Natural Selection 2, PC

MOBA, Survival, Online Shooter, MMO, MMORPG, CO-OP, Lan, Free To Play, Internet Connected...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Natural Selection 2

Unread post#1 » 01 Feb 2014 20:49

Natural Selection 2 (ქართ. ბუნებრივი შერჩევა) - სამეცნიერო ფანტასტიკის თემატიკაზე აგებული, სტრატეგიის და პირველი პირის შუთერის ჰიბრიდული მულტიფლეიერ პროექტი გახლავთ. თამაში ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის "უცხოს" მოტივებზეა შექმნილი. NS2 მოქმედება პირველი სერიის დასრულებიდან, რამდენიმე წელიწადში იღებს სათავეს. თავდაპირველად, NS ორიგინალი Half-Life ერთერთი არაოფიციალური მოდი გახლდათ, მაგრამ დეველოპერებმა მეორე ცდისთვის გაცილებით შორს გადაწყვიტეს წასვლა და პროექტის სადავეები მთლიანად საკუთარ ხელში აიღეს (ერთერთ მთავარ მიხწევას თამაშისთვის საკუთარი, ორგინალი ძრავის შექმნა წარმოადგენს).

>>>

გეიმფლეი - წესების და მთავარი შესაძლებლობების ასათვისებლათ, მომხმარებელს დასაწყისში მოკლე კომპანიის გავლა მოუწევს. "სასწავლო კურსის" წარმატებულად დასრულების შემდეგ კი მულტიფლეიერ რეჟიმი ხდება ხელმისაწვდომი, რომელშიც ორ მთავარ რასას შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება: ადამიანები და კხარა. ყველა რუკაზე გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას და თანმიმდოვრობით იკავებენ ახალ ტერიტორიებს. პროცესი დაახლოებით მსგავსი სცენარით ვითარდება: მოწინააღმდეგეთა ერთეულების განადგურება, ლოკაციის დაკავება და მათზე სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა. ყველა გუნდს, ოპერაციის წარმატებულად წარმართვისთვის საკუთარი გენერალი ჭირდება, რომელიც უკვე სტრატეგიულ რეჟიმში წარმართავს მატჩს. იგი ანაწილებს რესურსებს და პასუხისმგებელია სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობა, უსაფრთხოებაზე.

>>>

თამაშის რასები - ადამიანები, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ფუტურისტული კოსმოსური ქვეითების სახით არიან წარმოდგენილნი. იყენებენ მძიმე ტყვიამფრქვევებს, შეუძლიათ ტურეტების დაყენება, დაფრინავენ ჯეტპაკებით და საჭირო რესურსების მოგროვების შემთხვევაში, გამოყავთ ულტრა ეგზოსკილეტები. სიკვდილის შემთხვევაში მოთამაშის მთელი არსენალი ადგილზე რჩება, გაცოცხლება კი საბაზისო იარაღით, რუკის დასაწყისში მოგიწევთ.

>>>

კხარა, მონსტრებად წარმოდგენილი ბიოლოგიური უცხოპლანეტელთა რასაა. ძირითად საბრძოლო იარაღებად კბილებს და ბრჭყალებს იყენებენ, ასევე ქმნიან მომწამლავ გაზს და ცხოვრებას უწამლავენ მოწინააღმდეგეს. გადაადგილებისთვის შეუძლიათ ვიწყო სივრცეების გამოყენება: ვენტილაციის მილები და ტექნიკურ დანადგარებში ცოცვა. აქვთ რამდენიმე ხედვის რეჟიმი, რის მეშვეობითაც მშვენივრად ხედავენ სიბნელეში და კედლებს მიღმა. საკმარისი რესურსების მოგროვების შემთხვევაში მუტირებენ გაცილებით უფრო სახიფათო მონსტრებად. ტერიტორისს დაკავების შემდეგ, მასზე ცოცხალი ორგანიზმების გასამრავლებლად ავრცელებენ სპორებს, რაც (პროტოსების მსგავსად) სრულიად სხვა იერსახეს აძლევს ლოკაციებს.
კვაზი-mode

Return to “Multiplayer & Online”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest