Star Citizen, PC | ინფორმაციის შეჯამება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Star Citizen

Unread post#1 » 12 Apr 2014 17:43

Star Citizen - დეველოპმენტის პროცესში მყობი კოსმოსური სიმულატორი მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისთვის. მოცემულ მომენტში თამაშის შექმნაზე კრის რობეტსის 2012 წელს ჩამოყალიბებული Cloud Imperium Games Corporation მუშაობს. კრისის წინა პროექტების სია: Wing Commander, Privateer, Freelancer, Starlancer და სხვები. Star Citizen-ის შექმნა 2011 წელს, CryEngine მოდიფიცირებულ ძრავზე დაიწყო. მის შესაქმნელად საჭირო თანხების მოძიება კი Kickstarter-ზე გახსნილი გვერდის მეშვეობით გადაწყდა. კომპანიის ბოლოსთვის თამაშმა Kickstarter-ზე 2 134 374$ დოლარი, ხოლო თამაშის ოფიციალურ საიტზე 4 231 323$ დოლარის მოგროვება შეძლო.

>>>

სამყარო:
ადამიანების ცივილიზაცია შორეულ კოსმოსს არის მოდებული. მათ, ნაცნობი გალაქტიკის ფაგლებში უკვე ბევრი პლანეტა დაასახლეს. ახალი რეგიონების ათვისების პარალელურად უცხო რასებიც იქნენ აღმოჩენილი, ზოგიერთ მათგანთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება მოხერხდა, ზოგთან კი საქმე მხოლოდ საბრძოლო შეტაკებებით სრულდება. თამაშის დასაწყისისთვის, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, ორად დაყოფის საშიშროების წინაშე მდგომი, საერთო დედამიწის იმპერიის ნიშნის ქვეშ არის გაერთიანებული.

>>>
    თავისებურებები:
  • რეალურად, პროექტი ორი მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტისგან შედგება: Star Citizen - მულტიფლეიერ "სენდბოქსი" მძლავრი კოსმო-სიმულატორული შემადგენელით; Squadron-42 - სოლო მისიების ნაკრები. საერთო ჯამში, დაყოფა ალბათ უფრო კონტენტურია და არა ტექნიკური - Star Citizen/Squadron-42 თამაში როგორც დეველოპერის მიერ კონტროლირებად გლობალურ სერვერზე, ასევე პირადათ თქვენთვის, ან თქვენი მეგობრებისთვის შექმნილ პრივატ სერვეზეა შესაძლებელი. პირველ ვარიანტში, მოთამაშისთვის სამყაროს საერთო სტატისტიკა, დეველოპერების მიერ მოწყობილი ივენთები და თამაშის უახლესი აფდეითები გახდება ხელმისაწვდომი. მეორეში, პრაივეთ სერვერების მფლობელები (სურვილისამებრ) კონტენტის დამატებებს მაინც მიიღებენ, მაგრამ აი ივენთებში მონაწილების მიღების საშუალება მათ უკვე აღარ ექნებათ.
  • Squadron-42 სოლო დავალებების გავლით Star Citizen-ის გლობალურ მულტიფლეიერში გაკვეულ უპირატესობას მიიღებთ.
  • 2012 წელს გამოსულ თამაშებთან შედარებით, ხომალდების მოდელების და გარემოს ვიზუალური ხარისხის გაკეთება ათჯერადი უპირატესობითაა დაგეგმილი.
  • ხომალდების მოდიფიცირება უამრავი პარამეტრების მიხედვით იქნება შესაძლებელი, რაც მართვის და ბრძოლის მონაცემებთან ერთად, მის ვიზუალურ მხარეზეც აისახება.
  • თამაშთან ერთად დეველოპერები მოდიფიკაციების ინსტრუმენტარის გამოშვებასაც გეგმავენ, მისი მეშვეობით თამაშის პრივატ სერვერების მოდიფიცირება იქნება შესაძლებელი.
  • Mod Tools დახმარებით, თამაშის ორიგინალში თქვენს მიერ შექმნილი ობიექტების დამატებაც შესაძლებელია, ამისთვის მხოლოდ დამტკიცების პროცედურის გავლა იქნება საჭირო.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Star Citizen

Unread post#2 » 13 Apr 2014 20:53

ფასი ? თუ თვიური გადასახადი ?

Riddick
Posts: 11701

Star Citizen

Unread post#3 » 19 May 2014 22:22

თვიური გადასახადით რო იყოს 42 მილიონით არამგონია ვინმეს დაეფინანსებინა, თან მთლათ MMO პროექტი არაა და არამგონია ეგეთ მოდელზე იყოს. ფასი ალბათ ჩვეულებრივი AAA პროექტის ექნება, სადღაც 50 - 60 დოლარის ფარგლებში.

***
რაღაც საკაიფოდ იგრძნობა სივრცე, არკადულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს: 1 2 3 4
ეს არვიცი რა ტიპის მონიტორზე გადაღებულია, შეიელბა ოკულუსით, მარა შთამბეჭდავია: 1 2

Riddick
Posts: 11701

Star Citizen

Unread post#4 » 29 Jul 2014 01:41

UPD - Planetside Art Review >>>
იქნება სრულფასოვანი პლანეტები სადაც დაჯდომას შეძლებთ.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Star Citizen

Unread post#5 » 19 Aug 2014 08:16

ყველა პლანეტაზე 1 წამით მაინც რო ჩახვიდეთ და მოიაროთ ასე მთელი გალაქტიკა, 5 მილიარდი წელიწადი დაგჭირდებათ.
- დეველოპერები გეიმსკომზე

სადაც რამდენიმე ტრეილერი დადეს, მათ შორის
ეს პროსტა ნაგლურად პლაგიატი გენიალურობა

Riddick
Posts: 11701

Star Citizen

Unread post#6 » 19 Aug 2014 10:59

ყველა პლანეტაზე 1 წამით მაინც რო ჩახვიდეთ და მოიაროთ ასე მთელი გალაქტიკა, 5 მილიარდი წელიწადი დაგჭირდებათ.
ეს ქვოთი No Man’s Sky-დან ხო არაა და ხო არ აგერია თამაშები შემთხვევით ? გუშინ ვნახე და კაკრას მეორეზე იგივე მსგავსი ტექსტი და აღარ გადმომიტანია აქ.

P.S. ტრეილერმა გაასწორა.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Star Citizen

Unread post#7 » 19 Aug 2014 15:09

უი ხო სორი, აშკარად ამერია ;(

Riddick
Posts: 11701

Re: Star Citizen - [Release Date: TBA]

Unread post#8 » 15 Oct 2016 12:13

https://www.youtube.com/watch?v=pdCFTF8 ... e=youtu.be
კოსმო სიმულატორის გრძნობას ტოვებს, რაღაც ახალია. ძაან ამბიციურია, პროსტა ღერძი რააქ ვერ ვხვდები, ანუ მთავარი აქცენტი რა იქნება. ყველა ელემენტს ეხებიან და მაგრად გაუჭირდებად ხარისხიანად ამხელა პროექტის შექმნა, ან ერთი 20 წელი მოუნდებიან. მარა ვიდეო ძაან მომეწონა, ბოლომდე ნახეთ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 87 guests


cron