Overwatch, PC, PS4, Xone | აღწერა

ფორმატები ▶ გამოცდილება ▶ საერთო მონახაზი ▶ დეტალების ჩამონათვალი ▶ სრული პრევიუ
Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#1 » 08 Nov 2014 11:52

კომპანია Blizzard-მა BlizzCon-ის კონვენციის გახსნასთან დაკავშირებით თავისი ახალი პროექტი სახელად Overwatch წარმოადგინა, თამაში 17 წლის მანძილზე კომპანიის პირველი ახალი IP გახლავთ.

>>>

Overwatch მოვლენები ადამიანებით, გუმანოიდებით და კიბერნეტიკულად გაუმჯობესებული არსებებით დასახლებულ ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება. თქვენ უნდა გახდეთ საერთაშორისო დეპარტამანტის სახელწოდებით Overwatch ნაწილი, რომლის მთავარი მიზანიც პლანეტაზე სიმშვიდის დამყარებაში მდგომარეობს. თამაში გახლავთ გუნდური მულტიფლეიერ შუთერი, რომელშიც ყველა პერსონაჟს თავისი უნილკალური შესაძლებლობები გააჩნია. პროექტის საერთო კონცეფცია ძალიან გავს Team Fortress 2-ისას. დეველოპერების თქმით, თამაში "იმაზე ბევრად ადრე გამოვა ვიდრე თქვენ გგონიათ". ბეტა ტესტირება 2015 წლისთვის არის დაგეგმილი, კონვენციის სტუმრებს კი უკვე შუძლიათ მისი მოსინჯვა. თამაშის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ უამრავ ვიდეო მასალას, სქრინშოტებს და მხატვრების ნამუშევრებს. მსურველებს უკვე შეუძლიათ ბეტა ტესტირებაზე თავიანთი განაცხადის შეტანა.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Mchedlo
Posts: 876
Contact:

Overwatch

Unread post#2 » 09 Nov 2014 11:12

რაც ვუყურე, ეს არის unreal tournament+team fortress 2 და ნუ კიდე bunch ოფ აზერ გეიმს.
(რაღაც მომენტში დაჯე სპაის გამოჩენას ველოდებოდი ეფექტურად ;ს ;ს)

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#3 » 09 Nov 2014 17:03

კი, მაგას ყველამ გაუსვა ხაზი, მარა აქ ბევრად მეტი პერსონაჟია, რომლებიც მაგრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სპელები რო ვნახე, მე უფრო დოტასთან გამიჩნდა ასოციაცია.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Mchedlo
Posts: 876
Contact:

Overwatch

Unread post#4 » 10 Nov 2014 08:51

კი სხვათაშორის, ეგაც არის რაღაც...
უბრალოდ ანუ არის იმის პრეცენდენტები როდესაც სხვადასხვა იდეის ორგანულლად გაერთიანება ხდება, მაგრამ აქ რატომღაც მეეჭვება. ისეთი პირი უჩანს, აი ყველა რო მობას აკეთებს და მეორე თემაა ყველა რო ფ2პ შუთერს აკეტებს დონატის ხარჯზე რო ფულს აკეთებს.
ეგ 2 ტენდენცია მართავს ბაზარს და ბლიზარდიც ჩაერთო.
კიდე წავიკითხე რო ტიტანის ნარაბოტკები არიო თამაშში პროსტა შეცვლილიო რა მაინც.. მაინტერესებს რა კონკრეტულად.შეიძლება სულაც მაგ მხრივ უფრო იყენებენ რო დატესტონ

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#5 » 10 Nov 2014 11:05

ხო ეგ თემა მეც ვნახე და ნაღდად ეგრე იქნება. წარმოიდგინე მთლიანი MMO თან ბლიზარდის და გაუქმების მერე რამხელა მასალა რჩება ტყუილა. პერსონაჟები უეჭველი იქიდანაა წამოღებული, მეფზე განლაგებული მოდელები და საერთოდ თამაშის კონცეპტები.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#6 » 23 Mar 2015 02:48

მთელი რეპორტაჟია თამაშზე რუსუალად
ვიზუალურად ნოლია ჩემთვის, მარა გეიმფლეიზე ეტყობა რო მომდევნო კიბერსპორტ დისწიპლინაა
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Mchedlo
Posts: 876
Contact:

Overwatch

Unread post#7 » 23 Mar 2015 08:31

ბლიზარდის ოფისი საინტერესო იყო.
დისციპლინაზე რა გითხრა, მართლა ცოტა დაუმთავრებელი მომეჩვენა და ადრეა მაგის თქმა, სირთულე თქო არა, მარა შეწყობა მართლა დაჭირდება + განსაკუთრებული კომბო-ვომბო, რომელიც არ ყოფილა, არ შემიმჭნევია, კაცმა რო თქვას...

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#8 » 23 Mar 2015 13:29

გმირები მაგრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ყველა სიკდილის მერე ახლის არჩევა შეგილია, იმ კონკრეტული სიტუაციისთვის რაც იმ მომენტში მიმდინარეობს. მარტო ეს ორი მექანიკა იმხელა სიღრმეს იძლევა (იმ ყველა უკვე არსებულ მექანიკას რო ზევიდან დაადებენ), რო თავისუფლად შეილება კიბერსპორტის დისწიპლინაზე ლაპარაკი. თან ბლიზარდია, ესენი კაზუალური გეიმფლეის თამაშს პროსტა არ დადებენ.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Overwatch

Unread post#9 » 23 Mar 2015 14:59

როგორც ვიცი თითო მატჩი 8 რაუნდადაა დაყოფილი 6v6.
სიკვდილის მერე ჩარის შეცვლა თუ შეიძლება წესით ძალიან საინტერესო და კაი უნდა გამოვიდეს.
Widowmaker მაინტერესებს :პ

User avatar
Mchedlo
Posts: 876
Contact:

Overwatch

Unread post#10 » 23 Mar 2015 14:59

არჩევაზე სხვა თამაშებშიც იყო მანამდე და ნუ მეორე მომენტია რო მართლა უნდა დაიტესტოს გმირი პირადად მოთამაშის მიერ რო თქვა რამდენად განსხვავებულია და როგორი "გემო" აქ..

ხო ბლიზარდზე გეთანხმები, თუმცა მეორე მხრივ, თავისუფლად შეიძლება ჯერ პირველი 'ტესტ-იგრა' იყოს, რათა ნახონ რა და როგორ

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#11 » 16 Oct 2015 05:44

დოტას ერაში სადაც მილიონი ერთიდაიგივე ნაგავია გამოსული მსგავსი ვეშები რო არ გიყვარდეს მამენტ საერთოდ არაა გასაოცარი, პროსტა ამ თამაშში რაღაც მეტია, იმდენად რო მართლა ვითამაშებ თუ ნორმალური FTP იქნა. საერთოდ სხვა დონეზეა აყვანილი მრავალფეროვნება და ძაან სერიოზულ შაბლონებს არღვევს. ანუ თუ დოტას მსგავს თამაშებში თამაშის დასაწყისში ირჩევ ერთ კონკრეტულ გმირს, აქ ყველა სიკვდილის მერე სხვადასხვა გმირის არჩევა შეგილია. მარტო ეს მომენტია საკმარისი ყველაფრისთვის. ანუ წარმოიდგინეთ რა დონის დინამიურობა და მრავალფეროვნება შემოვა მატჩებში. ძალიან დიდი არეალი ეძლევა მოთამაშეს, საერთოდ მეორე პლანზე გადადის სროლა და შემოდის სწრაფი აზროვნება, სწორი არჩევანის გაკეთება და რაცმთავარია ძალიან ბევრი უჩვეულო და საინტერესო სიტუაცია. ანუ სწავლობ ყველა გმირს, ან უმეტესობას და მერე სიტუაციის მიხედვით ეწყობი თამაშს, რომელიც ყოველ წუთს იცვლება.
პირველ რიგში ხო შანსია რო მოიწყინო, ან მოგბეზდეს, თუ ხოდზეხარ ტვინი სუ მუშაობს, სუ ჩართულიხარ (პროსტა ცუდი თიმმეითების მომენტი ალბათ დიდი მინუსი იქნება). მეორე მომენტი თვითონ FPS ხედი, რაც საკმაოდ ანსხვავებს თამაშს მობებისგან და დაჟე Team Fortress 2 მოიაზრება მის მთავარ კონკურენტად. ხო აქ ბაზები და ქრიფები არაა, მარა გმირების სქემა ადევს FPS, რაც უკვე საინტერესოა. დალშე თვითონ ამ გმირების მრავალფეროვნება და მარტივად "ათვისებადობა" რის გამოც თამაშის დაწყება და სწავლა ძალიან მარტივი და სასიამოვნო იქნება. ამუღამებ ერთს, მერე მეორეს, თამაშობ ამ ორით, მერე მესამესაც უცებ და ა.შ.
იტოგში მექანიკური თვალსაზრისით უძლიერეს რაღაცას გავს და მართლა დამაინტერესა. საღამოს რო ჩაუჯდეთ ხოლმე მგონი მაგრად გავერთობით. აი ვიზუალი დიდად არ მომწონს, ძალიან მარტივია, იგივე სტილი ოღონ უფრო დეტალური უკეთესი იქნებოა. ესე რაღაც MMO-ს შეგრძნებას ტოვებს.

p.s. ეს თვითონ ჩემი ასეთი განწყობის შემქმნელი რუსების პრევიუ >
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
GHOST
Posts: 1618
Contact:

Overwatch

Unread post#12 » 16 Oct 2015 10:25

არაა ახალი, TF ის ვარიანტია, რაღაც ცვლილებებით. ვეღარ/აღარ ქმნის ბლიზარდი რამე ახალსა და რევოლუციურს უკვე.

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#13 » 16 Oct 2015 14:59

TF რაარი? Team Fortress ?
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
GHOST
Posts: 1618
Contact:

Overwatch

Unread post#14 » 16 Oct 2015 18:02

ხო, Team Fortress 2 -ია, ცოტა სხვანაირ შეფუთვაში.

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#15 » 16 Oct 2015 19:22

Team Fortress-ზე გაცილებით მეტი კლასია, ძალიან განსხვავებული სპეციალობებით. არი მაგია და ცნობილი მობას გმირების შესაძლებლობები FPS გადმოტანილი. მრავალფეროვნება და დინამიურობა იქნება ბევრად მაღალი TF-ზე. და ნუ ზოგადად ბლიზარდზე თუ ხარ დაგრუზული ეგ უკვე სხვა თემაა.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
GHOST
Posts: 1618
Contact:

Overwatch

Unread post#16 » 17 Oct 2015 01:04

ბლიზარდზე რატომ უნდა ვიყო დაგრუზული? მე ვამბობ, რომ ახალი არაფერია. :]
Heroes of the storm - გაჩითეს მობას ბაზრის ასათვისებლად, განსხვავდება დანარჩენებისგან, მაგრამ ახალი არ არის.
იგივეა ესეც, TF/FPS თამაშების ბაზრის ასათვისებლად, განსხვავებულია, მაგრამ ახალი არ არის.
ჰართსთოუნია იდეაში ყველაზე უნიკალური პროექტი, თუმცა თვითონ სათამაშო კარტის სფეროც ხო გადაღეჭილია.

აღარ ქმნის ბლიზარდი ისეთ რევოლუციურ თამაშებს, რომელიც ჟანრს თავდაყირა აყენებს, კარგ თამაშებს ქმნის უკვე არსებული ბაზრის ჩარჩოებში.

შეიძლება აღარც რისკავენ, ან რა ჯანდაბად უნდათ, დიაბლოს 7 წელი ქმნიდნენ და ნუ საკაიფოდაც გაიყიდა, მაგრამ აგერ ჰართსთოუნი ვითომ კაზუალური პროექტის პონტში შემოაგდეს და ახლა ფული შემოაქვს ოქროს საბადოესავით. ტიტანიც შეიძლება მაგიტომ გააუქმეს, საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა ბლიზარდის მხრიდან, ბოლომდე გაპოლიშებული ნექსთ-გენ მმორპგ... სამაგიეროდ დაშალეს ტიტანი და ნარჩენებისგან ააწყეს ოვერვოჩი, უფრო ნაკლებად რისკიანი პროექტი, რომელიც ასევე ოქროს საბადოდ გადაიქცევა ალბათ ისევ, ნაკლები დანახარჯებით.

....
კი ვატრაკებ, იდეაში, ჯერ შევხედავ როგორი თამაში იქნება, უბრალოდ რადგან რაღაც რევოლუციური არ არის და უფრო კაზუალურია, დიდი მოლოდინი არ მაქვს. :დ

User avatar
Ripster
Posts: 1477
Contact:

Overwatch

Unread post#17 » 17 Oct 2015 16:54

კი გეთანხმებით აბსოლუტურად რომ ძალიან გავს თიმ ფორთრესის კონცეფციას, მაგრამ რაღაც გაცილებით უფრო დიდი რამ მგონია ეს. უფრო სხვა თამაში წავა წესით და გაცილებით კომპლექსური რამე გაიჩითება პამოიმუ

აი მარტივი შედარებისთვის პროგ როკი რომ ავიღოთ ბითლზის a day in a life (ტიმ ფორტრესი) და ჯენეზისის supper's ready (ოვერვოჩი)
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9839
Contact:

Overwatch

Unread post#18 » 18 Oct 2015 00:10

ხო ანუ რევოლუცია იქნებათქო არც მე არ დამიწერია. პროსტა რაც რეალურად ააქ თამაშს ისინი დავწერე და ჩემი აზრით ახალი დონის კომპლექსურობა იქნება პრო გეიმინგისთვის. სიტყვაზე წარმოიდგინე დოტაში ყველა სიკვდილის მერე სხვა გმირის არჩევა რო შეგეძლოს, შმოტი არ იქნება, მარა ძალიან საინტერესო მაჩები წავა მგონი. მე ეგეთი ელემენტი რამდენიმე დავიჭირე და მართლა მომინდა თამაში. ანუ სკილთან ერთად შემოდის სმიკალკა უფრო დიდი დოზით და მარტო კაი რეფლექსიანი ტიპების თამაში არ იქნება როგორც CS ვთქვათ.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

Riddick
Posts: 9839
Contact:

Re: Overwatch

Unread post#19 » 04 Nov 2015 07:42

ბეტას მიმოხილვა >
რაც ზევით დავწერე, შიელება ვერ გადმოვეცი სწორად, მარა ეს ტიპი კარგად ლაპარაკობს.
დაჟე დესმაჩი არ იქნება, იმდენად განსხვავდებიან გმირები ერთმანეთისგანო.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
GHOST
Posts: 1618
Contact:

Re: Overwatch

Unread post#20 » 04 Nov 2015 08:40

გეიმფლეის რასაც ვუყურებ, ძალიან გასართობი პონტია. მაგრად მეკიდა, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს, ბეტას მოსაწვევი დავითრიო. :დ

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 264 guests