ესაც გაგრძელება. ძალიან მიჭირს ადგილების მიხედვით დალაგება ამათიც და იმათიც ზემოთ რაც დავწერე მარა გამაზვა არ შემიძლია:
Braid აუცილებლად ზედა ლისტში უნდა დამეწერა. ბექგრაუნდებითაც, მუსიკითაც და სთორითაც ჩამძირა შიგნით, ძალიან უცნაური და აზრიანი თამაშია და ზემოთ დაწერილების მსგავსად დღემდე მომყვება ამისი ზეგავლენა.
Deus Ex: Human Revolution - ზოგადად საიბერპანკის ვიზუალურ მხარეებს ყველა Blade Runner-ს და Ghost in The Shell-ს უნდა უმადლოდეს, გამონაკლისი არც ეს თამაშია გარკვეულწილად, მარა ინერციით ისეთ გზაზე დადგა რომ საკუთარი სტილი შექმნა და თავი ჩამოიყალიბა. იშვიათი პროდუქტია რომელიც საიბერპანკის მიმართულებას ძალიან მიმზიდველს, ჩამთრევს და საინტერესოს ხდის.
Xenoblade Chronicles - ამ თამაშის სილამაზე უმეტესად სამყაროა და ექსპლორაციისას მუსიკალური გაფორმება. სამყაროში მონსტრები MMO-ს მსგავსად არის ჩაყრილი მარა ისე სიფრთხილით რო ექსპლორაციაში შეიძლება ხელი არც შეგეშალოს. გაქცევაც მარტივად შესაძლებელია, ხოლო ზოგიერთი მონსტრი საერთოდ არ არის აგრესიული. ძალიან დასამახსოვრებელი ლოკაციებია: გაშლილი მინდვრები, ჩანჩქერთან ახლოს მდებარე ტყე, თოვლიანი ველი, უცნაური და ძალიან ეგზოტიკური ზღვა. იაპონელები აქაც იმეორებენ იმ გულით შრომას რაც FF სერიებში და Dark Souls-შია ნაჩვენები, იმის მიუხედავად რო ბევრად რეალისტური და მაღალპოლიგონიანი სამყაროების შექმნაა დღეს შესაძებელი, ვიზუალურად უფრო ეფექტურიც, აქ მთელი ყურადღება დათმობილია იმაზე რო მოთამაშისთვის სასიამოვნო, ემოციური და დასამახსოვრებელი გახდეს მოგზაურობა, დღე-ღამის და ამინდის ცვლილებები ისე ცვლის გარემოს ხასიათს რო ალბათ ამ პლანეტაზე საუკეთესო ადგილებში იმოგზაურეს და ისე შექმნეს ეს. LVL Asian მოკლედ :D
Persona 4-მა გამაკვირვა თავის დროზე, ყოველდღიურობა პატარა იაპონურ ქალაქში, რამდენიმე ქუჩა რომელსაც ხშირად სტუმრობ, ეჩვევი, იცნობ ხალხს, უახლოვდები, იცვლება ამინდი, სეზონები, ამ ყველაფრის მონაწილე ისე ხდები თითქოს მართლა შენი თავგადასავალია. ქალაქში გასვლა და რამდენიმე ქუჩაზე სტუმრობა არასდროს არ არის მსაწყენი, ამინდიც და მოვლენებიც სულ სხვადასხვა სახით გახვედრებს ყველაფერს, პირიქით უფრო ეცნობი, უხლოვდები, აშკარად ყავდათ აქ საინტერესო დიზაინერი, რომელიც კარგად ერკვევა ურბანულ პრინციპებში და იცის რითი და როგორ გახადოს ლოკაცია საინტერესო. აქ გატარებული ზაფხული ისე მახსოვს როგორც რეალური. ელეგანტურობის მწვერვალია ეს თამაში.
Chrono Cross - Squaresoft-შია ესაც შექმნილი ოქროს პერიოდში:
http://imgur.com/a/7E4oK#191. ძალიან ატმოსფერული და ამავდროულად ძალიან ეგზოტიკური თამაშია, შინაარსითაც საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო. ზაფხულის ეგზოტიკური ატმოსფერო ისეა დაჭერილი, ზამთარში ვითამაშე და ისე მახსოვს თითქოს პაპანაქება ზაფხულში ვთამაშობდი ))
Monkey Island 1,2,3 - პირველი და მეორე Special Edition-ებია ძალიან ლამაზი, მესამე თავის დროზეც ულამაზესი იყო, ფაქტიურად მულტფილმს თამაშობ და თან ძალიან გაპოლიშებულს და კარგს. კარიბის ზღვა, პირატები, ეგზოტიკა, განძის ძიება, ვუდუ და მთელი ეს ამბები ვისაც უნდა ზაფხული ყოველთვის საუკეთესო დროა ამათ სათამაშოდ, კარიბის ზღვაზე ყოველ ზაფხულს ვერ წავა კაცი აქედან :D
Dishonored - ინგლისური გარემო, ვეშაპმონადირეები, ძალიან სტილიზირებული სტიმპანკი, ლუდი, თევზი, დაშნა და ბუტაფორიული დამბაჩა მედო გვერდით ამის თამაშისას ისე შემითრია და ჩამძირა ))) იშვიათი აზროვნების შედეგია Dishonored-ის ვიზუალური მხარე. მეორე ნაწილი არ ვიცი და მგონი ის უფრო განმაცვიფრებს.
Metal Gear Solid 3 - პოეტური ლამაზი სცენები ICO-ს სტილის განათებით და ფერებით (რაც ICO-ს შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე მაღალი დნის თამაშებში გაიმეორეს: MGS3, Twilight Princess, Prince of Persia). სთორიც დ პერსონაჟებიც ხელს უწყობენ თავიანთი სტილიზირებით და ბექგრაუნდით ამ სილამაზეს. ჯარის და ზოგადად ომის ამბებზე ასეთი ესთეტიკა და პოეტურობა არ მინახავს არსად - არც ფილმებში. საკმაოდ ბევრი კარგი ფილმიდან არის აღებული შთაგონება და შემდეგ შეზავებული ძალიან განსხვავებული შტრიხებით. კოჯიმას საუკეთესო ნამუშევარია ეს თამაში როგორც სინემატიკური იქსფერიენსის, რაც არ უნდა გამოუშვას აწი არამგონია ასეთი სცენები გაიმეოროს კიდე აზრობრივად, სიღრმით და სილამაზით. Phantom Pain-ში აქედან აკოპირებდა დაჟე რაღაცეებს და აშკარად ეტყობოდა იმ პროექტს რო მაქსიმალურად უნდოდა წარსულის ჩრდილიდან გამოსვლა და ექსპერიმენტები ექსპერიმენტებზე მიაწყო ))
Syberia - საინტერესო და უცხო თავგადასავალი ძალიან უცნაურ გარემოში რომელიც შეზავებულია აღმოსავლეთ ევროპული და რუსული ელემენტებით. ყველა ლოკაცია თითქოს რაღაც ახლისთვის გამზადებს და გაგრძნობინებს რო თითოეული შენობა თუ საგანი ვიღაც გენიოსის თავში მოხარშული ქმნილებაა ვის კვალსაც მისდევ და იქამდე გიცოცხლებს ეს ყველაფერი პერსონაჟს ვიდრე შეხვები.
Red Dead Redemption - ვესტერნები გამიცოცხლა, რაც მაქვს ნანახი ალბათ ყველაფრიდან რაღაც როულფლეი მაგრძნობინა Action Adventure-თამაშმა. ცარიელი უდაბნოები, ღორღიანი გზები, ჩაფიქრებული რო გიწევს სიარული ცარიელ და ამავდოულად სიგიჟით სავსე ველურ სამყაროში, სადაც კაცმა არ იცის როდის რა მოხდება.
Bioshock 1,2 - ნუ ამათ აღარაფერს დავამატებ,ისედაც ახსენეთ. სევდიანი, დეპრესიული და დამთრგუნავი გარემოს ერთერთი ულამაზესი წარმოჩენაა, თან სტილთან ერთად დეტალურად მოწყობილი გარემო ცალკე ხარისხს და შარმს მატებს.
Okami - იაპონური მითოლოგია და სტილისტიკა, დარბიხარ და გგონია იაპონური ფოლკლორის გმირი ხარ, თითქოს ზღაპარს კითხულობ რომელიც არ მთავრდებადა გარემოცული ყავხარ ატმოსფეროთი, თან ეს ინოვაციური ელემენტი რაც აქვს ფუნჯით ხატვაა და უცებ გაშავთეთრებულ ეკრანებზე ძალიან ლამაზი და დამამშვიდებელია ფუნჯის მოსმები.
Witcher - პირველი სერიაა ის რაც თავისი ატმოსფეროთი ერთერთი იშვიათი ქმნილებაა. იდეალურად ქმნის ეს თამაში თავისი ფერებით და ლოკაციებით აღმოსავლეთ ევროპულ ფოლკლორულ ბნელ გარემოს. სლავური ელემენტებიც იგრძნობა და კარგად არის წარმოჩენილი, რაც შემდეგ სერიებში ფაქტიურად ნულია და დასავლეთ ევროპული სტილიზირება ჭარბობს რამდენიმე პერსონაჟის სამოსს თუ არ ჩავთვლით. ვიზუალი და მუსიკა კარგად წარმოაჩენს ცინიკურ სამყაროში არსებულ კონფლიქტებს, ტკივილს და განწყობას.
Silent Hill 1,2,3,4 - ამ სიაში თამამად დავწერ და ვიზუალურ სილამზეს თუ არა - რაც ტიპიურ ამერიკულ პატარა ქალაქში იშვიათია რო რაღაც განსხვავებული სილამაზით დაგასაჩუქროს, ინტერიერების მოწყობას და გაფორმებას, ქალაქის რეალისტურ აღქმას და სტილიზირებას ავღნიშნავ რასაც ისეთი შარმი აქვს წლები არ ამოდის მეხსიერებიდან და არ არსებობს ჰორორის მოყვარული ამის გამო SH-ს ზეგავლენაში რო არ დარჩეს. მომავალში ბიოშოკში როგორი სიყვარულითაც არის ინტერიერები მოწობილი, ასევეა SH-შიც, ყველაფერს თავისი აზრი და მნიშვნელობა რო აქვს. აი ნისლის და ატმსფერულობის ფენომენი რაც მთელ მისტიურობას იძლევა ცალკე საკითხია და როგორც ვიზუალური ისე შინაარსობრივი და ისე ლეველ დიზაინის ტექნიკური კუთხით ძალიან გრძელი საუბრების გამართვა შეიძლება :D
Gemini Rue - წყნარი და მელანქოლიური საიბერპანკი, რომელსაც Blade Runner-ის გავლენაც ეტყობა და Cowboy Bebop-ისაც, მარა სხვაგან არის, სხვა ამბავს ყვება და სხვანაირ გარემოს ქმნის. ძალიან მოქმედებს განწყობაზე სტილიც და დამუშავებაც. უკანა ფონები მგონი დიჯითალ არტია და მერე შემცირებული რეზოლუცით ან ფილტრით, მარა მთელი ატმოსფერული ღირებულება მაგას მიაქვს მგონი.
Prince of Persia SoT, WW, TT - დიდად გამორჩეული შეიძლება არაა მარა ამ სპარსულ-ბაბილონურმა სეთინგმა ძალიან კარგი შეგრძნებები დამიტოვა სამივე სერიაში. ხარისხიანად გაკეთებული გარემოა რომელიც გძირავს შიგნით და თანდათან ამ ზღაპრულ ამოუცნობ ამბებს გაზიარებს.
Journey - მხატვრულმა ღირებულებამ უმეტესად უდაბნოში მომხიბლა, ინტერიერები უკეთესებიც მინახავს და უფრო საინტერესოებიც, მარა უდაბნოში წანწალი და სიმარტოვის შეგრძნება (სხვა ფლეიერთან ერთადაც) ძალიან იშვიათი და დასამახსოვრებელია ისეა მოწყობილი ლოკაციაც და ხედებიც.
სეგას თამაშებს ცალკე ჩამოვწერ, ცალკე მოწყვეტილი ეტაპი იყო ეს ჩემთვის, სხვა აღქმით და მიდგომით:
Pocahontas და Lion King ამათ ერთად დავწერ, ორივე დისნეის მულტფილმის ატმოსფეროს აკოპირებს და ამვდროულად დიდხანს გაჩერებს ერთ ლოკაციაში, რაც თითქოს ამ გმირების სიუჟეტს უფრო აფართოებს და ახლოს მოყავს. ძალიან ლამაზი ლოკაციებია ორივეში, თან არაფერი დაიშურეს რო მულტფილმის სცენები შეექმნათ ახლიდან და იქ გამოყენებული ელემენტებიც გამოეყენებინათ.
Sonic 1,2,3, Sonic & Knuckles - პირველი და მეორე დიდი სილამაზით არ გამოირჩევა მარა ლოკაციები იმ დრისთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ინტერესში შეყავდი და ფაქტიურად ფრენჩაიზი სწორედ მაგან გაქაჩა გეიმფლეისთან ერთად. მესამე და Sonic & Knuckles უკვე სხვა დონე იყო, ძალიან ლამაზი ანიმაცია და პიქსელ არტი ჰქონდა, დაპაუზებულ სქრინზე დიდად არ იგრძნობა ეს ეფექტურობა და სილამაზე, მარა თამაშისას როცა ეკრანს მიაშტერდები და სწრაფ ტემპში თამაშობ როგორც საჭიროა, ეკრანზე უკვე ჩანს თუ რა ნამუშევარიცაა. ამასთან ერთად კარგად გამოუვიდათ 90-იანბის პოპულარული გარემოების ერთ სეთინგში მოქცევა და სწრაფ ატრაქციონად ქცევა: ტყეები, ჯუნგლები, მინდვრები, ქარხნები, ტექნოპარკები, ლაბორატორიები, ხომალდები და არკადები <3
Comix Zone - დაიწერა უკვე მაღლა. ძალიან უცნაური შთაბეჭდილება დამიტოვა, მაშინ კომიქსებზე მხოლოდ შორიდან ვიცოდი, მეინსტრიმ ადაპტაციებს და ზოგადად იმ დროინდელ მიდგომებს კი ახლოს ვიცნობდი. ამ თამაშში ძალიან ბევრი 90-იანებისთვის ცნობილი და პოპულარული ცნებებია გადმოტანილი და ნაჩვენები მოძრავი ცოცხალი კომიქსის სახით: სუპერგმირი, მუტანტები, შაოლინის კუნგ ფუ, დრაკონები, ლამაზი ქალი გასაჭირში. რაც დღევანდელი გადმსოახედიდან საინტერესოდ მეჩვენება, ეს არის სუპერგმირის დეკონსტრუქცია, 80-იანების ბოლოს დაწყებული მიდგომა იყო ეს რაც ამ თამაშის გამოსვლის პერიოდში აღარ იყ პოპულარული.
Streets of Rage სერიები - არც თუ ცოტა რამ გამოსულა 90-იანებში ქუჩაში ჩხუბზე და კარგი მოჩხუბარი ტიპის კრიმინალურ სინდიკატთან დაპირისპირებაზე, მარა ამ თამაშმა მოახერხა და ამდენ ფილს და თამაშს შორის ძალიან დასამახსოვრებელი რეტრო ესთეტიკა შეინარჩუნა. ფილმი შეიძლება ბევრი გამახსენდეს ამ თემას რო ახსენებენ მარა თამაში პირველი ეს მახსენდება ))
Ultimate Mortal Kombat 3 - არ ვტროლავ :D ბექგრაუნდები ძალიან შთამბეჭდავი ჰქონდა. უკეთესი ვიზუალი ნამდვილა არსებობდა იმ დროს მარა აქ რაც ჩანდა ის მომწონდა. ერთი მხრივ ნაცნობი ამერიკული გარემო, მეორე მხრივ რაღაც აზიური და თან მისტიური. აზიელებს ალბათ ეგ პირიქით ექნებოდათ იმ მიზეზით რომ მათთვის დასავლურია ყველაფერი ეგზოტიკური (თუ ითამაშებდნენ). ზოგჯერ სპეციალურად ვირჩევდი ხოლმე ლეველებს რო მენახა ხოლმე. ფაქტიურად პირველი თამაში იყო რომელსაც სერიოზულად ჩავუჯექი და ეს უცხო სამყაროს ჩვენება წარმოჩენა საინტერესოდ ჩამრჩა, ლავასთან ბრძოლა გამოქვაბულის ქვეშ, ხიდი უკან სულების მორევით, შაო კანის ხიდი რომელიც სულ მაინტერესებდა საიდან შემოდიოდა გზა და რანაირი შენობა იყო, სულების ქვაბული რაღაც ბოროტი სახის მქონე სტალაგმიტში რო ცეცხლივით მოძრაობს სულის ესენცია, ტაძრის ლეველი ორი მფრინავი ბერით <3
Contra: The Hard Corps - ფერები, ანიმაცია და სტილი აქვს კარგი. დღეში ორჯერ შემეძლო დამეხურა ხოლმე სხვადასხვა ენდინგით და ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მექნა, არ ვიცი რატო მარა ძალიან მიყვარდა ამ თამაშის ვიზუალი. ეს დემონური გარეგნობის უცხოპლანეტელებიც ძალიან კარგი იყო, ანიმე ფანტასტიკის მუღამებიც თავისას შვრებოდა ალბათ, უფრო კარგი წარმოჩენა იყო ვიდრე ფილმებში ვიცოდი ხოლმე.
თუ კიდე რამე გამახსენდა ისეთი რო ემოქმედა და გავლენა მოეხდინა დავწერ.
ლამაზები და სასიამოვნოდ რო მითამაშია ბევრია მარა ასე არ ჩამრჩენია ისინი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.