefront - ( Multiplayer )
3. Tom Clancy's Rainbow Six Siege - ( Single Player / Multiplayer )
4. Call of Duty: Advanced Warfare - ( Single Player / Multiplayer )
5. Call of Duty: Black Ops III - ( Single Player / Multiplayer )
6. Project Cars - ( Single Player / Multiplayer )
7. DriveClub - ( Single Player / Multiplayer )
https://vimeo.com/279665122

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#11 » 12 Dec 2016 14:41

დისკების გაქირავების დამატებაც მინდა, მარა არ დაბრუნების შემთხვევაში ბერკეტები ვერ მოვიფიქრე საიმედო. რამე ხო არ იცით? პირადობის დატოვება არაფერი არაა. პასპორტი ძაან ცოტასააქ. დიპლომიც ))
https://vimeo.com/279665122

GHOST
Posts: 1288
Contact:

Re: Project Portal

Unread post#12 » 12 Dec 2016 15:22

სახლში დადგომა და გამუტვლა.

User avatar
hellwalker
Posts: 3826
Contact:

Re: Project Portal

Unread post#13 » 12 Dec 2016 15:28

GHOST wrote:სახლში დადგომა და გამუტვლა.

https://www.youtube.com/watch?v=ZomwVcGt0LE

არ ვიცი, ისეთი რომ ბარიერი არ გაზარდო და დისკომფორტი ქირაობის, წიპა დისკის თანხის დატოვებით რა შეილება :hang:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#14 » 12 Dec 2016 18:17

დისკი 60 დოლარი ღირს ზოგი და სავარაუდოთ არ დატოვებენ, არ ექნებათ
პასპორტის აღება რა ღირს ხო არ იცით ? მგონი რთული და ხანგრძლივი პონტია
პროსტა პასპორტი ყველას არააქ
პასპორტს დავატოვებინებ და ხელწერილის ფორმას გავაკეთებ ეგ ორი ბარიერი იქნება უკვე თუ 10 ლარი არ ღირს პასპორტი
მეტი არვიცი, ჯერ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე
https://vimeo.com/279665122

User avatar
hellwalker
Posts: 3826
Contact:

Re: Project Portal

Unread post#15 » 12 Dec 2016 18:37

20 ლარი მგონი პასპორტი დაუჩქარებლად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4078
Contact:

Re: Project Portal

Unread post#16 » 12 Dec 2016 18:48

18 დეკემბრიდან პირადობა (ID ბარათი) უფასო იქნება (წელიწადში რამდენჯერმეა ხოლმე უფასო და ეხლა მგონი სულ გადაყავთ) და 50 ლარი პასპორტიო. დაჩქარებული ალბათ ზემოდან 20 ლარი
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#17 » 12 Dec 2016 21:43

პასპორტი და 20 ლარი რო დავატოვებინო + ხელწერილი ?
თან შეეშინდება პარალელურად :whitewolf:
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4078
Contact:

Re: Project Portal

Unread post#18 » 12 Dec 2016 21:57

წესით უფრო ადვილად უნდა გამოდიოდეს საქმე. ადრე ხო იყო ხოლმე რენტით გაცემა ჯერ კიდე 90იანებში საზღვარგარეთ. ნუ ბიბლიოთეკები ეხლაც მაგ პრინციპზეა ჩვენთანაც, ხოდა რაღაც დოკუმენტის მეშვეობით წესით უნდა გამოდიოდეს ეგ საქმე მარტივად და არამგონია პირადობის ნომრის გარდა რამე სჭირდებოდეს, გასარკვევია.
კიდე მეორე საკითხია, ოფიციალურად რო გააქირავო, შემოსული თანხის პროცენტს უხდი სახელმწიფოს თU რამე ზღვარია?
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#19 » 13 Dec 2016 03:11

კანონმდებლობითი კუთხით არ ვიცი. მარტო პირადობის ნომერზე გაცემის ამბავიც არ ვიცი. მარა მარტივი ლოგიკა უნდა იყოს. სავარაუდოთ გააჩნია ნივთის ფასეულობას. და სანქციას არ მოტანის შემთხვევაში. თუ შენ არ მოტანის შემთხვევაში პოლიციას გადასცემ საქმეს და გამოძიება იწყება ეგ მაგარი მარაზმია. და მაგის ჩალიჩის რესურსი არაა (რამე გამარტივებული რო იყოს არამგონია). ანუ შენ ფაქტიურად შენთვითონ იღებ ნივთის დაბრუნების პასუხისმგებლობას შენ თავზე და კლიენტს ისეთ გარემოებას უქმნი, რომ ნაკლებად უღირდეს მოცემული ნაბიჯის გადადგმა.

პასპორტი, ხელწერილი და თანხა. ჯერჯერობით ამ პირობებზე ვფიქრობ. მარა რო გავერკვე შეილება რაღაც უფრო ცივილური და მარტივი ვარიანტიც იყოს
https://vimeo.com/279665122

User avatar
Riddick
Posts: 8163
Contact:

Re: Project Portal

Unread post#20 » 13 Dec 2016 23:00

წარმოგიდგენთ დაფექსას ))) https://i.imgur.com/85TaFlh.jpg
https://vimeo.com/279665122

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests