Star Wars:the Old Republic, PC | პრევიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Joker
Posts: 2

Star Wars:the Old Republic

Unread post#1 » 25 Mar 2010 20:40

>>>

  • Published by: LucasArts / BioWare
  • Developed by: BioWare Austin
  • Release Date: Spring 2011
  • Genre: MMORPG
Description
Star Wars: The Old Republic–ში მოქმედება ვითარდება Kotor-ის მოვლენებიდან 300 წლის შემდეგ. აქ მოთამაშეები შეუერთდებიან ნაცნობი კონფლიქტის ორივე მხარეს რესბუბლიკას და იმპერიას.
ამ ეპიკურ მმო–ში მოთამაშეები გამოიკვლევენ გალაქტიკას, როგორიც იყო ის Darth Vader–ის გამოჩენამდე ათასობით წლით ადრე. მათ შეეძლებათ ითამაშონ როგორც ჯედაით და სითხით, ასევე კლასიკური სტარ ვარსის სხვა პროფესიებით. თითოეულ პროფესიას ექნება თავისი არასწორხაზოვანი ღრმა და დეტალური სიუჟეტით გაჯერებული კამპანია, რომლის განმავლობაში მოთამაშეებს მრავალი რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ და შეიძენენ თანამებრძოლებს რომლებიც მზად იქნებიან მისთვის თავი გაწირონ ან პირველივე ხელსაყრელ მომენტში უღალატონ, მოთამაშის ქმედებიდან და მათდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ასევე შესაძლებელი იქნება კამპანიის მეგობრებთან ერთად გავლა.

>>>

ALLEGIANCES
The Galactic Republic
ESTABLISHED:21,400 BTC
A BRIGHT LIGHT IN THE DARKNESS...


ოცი ათას წელიწადზე მეტია, რესპუბლიკა ცივილიზაციის და განვითარების ყველაზე დიდი კერა იყო. მართული გალაქტიკური სენატით, რომელიც ასობით მზის სისტემის და პლანეტის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რესპუბლიკა არის მშვიდობის და პროგრესის ცენტრი და მანათობელი შუქურა უკიდეგანო კოსმოსის სიბნელის წინააღდეგ.
ჯედაების ორდერმა საკუთარ თავზე აიღო გალაქტიკის და მშვიდობის დაცვა. მათი წმინდა მოვალეობაა ბნელეთის წინააღმდეგ ბრძოლა და მთელს გალაქტიკაში მშვიდობის და ბალანსის დამყარება. ჯედაები ათასი წელია ამ როლში ემსახურებიან გალაქტიკას და ამ დროის განმავლობაში დიდი პატივისცემა და ნდობა დაიმსახურეს მოკავშირეების, და დიდი სიძულვილი მტრების.
ასი წლის წინ, ყველაზე დიდი ამ მტრებს შორის დაბრუნდა...
სითხების იმპერიის შემოტევა რესპუბლიკა და ჯედაების ორდერისთვის მოულოდნელი იყო, დიდი და მძიმე ომის შედეგად, რესპუბლიკა დაიმსხვრა. მათი მთავარი პლანეტის, კორუსკანტის იმპერიალების მიერ გადაწვის შემდეგ, სენატი იძულებული იყო კორუსკანტის ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. რომლის შედეგად მათ მოუწევდათ უარი ეთქვათ დიდი ხნის მოკავშირეების მხარდაჭერაზე, მათ შორის რესპუბლიკის ერთერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეების ბოზანებისთვის.
ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, მზის სისტემების დაკარგვამ, საბრძოლო და არსებობისთვის აუცილებელი მარაგის არქონით გამოწვეულმა კრიზისმა და კორუსკანტის ქუჩებში ქაოსმა სენატი პარალიზებული დატოვა.
დანაწევრებული მმართველი კლასი ეწინააღმდეგება სენატის ყველა გადაწყვეტილებას, და კიდევ უფრო ასუსტებს მოქალაქეების მორალს. შექმნილი მდგომარეობის ჯედაებზე გადაბრალებამ, სენატი კიდევ უფრო დააშორა მისი ლეგენდარული მცველებისგან.
ჯედაის ორდენი კვლავ რესპუბლიკის დასაცავად იბრძვის, მაგრამ მათი საბჭო კორუსკანტიდან, ჯედაების უძველეს მშობლიურ პლანეტა ტითონზე გადავიდა.
რესპუბლიკამ გაწვრთნა სპეციალური დანაყოფები მეომრების, დისციპლინირებული და გუნდურად მუშაობაზე ორიენტირებული ელიტარული ტრუპერები ხშირად მუშაობენ ჯედაებთან ერთად, მაგრამ თანდათან ირგებენ რესპუბლიკის მთავარი დამრტყმელი ძალის როლს.
მიუხედავად ომით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესიის და მათი მტრების შეუწყვეტელი განვითარების, რესპუბლიკის სულისკვეთება რჩება ძლიერი. გამბედავი ახალი ლიდერები ჩნდებიან მათ რიგებში, მზად მყოფი სითხების ბნელი იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად, გალაქტიკის მათგან განსათავისუფლებლად და რესპუბლიკის გადასარჩენად.

>>>

SITH EMPIRE
REBUILT BY REMNANTS OF THE ORIGINAL SITH EMPIRE
DETERMINED TO DOMINATE THE GALAXY


სითხების ნამდვილი წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული. სითხების რასამ, გალაქტიკური მაშტაბებით მნიშვნელობა მხოლოდ 3000 წლით ადრე შეიძინა, როდესაც ჯედაის ორდენიდან წამოსულმა ბნელმა ჯედაებმა, დაიპყრეს კორიბანი და სითხები საკუთარ ძალაუფლების და ფილოსოფიის ქვეშ მოაქციეს.
წლები გადიოდა, და ბნელი ჯედაები შეერწნენ მათ მიერ მართულ ხალხს, და საუკუნების მანძილზე სიტყვამ სითხი ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ამ ახალმა ძლიერმა ცივილიზაციამ, მართულმა ამბიციური ლიდერებით სწრაფი ზრდა განიცადა და 1500 წელიწადში მათი იმპერია რესპუბლიკის საზღვრებს მიადგა, ასე დაიწყო პირველი ინტერგალაქტიკური ომი.
სითხმა ბნელმა ლორდმა ნაგა შადომ, აგრესიული საბრძოლო კამპანია გამართა რესპუბლიკის წინააღმდეგ. თავდაპირველად სითხების შეტავა წარმატებული იყო, მაგრამ ჯედაების ორდერმა დაამარცხა თავისი ბნელი მოწინაამდეგე და რასაც გამანადგურებელეი შედეგები მოყვა სითხების იმპერიისთვის, მათი მთავარი პლანეტა კორიბანი ნანგრევებად იქცა.
მაგრამ სითხების უკანასკნელმა იმპერატორმა მოახერხა კოსმოსის სივრცეებში გაქცევა თავის ყველაზე ერთგულ ბნელ ლორდებთან ერთად.
უკანასკნელმა გადარჩენილმა სითხებმა დაიწყეს თავის იმპერიის აღდგენა შორეულ პლანეტაზე, იმედით რომ ერთ დღეს დაუბრუნდებოდნენ ძველ დიდებაზ.
შემდეგი მილენიის განმავლობაში, სითხების იმპერიამ ძალები მოიკრიბა. იმპერატორმა რომელმაც ბნელი რიტუალების მეშვეობით გაიხანგრძლივა სიცოცხლე და თავის ხალხზე აბსოლუტური კონტროლი მოიპოვა, შექმნა არმადა ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებუი საბრძოლო ხომალდების.
როდესაც შურისძიების დღე მოვიდა, სითხებმა ფარული კამპანია დაიწყეს რესპუბლიკის საზღვრებთან. ისინი აღვივებდნენ კონფილიქტს მმართველებს შორის და თავის ბანერ ქვეშ გადმოყავდათ კრიმინალები და ვარლორდები. სითხებმა დაიწყეს უეცარი, ძლიერი საბრძოლო კამპანია, რომელის მოულოდნელი იყო ჯედაებისთვის. მხოლოდ პირველი შეტევისას სითხებმა რამდენიმე მზის სისტემა მოაქციეს თავისი კნოტროლის ქვეშ, გაანადგურეს რესპუბლიკის ხომალდების წარმოება სლუის სექტორში და დაბოლკეს პოპულარული რიმას სავაჭრო გზა.
პირველი დარტყმის შემდეგ, იმპერატორის შესანიშნავი სტრატეგია და იმპერიის არმადის სიძლიერე არაერთი დამარცხების მიზიზად იქცა რესპუბლიკისთვის. მართალია იმპერია ბრძოლის უსასრულოდ გაგრძელების ყოველგავრ შესაძლებლობას ამჟღავნებდა, იმპერატორმა კიდევ ერთხელ გააკვირვა რესპუბლიკა.
მანამ იმპერატორის ბნელი საბჭო რესპუბლიკის ლიდერებთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, რამდენიმე სითხმა ბნელმა ლორმა და იმპერიალების ელიტარულმა დანაყოფებმა რესპუბლიკის დედაქალაქი გაანადგურეს.
ჯედაების ტაძარი ნანგრევებად იყო ქცეული და პლანეტა სითხების ტყვეობაში აღმოჩნდა. სითხებმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს რესპუბლიკის ლიდერებს და მათ მოუწიათ რამდენიმე მზის სისტემის სითხებისთვის დათმობა კორუსკანტის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით.
კორუსკანტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იმპერატორი პირადი საიდუმლოებით მოცული მიზნების შესრულებას შეუდგა, იმპერიის კონტროლი კი ბნელ საბჭოს დაუტოვა. რაც ძალაუფლებისთვის სასტიკ პოლიტიკურ ბრძოლაში გარდაისახა. პოლიტიკურ ვაკუუმში, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი სითხები ახალ ლიდერებად ევლინებიან იმპერიას, მისი მტრების განადგურებისთვის და იმპერიის საზღვრების გაზრდისთვის ბრძოლას იწყებენ.


Hexblade
Posts: 103

Star Wars:the Old Republic

Unread post#3 » 09 Apr 2010 18:47

სრულიად ახალი პლანეტა! Voss, რომელიც მანამდე Star Wars-ში არ გამოჩენილა! (არ გამოჩენილა, თორე ნათქვანი კი იქნა.)

>>>

Exclusive Combat Developer Diary!!!!1111 >.<

>>>

and Darth Hater's Video Documentary 4: Combat Dissection. >Click Here<

Riddick
Posts: 11701

Star Wars:the Old Republic

Unread post#4 » 23 Apr 2010 14:46

რაღაც გრაფიკა არ მომწონს ამ თამაშის და ის "ორიგინალური" იდეებიც ვერ მხიბლავს რასაც ესეთ აფიშირებას უკეთებენ. ვითო ძაან განსხვავებულია მარა დიდათ არაფერი ეტყობა ჩემი აზრით...

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#5 » 23 Apr 2010 15:24

ნუ შენ სთორის გარეშეც მოგწონს მმო :P
Edit: მომეწონა მე ახალ ტრეილერში გრაფიკა, წინა ტრეილერებში მარტო მოსაწყენი სერი ადგილები იყო, და ეგ მაფიქრებდა, Outside world კარგად არის გაკეთებული.
პროსტა ტექსტურებია გადღაბნილი, o_O
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Hexblade
Posts: 103

Star Wars:the Old Republic

Unread post#6 » 23 Apr 2010 16:15

არა რა, მე ეგრევე Life-Time Subscription-ს ვითრევ ეს რო გამოვა :D

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#7 » 23 Apr 2010 17:08

არის ეგეთი ოპციაც? xD i mean რაღაც mmo-ებზე იყო :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Hexblade
Posts: 103

Star Wars:the Old Republic

Unread post#8 » 23 Apr 2010 17:35

დიდი იმედი მაქ რო იქნება ეგეთი ოპცია, არ მინდა ყოველ თვე ვიჯახირო გადახდით

Riddick
Posts: 11701

Star Wars:the Old Republic

Unread post#9 » 23 Apr 2010 18:42

hellwalker wrote:ნუ შენ სთორის გარეშეც მოგწონს მმო :P
Edit: მომეწონა მე ახალ ტრეილერში გრაფიკა, წინა ტრეილერებში მარტო მოსაწყენი სერი ადგილები იყო, და ეგ მაფიქრებდა, Outside world კარგად არის გაკეთებული.
პროსტა ტექსტურებია გადღაბნილი, o_O

ვერ მივხვდი რაგინდა

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#10 » 23 Apr 2010 23:28

პირველი MMO-თამაშია, რომელიც სახლების სახურავზე მოცეკვავე იდიოტებზე და უაზრო კრიპაობაზე უფრო საინტერესო experience-ს გვპირდება, თან დაპირების ავტორი Bioware-არის.

თითოეულ ქვესტს offline RPG-ს მგავს გვპირდებიან და როგორ არ ეტყობა არაფერი განსხვავებული. იმის გაკეთებას ცდილობენ რაც ყველა RPG მოყვარულის ოცნება იყო როცა world of warcraft-ის შესახებ გაიგეს პირველად წლების წინ და ჰიპჰოპის მოცეკვავე ორკები მიიღეს Online-RPG-ის ნაცვლად.
ლამაზად დადგმული ბრძოლების იდეაც ძალიან მომეწონა, მართალია 10 საათის შემდეგ ვერც შევამჩნევ მაგას მაგრამ ცუდათ მაინც არ მომხვდება თვალში ერთი ანიმაცია რომ არაა მარტო კორეული mmo-ბივით. ტრუპერი არის მგონი, წინ რომ გაფრინდა და ისე დაარტყა ეგეც ძალიან მომეწონა. ვერვიტან ბრძოლა mmo-ში მარტო ერთ ადგილზე რომ ხდება ხოლმე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Star Wars:the Old Republic

Unread post#11 » 24 Apr 2010 00:19

სთორის გარეშეც მომწონს mmo ვერ გავიგე მე რაშუაში იყო, world of warcraft-ს თუ გულისხმობ უსთოროში არვიცი და მეტი არცერთი mmo არმითამაშია, თუ რამე მაქ ნათამაშები სხვა ისიც მაქსიმუმ 1 კვირა რაც არითვლება mmo-ს თამაშში.
ვიზუალურათ კორეულს არ გავს გეთანხმები, მარა wow-ისას გავს. პროსტა იმაში ბევრად უკეთესი ფერებია და ტექსტურების ხარისხი ორივეში ნაგავი. შემქმნელები კიდე რას გვპირდებიან ეგ ბაზარი 0 ლია ჩემთვის სანამ არ გამოვა, ბევრი გვპირდებოდა სასწაულს მარა ორკების სამშობლოს მაინც ვერცერთმა ვერ აჯობა. ბოლო წინადადებას არ დავწერდი და მეტ პატივს გამოვიჩენდი ამ პროექტისადმი სტილისტიკით რო არ გავდეს უკვე. ME-ს რო გავდეს ხმას არ ამოვიღებდი და დაველოდებოდი გამოსვლას. Bioware-ის როა ეგ კარგი არგუმენტია მარა დამეკარგა მაგ კომპანიისადმი პატივისცემა უზომო და უაზრო სარეკლამო კომპანიების გამო, რაღაც იარაღის დამატება რო გამოდის ან ტრუსიკის სკინის მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველა საიტზე ეგ წერია ხოლმე და მაგრად არ მევასებიან მაგის გამო, მარა ეგ სხვა თემაა.

Hexblade
Posts: 103

Star Wars:the Old Republic

Unread post#12 » 24 Apr 2010 01:25

Trooper არ გაფრინდა წინ და დაარტყა, ეგ Bounty Hunter-ია და Jetpack-ით გაფრინდა და ბახ!

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#13 » 24 Apr 2010 01:32

Riddick wrote:სთორის გარეშეც მომწონს mmo ვერ გავიგე მე რაშუაში იყო, world of warcraft-ს თუ გულისხმობ უსთოროში არვიცი და მეტი არცერთი mmo არმითამაშია, თუ რამე მაქ ნათამაშები სხვა ისიც მაქსიმუმ 1 კვირა რაც არითვლება mmo-ს თამაშში.
ვიზუალურათ კორეულს არ გავს გეთანხმები, მარა wow-ისას გავს. პროსტა იმაში ბევრად უკეთესი ფერებია და ტექსტურების ხარისხი ორივეში ნაგავი. შემქმნელები კიდე რას გვპირდებიან ეგ ბაზარი 0 ლია ჩემთვის სანამ არ გამოვა, ბევრი გვპირდებოდა სასწაულს მარა ორკების სამშობლოს მაინც ვერცერთმა ვერ აჯობა. ბოლო წინადადებას არ დავწერდი და მეტ პატივს გამოვიჩენდი ამ პროექტისადმი სტილისტიკით რო არ გავდეს უკვე. ME-ს რო გავდეს ხმას არ ამოვიღებდი და დაველოდებოდი გამოსვლას.

მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი Star Wars, უვე ბოლად მივიჩნევ ლუკასს. და კილომეტრში არ ვეკარებოდი არცერთ sw თამაშს. Kotor-საც არ ვთამაშობდი, მანამ 7th guest-ის სტატია არ წავიკითხე mass effect-ზე, და მუღამი გამიჩნდა თამაშის მაგრამ არ მიქაჩავდა და მეთქი ვცდი kotor-ს, ძალიან ცუდათ ვიყავი თავიდანვე განწყობილი რომ ვქაჩავდი. და რო ვითამაშე ჩემი ერთერთი საყვარელი თამაში გახდა.

Dragon Age-ს ისეთი ნაგავი პრომო კამპანია ქონდა რომ მეეჭვებოდა რამე კარგი გამოსულიყო, და მართალია არ მითამაშია მე თვითონ, მაგრამ ისეთ ხალხმა შერაცხა შედევრად რომ ვიცი ძალიან კარგი თამაშია.

ორჯერ შევიტანე ეჭვი bioware-ის თამაშებში და ორჯერვე ძალიან მაგარი თამაში აღმოჩნდა. და ეხა რასაც აკეთებენ არის მონუმენტური mmo-თამაშებისთვის. თუ გამოუვიდათ ღრმა სთორის მქონე MMO-ს გაკეთება, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. ძირითადათ კი იმას, რომ მასების უგემოვნების გამო არ ჩაეკეტება თამაშების ერთერთ ყველაზე საინტერესო და სთორით სასვსე ჟანრს online-ში ღირსეულად არსებობის გზა. MMO 2.0 ნამდვილად არ გამოსდით ჯერ, მაგრამ იმ ნაწილს რაც აკლდა კი ამატებენ. და ამას EA- Publishing -ის ქვეშ მყოფი კომპანია რომ აკეთებს

Bioware-ის როა ეგ კარგი არგუმენტია მარა დამეკარგა მაგ კომპანიისადმი პატივისცემა უზომო და უაზრო სარეკლამო კომპანიების გამო, რაღაც იარაღის დამატება რო გამოდის ან ტრუსიკის სკინის მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველა საიტზე ეგ წერია ხოლმე და მაგრად არ მევასებიან მაგის გამო, მარა ეგ სხვა თემაა.

bioware რა შუაშია? თითქმის ყველა RPG-ს აქ DLC-ბი. შენ შეიძლება ის ფაქტი არ მოგწონს რომ ფასიანია DLC-ები, მაგრამ რეალურად ეს არის კონტენტი რომლის დამატებაც ვერ მოასწრეს release date-ისთვის, და მინი პატჩების სახით ამატებენ.

სთორის გარეშეც მომწონს mmo ვერ გავიგე მე რაშუაში იყო

ანუ არ გაწუხებს ეტყობა ის ფაქტი რომ კასუალური მიდგომაა MMO–ებში და სთორიზე აქცენტი არაა საერთოდ. მარტო Pvp, კრიპაობა და "მეგობრებთან ერთად გართობა".
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Star Wars:the Old Republic

Unread post#14 » 24 Apr 2010 02:31

bioware რა შუაშია? თითქმის ყველა RPG-ს აქ DLC-ბი. შენ შეიძლება ის ფაქტი არ მოგწონს რომ ფასიანია DLC-ები, მაგრამ რეალურად ეს არის კონტენტი რომლის დამატებაც ვერ მოასწრეს release date-ისთვის, და მინი პატჩების სახით ამატებენ.


და შენ გჯერა რო იარაღის გაკეთება ვერ მოასწრეს და არიქა რო დაამთავრეს გავაკეთეთო და მაგის სათქმელად დახარჯეს რეკლამაში მაგდენი ფული ))) ყველა rpg აქვს მეტნაკლებათ, მარა იმდენად აჟიტირებული არაა ეს ყველაფერი. გულის არევამდე დამატების გამოსვლა არ გამიგია, ეტყობა wow-ის მაგალითის გამეორება ძაან უნდოდათ.

ანუ არ გაწუხებს ეტყობა ის ფაქტი რომ კასუალური მიდგომაა MMO–ებში და სთორიზე აქცენტი არაა საერთოდ. მარტო Pvp, კრიპაობა და "მეგობრებთან ერთად გართობა".


ეგ ყველა მმოს შემქმნელს აწუხებს იმიტო რო მასაზე სხვანაირი არმიდის და თუ მასაზე არმიდის რა მმოა მაშინ? სადაა ისეთი მმო რო კაზუალურ საწყისებზე არიყოს აწყობილი? გემჩნევა რო არ გითამაშია ეს ჟანრი, შენ რაც ჩემზე დაწერე კაკრას ეგ გამოდის ჰარდკორნი MMO-ს გეიმერისთვის ნორმა დღეს დღეობით და არა სთორი ლაინი, ეგაა მმოს თვისება, რო თავიდან სამყაროს ისტორიის პატივისცემით იწყებ და საკუთარი გაკეთებულით აგრძელებ მერე და ეს იმას არნიშნას რო მარტო pvp-ს გულისთვის ვთამაშობდი, უბრალოდ მსიამოვნებდა ის სამყარო და ვერთობოდი. ის მოთამაშე არასდროს არ ვყოფივარ რო wow-ში ცხოვრება გადამეწყვიტა ან თუნდაც სხვა რამე პროექტში, მაგას თუ გულისხმობ მართალიხარ.

Hexblade
Posts: 103

Star Wars:the Old Republic

Unread post#15 » 24 Apr 2010 02:43

არა რა, SW:TOR ნაღდად ახალი ნაბიჯი იქნება ახალ MMO-რაცხაებში... ეს იქნება KoTOR სტეროიდებზე (ოღონდ კარგ პონტში, გენეტალიების დაპატარავების პონტში არა.) და online and stuff.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#16 » 24 Apr 2010 02:51

2 დოლარისთვის მთელ კომპანიონ პერსონაჟზე თავის რამდენიმე საათიანი გახმოვანებით რომ დროს არ დაკარგავდნენ მაგის მჯერა.

ხოდა hardკორნი mmo გეიმერის ნორმა რომ ეგაა, ეს არის ****. არ ეკადრება RPG ჟანრს რომ მისი მასიური ონლაინ ვერსია ეგეთი იყოს. Dom 2-ზე რო აკეთებდნენ mmo-ს ბაზარი არაა, მაგრამ ფენტეზი სამყაროებისთვის შეურაცყოფაა.

და სწორედ ამიტომ არის გასაკვირი და მონუმენტური SW: Tor რომ მთელი ამ კომერციული კონტროვერსიის ფონზე მაინც ცდილობენ ისეთი online RPG შექმნან როგორიც ეს ჟანრი თავიდანვე უნდა ყოფილიყო.

ნუ თუ არ მოგწონს ფენტეზი ჟანრი, არ გექნება ის დამოკიდებულება რაც მე მაქ, და შეიძლება მოგეჩვენოს რომ ვატრაკებ. მაგრამ წარმოიდგინე ეხა ხომ თამაშობ witchers, ან risens. და იძულებული იყო გააზიარო ეს სამყარო და თამაში ვიღაც ს*თან რომელსაც სულ ერთ ადგილას კიდია ატმოსფეროც, სთორიც და ყველაფერი. აი პროსტა რო ჩართავ რიზენს და შეხვალ ქალაქში წარმოიდგინე რომ 100 ს*რი ზის შენს წინ, ჰაერში მწვანე სახელები ტრიალებს 1337N008 მსგავსი და ოქროზე მათხოვრობენ და რაღაც ს*რობებს ყიდიან. as simple as that.

ის მოთამაშე არასდროს არ ვყოფივარ რო wow-ში ცხოვრება გადამეწყვიტა ან თუნდაც სხვა რამე პროექტში, მაგას თუ გულისხმობ მართალიხარ.

bioshock–ს რო რთავ ხომ მოგწონს რომ მის სამყაროში აღმოჩნდები თამაშისას, ეხა წარმოიდგინე რომ მსგავსი განწყობა შეგექმნას mmo-ს თამაშისას. მაგას ვგულისხმობ ცხოვრებაში და არა რამე გაფანატებას.

რომ გქონდეს შეგრძნება, თამაშის სამყაროში ხარ და არა ადნაკლასნიკებზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

Star Wars:the Old Republic

Unread post#17 » 24 Apr 2010 04:34

ბიჯო იუმორისტული ტალღა გაკლია მაგ საკითხში თორე მაგასაც თავის მუღამს გაუგებდი, ან პრსტა არ გიცდია :) იმ რიზენში ქალაქში ზოგი ისეთი დებილი პერსონაჟია იმას ცოცხალი ადამიანი მირჩევნია რაცარუნდა ლამერი და დებილი იყოს, ჯერ მარტო სასაცილოა და მეორე ის რო ატმოფეროს არუკარგავს ეგ პირიქით მატებს (რო ზიხარ შენთვის და ვიღაც იმბიცილი რო მოვარდება ღრიალით: ყველაზე მაგარივარ ვდუელბ 200 გოლდზე და სახეს რო გაუტეხავ, ძაან უხდება მმოებს ეგეთი მასტები, სასაცილოს და ადამიანურს ხდიან თამაშს უფრო რა), არ ვღადაობ ))) wow-ის სამყარო მაგრად მევასებოდა პროსტა BC დან რაღაც კოსმოსი და ამბები ვეღარ ჩაჯდა სამყაროს ამბავში და მერე იმენა pvp და pve ზე გადავიდა დაწოლა რო არ ჩავარდნილიყო თამაში. Old Republic პროსტა გავს ვიზუალურად და მაგიტო ვიძახი რო დაახლოებით ეგეთი იქნებათქო. თან შენი გემოვნება არმესმის რა BRINK არ მოგწონს ვიზუალურად და ამაზე ამბობ მაგარიაო =/
იმაში მართლა გეთანხმები, რო mmo ების საკითხი ბევრად უფრო სერიოზული და ღრმა შეილება იყოს ვიდრე ეხა არი, მარა მაგასაც ევოლუცია და დრო ჭირდება, wow მა ისეთი პლანკა დასვა ეგრევე რო გაჭედა ევოლუცია და ვნახოთ ესენი რას იზავენ, ფერები ვერ უქაჩავთ ჯერ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#18 » 24 Apr 2010 12:21

Riddick
Brink-ში და borderland-ში მე პერსონაჟები არ მომწონს და სტილისტიკა და განწყობა თუ რაც ქვია.
hip-hop+punk ზახოდები. მასკები და ეგ დვიჟენია.

wow-ს კი არა kotor-ებს ვამსგავსებ უფრო მე ამის გრაფიკას.ნუ მულწაშნი ტექსტურები კი არის ორივეში მაგრამ kotor-ის დუხში უფროა. wow-ში მაგარი ფერებია მაგრამ ბევრი ადგილი მაინც არ მომწონს, მაგალითად უდაბნოები ვიზუალურად. ნუ უმეტესობა მაგარია. კიდე რასები მაგარი არ მევასება wow-ში ვიზუალურად, განსაკუთრები night elf და ქალი ტაურენი ვაბშე ფეილია.

დებილებზე კიდევ არ გეთანხმები, ეგ experience არ არის ის რასაც mmo-სგან ველი მე, და ატმოსფერო როგორ შეიძლება შემატოს თამაშს ... მე არ მესმის. და შენი პერსონაჟი თამაშში რამეს რომ ნიშნავდეს შენთვის, და რაღაც ხასიათი რო გაქ მიცემული და მის ისტორიას რომ ქმნი თამაშში ბევრად საინტერესო იქნება ჩემი აზრით ვიდრე ეზოში დაბირჟავებისგან არაფრით რომ გამოირჩევა თამაში.

თან კლანებზე და გილდიებზე რო არ არის აქცენტი და მართლა 60 კაცი ერთს არ აგდებს ძალიან ძალიან გამისწორდა ეგ დვიჟენია. მიყვარს მე სოლო, ან პატარა ფართი.

თორე მაგასაც თავის მუღამს გაუგებდი

ბაზარი არაა მაგრამ რატომ? არაა მაგაზე online rpg, და ბევრად სასიამოვნოა ჩემთვის online-rpg, ვიდრე lineage- ან wow-ის ნაირი თამაში. და თუნდაც ეხლანდელი სახით თუ უფრო მოგწონს mmo- ასეთი მმოს შექმნასაც რატომ არ მიესალმები არ მესმის. მრავალფეროვნება ასწორებს იმჰო, ვისაც როგორი მოსწონს იმას თამაშობს, და განწყობა თუ შეგეცვალა არჩევანის საშუალება გექნება.

ბიჯო იუმორისტული ტალღა გაკლია მაგ საკითხში

იმორისტული ტალღა გაქ როცა გკიდია, არ გაქ რაღაც კავშირი თამაშის სამყაროსთან და ბავშობიდან რაც მოგწონდა იმაში ჩ*ჯმად არ იქცევა ეგ ყველაფერი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Star Wars:the Old Republic

Unread post#19 » 24 Apr 2010 14:51

Sith Inquisitor მინდა ვიყო <3333
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Star Wars:the Old Republic

Unread post#20 » 24 Apr 2010 17:38

მე sith inquisitor ან smuggler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron