Unread post#78 » 11 Dec 2013 18:32
მიჭირს ცალსახა აზრის ჩამოყალიბება, საკამათო პროექტია ნამდვილად. ძალიან ბევრ მომენტშიაქ ჩასვრილი და მინდა ცოტა გავშალო. არი რაიმდენიმე ძირითადი ფაქტორი რამაც მაგრად დამწყვიტა გული. ქვევით ჩამოვწერ რაზეც დავიგრუზე ყველაზე მაგრად:
1. და ყველაზე ფუნდამენტური ეს არის ლეველ დიზაინი, ანუ წინა ნაწილების ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი პლიუსი, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. და ვისაც მიუქცევია ამ მომენტისთვის ყურადღება, მგონი ყველა დამეთანხმება, რომ პირველ და მეორე ბიოშოკში ატმოსფეროს ერთერთი მთავარი გენერატორი იყო ზუსტად ლოკაციები, რომელებიც ისე იყო აწყობილი, რომ სხვა თამაშების ასობით კვადრატულ კილომეტრიან რუკებს მერჩივნა. მსგავსი რამ არცერთ თამაშში არ მახსენდება, ყველა ტური იყო პატარა სამყარო, ქონდა თავის მთავარი თემა (ვიზუალის მხრივ) და ამ თემას ანვითარებდა. დავდიოდი და მარტო თვალიერებით იმხელა სიამოვნებას ვიღებდი რო მეკიდა დალშე ეყველაფერი. და ეხა ინფინიტში რა მოხდა, ტიპებმა აიღეს და ეს ყველაფერი გადააქციეს ყველაზე საზიზღარ და უკვე ყველა მხრიდან მოჭმულ სწორხაზოვან ავტოსტრადათ, რომელზეც დაგაყენებენ ესე თავიდან და იმაზე მიდიხარ ბოლომდე და თუ სადმე გადასახვევს დაინახავ, ანუ სადღაც არი ერთი კარები რომელშიც დევს ოქრო, ან ტყვიები ... ჯერ მარტო ამის გამო დავიკიდე ეს თამაში ოცდამეერთეზე, მარა ყველაფერი მინდა რო ჩამოვწერო.
2. ყველას კარგად გახსოვთ ალბათ Rapture ბინადრები. ყველაზე სლაბი და უმნიშვნელო მტრები ყველაზე ორიგინალურად და საინტერესოდ იყვნენ რეალიზებული - მასკიანი, ადამზე მონადირე, გაგიჟებული "ნარკომანები" და მათი დიალოგები, ან ფრაზები. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოწინააღმდეგეები საბოლოოთ თამაშის სახე გახდა და რატო? იმიტო რო სახასიათო იყო ყველა მათგანი. აქ კიდე დაწყებიდან ბოლომდე Infinite ძაღლობას ებრძვი... ანუ ტიპებს რომლებიც არაფრით არ გამირჩევიან საერთოდ და თამაშის კიარა ინგეიმ პოსტერზეც კი არ ხატია არცერთი. მათ კი მოგვიანებით იგივე ვიდზე მყოფი აჯანყებულები ცვლიან.
მინი ბოსები მეტნაკლებად საინტერესოთ გამოიყურებიან, მარა ბიგდედის ეფექტის 30% ვერ ახდენენ კსაჟალენიუ.
3. თამაშში დაჟე პატარა ნამიოკიც კი არაა რაიმე სახის მინი გეიმზე. ტურეტების, სეიფების, კარებების გატეხვა აღარ ხდება მოთამაშის მიერ. ატმიჩკები დატოვეს, მარა საერთოთ არანაირი ეფექტი აღარააქ, ანუ გეიმფლეი მექანიკას არ წარმოადგენს, პროსტა გაქ ეს 20 ატმიჩკა რომელიც ყველგან ყრია და თუ რამეა ერთ კნოფკას აჭერ და ელიზაბეტი აღებს (გინდ პროსტა გაგიღია და გინდ ვითო რო ვინმემ გააღო ანიმაციის მერე ბაზარი).
4. იარაღების უმეტესობა საეთოდ არ მიხმარია, პროსტა მოთხოვნილება არ იყო და მითუმეტეს ინტერესი. აღარაა წინას მსგავსის აფდეითების სისტემა, ანუ იარაღი ვიზუალურად აღარ იცვლება გაძლიერების მერე. არი რაღაც უაზრო ავტომატები და მუხები, აი საერთოთ რო არ მოგინდება სროლა.
5. პერკები (ანუ 4 სლოტიანი ზმანი). დადიხარ და იღებ რაღაც ჩემოდნებს, რომლებიც გიძლიერებს გარკვეულ შესაძლებლობებს, როგორც წინა სერიებში იყო, მარა პრობლემა ისაა, რო 30 ცალიდან 27 სრულიად გამოუსადეგარია. ცვეტში ბოლოს მქონდა ერთი 20 ცალი ხელით ჩხუბის პერკი რომლებსაც იმენა ტესტერებიც არ გამოიყენებდნენ ალბათ და მქონდა 30 ცალი ამ საჰაერო რელსების პერკი რომელზეც თამაშში ალბათ სუ 10 წუთზე მეტი არ კიდიხარ ))) მაგრად დავიგრუზე.
ამ ყველაფერს ემატება უკვე გადასაგდები ანრეალ ენჯინი, რომელიც პროსტა არაა მსგავსი, გადანათებული და გაბრწყინებული ლოკაციებს შესაქმნელად მოგონილი. იმენა კრივოი ვიდზეა თამაში, მითუმეტეს BF3 მერე რო ვითამაშე უფრო გამოკვეთილათ ჩანდა. არვიცი ვის რამდენად მოეწონა კოლუმბია მარა მე იმენა დავბრმავდი, გავგიჟდი ამ ბილიკზე სირბილით და ბახა ბუხით.
სიუჟეტს რაც შეეხება თავიდან დამაინტერესა, მარა ბოლოს ისეთი აჯაფსანდალი დადეს რო სერიოზული მაინდFაქი მომივიდა. პარალელური სამყაროების თემა ძალიან დაბალ დონეზეა ამოხსნილი და იმდენად უაზროთ განიმარტება ამ ვითო ტყუპების და რეალურად ერთი ფიზიკოსის გენიალურობით, რო მაგან კიდე ცალკე დამგრუზა. პროსტა სიუჟეტის დაჯმა ცოტა უფრო დეტალურად მინდა, ეხა დავიღალე და მერე ცალკე დავწერ მაგაზეც.