HUNT: Horrors of the Gilded Age - კოოპერატიულ გასვლაზე ორიენტირებული, ექშენი მესამე პირიდან. ოთხი კაცისგან შემდგარ გუნდს, სხვადასხვა ტიპის მონსტრების მოგერიება და ბოსების დამარცხება მოუწევს. პროექტი Crytek USA სადებიუტო ნამუშევრად ითვლება.
თამაშის მოქმედება XIX საუკუნეში ვითარდება. HUNT-ის სამყაროში მითები და ფოლკლორი გამოგონილი ზღაპარი სულაც არ არის, ეს ყოველდღიურობისგან დამალული, შოკისმომგვრელი რეალობაა. მოთამაშეებს, სახიფათო ტერიტორიების, სისხლიანი არსებებისგან გასასუფთავებლად წასული მონადირეების როლის მორგება მოუწევთ.
"დაძაბულობის" ელემენტის გასაზრდელად, დეველოპერებმა კონტენტის გენერირების სპეციალური სისტემა მოიფიქრეს. მისი მეშვეობით მოთამაშეები ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის მონტრებს და ახალ ლოკაციებს მიიღებენ. მაგრამ ყველაზე მეტი ადრენალინი მაინც ბოსებთან ბრძოლისას გენერირდება. მათ დასამარცხებლად მონადირეებს გუნდური და სტრატეგიული თამაშის საკმაოდ კარგად ცოდნა დასჭირდებათ.
გეიმფლეი ვიდეო