Unread post#29 » 16 Apr 2016 14:07
გუშინ რთულ ლოკაციაში გადავედი და ორი ფანტომი მყავდა ისე ვწმენდდი, ინვეიდერიც მოვიდა და ისაც მოვკალით, მოკლედ გვერდში მედგდნენ ტიპები. ბოსის კართან მივედით, სიმღერის ხმა ისმოდა ტირილს გავდა თითქოს, არ მინდოდა შესვლა მარა სადაც აქამდე მომეხმარნენ ბარემ შევედით, იმედი არ მქონდა მარა მაინც. ბოსი აღმოჩნდა ისეთი რო აღარ მომინდა მოკვლა, ან თუ მოვკლავ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანობაზე ხელს ავიღებ და ერთი ერთზე მაინც მოვკლავთქო, ვერ გავიმეტე რო სამ კაცს ერთად მოგვეღო ბოლო საცოდავი არსებისთვის. მოკლედ დავიწყე იარაღის ქნევა, ვიქნევდი რო დაენახათ როგორი მონდომებით ვიბრძოდი.. ველოდებოდი როდის დახოცავდა ბოსი ფანტომებს, არ მინდოდა შემტყობოდა რო ვღალატობდი, ერთი ფანტომი მოკვდა და ამასობაში მეც კინაღამ ზედ მივყევი, მარა ამან დააჩქარა მეორე ფანტომის დასახმარებლად გამოქცევა, პირისპირ შევატოვე ბოსს, უკან გამოვიწიე და მოვაკვლევინე, დავიცადე ცოტა ხანი სანამ ბოლომდე გაქრებოდა მისი კვალი და ბოლოს ძვალი გამოვიყენე და ავორთქლდი ადგილიდან სინდისისგან გარეცხილი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.