Guild Wars 2, PC | პრევიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Guild Wars 2

Unread post#1 » 03 Aug 2012 03:23

Guild Wars 2 - ArenaNet-ის პირველი Guild Wars-ის სრულფასოვანი მეორე ნაწილი. თამაშში არის 5 რასა; 8 პროფესია და 80 ლეველი, რომლის აღებისთვისაც დაახლოებით 90 საათი იქნება წაჭირო. თამაშის სპეციფიური თვისებები: ტრადიციული ტანკის, მკურნალის და დამრტყმელ-ძალათ დაყოფილი კლასების უქონლობა; არავითარი სააბონენტო გადასახადი; დინამიური მოვლენების სისტემა; პერსონალიზირებული სიუჟეტი, პერსონაჟების ლეველის გატოლების სისტემა, პერსონაჟის PVP მატჩებში განვითარების შესაძლებლობა.

>>>

თამაშს, ჩვეული MMORPG-ისგან განსხვავებული მისიების სისტემა ექნება. მომაბეზრებლი დავალებების მაგივრად გამოჩნდება დინამიური მოვლენების სისტემა, რომელიც ზემოქმედებს და ცვლის სამყაროს იმის მიუხედავათ, იღებს თუ არა მოთამაშე მათში მონაწილეობას. მოთამაშეს კი, მისი მონაწილეობით, ან არ მონაწილეობით შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მოვლენის შედეგზე, რომელიც შემდგომში გარეზამყაროზე აისახება. მოცემულის შედეგათ, სამყარო გამუდმებით იცვლება და გეიმერს 100% დარწმუნებით არასდროს შეეძლება იმის თქმა თუ რა ხდება ამათუიმ რეგიონში კონკრეტულ მომენტში.

>>>

სიუჟეტური შემადგენელი
თამაშში მოცემულია რამდენიმე კატეგორიათ დაყოფილი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული, სიუჟეტური ხაზი. მსოფლიოს საერთო ისტორია კი ერთერთ მათგანს წარმოადგენს - უძველესი დრაკონების გამოღვიძება და მათ მიერ Tyria-ს მიწებზე მოტანილი განადგურება. სიუჟეტის მეორე მაგალითად სათავგადასავლო გილდიის Destiny’s Edge-ის აღმსავლის და დაცემის ისტორია მოიაზრება. ამის გარდა არსებობს ყველა პერსონაჟის საკუთარი სიუჟეტი, რომელიც მისი შექმნის მომენტიდანვე გენერირდება, ხოლო პერსონაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის, ისტორიის, მისი პირადი ცხოვრების, სახლის და ურთიერთობების განვითარებაზე აისახება. და ბოლო, ყველა რეგიონისთვის დამოუკიდებლად გენერირებადი, სამყაროს მიმდინარე ისტორია, განუწყვეტლივი მოვლენების განვითარებით, რაც გარკვეულ ფრაქციებს, რასებს და ცალკეულ პერსონაჟებს ერთმანეთში ურთიერთქმედების პერსპექტივას აძლევს.

>>>

Sidekick-სისტემა
«sidekick» სისტემა თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგის ლეველის გათანაბრებას, ან იმ მომენტში მდებარე ლოკაციის პირობებიზე მოსარგებ მოდიფიცირებას ახდენს. დაბალი ლეველის პრესონაჟი, რომელსაც მაღალი ლეველების შეტაკებებში, ან სხვა ტიპის მოვლენებში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს, ავტომატურად გაძლიერდება და განვითარებულ მოთამაშეებს სათანადო დონეზე დაუდგება, ხოლო მოთამაშე რომელიც, პირიქით, დაბალი ლეველების ზონებში/ივენთებში დააპირებს მონაწილეობის მიღებას, ავტომატურად მოსლაბდება. World vs. World-ის ზონაში ორი პერსონაჟის შეტაკების დროს, დაბალი ლეველის მქონე პერსონაჟის ლეველი ავტომატურად იმატებს და მოწინააღმდეგის ძალებს უტოლდება.

>>>

Person vs Person
Guild Wars 2-ის PvP-ში ყველა მოთამაშე, ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, ერთიდაიგივე ლეველზე იბრძვის, ასერომ გამარჯვების მოპოვებისთვის, თქვენი თამაშის უნარი და სწორი სტრატეგია უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება. თამაშის PvP ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. ესენია ჩქარი დაკავშირების სქემით შექმნილი მატჩები და სერვერთა შორისი შეტაკებების რეჟიმი.

PvP მატჩები - მოთამაშეთა გუნდები ერთმანეთს მოწინააღმდეგეების ხოცვაში და სტრატეგიული წერტილების დაკავებაში ეჯიბრებიან, რის მეშვეობითაც უგროვდებათ ქულები. PvP მატჩებში სტრატეგიული მიზნების შეცვლის მექანიზმის მეშვეობით უდიდესი მრავალფეროვნებაა შემოტანილი - მოთამაშეებს ერთ მატჩში უზარმაზარი დრაკონის შეტევის გადატანა, ხოლო მეორე მატჩისთვის მოწინააღმდეგის თავდაცვის დანადგარების განადგურება მოუწევთ.

World vs World (WvW) - Guild Wars 2-ში ეს არის ეპიკური ბრძოლა სამყაროებს (სერვერებს) შორის შეუზღუდავი მოთამაშეების რაოდენობით. მოცემული ტიპის Person vs Person შეტაკებები, ტირიის გამყოფი სამყაროების/რეალობების გასაყარზე, the Mists-ის ტერიტორიებზე ჩატარდება. WvW-ს ბრძოლებში ყველა ლეველის, ყველა ტიპის განვითარების მქონე და წარმომავლობის PvE პოერსონაჟს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ყოველ კვირას ჩატარებული ბრძოლების საფუძველზე, ერთნაირი ძალების სხვადასხვა სამყაროები, სამ ნაწილად დაჯგუფდება და საბოლოოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წარსდგებიან.

P.S. 28 აგვისტოს გამოდის და არგინდათ სექტემბერში დავიწყოთ ერთად? საკმაოდ კარგი MMO ჩანს ძალიან ბევრი აქებს და ჩემი აზრით კარგი ვარიანტია... თან რაც ყველაზე ძაან მომწონს საბსქრიფშენი არ ჭირდება (ანუ თვიური გადასახადი არ უნდა) როგორც პირველი იყო, იყიდი თამაშს და აღარ იხდი ყოველ თვე...

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#2 » 03 Aug 2012 10:14

მე ვიყიდე. : D

+ ერთი ჩემი ძმაკაციც გადმოვიბირე და ვაყიდინე, ჯერჯერობით. რამდენიმე ფორუმელიც იწყებს forum.ge-დან, ანუ ვიკრიბებით ქართველები მგონი.

ვფიქრობ გილდია შეგვექმნა, ინტერნაციონალური, მაგრამ ჩვენ ცენტრში.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Guild Wars 2

Unread post#3 » 03 Aug 2012 11:29

pre order? ამერიკული და ევროპული ვერსია ცალცალკე ხომარაა?

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#4 » 03 Aug 2012 12:36

მგონი ცალცალკეა. ყოველ შემთხვევაში, გადამყიდველებთან ეწერა "ევროპული ვერსია" "ამერიკული ვერსია", მე ევროპულის პრეორდერი გავაკეთე პირდაპირ საიტზე, სადღაც 10 ლარით მეტია ევროპული, მაგრამ ერთი მაგისიც. (ავტომატურად აფიქსირებს ადგილმდებარეობას, მაგრამ შეიძლება შეცვლა)

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Guild Wars 2

Unread post#5 » 03 Aug 2012 17:11

ამაზონიდან შეგიძლია ამერიკული გამოიწერო, 60 ევრო ღირს ევროპული და 60 დოლარი ამერიკული, ფას ში საკმაო განსხვავებაა, დააზუსტდე რა ეგ თუ შეგიძლია, ანუ ისე არგამოვიდეს რო მე ამერიკული ვიყიდო და ევროპულზე ვერ შემოვიდე

lamar
Posts: 13

Guild Wars 2

Unread post#6 » 03 Aug 2012 17:39

აი ემ ინ!

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#7 » 03 Aug 2012 18:07

როგორც მივხვდი, გაყოფილია აუდენთიფიცირების სერვერები. ანუ ამერიკული ვერსიით, ამერიკის სერვერზე ცდილობს ლოგინს, რის შემდეგაც გადაყავხარ სერვერების სიაში, სადაც ევროპული სერვერი შეგიძლია აირჩიო.

ჰოდა IP-ს შეცვლით და ა.შ. შეიძლება იყოს ეგეთი რამ შესაძლებელი, მაგრამ არ ვიცი ზუსტად.

Jakobson85
Posts: 4

Guild Wars 2

Unread post#8 » 19 Aug 2012 03:05

მეც ვიყიდე და 25ში ვიწყებ თამაშს.. ყველა ქართველი ერთი გილდის ქვეშ დავრეგისტრირდეთ და ერთ სერვერზე სისტემატიურად ვითამაშოთ... აბა ვისააქ სურვილი?

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#9 » 19 Aug 2012 09:33

მაგას ვაპირებთ.

Jakobson85
Posts: 4

Guild Wars 2

Unread post#10 » 19 Aug 2012 11:40

ძალიან კარგი.
რამდნეი ვართ დაახლოებით?.
რომელ სერვერზე ვაპირებთ თამაშს?
რა სახელწოდების გილდია უნდა დავაარსოთ?
ვინ გააკეთებს ორგანიზებას, გილდიის ლიდერი ვინ იქნება?
ვააბშეტა საიტი გვინდა რა გილდიის საიტი.

ვიაქტიუროთ თორე 25 მოახლოვდა უკვე...

User avatar
Spawn
Posts: 157

Guild Wars 2

Unread post#11 » 19 Aug 2012 12:47

თუ გაამართლა ალბათ შემოგიერთდებით სამომავლოდ..

ისე არ მინდა პირველი GW'სავით ვიყიდო და 2 კვირაში წავშალო
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#12 » 19 Aug 2012 13:19

სერვერზე ვფიქრობთ, რამდენიმე ვარიანტს "ვამუშავებთ", მე მომწონს Aurora Glade.

Jakobson85
Posts: 4

Guild Wars 2

Unread post#13 » 19 Aug 2012 13:38

მარტო შენ ფიქრობ? სასტავი ვაბშე არსებობს? 25-იც მოვა მალე ყველა სხვადასხვა სერვერზე შევალთ და მერე კაპუტ. ჩრდილო შივერპიქსი კაია ჩემისაზრით, blomad ხალხი იყო სტრესს ტესტებზე...

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#14 » 19 Aug 2012 14:15

მარტო ჩემ თავს რომ ვგულისხმობდე, მრავლობითს არ გამოვიყენებდი. : D

სადღაც 10 კაცი ვართ, ეს მე რაც ვიცი.

შივერფიქსი არის US სერვერი, ჩვენ EU-ზე გვინდა უმრავლესობას.

Jakobson85
Posts: 4

Guild Wars 2

Unread post#15 » 19 Aug 2012 16:00

10 კაცი? მთელი არმია ვყოფილვართ. დაერხა ყველას. 10 ქართველი 500-ის წინაამგდეგ. სხვებს შანსი არ აქვთ. :D

რაც შეეხება ევროპის სერვერს. როგორც ოფიციალური საიტი ღაღადებს საქართველო არ მიეკუთვნება ევროპას და ბოლო კატეგორიაში გაგვწერეს რომელიც ამერიკის სერვერს მიებმევა. ტაკშტო ამერიკის სერვერზე მოგვიწევს ომი... ევროპა და კაი ცხოვრება არაოოო... ;)

User avatar
GHOST
Posts: 1941

Guild Wars 2

Unread post#16 » 19 Aug 2012 18:22

არა, სერვერები ღიაა, ევროპიდან შეგიძლია US აირჩიო და პირიქით. :]

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Guild Wars 2

Unread post#17 » 19 Aug 2012 18:47

იაკობ შეგიძლია შემოგვიერთდე 10 ქართველს 500 ის წინააღმდეგ ბრძოლაში

NoiZ
Posts: 315

Guild Wars 2

Unread post#18 » 20 Aug 2012 06:00

მეც მინდა ქქ ;(

Riddick
Posts: 11701

Guild Wars 2

Unread post#19 » 23 Aug 2012 04:31

ცოტა გამოვასწორე ანოტაციის ამბავი.
ამას უყურებდი გუშინ ტოტალბისკვიტისას, საკაიფოდ აღწერს ხოლმე თამაშებს და თუ რამეა უყურეთ, საკაიფოა

lamar
Posts: 13

Guild Wars 2

Unread post#20 » 23 Aug 2012 09:23

კვესტები მაგრაა გაკეთებული, ყელში არ ამოგივა კაჩაობა!

ერთი და იგივე ევეთში რამდენჯერაც გინდა შეგილია მიიღო მონაწილეობა, თუმცა როცა დამთავრდება ეგრევე არ იწყება და ჯობია შემდეგზე გადახვიდე.

ამ ბოლო ვიდეოში კარგად აღწერს ტიპი კვესტებს 4:50-იდან. მოკლედ ყველანაირი კვესტის სახეობა საინტერესოა, ყველა კვესტი იnდივიდუალურია და ''ცოცხალი''(აი ვოვში რომ იყო უნდერსიტის აღების კვესტი - კაი story იყო, აქ კიდე ყველა კვესტი მეტნაკლებად ეგრეა).

PvP ძალიან მაგარი ჩანს, ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
ერთადერთი ალბათ რაშიც მოიკოჭლებს თამაში - Raiding კონტენტია. 5 კაცია დანჯენების მეტი სხვა დუნგენი არაა, ანუ ვისაც ვოვის გიჟური რეიდინგი ევასება(როგორც მე:)) ამ თამაშში ვერ დაიკმაყოფილებს სურვილებს. თუმცა ამ 5 კაციან დანჯენებს რამოდენიმე mode აქვს და საბოლოოდ 35-მდე დანჯენი გამოდის, რაც ძაან საინტერესო და კარგია!

მოკლედ can't wait xD

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 93 guests


cron