Rainbow Six: Siege, PC | პრევიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Rainbow Six: Siege

Unread post#1 » 02 Sep 2014 12:38

Rainbow Six: Siege
გასულ E3-ზე Ubisoft-ის სტენდის მთავარი თამაში ექვსი წლის წინ რადარებიდან გამქრალი Rainbow Six აღმოჩნდა. ტომი ქლენსის რომანებზე დაფუძვნებული შუთერი 2008 წლის შემდეგ აორთქლებულივით იყო. Vegas 2-მა ვერ შეძლო მისი წინამორბედის წარმატების გამეორება და Call of Duty პოპულარობით დაიჩრდილა, აი შემდგომაში ანონსირებულმა Patriots რამდენიმე ტიზერით ნამდვილად მიიპყრო ყურადღება, მაგრამ საბოლოოთ ისიც დახურეს. ამჯერად კი როგორც ჩანს Ubisoft-მა Rainbow Six სათამაშო ფორმულის სრული გადაკეთება გადაწყვიტა.

>>>

R6: Siege პირველ რიგში იქმნება როგორც მულტიფლეიერ შუთერი. ეს კი იმას ნიშნავს რომ, სოლო რეჟიმი ან არ იქნება, ან იქნება როგორც Battlefield: მოკლე და უაზრო. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია - რადგან Siege თავისი მულტიფლეიერის გამო საკმაოდ ბევრი რამ ეპატიება.

მატჩებში ორი დაპირისპირებული მხარე იღებს მონაწილეობას: ოპერატიული რიაგირების ჯგუფი და ტერორისტები. გამარჯვება ეძლევა იმ გუნდს, რომელიც ან მთლიანად ამოხოცავს მოწინააღმდეგეს, ან გარკვეულ დავალებას შეასრულებს (Е3 მძევალის განთავისუფლების რეჟიმი გვაჩვენეს). თითო გუნდში ხუთი მონაწილე შედის. ამ ხუთ მოთამაშეს კი ასარჩევად სამი კლასიაქვთ ხელმისაწვდომი (სამწუხაროდ კლასებზე დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება).

>>>

მატჩები რამდენიმე რაუნდისგან შედგება. ყველა რაუნდის დაწყებამდე მოთამაშებბს 45 წამიანი მოსამზადებელი "ფანჯარა" ეძლევათ. მოცემული დროის მონაკვეთში ტერორისტები დგავენ ხაფანგებს, აშენებენ წინაღობებს და ჭედავენ ფანჯრებს, ხოლო სპეცნაზი შენობაში უშვებს დრონებს, რის მეშვეობითაც ეფექტურად უთვალთვალებს მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ, დინამიკის მხრივ აფსოლიტურად უპრეცენდენტო სამ წუთიანი ხოცვა ჟლეტვა იწყება. სპეცნაზმა ყოველთვის იცის ტერორისტების ადგილსამყოფელი, რის გამოც მათ ძებნას საერთოდ არ მიაქვს დრო და ლოკაციაზე იმ წამსვე სისხლის ღვრა იწყება.

Siege ჯადოსნურობა გუნდების შტაკებასა და ლეველ დიზაინში იგრძნობა: საქმე გვაქვს საკმაოდ პატარა და სრულიად განადგურებად ლოკაციებთან, სადაც დაცულად პრაქტიკულად არასდროს არ ხარ. დამალვა არ გამოგივათ: ნებისმიერი კედელი, ავეჯის სახეობა, ან თუნდაც იატაკი და ჭერი შეიძლება განადგურებულ იქნას ასაფეთქებელი მოწყობილობით, ან ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით. ეკრანზე ნამდვილი ქაოსი მომდინარეობს: სროლა, აფეთქებები და სულ რაღაც სამი წუთი დავალების შესასრულებლად. რაუნდის დასრულების შემდეგ გუნდები ადგილებს ცვლიან და გართობა გრძელდება.

>>>

ამ ეტაპზე Siege იდეალური გუნდური თამაშივით გამოიყურება, მასში გაერთიანებულია ბოლო წლების მთავარი მილიტარი შუთერების საუკეთესო ელემენტები: Battlefield-ის ნგრევის სისტემა და Call of Duty 4 დინამიური კარტების რითმი. ამასთან ერთად, თამაში ძველი SWAT სერიებსაც წააგავს, ასევე არის მსგავსება Rainbow Six-ის ძველ სერიებთანაც. ამ ეტაპზე მოცემული სურათით თუ ვიმსჯელებთ, Siege-ს Counter-Strike დონის ფენომენად გადაქცევის ყველანაირი შანსიაქ.

წყარო

Riddick
Posts: 11696

Rainbow Six: Siege

Unread post#2 » 11 Apr 2015 21:18

შთაბეჭდილებები ალფიდან >>>
ძაან დაუმთავრებელის ვიდზეა, მარა გეიმფლეი იდეები მომწონს.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Rainbow Six: Siege

Unread post#3 » 12 Apr 2015 03:48

ჰეჰ, იგრომანიის ჩუვაკი არაა ეს? მევასებოდა ამის რევიუები, იგრომანიის დისკებზე სუ ვუყურებდი ხოლმე. და თამაშს რაც შეეხება, სწორს ბაზრობს, და მულთიფლეერში ძან მაგარი იქნება :3 მარა რეინბოუს სერიებიდან მარტო ვეგასები მაქვს ნათამაშები :/

Riddick
Posts: 11696

Rainbow Six: Siege

Unread post#4 » 12 Apr 2015 12:56

მაგარი საინტერესო რამე ქნეს ისე. აიღეს ძველი სერიების ტაქტიკური ელემენტები და CS მძევალის რეჟიმს დაადეს. პროსტა მარტო ეს ერთი რეჟიმი თუ აქვთ შეილება მალე მოსაბეზრებელი იყოს.

Riddick
Posts: 11696

Re: Rainbow Six: Siege

Unread post#5 » 14 Dec 2015 16:32

გამოსვლის ინფო:
Release Date: Dec 1, 2015
Developer: Ubisoft Montreal
Genre(s): Multiplayer & Online
Metascore 78
User Score 7.0

რაღაც მოვლენა არ გახდა როგორც ჩანს, მარა შეფასებებით იბრძვის ჯერ მაინც. არვიცი არაფერი მეტი, ჯერ არ მინახია მიმოხილვები. არადა ახალი მექანიკა ამ ჟანრში მართლა საინტერესო მოვლენაა.

Riddick
Posts: 11696

Re: Rainbow Six: Siege

Unread post#6 » 22 Jan 2016 04:13

არ არი ეს ხელ ჩასაქნევი თამაში https://gfycat.com/ParallelEvilBunting

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 180 guests


cron