Pitch Black, პროექტი

| მოთამაშის სახელოსნო |
ჩვენი პროექტები , თამაშების მოდები , სათამაშო სოფტის აღწერა , სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Pitch Black

Unread post#1 » 26 Feb 2015 15:38

ხომ რა ხდება ეხლა. რამდენიმე კვირის წინ გლობალური გეიმ ჯემი იყო რომელშიც ვიმონაწილევე და რომ მოვედი სახში 2 დღიანი უძილობის მერე დავწერე ეს სტატია. მერე ტექნიკური პრობლემების გამო წაიშალა სტატია და ეხა ვაბრუნებთ. ანუ ძველი სტატიაა რომელიც თავიდან იპოსტება.
გეიმჯებების ორგანიზატორი კუთხიდან ყურების შემდეგ მოვიდა ჩემი ჯერიც მგლის ხახაში ჩახედვის. რომ გავიგე რომ გლობალური ჯემი ტარდებოდა ძალიან გამიხარდა, ზუსტად რამე მინდოდა ყოველდღიურ რუტინას მოსაწყვეტად და ბევრი არ მიფიქრია პირდაპირ გავაჭერი ილიაუნისკენ. კომპიუტერები და ყველაფერი იქვე დამხვდა თავის "პაფებით" რომელზეც ორგიებს აწყობდნენ სხვადასხვა team-ები ღამით და ოკულუს რიფტებით. ასევე მაგარი ხალხი გაეძრო და უკვე ემნეოდა რომ თან კარგად გავერთობოდით და სახეს ავიხევდით მუშაობით.

რამე მარტივი მაგრამ გახსვავებულის გაკეთება მინდოდა და დიდად არ მაინტერესებდა ჯემის თემა რა იქნებოდა ან ფორმატი და როცა თემად "What do we do now" გამოაცხადეს ესეთი რეაქცია მქონდა

დიდი ხანია მქონდა იდეა ბრმა სამურაი მეომარზე რომელიც ხმის დახმარებით იკვლევს გზას და ებრძვის მტრებს. ამ წინადადებაში გადმოცემულ ფაბულაზე მეტად არ მქონდა იდეა ჩამოყალიბებული და იქ აღმოჩნდა რომ მავერიკას რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს Jump or Fall და ლაშხის და ზვიადს Stormbringer სტუდიიდან რაღაც მსგავსი კონცეპტის გარშემო ქონდათ ასევე ნაფიქრი.მარტო მუშაობას გადავწყვიტეთ ერთად ჩავჯდომოდით და გაგვეკეთებინა რამე. მავერიკას, ლაშხის და ზვიადის ვინც თბილისის გეიმჯემებზე იყავით სახელით თუ არა ისე მაინც იცნობთ ყველა, ორგანიზაციურ საკითხებზე დარბოდნენ და სპიკერებათ გამოდიოდნენ.

ჯერ როგორ წარმოგვეჩინა იდეა ვიფიქრეთ. მე 2დ თამაში მინდოდა სადაც მართლა ბრმა იყავი და ხმით უნდა გემოქმედა. მარა სონარული ხედვის და 3d სივრცის იდეა იყო უფრო პოპულარული და ოკულიც რომ მივუმატეთ მეც გადავბირდი ასეთ იდეაზე.

ლაშხი ძალიან კარგი პროგრამისტია და ვაბშე მაგარი კაცია. არასდროს ეზარება მუშაობა და ძილს არ ცნობს. ლაილაის გარეშე ჩაუჯდა ეგრევე, შედერის აწყობა დაიწყო და ოკულისის გამართვა.

მე, ზვიადი და მავერიკა იდეის დამუშავებას შევუდექით. სამურაის თემა ცოტა გაცვეთილი მეგონა და ვეძებდი რამე სხვა საინტერესო მეომრულ კულტურას. ბევრი კაი რამე ვიპოვე და 2 აბზაციანი აღწერა ჩამოვწერე. მარა მერე მივხვდით რომ ანიმატორის გარეშე კარგად ვერ გავაკეთებდით კომბატს და სხვა იდეებზე დავიწყეთ ფიქრი.

ათასი ყლეობა და ათობით კარგი მარა არა 2 დღიანი იდეები ჩამოიყარა. ამასობაში team-იც შემოგვეზარდა. სტორმბრინგერიდან თორნიკე და ლევანი დაგვემატა, jof იდან მეო და შალვა მიდი მოდიოდნენ და ტომ კლენსის ბიძაშვილი მიშოც დაგვეხმარა თესლი cover art-ით. (პროგრამისტი, საუნდი, არტისტი, ანიმატორი, არტისტი).

იდეების და დეტალების შერჩევა, განხილვა და შეზღუდვებთან შეხამება მეორე დღის შუადღემდე გაგრძელდა. მავერიკას თანამედროვე რეალობაზე დაფუძვნებული ექსპერიენსი მოწონდა და უბრალო ადამიანის პოზიციიდან დანახული ჩელენჯის ჩვენება უნდოდა, ზვიადის კომბინატორული მექანიკა და სტრესის მდგომარეობაში საზრიანობა. მე კი უბრალო გამოყლევებულ ადამიანებს და კომბინაციის მექანიკის არ ვიწამე და უძველეს ღმერთებში და ცხოვრების აბსრაქტულ მეტაფორებში ვპოულობდი ჭეშმარიტებას.

რამდენიმე დეზერტირი გვყავდა მარა უმეტესობამ გავათენეთ 48 საათი. მეორე დღეს უკვე კარგა გვარიანად გვედგა ფეხი აბსტრაქტული განზომილებების მიმართულებით. ნისლში დავიარებოდით. მზე რო ამოვიდა მეორე დღეს დიდი აქტივობა იყო. უნივერსიტეტიდან მოდიოდნენ რაღაცეებს გვეკითხებოდნენ. რამდენჯერმე სხვადასხვა ლექტორებმა ცადეს "პაფებიან" ოთახში შემოჭრა და უცხოური უნივერსიტეტების კამპუს სურათების ყაიდაზე შიგ გეიმჯემზე ლექციის ჩატარება. წრეზე შემომჯდარი სტუდენტებით. მარა ჩვენ გვეკიდა მუშაობაში ვიყავით ბოლომდე ჩართული.

ჟურნალისტებმაც კი ვერ ამოგვაგდეს ტემპიდან, ძაან ბევრი მოვიდა. რაღაც პერიოდი სახეზე მედო იმენა ობიექტივი და ისე ვწერდი ლოკაციების მონახაზს. მარა ვერ ვამჩნევდით. live ტრანსლაციას დედის პროჭს ვიგინებოდით და ცოტა ხნის მერე ისე იყვნენ გუნდები თავის საქმეში ჩაფლული ინტერვიუზე თავისუფალ კაცს ვერ პოულობდნენ ჟურნალისტები.

ყველა პოტენციალის მქონე იდეას 2 აბზაციან სკეჩს ვუკეთებდი და ერთი 7 ეგეთი ჩანახატი გამოვიდა.

ბოლოს სამ იდეამდე დავედით რაც ყველა თიმის წევრს მოსწონდა. (ზვიადი)კოსმოსურ ხომალდზე გაჭედილი მექანიკი რომელსაც 5 წუთი აქ რომ სონარული აპარატით სკაფანდრი იპოვოს/გაარემონტოს და ორბიტიდან მომძვრალ ხომალდიდან გააღწიოს მანამ ის პლანეტას მიეჯახება. (მავერიკა)გამოყლევეული კანადელი მეტყევე ჰოვარდი რომელიც ტყეში დაბოლდება, მოწამლულ მცენარეებში გაეხვევა და რო გამოიღვიძებს ბრმა არი. რაღაც დაშორებით მყოფ სახლამდე უნდა იპოვოს გზა და ცოლ სალიმდე დაბრუნდეს. (მე) ბრმა პილიგრიმი რომელიც სიკვდილის პირასაა და რიტუალი უნდა ჩაატაროს რათა არწივის სულს შეუერთდეს.

ბევრი ვიკამათეთ და ვარჩიეთ. პერიოდულად "ჩემი ყლე ჩეიდევით" გვესმოდა პროგრამისტის მიმართულებიდან. ბოლოს გამოცდილება გავიხსენეთ და მივხვდით რომ ჩამოყალიბებულ იდეას მაინც ვერ მოვასწრებდით და რაღაც ფსევდო გასაგები ფაფა იქნებოდა მაინც და პროსტა უნდა აგვერჩია და გაგვეკეთებინა ერთერთი. ზვიადიმ და მავერიკამ "მე ეს იდეა მომწონს მარა ჩემთვის სულერთია რასაც აირჩევთ ის გავაკეთოთ" სიმღერა დაიწყეს და მე რის ჩათლახი სტელზის მოყვარული ვიქნებოდა ორი დაჯერი რომ არ ამომეღო და ტროლური ცეკვის ფონზე ბექსტაბები არ დამერიგენა. მეთქი პილიგრიმი და ჩიტი გაასწორებს თქო და ბოლოს ტყეში ჩიტის და ნახევრად დაკარგული პილიგრიმის იდეის კეთება დავიწყეთ. ზვიადიმ კი პილიგრიმის shrine-ბად სტარკრაფტის პროტოსული დიზაინის მსგავსი სპეის ნაგებობები გამოგვიძერწა.

მანამ ლაშხი არჩევდა იობანი შეიდერს რომელიც გარემოს დაგვიხატავდა,არტისტები ჩაუჯდნენ მნიშვნელოვან პროფსებს და მე და მავერიკა ლეველ დიზაინს.
ჯერ მავერიკამ play path დახატა ფურცელზე. მერე 3d ში მაკეტი ააწყო ძაან უბრალოდ. რაზეც ლოგიკური პრობლემები გაასწორა რაც არ ჩანდა ფურცელზე.
და მერე მე 8 მეტრიანი grid-ს კუბიკებით ავაწყე მაშტაბებში ლოკაცია. რაზეც ვირბინეთ მერე ენჯინში და მაშტაბების და ფორმის მხრივ დავხვეწეთ.

მერე სანდრომ გადაუარა 3d max-ში და დატოვა მარტო სასიარულო სიბრტყეები. მერე მოარბილა და დაგრიხა გზა რომ კუბიკური არ ყოფილიყო და ბუნებრივი ფორმები ქონოდა. ამაზე მეო-მ უკვე ბუნებრივი მთის კედლების და ფერდობების გამოყვანა დაიწყო. შედეგად მივიღეთ მარტივად აგებული საინტერესო ფორმის ლეველი. ვიზუალურად წარმოდგენა რომ ადვილი ყოფილიყო წინასწარ ლოკაციების კონცეპტი გავაკეთე მარტო ფოტოებით. რამაც გაგვიადვილა სამუშაო საგრძნობლივ.

>>>

ამ დროს ტექნიკური პრობლემები გაჩნდა და აი მანდ იყო ნამდვილი ჩელენჯი გამძლეობის. მეორე ღამე რომ შემოგათენდება თუ აქტიურად მუშაობ კიდე შეგიძლია კონცენტრაციის ხარჯზე გაძლო აი idle რეჟიმში რო ხარ და სხვას ელოდები სახე გეხევა. რაღაც მომენტში ბოდიალი დავიწყე წრეზე ოთახში და მერე აღმოვაჩინე რომ მობილურზე ვთამაშობ ბნელ 3D workshop-ში და გარშემო სულ დიდი თეთრი ყურები და ეკლესიის მაკეტები ალაგია.

კვირას 3 საათზე ბოლო ვადა იყო ატვირთვის და სადღაც 10 საათზე დილის გასწორდა პრობლემა ნაწილობრივ. აი მანდ მოვაწყეთ Last Stand. ერთ საათში გავაფორმეთ ლოკაცია 3მა კაცმა ჩვენი და ინტერნეტში ნაპოვნი მოდელებით. თან ყველაზე ჩელენჯინგ იყო რომ წესივრად არ გვქონდა აქამე გატესტილი როგორ მუშაობდა სონარი და აი მანდ დაიწყო ფლუნგენგეხოლენი.

ძაან რთულია ისედაც მარტო ლანდებით ტყეში გზის გაკვალვა როგორც მოთამაშემ რაც არ უნდა დეტალური იყოს და აი 20 წუთში რომ უნდა მოიფიქრო როგორ დაალაგო ყველაფერი რომ თან მისტიკის და დაუცველობის გრძნობა დატოვოს თან ძაან არ დაიკარგო და პახოდუ 36 საათის უძინარზე აი მანდ უკვე უკვე რაღაც სულ სხვა ტვინის განზომილებებში უნდა ეძიო გამოსავალს.

ჯერ ვცადე ბუნებრივი ტყის მოწყობა მაგრამ ცხვირით ისე ეჯახებოდი ხეებს ვერ ამჩნევდი. მერე ვცადე შემოფარგვლა ძაან გზის. მარა ძაან სწორხაზოვანი იყო და მთელ შეგრძნებას კლავდა.

მერე სათითაოდ ვაკოპირე ბალახები მთელ სივრცეზე, იმენა ანალური სამუშაო იყო. მარა მაინც უკვე გამოჩნდა სინათლის სხივები. მაინც გაუგებარი იყო სად მიდიოდი, მაგრამ სივრცის აღქმაში გეხმარებოდა.
მაგან მიმიყვანა იმ იდეამდე რომ იატაკზე უნდა ყოფილიყო ბალახების და ქვების ჯგუფები ალაგ ალაგ და უკვე გასვლადი იყო.

სულ ტირილით წავშალე სათითაოდ დალაგებული ბალახი და დედის გინებით დავალაგე ტყე რომელიც თურმე გათიშული კი არა წაშლილი მქონია. მაინც არ იყო საკმარისი აღქმის დონე. გაბრაზებულ დაბნეული ვმოძრაობდი და ჩემს მიერ გაკეთებული ტყის კიდეს მივადექი, სადაც მეჩხერად ელაგა მოდელები და აი მანდ მივხვდი რაც იყო საჭირო.

პრობლემა ნივთების დისტანციაში იყოს. ისე უნდა დამელაგებინა ყველაფერი რომ მოძრაობისას სულ გქონოდა ხედვის რადიუსის კიდეზე ახალი ნივთები და რომბისებურ grid ზე დავაწყე ხეები, კუნძები, ბალახების და ქვების გროვები და რო გავტესტე მივხვდი რომ ჭეშმარიტების გზას ვადექი.

ბოლოს კედლებზე და ბრტყელ სივრცეებზე გავიყვანე ხის ტოტები და ხის ფესვები და მაგათაც რომ გამოკვეთეს ფორმები გარემოსი უკვე ჯიგრული ლოკაცია გაეძრო.

ეს ყველაფერი 1 საათში მოხდა და რომ ავაწყეთ ლეველი გავუგზავნეთ პროექტი ლევანის საუნდისთვის. ბოლო ბილდის წინ რომ გავტესტეთ ყველაფერი აღმოვაჩინეთ რომ შედერის ბაგის გამო და ოკულუსის ეფექტის. ჩვენი სისტემა იყო რომ სონარი შენ ნაბიჯებით ასახავდა გარემოს, მცირე რადიუსზე გარემოს გამოყოფით.

გაირკვა რომ მცირე რადიუსით არ გამოდიოდა ერთი დიდი ტალღა უნდა გქექნა. ჩემი იდეალურად გაფორმებული გარემო კიდე ორიგინალ პატარა რადიუს მორგებული იყო. ძაან დაღლილი ვიყავი იმისთვის რომ გამტყდომოდა მაგრამ შრომას წყალში მაინც არ ჩამეყარა. დიდ რადიუსზეც ნორმალურად გამოიკვეთა მაინც გარემო და პატარა რადიუსზე გათვლილი ობიექტები გარემოს აღმქაში თუ აღარ გჭირდებოდა მახსოვრობისთვის ძაან გადგებოდა. კიდესთან ობიექტს იმახსოვრებდი და ყოველ წამს სენსორის სპამის გარეშე შეგეძლო გზის გაკვალვა.

თუ ითამაშებთ პირველი ლოკაცია შეადარეთ ბოლოს სადაც დრო არ გვეყო ლეველის სწორედ გასაყვანად და მიხვდებით განსხვავებას.

ძაან გაასწორა ჯემში მონაწილის სტატუსით ყოფნა და აწი უკვე ესეთ ევენტებს არ დავიზარებ ხოლმე.
ჩვენი თამაში აქ შეგილიათ ნახოთ: >>>

სხვა იდეებიც ნახეთ ქართულ გეიმ ჯამ საიტიდან. ზოგი ძაან საინტერესოა, განსაკუთრებით DooDat >>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1379
Contact:

Pitch Black

Unread post#2 » 26 Feb 2015 15:59

კეთილი იყოს, თემის დაბრუნება.

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Pitch Black

Unread post#3 » 26 Feb 2015 16:53

სტატია წავიკითხე და შევდივარ კიპერას განსაცდელში, მაგრად გიწვალიათ, მარა მთავარია რო ბოლოს კმაყოფილები დარჩით. თამაშის სამივე იდეა საინტერესოთ ჟღერს, მარა პილიგრიმის ვარიანტი ძალიან ატმოსფერული გამოდგა. ჩავრთე თუ არა იმ წამსვე რაღაც მისტიურ რეალობაში გავიჩითე, ეგრევე პილიგრიმის გასავლელი რიტუალი წარმომიდგა თვალწინ და მაგარი ატმოსფერო შეიქმნა სხვათაშორის (საღოლ). ერთადერთი რაც ტეხავს დიდიხანი არ მიყვება, ემჩნევა რო ბევრი კონტენტის აწყობა ვერ მოასწარით. აფსუსია ამ თამაშის მიტოვება, ჩემი აზრით დიდი პოტენციალიაქ იდეას.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Pitch Black

Unread post#4 » 26 Feb 2015 18:05

thx
გაგრძელებას ვფიქრობთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1379
Contact:

Pitch Black

Unread post#5 » 30 May 2015 17:10

ყველაფერი დასწრებაზე როგორაა...

https://www.kickstarter.com/projects/percep...-3?ref=category

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Pitch Black

Unread post#6 » 30 May 2015 18:34

გამიტყდა, დაკოპირებულია იდეა ერთი ერთში ))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Pitch Black

Unread post#7 » 30 May 2015 19:18

კი ტომმიმ მანახა ეს რამდენიმე დღის წინ მაგარი ვიკაიფე. ტაიმინგიც მაგარია იმენა წელს რო გამოდის.
პროსტა იდეა არ მომეწონა რეალიზაციის, აი ტყის იდეაზე რო დავწერე ზემოთ იმას გავს.
რიტუალის თემა უფრო საინტერესო გამოვიდოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Pitch Black

Unread post#8 » 30 May 2015 19:44

კი, კლიშე ნაგავია. გაუმარჯოს რიტუალს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Pitch Black

Unread post#9 » 05 Jun 2015 11:17

დეველოპერებმა კიკსტარტერში ნახეს თამაშის კონცეპტი რომელზეც ერთი წელი მუშაობდნენ.

ისე ტომის გაჩითული ინფო. ეს რო წავიკითხე წარმოვიდგინე ეხა ბლიზარდში რო მუშაობდნენ 7 წელი მაგ კონცეპტზე და დააკენსელეს :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Re: Pitch Black

Unread post#10 » 22 Feb 2016 17:42

ამ დემომ რამე პრიზი აიღო ?
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Re: Pitch Black

Unread post#11 » 22 Feb 2016 17:51

არა
Global game Jame-ზე არაა კონკურსი, მარტო სპეციფიური კონკურსებია მაგალითად ინტელი დააწესებს პრიზს და თემას თავისას, ნვიდია თავისას და ეგენი დავიკიდეთ ჩვენ. რაღაც სოციალური თემები იყო სულ უპატრონო ბავშვები თუ რაღაც ეგეთები მაგათი თემები იმ წელს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Workshop”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests