როგორც Batman Year One-ზე, Dark Knight Returns-ზეც გადაიღეს ანიმაციური ფილმი. გუშინ ვუყურე და მომეწონა, გრაფიკული ნოველის კარგი ადაპტაციაა. ერთი რაც დამაკლდა გრაფიკული ნოველისგან განსხვავებით ეს იყო პერსონაჟის შეხედულებები ზოგადად ქალაქზე, პერსონაჟებზე და ბრძოლის დროს აზროვნება.. მხატვრული თხრობა აკლდა მარა მაინც კარგია ვისაც წაკითხვა ეზარება. 1986 ფრენკ მილერმა დაწერა Dark Knight Returns, რითაც ბნელი შტრიხები შეიტანა მთლიანად Batman-ის კომიქსებში, ამას მოჰყვა Batman Year One რითაც ახალი სერიების დაწყება მოხდა. მართალი DKR არ არის canonical სერია და DC-მ სულ სვანაირად გააგრძელა პერსონაჟის ისტორია მაგრამ მისი სთორი მაინც ერთერთ საუკეთესოდ ითვლება. სიუჟეტი მეორე რობინის Jason Todd-ის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება (მესამე რობინი Tim Drake არ არის ნახსენები), ბრიუს უეინი აღარ არის Batman, გორდონი პოლიციის დატოვებას აპირებს, ხოლო გოთემში კრიმინალური ბანდა სახელად Mutants გამოჩნდა. ამასთან ერთად ბრიუს უეინის დაფინანსებით ჰარვი დენტის სახის აღდგენა ხერხდება, პარალიზებული ჯოკერი კი Arkham Asylum-შია მოთავსებული.
Batman Year One და Dark Knight Returns საუკეთესო გრაფიკული ნოველებია Batman-ზე Arkham Asylum-თან, Killing Joke-თან, Long Halloween-თან და Dark Victory-სთან ერთად. ეს არის გრაფიკული ნოველები რომლებიც დგას ცნობილი Watchmen-ის V for Vendetta-ს, Sandman-ის და მსგავსი აღიარებული გრაფიკული ნოველების გვერდით, ანუ ინდუსტრიაში ერთერთი საუკეთესოებია.
კრისტოფერ ნოლანისთვის ეს სერიები უმთავრესი შთაგონების წყარო იყო (ამათ გარდა Knightfall და Prey)
>>>
Dark Knight Returns Part 1
Dark Knight Returns Part 1 RUS
Dark Knight Returns Part 2
Dark Knight Returns Part 2 RUS