Gauntlet, PC

MOBA, Survival, Online Shooter, MMO, MMORPG, CO-OP, Lan, Free To Play, Internet Connected...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Gauntlet

Unread post#1 » 03 Oct 2014 19:28

Gauntlet - 1985 წლის კლასიკის რიმეიქი, სადაც ოთხ მოთამაშეს მიწისქვეშეთის სხვადასხვა ტიპის მონსტრებისგან გასუფთავება უწევდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ გეიმფლეი არ შეცვლილა. ოთხი მთავარი გმირი მიწისქვეშეთში კვლავ მონსტრების გასანადგურებლად მიემგზავრება.

>>>

პერსონაჟები: მოთამაშეებს ასარჩევად ოთხი ძირითადი გმირი ეძლევათ, ყველა მათგანს საკუთარი უნიკალური სკილები გააჩნია და გუნდში გარკვეულ როლს ასრულებს. მებრძოლი ტორი - გუნდის ძირითადი საბრძოლო ერთეული. ვალკირია ტაირა - გუნდში "ტანკის" როლს თამაშობს. ელფი ვესტორი - მშვილდოსანი, და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჯადოქარი მერლინი - ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, იბრძვის მაგიით და ჰილავს თავისიანებს.

კოოპერატივი: რა შეიძლება იყოს მონსტრების ხოცვაზე საინტერესო? თუ არა მონსტრების ხოცვა მეგობრებთან ერთად. ვიყვანთ სამ მეგობარს და პატარა გუნდით ურჩხულებზე სანადიროთ მივემგზავრებით. Gauntlet ასევე გააჩნია რეიტინგის დაფა სადაც აღნიშნულია "გარდაცვალებების" და დაგროვილი ოქროს რაოდენობა. ასე რომ ფრთხილად იყავით, შეიძლება თქვენს თანამოძმეს უცებ რეიტინგში აწევა მოუნდეს და თქვენი მოკვლა გადაწყვიტოს.

>>>

გეიმფლეი: მთელი თამაშის განმავლობაში მოთამაშეებს სხვადასხვა ტიპის გამოქვაბულებში მოუწევთ ხეტიალი. მათი სახეობები სამ კატეგორიათ იყოფა: 1. დავდივართ კარიდორებში და ნელნელა ვასუფთავებთ მონსტრებისგან. 2. გაურბივართ სიკვდილს და ამის პარალელურად ვხოცავთ მოსტრებს. 3. ვიბადებით არენაზე და ვებრძვით მონსტრების ხროვებს, შემდეგ ვაფეთქებთ მათ გადმოსატელეპორტებელ ქვებს და მივდივართ სახში. სახლში დაბრუნების შემდეგ ვითვლით დაგროვილ ოქროს და მივემგზავრებით მაღაზიაში. ვყიდულობთ რელიქვიებს ან ტანსაცმელს. რელიქვიები გარკვეული სკილის ბონუსს გვაძლევს, ხოლო ტანსაცმელი მხოლოდ ვიზუალური სილამაზისთვისაა.

შეჯამება: Gauntlet - საკმაოდ კარგი ოთხ კაციანი კოოპერატიული თამაში. მაგრამ მხოლოდ მეგობრებთან ერთად, რადგან მისი მარტო თამაში მალევე უინტერესო და მოსაწყენი ხდება.
კვაზი-mode

Return to “Multiplayer & Online”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest