12 დეკემბერს იგეგმება გეიმჯემი, რომელსაც რათქმაუნდა თან ერთვის ქოსფლეი კონკურსი. ეს პერიოდი გაუჩინარებული ვიყავი და ეხლაც სტელს კამუფლაჟში ვარ, უბრალოდ შემოვედი რომ გამცნობოთ რას ვაკეთებ.
ვაკეთებ გრეიფოქსის ქოსფლეის, 3 დეკემბერი გახდა უკვე და მარტო თავი მაქვს, ერთ თვეზე მეტია მარტო ამ თავს ვაკეთებ, ჯერ შეღებილიც არ არის.... სურათებს დავდებ მოგვიანებით. უბრალოდ საკმაოდ ამბიციურად მივუდექი საკითხს, მინდა რომ სახის დეტალები რაც იღება, იღებოდეს და ამავდროულად ეს ყველაფერი დისტანციურად ხდებოდეს (დისტანციონის ჩამონტაჟებას ხმლის ტარში ვაპირებ)
იმედია უფალი არ გამწირავს და მოვახერხებ საქმის ბოლომდე მიყვანას, GO-ს სახელით და MGS-ის სიყვარულით მინდა ღირსეულად წარვსდგე ქოსფლეიზე :PS4:
Update: იხილეთ სურათები აქ