არის სიქველი პირველი ფილმის, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ფილმის მოქმედება წინა სერიის მსგავსად ხდება თბილისში, მაგრამ აქ თავს იყრის უამრავი პერსონაჟი ჩვენთვის ცნობილი ფილმებიდან, თამაშებიდან თუ ანიმეებიდან. ფილმის ბიუჯეტი წინას 100-ჯერ აღემატება და ძირითადი მიზანი იყო VFX-ის გაუმჯობესება.
ფილმის ჩვენება იგეგმება 15 მარტს, დახურულ კარს მიღმა ღია ცის ქვეშ. ეს არის ექსკლუზიური პრე-მსოფლიო პრემიერა სადაც მხოლოდ მსახიობები იქნებიან მოწვეულნი. ასევე დასწრების უფლება აქვს Gameover.ge-ს ნებისმიერ მემბერს. (დიდ მადლობას ვუხდით ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ასევე ჩემძმა ლევანს, პოსტერის დამზადებისთვის)
(Riddick) დეტალები წამოსვლის მსურველებისთვის:
საღამოს ხუთ საათზე ვიკრიბებით ალექსანდროვის ბაღში მდებარე ყვითელი ავტობუსების გაჩერებაზე. იქვე ვყიდულობთ სამწვადეს, სხვა დანარჩენ, პრეზენტაციისთვის საჭირო სანოვაგეს და ყვითელი ავტობუსით მივემართებით კოჯორში. გზას უნდა სადღაც 20 30 წუთი, ავალთ, ვიპოვით კარგ ადგილს (ბუნების წიაღში, ხალხის გარეშე), დავანთებთ ცეცხლს და შემდეგ უკვე სადღაც 11.30 იგივე ტიპის ავტობუსს გამოყვებით დავბრუნდებით უკან.
დამატებითი:
1. მსმელი სტუმრებისთვის წამოვიღებ სადღაც 4 ლიტრა ღვინოს, მეტის თრევა მეზარება, ამიტო თუ ცოტა გეჩვენებათ შეგიძლიათ დამატებით წამოიღოთ რამე (მარა არამგონია რო დაგვჭირდეს).
2. ვინმემ უნდა წამოიღოს რამდენიმე შამფური, ძაან ტასკაა ტყეში ღამე ტოტების თლა და თუ გაქვთ არ დაგეზაროთ (ერთი 3-4 ცალი).
3. მე წამოვიღებ ერთ პარალონს, მარა თუ გაქვთ თქვენც გამოაყოლეთ.
4. ჩაიცვით, ან წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი.
5. ვინც ნამდვილად წამოხვათ დაწერეთ, რომ ვიცოდეთ ვინები ვიქნებით, ვის დაველოდოთ და ვის არა.
Heaven or Heaven 2