Unread post#145 » 01 Aug 2012 09:24
შემოდგომაზე F2P-ზე გადადისო. თავიდანვე რომ მიეღოთ ეგ გადაწყვეტილება, ბევრად კომერციულად წარმატებული პროექტი იქნებოდა. აეღოთ GW2 ის ვარიანტი მაგალითად. თავიდან გიწევს ყიდვა, მაგრამ შემდეგ უფასოა. ფულზე ყიდიან შემდეგ სკინებს, xp ბუსტებს და ა.შ. როგორც ლოლში (ფაქტიურად ზუსტად ისეა, როგორც ლოლში), არანაირი აითემი, რომელიც მოთამაშეს უპირატესობას მიანიჭებს პვპ-ში,ან პვეში, არ არის( ნუ xp ბუსტს არ ვთვლი აქ, მაინც 1 თვეში ახვალ მაქსიმალურ ლეველზე)
ეხლა ესენი დანერგავენ შეზღუდულ მოდელს(რაც ნუ მთლად ცუდიც არაა, ფაქტია ბევრი დაუბრუნდება ამ თამაშს f2p-ის შემდეგ) და საერთოდ ჯამში, მაინც ბევრად ნაკლებ ფულს გააკეთებენ, ვიდრე GW2 თავისი შეუზღუდავი B2P ვარიანტით.