Battlefield 1, PC, PS4, Xone | აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Battlefield 1

Unread post#1 » 07 Mar 2017 18:33

Battlefield 1
>>>

დეველოპერი EA DICE. გამომცემელი Electronic Arts. გამოსვლის თარიღი 2016 წლის 21 ოქტომერი. კრიტიკოსების უმრავლესობის აზრით თამაში Battlefield 4 და Battlefield Hardline წინ გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც უმეტესწილად დადებითი შეფასებები აიღო. B1 მთავარი აქცენტები პირველი მსოფლიო ომის სეთინგზე, მულტიფლეიერ შემადგენელზე და სოლო კომპანიაზეა გაკეთებული.

გვაქვს 6 მულტიფლეიერ რეჟიმი (Conquest, Rush, Domination, Team Deathmatch, War pigeons, Operations), 4 ძირითადი კლასი (Assault, Medic, Support, Scout), სამი რესპაუნ კლასი (Tanker, Pilot, Cavalry) და სამი თამაშის დროს "ასაღები" კლასი (Flame Trooper Kit, Sentry Kit, Tank Hunter Kit), ანუ მეფზე რანდომ ალაგია ამუნიცია და ვინც აიღებს ავტომატურად ხდება ერთერთი მათგანი.

ასევე გვაქვს 6 ნაწილად დაყოფილი სინგელფლეიერ კომპანია (Storm of Steel, Through Mud and Blood, Friends in High Places, Avanti Savoia, The Runner, Nothing is Written), რომელიც მსოფლიოს 6 სხვადასხვა წერტილში ვითარდება. ხოლო ყველა მათგანი თავისი კონკრეტული პერსონაჟის, ან პერსონაჟების ისტორიით არი წარმოდგენილი.

და რათქმაუნდა ფასიანი DLC-ები (They Shall Not Pass, In the Name of the Tsar, Turning Tides, Apocalypse), რომლებიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთია გამოსული.

Riddick
Posts: 11696

Re: Battlefield 1

Unread post#2 » 08 Mar 2017 15:34

ზევით ჩამოთვლილ რეჟიმებს და კომპანიას მთლიანად არ მოვდებივარ, მარა ერთი ორი კვირაა, დაახლოებით დღეში საათი ვთამაშობ ხოლმე რამდენიმე რეჟიმს და შთაბეჭდილებები მინდა გაგიზიაროთ. ყველაფერი Uncharted 4-დან BFone-ზე გადასვლით დაიწყო. 2016 წლის ულტრა კონფორტული მანქანიდან უცებ ურემზე რო ხვდები. თან თამაშის სეთინგიც უხდება დისკონფორტს. იჩითები უდაბნოში და უცებ კვდები ლაფათკით, მერე ვიღაც ცხენზე ამხედრებული ტიპი მოგსდევს ხმლით. ერთი 4 დღე საერთოდ ვერ ვხედავდი საიდან, ვინ, ან როგორ მკლავდა. გამოცდილებამ სეთინგები გამახსენა. შედიხარ და გრაფიკის სექციაში გაქ მარტო გამა :connie: და Field of View, რომელიც ბოლომდე აუწიე და მივხვდი რო ნელნელა ჭკუიდან გადავყავდი, იმიტო რო უკვე რეალობაშიც იგივენაირად დავიწყე ხედვა და ფაქტიურად კეფამდე ყველაფერს რო ვამჩნევდი აღარ გამისწორდა. მარა თამაშში ისევ რეალურად რო პირველ მსოფლიო ომში ჩამაგდო ისე დავრბოდი. თან გაცოცხლების სისტემააქ კანფეტივით, რო ჩდები ეგრევე მკვდარიხარ და თუ არ შეეგუე ამ ცხოვრებისეულ უსამართლობას ისე წინ ვერ წახვალ. ამასობაში გავიდა ერთი კვირა და სეთინგები უკვე ზეპირად ვიცი. მომკლავენ, წკაპ ამოაგდო, სენსი აწია 0.3, გამას ჩაუწია 0.01 და დავაი, ვითო ეგაა. მარტივად რო ავხსნა ფრაგის მიმართება დაახლოებით 6 - 1 სიკვდილის სასარგებლოდ და ის ერთიც რაღაც საოცარი მეთოდით, ან ზურგიდან, ან ზევიდან. და ნუ უკვე რო ძაან მომწოფდა საკითხი წარმოვთქვი ავი ფრაზები და რამდენიმე დღე დავნებდი )) მარა ტიპები ისე თამაშობენ რო ინტერესის პონტში ვერ ვიკიდებ, მაინტერესებს როგორ )) ყველა PS4 კლავიატურით და მაუსით ხო არ იჯდება )) მარა იმის მიუხედავათ რო ჯოისტიკით Battlefield თამაში დარკსოულის ტამტამით თამაშს გავს, სიტუაციას კიდევ ერთი მომენტი ართულებს. არ გვაქ დაყოფა ნუბებს და რანკდ მოთამაშეებს შორის. შედიხარ ნოლი ლეველის და ვიღაც 90, ცეზარის წოდებით, არწივით დაფრინავს, შენ კიდე იარაღს ვერ ტენი წესიერად და მატჩის განმავლობაში გაზის ლიმონკით ერთი 10 ჯერ იკლავ შემთხვევით თავს. საბოლოოთ მივედი დასკვნამდე რო ამ თამაშის PS4-ზე თამაშის რეალური მიზეზი არი შეცდომით დახარჯული ფული. ანუ იხდი 60 დოლარს და რო აანალიზებ სიტუაციას, უბრალოდ არ იმჩნევ და თამაშობ, თამაშობ, თამაშობ და ტკივილში უცებ მოდის ხსნა )) იწყებ თამაშის დამუღამებას (ჩემ შემთხვევაში, სადღაც 10 დღის მერე). და რავი რა გითხრათ, მერე უკვე შეილება რაღაცაზე ლაპარაკი, მარა მთლიანობაში მაინც იქამდე მივდივარ რო ჯოისტიკით მსგავსი გართობა მაინც მაგარი სადაო საკითხია.

რავი ჯერჯერობით ისევ ვაპირებ თამაშს და თუ რამე საინტერესო დავიჭირე გამოვალ კონტაქტზე :)

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Battlefield 1

Unread post#3 » 15 Dec 2018 04:36

იმენა იციან თავისი საქმე :)
კონკურენტიც არ ჰყავს
პირველი მსოფლიო ომის ვეტერანივარ

რომ დავლაგდები როგორმე უფრო ვრცლად დავწერ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Battlefield 1

Unread post#4 » 16 Dec 2018 16:11

ბაჩო გაქვს ისევ ეს პიესზე?
ვითამაშოთ ერთად არ გინდა?
აი ძაააააალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ძმაო ;დ
სერიოზული ამბებია, ყველანაირ რეჟიმს გამოცდი, ბევრი კონტენტია და მოთამაშეების ბაზაც დიდია
ყველა ყველაფერს თამაშობს
შანსი არაა მოსაწონი რომ არ იპოვო
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Battlefield 1

Unread post#5 » 16 Dec 2018 16:17

არა აღარ მაქ :) თავის დროზე მეც მაგრად გავერთე, კარგადაა გაკეთებული, მარა ჯოისტიკით ძნელია მაინც. PS+ თემა რო არ იყოს, ან PC ვერსია რო მეყიდა ვითამაშებდი ეხაც.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 156 guests


cron