Artorias, პროექტი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
User avatar
Alucard
Posts: 435

Artorias

Unread post#1 » 01 Jun 2014 05:03

Artorias the Abysswalker

>>>

Cosplay

ესეიგი, რო გავიგე რო გეიმჯემი ტარდებოდა და კოსპლეი ივენთიც შეიტანეს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება ოღონ უბრალოდ გადავწყვიტე და შემდეგ დაახლოებით 3-4 დღეში შევუდექი უკვე საქმეს. საქმე აღმოჩნდა ძალიან რთული!!!! 10 დღე ძალიან სერიზოული მუშაობა მომიწია, ბოლო დღეებში განსაკუთრებით. ღამეები გავათენე გარაჟში რომ დროულად მომესწრო.

ყველაზე შრომატევადი დეტალი იყო ხელის მტევნები. რაოდენობრივად ბევრი დეტალისაგან შედგება და თან თითები უნდა მოძრაობდნენ. ყველა დეტალი რომ გამოვჭერი ლითონის ფირფიტისგან (ამჯერად სქელი ფირფიტა მქონდა. სადაც ვიყიდე 3 ნაირი იყო, და ყველაზე სქელი ავირჩიე რატო არ ვიცი )))) მერე ტყავის ხელთათმანზე ავკრიფე "ზაკლოპკებით"

>>> >>> >>> >>> >>> >>>

თავი იყო ყველაზე რთული ნაწილი მთლიანი არმორის, რადგან ამომრგვალებული ფორმის მიღება არ გამომდიოდა ჩემი ინსტრუმენტებით (ამას უკვე გრდემლი, ცეცხლი და მჭედლის ხელი ჭირდებოდა) გადავწყვიტე ნაწილებად ამეწყო, თავიდან გამოვჭერი ეს ნაწილი ცხვრიზე რაც გადმოდის და შემდეგ ავყევი, გადავამრგვალე, თმის დამჭერი და ყურები ცალკე დავამაგრე.

>>>

პულივიზატორით შევღებე და დამშლელით (რასტვარიწელით) გავაცალე ისევ საღებავი ისე რო ეს ტექსტურის პონტში ცოტა დარჩენილიყო.

>>>

ის დეტალები რაც ბოლოსკენ გავაკეთე Making of სურათები არ მაქვს, იმდენად ვჩქარობდი მოსწრებას ბოლო რომ უკვე აღარ მომაფიქრდა კადრზე აღბეჭვდა ))))))

ძირითად მასალად გამოვიყენე ლითონის თხელი ფირფიტა და შემდეგ როგორც სურათებში ხედავთ ტანსაცმელზე/ფეხსაცმელზე/ხელთატმანებზე ავკრიფე

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Artorias Cosplay

Unread post#2 » 01 Jun 2014 06:18

საღოლ, მაგრად გიშრომია და საკაიფოც გამოვიდა ეტყობა ))

ხალხში რა რეაქცია იყო?
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Artorias Cosplay

Unread post#3 » 01 Jun 2014 11:47

ხალხი ძალიან მაგრად შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა პერსონაჟი, მაინც მაგრად დაევასა ყველას იმიტომ რომ ყველაზე ბედეს ვიდზე იდგა აბჯარი \o/

თუმცა გვერდზე რამდენიმე ტიპი იდგა და ისე გაუხარდათ არტორიასის გამოჩენა მონასტერში მიდიან ბერად უნდა აღიკვეცონ მგონი )))
I won't miss.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Artorias Cosplay

Unread post#4 » 01 Jun 2014 12:23

ვინმე უცხოს რომ გაეძრო ეს ქოსფლეი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. :დ

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Artorias Cosplay

Unread post#5 » 01 Jun 2014 15:51

ვა.. ვა.. დღეს ვეცდები წამოვიდე :))))))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Artorias Cosplay

Unread post#6 » 01 Jun 2014 23:25

ძაან მაგარი cosplay იყო, საღოლ იმენა.

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


cron