სასწავლო რესურსები თამაშების შექმნის შესახებ, სპეც სტატია

General Topics / Your Projects / Tutorials / Soft /
User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები თამაშების შექმნის შესახებ

Unread post#1 » 18 Dec 2013 09:32

ბევრი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით დღეს, რაც თამაშების შესაქმნელად ან ზოგადი ინტერესის და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან დიდი პლუსია. მაღლივების და სკოლებისგან განსხვავებით ფორმატიც ხშირად საინტერესო და ინფორმატიულია.

შეიძლება ტექნიკური საკითხების სწავლა: პროგრამირება, 3დ მოდელინგი, სერვერები. მაგრამ ალბათ უფრო საინტერესოა რომ სხვა სფეროებშიც შეიძლება ცოდნის გაღრმავება და იდეების და კრეატიული მოტივაციის პოვნა. მაგალითად თუ თამაშების გეიმდიზაინი და სთორის წერის სურვილი გაქვთ სიუჟეტის, პერსონაჟების შექმნის შესახებ ლექციები ასევე ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორია თუ კონკრეტული სტილისტიკა, კულტურა ან მითოლოგია გიტაცებთ და მასზე გინდათ დააფუძვნოთ თქვენი სთორიები.

რეჟისურა, განათება, კამერებთან მუშაობა, კომპოზიცია რომ ვისუალურად სწორედ გადმოსცეთ თქვენი ჩანაფიქრი.

ლეველ დიზაინი თუ გიტაცებთ არქიტექტურული სტილების გაცნობა ძალიან დიდი პლუსია. რეალურად ბევრი ძალიან საინტერესო რესურსი და თემა არსებობს და ძალიან ბევრი რამე სახლიდან გაუსვლელად და უფასოდ ხელმისაწვდომია.

ეს ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენოს რომ აზრი არ აქ დაწყებას, შენი დრო გავიდა და ა.შ. რეალურად ასე არ არის, ცოდნა არ არის რაღაც RPG-ის ლეველებით ზომვადი ერთეული, ყველაფერი რაც იცი გეხმარება და შეგიძლია გამოიყენო საქმეში. ბაზისების ცოდნაც კი ხშირად ძალიან გეხმარება და ათმაგად აუმჯობესებს შენი ნამუშევრის ხარისხს, რაც მეტი რამ იცი და რაც მეტ ახალს ნახავ ჰორიზონტი გეხსნება და უფრო მდიდარი სორსი გაქ სამუშაოდ. ასევე ტექნოლოგია ძალიან მარტივდა და კიდევ უფრო გამარტივების გზას ადგას და ამ პატარა ცოდნითაც უკვე ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლია დღეს ვიდრე 10 წლის წინ შეგეძლო. 9gag, facebook და მთელი ეს დროის გაყვანის ყოველდღიური რუტინა თუ ამოგივიდათ ყელში გირჩევთ რამე საინტერესო სცადოთ, 1~2 საათით ჩაჯდომა საკმარისია რომ მუღამზე მოხვიდე.

ამ თემაში მოვაგროვოთ "გატესტილი" რესურსები და საინტერესო პერსპექტიული რესურსები. მე ძირითადათ ინგლისური რესურსები ვიცი, მაგრამ რუსულად თუ დაგაინტერესათ რამემ მაგის პოვნაც შეიძლება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#2 » 18 Dec 2013 09:39

ონლაინ უნივერსიტეტები ძალიან ბევრია მე პირადად მქონია შეხება ამათთან.

უბრალოდ რეგისტრირდები, უყურებ თემებს არჩევ საინტერესოს და უყურებ ვიდეოებს. ძველი კურსები არქივშია და არის კიდე მიმდინარე კურსები. მანდ შეგიძლია ყოველკვირეული დავალება შეასრულო და მერე ქულებს გიწერენ და სერტიფიქატს გაძლევენ.
https://iversity.org
https://www.coursera.org/

აქ არქივებია
http://oyc.yale.edu/

Khan Academy ერთერთი პირველი საიტია უფასო ონლაინ ცოდნის და ეხა მაგარ საკაიფო რაღაცად იქცა, არის ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, ვიდეობი, ინტერაქტიული გაკვეთილები და მთელი სისტემაა ქულებით, აჩივმენტებით და ა.შ გეიმერებს გაუსწორდებათ.
https://www.khanacademy.org/

მოგვიანებით თემაბის მიხედვით რაც მინახავს და მომეწონა ჩამოვწერ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#3 » 18 Dec 2013 11:02

მშვენიერი თემაა ^^
ლინკებისთვის მადლობა
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#4 » 18 Dec 2013 13:08

NP

სიუჟეტი/სთორი თელინგი
Character Development & Storytelling For Games (2004) - ძაან მაგარი წიგნია, ზოგადად სთორის სტრუქტურას განიხილავს, კაი რჩევებს გაძლევს ყურადღება რას მიაქცია, თამაშების კონტექსტში სთორის წერას ეხება და რაც მთავარია მაგარ მუღამს გიჩენს რომ შენ სთორის წერა დაიწყო.

The Future of Storytelling - კაი კურსია ეხა მიდის, ზოგადად სთორის წერა, თანამედროვე სთორითელინგი და ა.შ. პატარა ვიდეოებად არის დაყოფილი და მარტივი საყურებელია.

The Language of Hollywood: Storytelling, Sound, and Color - ჯერ არ მინახავს და რიგში მაქ საინტერესო უნდა იყოს.

Games
Gamification - კურსი ეხება გეიმიფიკაციას, ანუ თამაშების სტრუქტურა როგორ გამოიყენო რეალური სამყაროს სიტუაციების გასახალისებლად. ვთქვათ სწავლა, ბიზნესი და ა.შ. მაგრამ ძაან კაი რჩევებია გეიმ დიზაინზეც.

ფსიქოლოგია
Yale Introduction To phychology - ეს ასევე რამე Apple დევაისი თუ გავთ ItunesU დაქაჩეთ და იქაც არის. მაგარი გამისწორდა მე საინტერესოდ იყო გადმოცემული.

English
Grammar - რაღაცეები სულ მერევა ხოლმე ინგლისურში, გრამატიკული პატარა შეცდომები და ეს ინტერაქტიული გაკვეთილი გამისწორდა. რაღაც წესს სწავლობ მერე უნდა შეავსო სწორედ და გამახსოვრდება სწორი ფორმატი.

Programming
C# Yellow Book - შედარებით დაბალანსებული წიგნი გადმოცემის ხარისხით, ინფორმაციის ხარისხით და ზომის სიმცირით. უფრო დეტალური თუ გინდათ C# for dummies
Tutorial Point - საიტია სადაც ზედმეტი ტექსტების გარეშე არის გადმოცემული მაგალითები, ანუ რამეს რო წაიკითხავ წიგნში ზოგჯერ არ არის სუფთა მაგალითები როგორ გამოიყენება და ახალი საკითხის გაცნობის შემდეგ აქ ნახავ მოკლედ მაგალითს და უფრო გამახსოვრდება.
Unity3D Programming - იდეაში უნითიზეა ორიენტირებული მარა ძაან საკაიფო ვიდეო ტუტორიალებია, ძაან ადვილ მაგალითებზე ახსნილი რთული კონცეპტები.

ამ სამი რესურსით 2 კვირაში ამოვქაჩე C# იმ დონეზე რომ კონტროლერი დამეწერა თამაშისთვის.

Level Design
World of level design - ძაან მაგარი სტატიები და რჩევები ლეველ დიზაინზე.
კიდე იყო სოციალურ ფსიქოლოგიაზე, ბიზნესზე რამდენიმე მარა დახურული დამხვდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#5 » 18 Dec 2013 23:38

ძაან საინტერესოდ ჟღერს, ჩაუჯდები რაღაცეებს.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#6 » 21 Dec 2013 18:00

მაინტერესებს ავტორეგენირებადი ლეველების შექმნა როგორ ხდება, ძალიან მარტივ დონეზე. ხო არიცით სად შეილება მსგავსი მასალის მოძიება (ხარისხიანის).
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#7 » 22 Dec 2013 00:16

riddick wrote:მაინტერესებს ავტორეგენირებადი ლეველების შექმნა როგორ ხდება, ძალიან მარტივ დონეზე. ხო არიცით სად შეილება მსგავსი მასალის მოძიება (ხარისხიანის).


საინტერესო თემაა
ზოგადად ტექნიკურ ტერმინი (search-ის გაადვილებისთვის) მაგისი "პროცედურულად გენერირებადი კონტენტია" (Procedural content generation )

სირთულე მასეთი სამუშაოს იცვლება იმის მიხედვით 2D არის თუ 3D, მზა არტის კომბინირებას ახდენს თუ მაინკრაფტის ან ვოქსელების (ორგანული შესახედაობის მაინკრაფტი http://www.youtube.com/watch?v=KSQo9lZUkvA) სტილის გენერაციას ახდენს.

ძაან მარტივად რომ ვთქვათ როგორ რაღაცას აკეთებს, წარმოიდგინე მაღალი თოვლით დაფარული სტადიონი. და შიგნით შერბის რამდენიმე ადამიანი და გზას იკვალავს, ჯერ როგორც გრუპა მერე იშლებიან გზადაგზა, უერთდებიან ერთმანეთს და ა.შ რო შეხედო მათ გათელი გზას თოვლში, გზების ფორმა შეგიძლია წარმოიდგინო როგორც ლეველის კორიდორები. შეერთების ადგილზე კარებები.

მსგავს კონცეპციაზე იწყობა უმეტესი ალგორითმები კონტენტის გენერაციის. იქმნება განსაზღვრული ზომების ბადე (როგორც კრესტიკ, ნოლიკი), მაგის მიხედვით კოორდინათტა სისტემა დგება (მათემატიკაში X,Y,Z კოორდინათტა სისტემა როა) და საწყისი წერტილიდან მიუყვება გენერაცია რაღაც ალგორითმით.

>>>

ნუბური ახსნაა მაგრამ მე პირადად მეხმარება ხოლმე ზოგადი გამარტივებული სურათი რო ვიცოდე მანამ დეტალებს ჩავუჯდები.

რესურსების მხრივ სამწუხაროდ არ მაქ გავლილი დატესტილი ტუტორიალი მაგრამ რამდენიმე საინტერესო სორსი ვიპოვე.

ვიკი ამ თემის გარშემო, ნაკრები ტუტორიალებით და სტატიებით

ტუტორიალი 2D პროცედურული თამაშის გენერაციის თეორიაზე

ალგორითმები ურჩიეს მასტს მაგ კითხვა რო ქონდა

Unity-ის პროექტი რანდომულად გენერირებული ლეველით

Runner -ტიპის ტუტორიალი

არა-ტექნიკურ სტატია, დიზაინის და დაგეგმარების მხრივ რჩევები
მეორე მსგავსი სტატია

კიდევ თუ ვიპოვე რამე, ჩავაგდებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#8 » 22 Dec 2013 01:23

გაიხარე. ნუ თეორიულად მეც რაღაც მსგავსი წარმომედგინა, ანუ იწყობა პატარა კუბიკები და მერე იკვრება რაღაც გარკვეული თანდმიმდევრობით. დაჟე ამ "კუბიკების" ზომებიც შემიმჩნევია ზოგ თამაშში რო სხვადასხვაა. ანუ ერთი რაღაც გარკვეულ მთლიან ლოკაციას დებს და მერე უფრო პატარა ავტო რეგენირებადი ვეშებით ივსება თითქოს. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო თემაა (ალბათ უთითებენ თითონ კუბიკების სახეობებსაც და მათ მოცემულ ლოკაციაზე დარეგენერირების რაოდენობასაც). მე უფრო 2D სტილი მაინტერესებს და კაი რაღაცეები დადე.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#9 » 23 Dec 2013 15:56

ძალიან საინტერესო წიგნი დამიშეარეს ამას წინათ
The Visual Story - არის პრაქტიკულ დონეზე ახსნილი ვისუალური გადმოცემის და სიმბოლიზმის დატვირთვა. როგორ გამოიყენო სივრცე, ფერები, ტონი, მოძრაობა კონრეტული ემოციის გამოსაწვევად და როგორ გაამყარო სიუჟეტური დატვირთვა ქვეცნობიერად აღქმადი სიმბოლური დატვირთვებით.

ეს თუ დაამუღამე კაცმა ინდიში მითუმეტეს ძაან დიდი უპირატესობა გექნება, Jorney-ის ნაირი experience-ის შექმნას შეძლებ გააზრებულად თუ შთაგონებამ ხელი შეგიწყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#10 » 01 Jan 2014 10:30

ძაან კარგია ასეთი ლინკები რო დაიდო.
რამდენჯერმე ვცადე დაწყება სწავლის ჩემით პროგრამირების (გეიმმეიკერი და სტაფ კი კაია, მარა ცოტა უფრო სერიოზულად მინდა მივხედო), მარა შორს ვერ ვქაჩავ, ისევ და ისევ ინფორმაციის უკმარისობის გამო (21 საუკუნეში ეს სასაცილოდ ჯგერს).
ახალი წელი დადგა და მინდა მართლაც სერიოზულად შევუდგე და ნუ ძირითადი არა და ჰობის პონტში სტატუსი მაინც რო მივცე ამ საქმიანობას.
რამდენიმე კითხვას დავსვავ და თუ შეგიძლიათ რო მიპასუხოთ ფრიად მოხარული ვიქნები ; )

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#11 » 01 Jan 2014 10:43

Ask Away :D
ზუსტად პროგრამირებას ვსწავლობდი ბოლო თვეა Unity-ისთვის C Sharp, ჩემთვის რამ იმუშავა რამ არა შემილია გითხრა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#12 » 01 Jan 2014 11:09

კონკრეტულად ამ საკითხებს შეიძLება არც შევეხო, უფრო ზოგადი კითხვები მაქ ;დ ;ს
1.რომელი ენის შესწავლა ღირს იმ თვალსაზრისით რო მეტად უნივერსალური იყოს, ძაან რთულიც რო არ იყოს, თან ამავდროულად გათვლა იდეაში მაქ უფრო პატარა იგრებზე რა, ინდისტაფ კაროჩ.
2.დრო.რამდენი ხანი დამჭირდება ? (ცუდი შეკითხვაა, მარა ისეთ ვარიანტს ვიღებ რო გამოვა და რამე, ხოდა რა დროში შევძლებ იგივე რაიმე ჩემის გაკეთებას ?)
3.პროგრამირებას რო თავი დავანებოთ, რამდენად შესწავლილი უნდა მქონდეს სხვა მხარეები გეიმმეიკინგის ? ანუ იგივე ვიზუალი და აუდიო მხარე...
ცოტა ცუდ შეკითხვებს ვსვავ მარა რადგანაც ვიცი რო პრიადი გამოცდილება გაგაჩNიათ აქ, ტქვენი ჯგუფიც გყავთ, აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ პერსონალურ იქსპირენს ველოდები რა, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო...

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#13 » 01 Jan 2014 12:05

1. C Sharp იგივე C #, ეს რო გეცოდინება მერე სინტაქსის და რამდენიმე თავისებურების ამბავია სხვა ენებზე გადასვლა.
2. მსგავსი არაფერი თუ არ გიქნია ალბათ 2 თვე. კვირაში 3 დღე - დღეში 3~4 საათი რო დაუთმო თეორიას და პარალელურად რამე აკეთო ნელნელა რომ აითვისო და ის თეორია არ მიგავიწყდეს რამდენიმე თვეში.
3. ყველაფერი, ხაზს გავუსმევ ყველაფერი და კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს და თან Bold-ს გავხდი - ყველაფერი გეხმარება ან რაღაც მომენტში დაგეხმარება რომ უკეთესი თამაში შექმნა. პროგრამირება იქნება, 3d თუ ახალ ზელანდიელ ტომთა ადათ წესების ცოდნა. რაც მეტი გეცოდინება და რაც უფრო გააზრებულად და კარგად მით მეტი ოპციები გაგეხსნება იმის მიმართ რისი კეთება შეგიძლია კარგად. მაგრამ სადმე უნდა დაიწყო და პროგრამირების ცოდნა მოგცემს საშუალებას რომ ფუნქციურად აამუშავო თამაში და სულ მზა სალუშენებზე არ იყო დამოკიდებული. სხვა დანარჩენი რაც არ იცი მოგიწევს რამენაირად შეავსო. შეიძლება ვინმესთან ერთად team შექმნა და გაიყოთ სამუშაო, შეიძლება იყიდო ან უფასო ვერსია გამოიყენო იმის რასაც შენით ვერ ქმნი ჯერ. მაგალითად მთელი ფენტეზი ქალაქის ყიდვა შეიძლება 75$ თავის ყველაფერით ისე რომ Brothers A tale of two sons-ს არ ჩამოუვარდება გრაფიკით. მუსიკის გადმოწერა უფასოდ შეიძლება და ა.შ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#14 » 01 Jan 2014 12:26

1. ენაზე იმიტო ვიკითხე რო სჰარპიც ვნახე, ზოგა სულაც ++ით დაიწყეო, ზოგმაც ვაბსჰე ჯავა და ლუა/პიტონი მირჩიეს (და ყველაეფრთან ერთად, არცერთი ამათგანი ცმდარი არ იყო ეხა ბოლომდე)
და უბრალოდ სიმარტივე+შესაძლებლობების პონტში ენა ვიკითხე
2.ეს უბრალოდ რამე აი სიტყვაზე 2დ პლატფორმერის პონტში რო გავაკეთო უბრალდო ისარულით და ხტუნაობით, 1-2 საათი მაქს რო დამაკავებს ხო ?
3.ხო, ეს გასაგებია.ყიდვას და რაღაც ჯერ ალბათ მოვერიდები, ხალხიც არ მყავს ჯერ მსურველები კი არიან, მარა ისეთები ვინც იცის და გააკეთებს აშკარად ნაკლებად, სო პირველ ჯერზე აშკარად ლოუნლი ვულფობა მომიწევს :ს

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#15 » 01 Jan 2014 12:36

1. კი C#
2. აი გააჩნია ენჯინს, Construct/Game Maker-ში კი. Unity-ში შეიძლება მზა სკირპტი დაადო ან მარტივი რამე გაარჩიო და ტექნიკურად აამუშავო მაგრამ კლასები და ობიექტები რა არის თუ არ გესმის დაიტანჯები.
აი ისეთი რამეა, რო გგონია რომ ლოგიკას დაუმუღამე, შეცვლი რამეს და მიიღებ ბაგს. რამდენიმე ფუნდამენტალური არაინტუიტიური მომენტია რომლის არ ცოდნაც მცდარ ლოგიკურ დასკვნამდე მიგიყვანს და შენი მოდიფიკაციის დაწერა გაგიჭირდება. თორე მზა სკრიპტი თუ გინდა სწრაფად მიიღო პროტოტიპი : http://wiki.unity3d.com/index.php/Scripts რამდენიც გინდა და როგორნაირიც. კლასს, ობიექტს, ცვლადის scope-ს რო გაარჩევ მარტივად წავა ყველაფერი უკვე.
3. შეგილია მიაპირატო სატესტოდ რამე პოპულარული გარემოს პაკი და პროტოტიპი შიგნით ააწყო კუბიკები თუ დაგღლის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#16 » 01 Jan 2014 12:45

1.ოკ, მადლობთ, მაგის წიგნები მაქ რაღაც გადმოწერილი და ტუტებიც ვნახე.
2.მაგ მხრივაც ვიკითხავ რაღაცას მაშინ.ენჯინის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქ და ისევ უნიტი სჯობს ხო მაგ მხრივ ? და სავარაუდოდ, უფასო ევრსიაც კი საკმარისი იქნება ხო ზოგადად პირველადი (და დაჯე შემდგომი) მიზნებისთვის.
სხვა ენჯინებიც ვნახე, ნაკლებად ცნობილი მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი + თამაშებიც დავტესტე სადაც ეს ენჯინები იქნა გამოყენებული, მაგრამ რავი, ენის ბაზარიც არი რა, ზოგი რაზეა შექმნილი და ზოგიც რაზე.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#17 » 01 Jan 2014 12:54

კი ინდისთვის Unity საუკეთესო ვარიანტია როგორც ზოგადი არჩევანი. მარტივია, სწრაფი და მოსახერხებელი სამუშაოდ, ტონა თამაშებია გამოშვებული, კაი ტუტორიალები აქ, კაი community-ები აქ (ოფიციალური ფორუმის გარეთ). მულტიპლატფორმულია, ძაან კაი ასეტების მაღაზია აქ სადაც 500$ -ად 50კაციანი თიმის 1 წლის მუშაობის ტოლფასი მასალა შეგიძლია იყიდო.

მარა სხვებიც არის, HTML 5, IOS, Android სხვადასხვა ენჯინები სხვადასხვა დატვირთვით.
UDK, CryEngine 3. კაი პროგრამისტი თუ ხარ ან Dear Esther ის კლონი გინდა იდეალურია. ნავიჩოკს მაგარი დაჩაგრავს ორივე ))

შივა, გარაჟი, კვესტი და სხვა ენჯინებს უნდა მოერიდო ჭირივით. პროსტა შენ მიზნებსაც რომ ერგებოდეს ჰიპსტერის პონტში იქნები. სხვა არავინ იყენებს და ვერც team-ს ვერ იპოვი, არც API-ები იქნება მზა, ვერც დაგეხმარება ვინმე წესივრად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#18 » 02 Jan 2014 18:02

და ეს უნიტი სიშარპზეა თუ სხვა რამე თავისი ენა აქ ??

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#19 » 02 Jan 2014 18:49

C# / Javascript

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

სასწავლო რესურსები

Unread post#20 » 03 Jan 2014 09:28

მადლობა

Return to “Your Workshop”



Who is online

Users browsing this forum: Riddick and 2 guests