HUNT: Horrors of the Gilded Age - [Release Date: TBA],

MOBA, Survival, Online Shooter, MMO, MMORPG, CO-OP, Lan, Free To Play, Internet Connected...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

HUNT: Horrors of the Gilded Age - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 13 Aug 2014 11:52

>>>

HUNT: Horrors of the Gilded Age - კოოპერატიულ გასვლაზე დაფუძვნებული, მესამე პირის ექშენი. ოთხი კაცისგან შემდგარ გუნდს, მონსტრების ხროვებთან და სხვადასხვა ტიპის ბოსებთან მოუწევთ შეტაკება. პროექტი Crytek USA სადებიუტოთ ნამუშევრად ითვლება.

თამაშის მოქმედება XIX საუკუნეში ვითარდება. HUNT-ის სამყაროში მითები და ფოლკლორი გამოგონილი ზღაპარი სულაც არ არის, ეს ყოველდღიურობისგან დამალული, შოკისმომგვრელი სიმართლეა. მოთამაშეებს სახიფათო ტერიტორიების სისხლიანი არსებების გროვებისგან გასასუფთავებლად წასული მონადირეების როლის მორგება მოუწევთ.

"დაძაბულობის" ელემენტის გასაზრდელად დეველოპერებმა კონტენტის გენერირების სპეციალური სისტემა მოიფიქრეს, მისი მეშვეობით მოთამაშეები ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის მონტრებს და ახალ ლოკაციებს მიიღებენ. მაგრამ ყველაზე მეტი ადრენალინი მაინც ბოსებთან ბრძოლის დროს იქნება. მათ დასამარცხებლად მონადირეებს გუნდური და სტრატეგიული თამაშის საკმაოდ კარგად ცოდნა დასჭირდებათ.

გეიმფლეი ვიდეო
კვაზი-mode

Return to “Multiplayer & Online”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest