Path of Exile, PC | მიმოხილვა

MOBA, MMO, MMORPG, CO-OP...
User avatar
Riddick
Posts: 9240
Contact:

Path of Exile

Unread post#1 » 21 Dec 2013 22:22

Path of Exile
>>>

Path of Exile შემქმნელის და გამომცემლის როლში ერთი და იგივე სტუდია Grinding Gear Games გამოდის. ჟანრი კი უმეტეს წილად Diablo-ს სერიებიდან ცნობილი RPG (Rogue/Action) Isometric გახლავთ. თამაში Online-only / Massively multiplayer რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ არის უფასო, შიდა მიკრო ტრანზაქციების სისტემით, რომელიც არ აისახება საერთო ბალანსზე.

>>>

დეტალურად თამაშზე:
თამაშის მოვლენებს ბნელ ფენტეზი სამყაროში გადავყავართ, რომელშიც ინტუიტურად გასაგებ საბრძოლო მექანიკას მორგებული მრავალ საათიანი ბატალიები გველის. დასაწყისში ჩვენს გმირს საკუთარი სამშობლოდან ნახევრად დანგრეულ და სასტიკად სახიფათო Wraeclast კონტინენტზე ასახლებენ. მარტოს, ან სხვა დევნილებთან ერთად, თქვენ საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და ძლიერი მაგიური არტეფაქტების მოძიებით დაუნდობელ პოსტ აპოკალიფტურ სამყაროში გადარჩენა მოგიწევთ. თამაში მკაცრი და ცივი მხატვრული სტილი რადუკალურად განსხვავდება თამაედროვე მულთფილმების მსგავსი ვიზუალის მქონე პროექტებისგან (Torchlight, Diablo 3).

როგორც ზევით აღვნიშნე, თამაშის საბრძოლო სისტემა ინტუიტიურად გასაგები, სისხლიანი და სასტიკია. საბრძოლო ველზე სწორი პოზიციის შერჩევას კი ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი მოქმედების შემთხვევაში ადვილად აიცილებთ თქვენი მიმართულებით გამოშვებულ ყინულის მაგიას, ან მოხერხებულად გაწმინდავთ მონსტერბის მიერ ჩაკეტილ გასასვლელებს.

>>>

ინსტანსებად დაყოფილი სტაბილური ონლაინ სამყარო:
Path of Exile პრაქტიკულად ნოლიდან იქნა აწყობილი, ხოლო პროცესში, დეველოპერების ერთერთ მთავარ პრიორიტეტად მომხმარებლის უსაფრთხოება ითვლებოდა. პერსონაჟები და მათი ნივთები მუდმივად ჩართულ სერვერებზე ინახება. ხოლო სათამაშო ეკონომიკის ჩითერებისგან დასაცავად ძალიან დიდი სამუშაოები იქნა ჩატარებული. დეველოპერები თამაშს MMORPG კლასიფიკაციას არ აძლევენ. ისინი მას ღრმა PVP სტილის Action RPG ფორმატში ხედავენ და ამბობენ, რომ მას ძალიან ცოტა რამ აკავშირებს კლასიკურ MMORPG. თამაშის სერვერები სპეციალურად ისე არის შექმნილი, რომ რაცშეიძლება მეტი მოთამაშე დაიტიოს და მათი გაყოფა მხოლოდ რეგიონების მიხედვით ხდება (ანუ მაგალითად მთელი რუსეთი ერთ სერვერზე მოიყრის თავს).

Path of Exile სამყარო ინსტანსებად არის დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მოთამაშე მის ორიგინალ, რეგიონის ავტო რეგენირებად ასლზე ითამაშებს. რეგიონების ავტო რეგენირებადი სისტემა ისეა შემუშავებული, რომ მათზე ერთდროულად რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა შეძლოს თამაში - სადღაც 4 დან 8 ადამიანი ერთ რეგიონზე. რეგიონებში ასევე შესაძლებელია რამდენიმე გუნდს შორის PVP შეტაკებების მოწყობაც. საერთო ლოკაციები (ჰაბები), მაგალითად ქალაქები, შეზღუდული არა არის მოთამაშეების რაოდენობაზე და განკუთვნილია სავაჭრო, ან ჯგუფისთვის ახალი ადამიანის მოძიებისთვის.

თამაში აბსოლიტურად უფასოა და არსებობს მხოლოდ მიკროტრანზაქციების მეშვეობით, რაც საერთოდ არ ეხება ბალანსს - დამატებითი ჟესტები (მაგალითად, გასაბრაზებელი ან PVP მოგების აღსანიშნავი), ნივთების შესაღები საღებავები, მეგიების ალტერნატიული ვიზუალური ეფექტები, "დეკორაციული" მეგზური ცხოველები. ფულის გადახდით თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი პერსონაჟის სხვა აკაუნტზე ან სერვერზე გადატანა, ან მისი სახელის შეცვლა.

>>>

ავტომატური რეგენირება:
ავტომატურად რეგენირებადი ლოკაციები და ნივთები თამაშის ხელახლა დაწყების სურვილს ექსტრემალურად ზრდის. "RPG ჟანრის მოყვარულები, რომლებსაც ვესაუბრეთ, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ სხვა, მსგავს პროექტებში, მათ ერთი და იგივე ლოკაციებში უწევდათ სირბილი, ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორი მიმართულებით წავედით როდესაც ავტო რეგენირებადის სისტემა ავირჩიეთ. ჩვენს მიერ შექმნილი ნივთების რეგენირების სისტემაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ARPG მოყვარულები აღფრთოვანებულები დარჩებიან თამაშში მოცემული ნითვების რაოდენობით და მათი კონფიგურირების შესაძლებლობებით".

>>>

PVP შეტაკებები:
სინგლის და კოოპ რეჟიმების გარდა, Path of Exile დეველოპერებისთვის ხარისხიანი PvP რეჟიმიც ერთერთი უმთავრესი იყო. მათ უნდოდათ, რომ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად მოთამაშეს უამრავი გზა და მეთოდი ქონოდა, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული საბოლოო პროდუქტში. "ჩვენ როგორც პატარა, ასევე მოზრდილი გუნდების შორის სრულფასოვანი ტურნირების ჩატარებას ვაპირებთ. თამაშში უამრავი კომბინირებადი შესაძლებლობა გამოიყენება, რაც PVP შეტაკებებს კიდევ უფრო საინტერესოს და სანახაობრივს ხდის."

თამაშის გმირები კლასობრივი შესაძლებლობების მიხედვით არ არინ დაყოფილი, რაც მოთამაშეს მეტ თავისუფლებას აძლევს მისთვის პრიორიტეტული სათამაშო სტილის შექმნაში. პლიუს ამას, შესაძლებლობებს შეუძლიათ ერთმანეთის გაუმჯობესება და შევსება, რისი მეშვეობითაც წარმოუდგენლად ძლიერი მაგიები მიიღება. გინდათ ხაფანგის დაგება რომელიც რამდენიმე მოწამლული ფაიევოლს ამოფეთქავს? გინდათ რომ თქვენი იარაღის კრიტიკული დარტყმა ერთდროულად უკან აგდებდეს, ყინავდეს და თიშავდეს მოწინააღდმეგეებს? ეს მხოლოდ Path of Exile მოცემული რევოლუციური შესაძლებლობების სისტემის აიზბერგის მწვერვალია (თამაშში მოცემული სკილების ხის ზომა თავიდან შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს თქვენთვის, მაგრამ მცირე შესწავლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება).

ოფიციალური საიტი - შეგიძლიათ გადმოწეროთ და ითამაშოთ უპრობლემოდ.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Path of Exile

Unread post#2 » 22 Dec 2013 02:44

საერთოდ რო არ არსებობდეს ონლაინ თამაშები გაცილებით მეტი ღირებული თამაში იარსებებდა ვიდრე ეხლა არსებობს, ძაან ტეხავს არაფრისმომცემ თამაშში თვეებს რო ატარებ, ნებისმიერი ონლაინ თამაშის მიტოვება მიჭირს მარა რო აღარ ვთამაშობ მერე ვხვდები რო იმენა გადაყრილი დრო იყო ეგ

User avatar
Riddick
Posts: 9240
Contact:

Path of Exile

Unread post#3 » 22 Dec 2013 03:49

პრინციპში საერთოდ შეუსაბამოა ამ თამაშისადმი შენი კომენტარი, კი მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს იგივეა რაც მესამე დიაბლო იყო. ჩვეულებრივი სინგლია, უბრალოდ ონლაინზე მიბმული, კოოპის და PVP შესაძლებლობით + საერთო რუმები სერვერის მოთამაშეებისთვის. დაჟე მეორე დიაბლოსაც ქონდა მსგავსი მოდელი და მგონი არავისთვის საიდუმლო არაა თუ რამხელა წარმატებას მიახწია. მე მესმის ამას დეველოპერების. რამე ფუნდამეტური, ხალგრძლივად მოთამაშე პროექტის შექმნა უნდოდათ და მიხვდნენ, რომ ეს ბევრად პრიორიტეტული მოდელი იყო თამაშის, ვიდრე 60 დოლარად გაყიდვა, უცნობი სერიის, რომელსაც ნახევარზე მეტი პროსტა დაპირატდებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Path of Exile

Unread post#4 » 22 Dec 2013 04:11

ჩვეულებრივი სინგლია, უბრალოდ ონლაინზე მიბმული,


ეს რა პონტია, ანუ თავისი სთორი აქვს რომლის გავლაც შეგიძლია პროსტა ონლაინში? მესამე დიაბლოც არ მითამაშია და არ ვიცი როგორია.

Online-only / Massively multiplayer ეს უწერია ჟანრში და ვიფიქრე რო მარტო სხვების ჯობნაშია მუღამი

BoromiR
Posts: 655
Contact:

Path of Exile

Unread post#5 » 22 Dec 2013 07:54

მიახლოებით მაგას ნიშნავს. თამაშს ვერ ჩართავ ინტერნეტი თუ არ გაქ.
8.5/10 უძლიერესი თამაშია.

User avatar
Riddick
Posts: 9240
Contact:

Path of Exile

Unread post#6 » 22 Dec 2013 15:02

Online-only / Massively multiplayer-ია პროსტა სტრუქტურააქ ჩვეულებრივი სინგლფლეიერის. ანუ იგივეა რამე კოოპიან თამაშს რო თამაშობდე რა, რომელშიც დახვეწილია PVP და იგივე კოოპიც. ამ ფორმატში გამოშვების მთავარი მუღამი კიდე პირატული ვერსიების თავიდან ასაცილებლად ხდება ძირითადად და ნუ საინტერესო ფორმატია, მითუმეტეს უფასოა ტიპი და რაღაც პატარ პატარა მუღამებში გადაიხდი ფულს თუ მოგწონს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Path of Exile

Unread post#7 » 22 Dec 2013 17:07

ვა აზაზაე არ ვიყავი ეგერ თუ იყო, კაკრაზ კაი რპგ მინდოდა და ვერ ვნახულობდი და წავა ეს იმედია .....

User avatar
SLaYeR
Posts: 4651
Contact:

Path of Exile

Unread post#8 » 22 Dec 2013 18:07

Diablo/Torchlight-ის კონკურენტია, სულ უფრო და უფრო მეტ პოტენციალს ავლენს თან. საინტერესო ბნელი სამყარო და კარგი გეიმფლეი. ცოტა ვიზუალში მოიკოჭლებს მარა მიჩვევაზეა

ეს ტრეილერიც იყოს აქ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4714
Contact:

Path of Exile

Unread post#9 » 22 Dec 2013 21:17

მე სთორიზე ველოდები ჯერ რამე ფიდბექს, ონლაინ ნაწილი მივხვდი რომ არ მიზიდავს ასეთი თამაშების და სინგლ-პლეიერი თამაშის ხორციანობა თუ არ დაკარგა მულტიპლეიერობით შეიძლებოდა ცდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9240
Contact:

Path of Exile

Unread post#10 » 24 Dec 2013 01:08

ვითამაშეთ დღეს ერთი ორი საათი და მართლა ძალიან გავს დიაბლოს, უბრალოდ რაღაც პატარა მეფებია გაცილებით, თან კამერაც ზედმეტად ახლოს მომეჩვენა. სკილები იმდენია რო შეილება გაითიშო, მარა ცოტა დრო უნდა და გაერკვევი. ერთადერთი რაც ჯერჯერობით არ მომეწონა სკილების მთლიანათ ჩამოყრა ვერ ვნახე როგორ უნდა. ანუ რაღაც ითემს გაძლევენ რო თითო თითო ჩამოყარო, მარა მთლიანათ რო გაანულო არაა მგონი და მაგრად გატეხავს...

P.S. როგორც გავარკვიე რუსიფიკატორიც არ არსებობს ნორმალური ხარისხის, რაც ალბათ ვაფშე მოკლავს ჩემ ექსპერიენსს, მარა ჯერ მაინც იმედს ვიტოვებ რო მოვახერხებ თამაშს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

BoromiR
Posts: 655
Contact:

Path of Exile

Unread post#11 » 24 Dec 2013 11:02

მე სთორიზე ველოდები ჯერ რამე ფიდბექს, ონლაინ ნაწილი მივხვდი რომ არ მიზიდავს ასეთი თამაშების და სინგლ-პლეიერი თამაშის ხორციანობა თუ არ დაკარგა მულტიპლეიერობით შეიძლებოდა ცდა.

არაა ეგ მასეთი თამაში რო სტორიზე გაამახვილო ყურადღება. ძალიან ძველი სტილის ჰარდკორული გრინდინგი კო-ოპ experience-ია, თავიდანვე უნდა გადაწყვიტო შეაკვდები თუ არა, რადგან შუამავალი არა მგონია რომ იპოვო.

User avatar
hellwalker
Posts: 4714
Contact:

Path of Exile

Unread post#12 » 24 Dec 2013 11:47

ნუ მაშინ დავდროპავ თამაშის პერსპექტივას, გრაინდინგთან ვერ ვმეგობრობ ვერანაირ ფორმებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 9240
Contact:

Path of Exile

Unread post#13 » 18 Jul 2015 10:51

გამოვიდა ახალი დამატება - The Awakening >>>
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

Return to “Multiplayer - Online”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests