გუშინ წალბილწეთ თამაში ყველაზე ბნელი ფორმებით.
მე Scumbag Steve როლში მოვევლინე ზომბების წინააღმდეგობას, ყველა Special მტრების მსვხვერპლი ვხვდებოდი, ვიჩჩებს ბენზოხერხით ვერკინებოდი, თანამბრძოლების ზურგებს დაუცველს ვტოვებდი და დამოუკიდებლად ვიკვლევდი რუკის ბნელ კუთხეებს, ამ უღირსი ქმედების შედეგად შემხვედრ ზომბების ბრბო უკან მიმყავდა, როდესაც ჩემ დევნას თავს დაანებებდნენ და სხვა არაინფიცირებულ ადამიანებს შემოეხვეოდნენ, ზომბებს და ადამიანებს ერთად ვაწვენდი ავტომატის ჯერით, როდესაც ავტომატის ცეცხლი უძლური ხდებოდა, ზომბებს და ჩემივე დაგდებულ თანამოძმეებს ერთად ვწვადი მოლოტოვის კოქტეილით. ერთგული მებრძოლების ზურგსუკან პარალელურად PS3-ზე Journey-ს ვთამაშობდი და My Little Pony -ს ეპიზოდებს ვუყურებდი.
ბოლოს იმედგაცრუებული და დაღლილი თანამებრძოლები ბოროტ გზაზე დავაყენე, ღამის მიწურულის და განთიადის რამდენიმე საათი ერთ ოთახში ერთმანეთის მოკვლაში და გვამების T-Bagging-ში გავატარეთ.
დღეს გამოძინების შემდეგ გადავწყიტე რომ მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია ჩემი დანაშაული გამოისყიდოს და სახელი გაწმინდოს. წვერს წითლად შევიღებავ, ცეცხლსასროლ იარაღზე უარს ვიტყვი და მხოლოდ ღირსეული მეომრული ხელჩართული ბრძოლის იარაღებით შევეჭიდები რეალიზმის ექსპერტს.
როდესაც ეს ჩემი ყოვლად სულელური წამოწყება ზომბების პირველივე ბრბოს შემაკლავს და სხვებს საჭირო ექსტრა მებრძოლის გარეშე დატოვებს, სტიმის ბროუზერს ამოვკეცავ და My little pony -ს ყურებას გავაგრძელებ -_-