Fortnite, #1 მოლოდინები | PC, PS4, Xone

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
MOBA , MMO , MMORPG , CO-OP ...
User avatar
Riddick
Posts: 8476
Contact:

Fortnite

Unread post#1 » 12 Dec 2011 21:51

>>>

Epic Games-სმა თავის ახალი თამაში, სახელად Fortnite დააანონსა. შექმნის პროცესს ლი პერი უხელმძღვანელებს - Gears of War-ის ტურების და Gears of War 2-ის გეიმფლეის მთავარი დიზაინერი. პერიმ გულახდილად აღიარა, რომ სტუდია შთაგონებას ცნობილ სამშენებლო არკადა Minecraft-ში ჰპოვებდა: თამაშში რეალიზებული იქნება დღის და ღამის მონაცვლეობის დინამიური სისტემა. დღისით მოთამაშეები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების გროვებით, ხოლო ღამით სიცოცხლის შესანარჩუნებელ ბრძოლაში მონაწილეობით იქნებიან ჩართულნი.

>>>

თამაშში არარის შეზღუდვები და მზა შენობები - "თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ყველაფერი რაც მოგესურვებათ და შემდეგ დაანგრიოთ ის", - ამბობს პერი. მისმა კოლეგამ, კივ ბლეჯინსკიმ, თამაშში შესაძლო ხელოვნურად აწყობილი იარაღების და ხაფანგების სისტემის დამატებაზეც ისაუბრა, ასევე დაადასტურა პერსონაჟის განვითარების შესაძლებლობა, მიწისქვეშეთი და ბოსები.

კი, ერთისმხრივ - ყველა განცხადებული ელემენტი, რაღაცით სხვა პროექტებსაც ძალიან გავს, მაგრამ განსხვავებაც აშკარად რჩება. ნუ როგორც უკვე ვახსენეთ, რესურსების მოგროვებაში თამაში Minecraft'ს გავს, მაგრამ ამასობაში მაინც ძალიან განსხვავდება მისგან, თამაშს მულტფილმის სტილის გრაფიკა აქვს, მაგრამ მისი Fortress 2 შედარებაც არაკორექტული იქნება, ღამე ზომბებისგან თავდაცვა მოგიწევთ, მაგრამ Left 4 Dead-ისგანაც შორს ვართ, სეთინგი პოსტაპოკალიპტურ სტილშია წარმოდგენილი, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენ არც Brink, არც Rage და არც Fallout არ გვინახავს. თქვენ რასიტყვით, ეს ბაზარია?:

>>>

ხო, მთავარი დამავიწყდა, სადებიუტო ტრეილერი - video
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Fortnite

Unread post#2 » 12 Dec 2011 22:35

გუშინ ვუყურე ტრეილერს და მაგრა გამისწორდა სომბრეროებიანი ტიპები რო აშენებდნენ, თან არ ვიცოდი რაზე იყო ლაპარაკი, ბოლოს მიწიდან რაღაც ამოძვრა და მერე ვიგრძენი Minecraft-თან მსგავსება რო ღამდებოდა და იმალებოდნენ : D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

BoromiR
Posts: 715
Contact:

Fortnite

Unread post#3 » 13 Dec 2011 00:47

► Show Spoiler


ძალიან დამაინტერესა რასაც ვუყურე ეხლა. თუ საშუალება მექნება აუცილებლად მინდა გავერკვიო დეტალებში... მაგრამ აქაც კიდე ერთი ნუანსია. თუ კუბიკებს დავინახავ ეგრევე პოხ... რატო არ შეიძლება ისეთი რომ იყოს როგორიც ტრეილერშია =(

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

Fortnite

Unread post#4 » 13 Dec 2011 01:00

გამისწორდა მეც.
Tower build და მერე defence : D
თან შენი ხელით რომ არის აშენებული ყველაფერი, უფრო მონდომებით დაიცავ დანგრევისგან. კარგი პონტი უნდა იყოს. კრაფტინგი გაასწორებს და მესამე პირის შუთერი ეპიკს არ შეეშლება მგონია. კუბიკებით არამგონია იყოს. უფრო ვფიქრობ, რომ რამდენიმე განსხვავებული ფორმის მატერიალი იქნება და ერთმანეთზე შეთავსებით ლამაზი კონსტრუქციები მიიღება.
დავითრიოთ და ერთად ვითამაშოთ მერე.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Riddick
Posts: 8476
Contact:

Fortnite

Unread post#5 » 15 Jul 2012 02:01

პროდიუსერი Tanya Jessen და დიზაინი Cliff Bleszinsk-ის მიერ, სან დიეგოში ჩატარებულ Comic-Con-ზე თამაშის ახალი დეტალები გავრცელდა. ვერბალურათ გადმოსაცემი სიახლეებიდან მხოლოდ რამდენიმეს გამოყოფა შეილება (დანარჩენი მეტნაკლებათ პირველ პოსტშიც წერია). პირველი და საკმაოდ საინტერესო არის ის, რომ თამაში იქნება სენდბოქსის ფორმატის, კოოპერატიული გასვლის რეჟიმით. რანაირათ მოხდება ეს ყველაფერი წარმოდგენა არ მაქ, მარა პროექტი ვიზუალურათ მართლა ძალიან კარგად გამოიყურება (სქრინშოტები ქვემოთ). თამაშის ერთ-ერთ უმთავრეს ორიენტირად სახელდება მშენებლობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, ან გაანივითაროთ, თამაშში ნაპოვნი ყველანაირი ნივთი (სახლიდან დაწყებული, იარაღებით დამთავრებული).

Cliff-ის მშვენივრად შესრულებული სამუშაოს შედეგი: http://i243.photobucket.com/albums/ff18 ... 601d3f.jpg

Pixar Style 1 2 3

თამაშის ძველი, Unreal Engine 3-ზე გადაღებული სურათი
>>>
ეს კი Unreal Engine 4- გადატანის შემდეგ
>>>

პროექტი 2014 წელს, მხოლოდ PC-ზე გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1442
Contact:

Fortnite

Unread post#6 » 15 Jul 2012 02:17

აუ სერიოზულად მოვიხიბლე :D
დეეემნ!
You'd better do something about that cough

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

Fortnite

Unread post#7 » 15 Jul 2012 13:41

კონცეპტსაც და ვიზუალურ სტილსაც მოწონება ჩემგან.

team survival და building, მაგარი კომბოა.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Riddick
Posts: 8476
Contact:

Fortnite

Unread post#8 » 02 Dec 2014 22:57

დღეს დაიწყო ალფა ტესტირება, ანუ საკმაოდ მალე გამოვა
ახალი ვიდეოც დადეს >>>
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8476
Contact:

Re: Fortnite

Unread post#9 » 22 May 2018 21:09

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jul 21, 2017
Developer: Epic Games
Genre(s): Action, Shooter, Third-Person, Tactical
User Score 4.5
Metascore 78

2011-ში, ანუ 7 წლის წინ არი თემა გახსნილი :) თავის დროზე მართლა არ მესმოდა რა უნდა ყოფილიყო ეს თამაში, მარა ვიზუალი მომწონდა. დღეს მგონი მარტო ეგ დარჩა იმ ყველაფრიდან რაც თავიდან იყო დაანონსებული. და რაც ყველაზე ღადაობაა, პირვანდელი ჩანაფიქრის ფორმით რო მიგვეღო დღეს სავარაუდოთ არავის არ ემახსოვრებოდა, მარა გარემოებები ისე აეწყო და ისე დააჯდნენ ჰაიპთრეინს, რო დოტას ტოლფასი მოვლენა დაიდო. ჩვენ კიდე ამ თემაში რაღაც ისტორიკოსებივით გავიჩითეთ, სიღრმისეული ორიჯინიდან მოყოლებული რახდებოდა :)
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “Multiplayer & Online”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests