Geo Police, პროექტი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
Riddick
Posts: 11700

Geo Police

Unread post#1 » 28 Oct 2011 04:57

2010 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო მორიგი ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება. დაკომპლექტდა საპროექტო ჯგუფი და დაიწყო პირველი ქართული თამაშის შექმნის პროექტი.

თამაშის პროექტის გუნდმა თავიდან მოიძია და შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები. ახალბედა და დამწყებმა სპეციალისტებმა აითვისეს კომპიუტერული თამაშების გრაფიკისა და პროგამული კოდის თავისებურებები. შემუშავდა თამაშის კონცეპტ დოკუმენტი სადაც აღიწერა როგორი უნდა ყოფილიყო თამაში ზოგადად და მისი ცალკეული გმირები - პოზიტიური გმირები, მტრის პერსონაჟები, სათამაშო გარემო, რა გარემოში აღმოჩნდებოდა მოთამაშე და ა.შ.

პარალელურად ჩატარდა სამუშაოები ანიმაციის შესწავლისა და დახვეწის მიმართულებით, პირველი ამოცანა, რომელიც სამუშაო გუნდის წინაშე იდგა, ეს იყო მაქსიმალურად ახლოს მიეყვანათ მოთამაშე საბრძოლო რეჟიმთან, რათა შეეგრძნო სათამაშო გარემო, იარაღი, მოწინააღმდეგეები და სხვა დეტალები. ყოველივე ამაში დიდი დახმარება გაწია პოლიციის აკადემიამ და მისმა ინსტრუქტორება, რომლებმაც მოკლე დროში, დეტალურად აუხსნეს და შეასწავლეს პროექტის გუნდს პატრულის უნარჩვევები და ქცევის ელემენტები.

ანიმაცია ამ დროისათვის ხელითაა გაკეთებული, რამაც საკმაოდ დიდი დრო დაიკავა. დღეისათვის უკვე არსებობს თანამედროვე სტანდარტების ე.წ. „მოუშენ ქეფჩერის" აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა მცირე დროში მაღალი ხარისხის ანიმაციის შესაქმნელად, ეს იქნება უზარმაზარი ნახტომი დროის დაზოგვისა და ხარისხის ზრდის მიმართულებით. თამაშში გაჩნდებიან აგრეთვე რეალური, ცნობადი პერსონაჟები და სათამაშო ადგილები (ლოკაციები).


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Geo Police

Unread post#2 » 28 Oct 2011 08:32

მესამემდეც გვაცალეთ >>>
თ**ლი იქნება (hopefully)

ლიკა(ბავში) კი კარგი გამოვიდა ^_^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Disturbed
Posts: 192

Geo Police

Unread post#3 » 28 Oct 2011 09:40

ამას სერიოზულად იძახი თუ ღადაობ?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Geo Police

Unread post#4 » 28 Oct 2011 11:40

Disturbed wrote:სერიოზულად
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11700

Geo Police

Unread post#5 » 28 Oct 2011 14:01

ბიჯო რავი ჩვენთან არიყო თემა და გადავწყვიტე გამეხსნა. წინასთან შედარებით აშკარად უკეთესია და იმედია საკაიფო გამოგივათ ყველა თავი. ისე რამდენ თავს აკეთებთ, ან რამხელები იქნება?

P.S. ქალი ჰევირეინის მთავარ პესონაჟს გავს ზურგიდან
P.S.2 ოფიციალური პოსტერი უკეთესი ვერ გააკეთეთ? თახვებს გვანან ტიპები )))

>>>

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Geo Police

Unread post#6 » 28 Oct 2011 14:46

კი კარგია, გამიხარდა. ამის გამოშვება უკვე არ მიტყდება, არ მეამაყება მაგრამ დეველოპერის თვალიდან რომ ვუყურებ retrospect მხრივ, რა გამოცდილება და რამდენი ახალი აუთვისებელი ტექნოლოგია(motion capture თუნდაც) ,დროის სიმცირე და პრობლემები, ძალიან დადებითი შედეგია როგორც პროექტი, თუ არა როგორც თამაში. ბევრი რამე ვისწავლეთ, მთავარია გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ახალი რამის დაგეგმაში და გაკეთებაში.

1 წელიწადში 30 კაცი პირველად აკეთებს თამაშს, Shooter+Adventure.

ტურები 20~30 mins, რამდენი არ ვიცი

ჩვენ არ გვიქნია ეგ პოსტერი :D არც შ.ს.ს
მგონი ვიღაცამ დადო თამაში საიტზე და პირველი ტურის პოსტერის პონტია. რეპორტაჟში ჩანს მგონი ოფიციალური პოსტერები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Alucard
Posts: 435

Geo Police

Unread post#7 » 28 Oct 2011 18:14

მე ძალიან მისწორდება ჩვეთან რო რაღაც კეთდება იქნება ესე კეთებით ჩაედოს საფუძველი გეიმ დეველოპმენტს საქართველოში და სხვათაშორის ძალიან ნიჭიერი ხალხი ტყვილა იკარგება არ არსებული პირობების გამო. წინ გადადგმული ნაბიჯია თან სერიოზული.

თამაშს რაც შეეხება რაღაც საკაიფო ელემენტები დავწვი მარა ზოგადად იდეიის მუღამში ვერ შევდივარ. ნუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც უსწორდებოდა ის მოითხოვა და გააკეთეს.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Geo Police

Unread post#8 » 29 Oct 2011 01:07

სკრინები "Easter Egg" level -იდან :D aka what we would rather do

1 2 3
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

assassin199127
Posts: 80

Geo Police

Unread post#9 » 29 Oct 2011 01:20

რანაირადაც ცუდი არ უნდა გამოვიდეს მე მაინც მახარებს ის ფაქტი რომ ქვეყანაში ამ მხრივ რაღაცა მაინც კეთდება... იმედია ეს ინდუსტრია საქართველოში წარმატებას მოიპოვებს. და ასევე იმედია შ.ს.ს. მალე სათანადოდ მიხედავს პირატული პროგრამების პრობლემას რაც პირველი მიზეზია საქართველოში ყოველგვარი კომპიუტერული პროდუქციის შექმნის შანსის არარსებობის.

Riddick
Posts: 11700

Geo Police

Unread post#10 » 29 Oct 2011 09:55

hellwalker
Easter Egg - ინდიანა ჯონსიდანაა ? )))

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Geo Police

Unread post#11 » 29 Oct 2011 15:12

ქამშუთა თამაშია
smothered in the crib

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 34 guests


cron