Unread post#114 » 19 Mar 2012 17:18
Valve Software არ ივიწყებს თავის გამოშვებულ თამაშებს.მაგალითად მალე Left 4 Dead 2 ფანები მიიღებენ დამატებებს ახალი რუკების სახით. კონკრეტული თარიღი არ სახელდება,მაგრამ იტყობინებიან,რომ სულ ცოტა რჩება დამატებაზე მუშაობის დასრულებამდე.
''ჩვენ უკვე მზად გვაქვს ფინალური რუკების ვერსიები,მაგრამ მცირე ცვლილებები ნელნელა შეგვაქვს მათში და რათქმაუნდა კონცეტრირებული ვართ თამაშში არსებული შეცდომების გამოსწორებაზე.როგორც კი გადავწყვეტთ ანონსის თარიღს,აუცილებლად გაცნობებთ''- დაწერეს Left 4 Dead 2 შემქმნელებმა თამაშის ბლოგში.
შეგახსენებთ რომ თამაშის დამატებაში შევა 6 ახალი რუკა: Cold Stream, Blood Harvest, Crash Course, Dead Air, Death Toll და No Mercy.ბეტა ტესტირებისთვის ეს რუკები უკვე ხელმისაწვდომია Steam-ზე.ამის გარდა ადდონმა უნდა გამოასწოროს ბევრი უმნიშვნელო და უსიამოვნო შეცდომა.